სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" ხვალ გაიხსნება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" ხვალ გაიხსნება

ხვალ, აჭარაში, ევროპის მოედანზე სტარტს აიღებს სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა". სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები და მასტერკლასები, ღვინის სახალხო დაწურვა და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ფესტივალის სტუმრებს 4 საათიდან ელოდებათ. ორი დღის განმავლობაში მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

სოფლის ტურიზმის ფესტივალ "განდაგანა"-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. 6-7 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე მისული სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარის სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფესტივალი დაყოფილი იქნება თემატურ კუთხეებად:

• ყველი და რძის პროდუქტები შუახევიდან

• ჩხავერი და ცოლიკაური ქედის საოჯახო-სასტუმრო სახლებიდან

• თაფლი, ჩურჩხელა, ფელამუში, ბაქლავა და სხვა ტკბილეული ხელვაჩაური-

ქობულეთიდან

• ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა სოფლებიდან

სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში. გაიმართება განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. კონკურსის გამარჯვებულები ნატურალური პროდუქტებით დაჯილდოვდებიან.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება საწნახელში ღვინის სახალხო დაწურვა იქნება, რომელიც 7 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება. ტურისტები და სტუმრები ევროპის მოედანზე საჯაროდ დაწურავენ ღვინოს, რომელიც ერთ-ერთ საოჯახო მარანს გადაეცემა. 2018 წლის ფესტივალზე, კი უკვე ეტიკეტირებული ღვინო სახალხოდ გაიხსნება და დაგემოვნდება.

საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც. ყოველდღე, 16:00 საათიდან 20:30 საათამდე, ფოლკლორ შოუებს სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები "ბერმუხა", "ბათუმი", "ფესვები", "შავფაროსნები", "ელესა", "ქობულეთი", "მაჭახელა" და "ათძალი" წარმოუდგენენ. 6 ოქტომბერს ფესტივალს ბენდი "ლურჯი იალქანი, 7 ოქტომბერს კი ჯგუფი "ფრანი" დაასრულებს.

იხილეთ ფესტივალის სრული პროგრამა აქ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი