”სტივენ პედოკი მშვიდი, კეთილი ადამიანი იყო”-ლას-ვეგასელი მკვლელის მეგობარი ქალი განცხადებას ავრცელებს

”სტივენ პედოკი მშვიდი, კეთილი ადამიანი იყო”-ლას-ვეგასელი მკვლელის მეგობარი ქალი განცხადებას ავრცელებს

სტივენ პედოკის მეგობარ ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მამაკაცი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, ლას-ვეგასში მასობრივ მკვლელობას გეგმავდა.

მერილუ დენლიმ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობას აპირებს.

"უზომოდ დამწუხრებული ვარ მომხდარის გამო, მე ვარ დედა და ბებია და გული მტკივა ყველას გამო, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა.

სტივენ პედოკს ვიცნობდი როგორც კეთილ, მზრუნველ, მშვიდ ადამიანს. მე ის მიყვარდა და ვფიქრობდი, რომ ერთად მშვიდი მომავალი გველოდა.

დაახლოებით 2 კვირის წინ სტივენმა მითხრა, რომ ფილიპინების იაფი ბილეთი იშოვა ჩემთვის და უნდოდა, რომ სამშობლოში გავმგზავრებულიყავი, ოჯახის მოსანახულებლად. სახლში წასვლა ძალიან გამიხარდა. ფილიპინებზე ყოფნის დროს მან გადმომირიცხა ფული და მითხრა, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლი მეყიდა.

ძალიან მადლიერი ვიყავი, თუმცა ვიფიქრე, რომ ჩემთან დაშორებას აპირებდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სტივენს ძალადობის ჩადენა შეეძლო", - წერს დენლი.

64 წლის სტივენ პედოკი ლას-ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილებს დაესხა თავს, გარდაიცვალა 58 ადამიანი, 500-მდე კი დაიჭრა.

წაიკითხეთ ასევე: როგორ გამოიყურება ლას-ვეგასის სასტუმრო, საიდანაც მამაკაცმა 59 ადამიანი მოკლა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"