კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა ზურაბ ანთელავა ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი" და ვიხილავთ თუ არა მას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში?
როგორ გახდა ზურაბ ანთელავა ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი" და ვიხილავთ თუ არა მას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში?

მსა­ხი­ობ ზუ­რაბ ან­თე­ლა­ვას შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა: ის "თა­ვის მეგ­რე­ლებ­თან" ("ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მეგ­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან) და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ახა­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი თე­ატ­რის გუნ­დის წევ­რი გახ­ლავთ... გარ­და ამი­სა, მალე გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ფილ­მს - "ხი­ბუ­ლას" თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რშიც ვი­ხი­ლავთ, რო­მელ­შიც ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რად მცველს ასა­ხი­ე­რებს...

- მინ­და, ჩვენს ქვე­ყა­ნას ხვა­ვი­ა­ნი და ბა­რა­ქი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა ვუ­სურ­ვო. თან, ახლა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან უჭირს: ხვა­ვი­ა­ნო­ბის რა მო­გახ­სე­ნოთ, როცა დიდი შიმ­ში­ლო­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მავ­ნე­ბე­ლი ჭი­ე­ბის გამო... პი­რა­დად მე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, დიდი, ღრმა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა მე­ლო­დე­ბა.

- გვი­ამ­ბეთ, რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ახ­ლე­ე­ბი გაქვთ?

- სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვარ - სე­ზო­ნი გა­იხ­სნა, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და­ი­წყო... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი ის არის, რომ ახალ­და­არ­სე­ბულ ახალ­გაზ­რდულ თე­ატ­რში მი­მიწ­ვი­ეს, რომ­ლის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" პერ­სო­ნა­ჟის - კრიმ­ხილ­დას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ქალ­ბა­ტო­ნი ნანა კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რია... მოკ­ლედ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სი­ახ­ლე ეს არის. შე­მოდ­გო­მა ახ­ლის მო­ლო­დი­ნით და­მუხ­ტულ­მა და­ვი­წყე. 27 სექ­ტემ­ბერს პრე­მი­ე­რა გვქონ­და - თე­ატ­რიც გა­იხ­სნა და სე­ზო­ნიც. ამ გუნდთან ერ­თად, ჩემი ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგი. ასე რომ, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს მო­ლო­დინ­ში ვარ...

- რო­გორ მოხ­ვდით ამ ახალ თე­ატ­რში?

- ანეკ­დო­ტი­ვით ნათ­ქვა­მი ხომ გა­გი­გო­ნი­ათ - თე­ლავ­ში ვარ და ჟინჟ­ლავ­სო? 25 წელი თე­ლავ­ში გა­ვა­ტა­რე და იუ­მო­რის­ტუ­ლი ნაკ­ვე­სე­ბი იქი­დან მომ­ყვე­ბა... მოკ­ლედ, ამ ზა­ფხულს, აგ­ვის­ტო­ში ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვი - ჩემს ძმას თხი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. რა თქმა უნდა, სა­ღა­მოს სუფ­რა გა­ი­შა­ლა, შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და "ფე­ის­ბუკ­ზე" შე­ვე­დი. უცებ, აფი­შა და­ვი­ნა­ხე... რა­ღა­ცე­ბის გა­მო­ქექ­ვა, გზის პოვ­ნა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის უფრო მი­ჭირს, ვიდ­რე სხვე­ბის­თვის. რაკი ცო­ტა­თი შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, აფი­შა ვნა­ხე თუ არა, მა­შინ­ვე ნა­ნას მივ­წე­რე: ვინ უნდა შე­ვა­წუ­ხო, რომ თქვენ­თან მოვ­ხვდე-მეთ­ქი? ახა­ლი თე­ატ­რის იდე­ამ ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა - დე­ტა­ლებ­ში იყო აღ­წე­რი­ლი, რა უნ­დო­დათ, რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­დათ, თე­ატ­რის გახ­სნა რის­თვის სურ­დათ... ჩემ­თვის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო... წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნი­დან ცოტა ხან­ში ნა­ნამ და­მი­რე­კა - ვინ­მეს შე­წუ­ხე­ბა რად გინ­და, კრიმ­ხილ­და აქ არ გყა­ვარ, შე კა­ცოო (იცი­ნის)?!. სხვა­თა შო­რის, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბი­სას ხში­რად ვხუმ­რობ­დით: კრიმ­ხილ­და მე­უბ­ნე­ბო­და, - ე, ბიჭო, ამის­თა­ნა მი­ლი­ო­ნე­რი თუ ხარ, ერთი 5 ათა­სი მო­მე­ცი რა­ცხაო! მე ვპა­სუ­ხობ­დი, - რაღა ჩემ­თან მო­დი­ხარ, გყავს გრი­შა კა­კა­ჩია და იმას მი­ა­კი­თხე-მეთ­ქი... მე­გო­ნა, ამ ამ­ბავს ბო­რო­ტად და­ი­მახ­სოვ­რებ­და, მაგ­რამ - არა: აი, თე­ატ­რში და­მი­ძა­ხა (იცი­ნის)... ასე მოვ­ხვდი ამ "ლა­მაზ გა­უ­გებ­რო­ბა­ში". დიდი სი­ხა­რუ­ლი­თა და ბედ­ნი­ე­რებთ აღ­სავ­სე ვარ!..გა­ნაგ­რძეთ კით­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ გახდა ზურაბ ანთელავა ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი" და ვიხილავთ თუ არა მას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში?

როგორ გახდა ზურაბ ანთელავა ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი" და ვიხილავთ თუ არა მას "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში?

მსახიობ ზურაბ ანთელავას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეა: ის "თავის მეგრელებთან" ("ჩემი ცოლის დაქალების" მეგრელი პერსონაჟების როლების შემსრულებლებთან) და სხვა საინტერესო მსახიობებთან ერთად, ახალი ახალგაზრდული თეატრის გუნდის წევრი გახლავთ... გარდა ამისა, მალე გიორგი ოვაშვილის ფილმს - "ხიბულას" თბილისის კინოთეატრშიც ვიხილავთ, რომელშიც ბატონი ზურაბი საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირად მცველს ასახიერებს...

- მინდა, ჩვენს ქვეყანას ხვავიანი და ბარაქიანი შემოდგომა ვუსურვო. თან, ახლა დასავლეთ საქართველოს ძალიან უჭირს: ხვავიანობის რა მოგახსენოთ, როცა დიდი შიმშილობაა მოსალოდნელი, მავნებელი ჭიების გამო... პირადად მე, შემოქმედებითი თვალსაზრისით, დიდი, ღრმა და საფუძვლიანი შემოდგომა მელოდება.

- გვიამბეთ, რა შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?

- სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ - სეზონი გაიხსნა, "ჩემი ცოლის დაქალები" დაიწყო... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ახალდაარსებულ ახალგაზრდულ თეატრში მიმიწვიეს, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი "ჩემი ცოლის დაქალები" პერსონაჟის - კრიმხილდას როლის შემსრულებელი - ქალბატონი ნანა კუხალეიშვილი გახლავთ, რომელიც ჩემი მეგობარია... მოკლედ, ჩემთვის ყველაზე დიდი სიახლე ეს არის. შემოდგომა ახლის მოლოდინით დამუხტულმა დავიწყე. 27 სექტემბერს პრემიერა გვქონდა - თეატრიც გაიხსნა და სეზონიც. ამ გუნდთან ერთად, ჩემი ახალი ნაბიჯები გადავდგი. ასე რომ, კიდევ უფრო საინტერესოს მოლოდინში ვარ...

- როგორ მოხვდით ამ ახალ თეატრში?

- ანეკდოტივით ნათქვამი ხომ გაგიგონიათ - თელავში ვარ და ჟინჟლავსო? 25 წელი თელავში გავატარე და იუმორისტული ნაკვესები იქიდან მომყვება... მოკლედ, ამ ზაფხულს, აგვისტოში ზუგდიდში ვიყავი - ჩემს ძმას თხილის მოსავლის აღებაში ვეხმარებოდი. რა თქმა უნდა, საღამოს სუფრა გაიშალა, შეზარხოშებული ვიყავი და "ფეისბუკზე" შევედი. უცებ, აფიშა დავინახე... რაღაცების გამოქექვა, გზის პოვნა, ურთიერთობების დალაგება საკუთარი თავისთვის უფრო მიჭირს, ვიდრე სხვებისთვის. რაკი ცოტათი შეზარხოშებული ვიყავი, აფიშა ვნახე თუ არა, მაშინვე ნანას მივწერე: ვინ უნდა შევაწუხო, რომ თქვენთან მოვხვდე-მეთქი? ახალი თეატრის იდეამ ძალიან მომხიბლა - დეტალებში იყო აღწერილი, რა უნდოდათ, რა მიზანი ამოძრავებდათ, თეატრის გახსნა რისთვის სურდათ... ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო... წერილის გაგზავნიდან ცოტა ხანში ნანამ დამირეკა - ვინმეს შეწუხება რად გინდა, კრიმხილდა აქ არ გყავარ, შე კაცოო (იცინის)?!. სხვათა შორის, სერიალის გადაღებისას ხშირად ვხუმრობდით: კრიმხილდა მეუბნებოდა, - ე, ბიჭო, ამისთანა მილიონერი თუ ხარ, ერთი 5 ათასი მომეცი რაცხაო! მე ვპასუხობდი, - რაღა ჩემთან მოდიხარ, გყავს გრიშა კაკაჩია და იმას მიაკითხე-მეთქი... მეგონა, ამ ამბავს ბოროტად დაიმახსოვრებდა, მაგრამ - არა: აი, თეატრში დამიძახა (იცინის)... ასე მოვხვდი ამ "ლამაზ გაუგებრობაში". დიდი სიხარულითა და ბედნიერებთ აღსავსე ვარ!..განაგრძეთ კითვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი