პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. საქ­მის გან­მხილ­ველ­მა მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ, მა­ნუ­ჩარ კა­პა­ნა­ძის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით, პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მარ­თლე­ბულ ას­ლან ბეჟა­ნი­ძის მი­მართ, ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სის, მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბა 2004 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში, პე­კი­ნი­სა და მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მომ­ხდარ შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2004 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით, 19:00 სა­ათ­ზე, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, და­ვით ოთხმე­ზურ­სა და ას­ლან ბეჟა­ნი­ძეს შო­რის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იშ­ვა, რა დრო­საც ას­ლან ბეჟა­ნი­ძემ და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და­ვით ოთხმე­ზურს, მათ შო­რის ერთ-ერთი გულ­მკერ­დის არე­ში და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. და­ვით ოთხმე­ზუ­რი, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ 12 წლის შემ­დეგ გახ­სნა. 2016 წლის 26 მარტს, ას­ლან ბეჟა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, 2016 წლის 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ას­ლან ბეჟა­ნი­ძე უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. თუმ­ცა, ას­ლან ბეჟა­ნი­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის განმხილველმა მოსამართლეთა კოლეგიამ, მანუჩარ კაპანაძის თავმჯდომარეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამართლებულ ასლან ბეჟანიძის მიმართ, ძალაში დატოვა.

ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმე პროკურატურამ 12 წლის შემდეგ გახსნა. 2016 წლის 26 მარტს, ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, ასლან ბეჟანიძე სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ