პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაში არიან ციხეში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი: "რაც დააპატიმრეს, ერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში"
რა მდგომარეობაში არიან ციხეში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი: "რაც დააპატიმრეს, ერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში"

უკვე ექ­ვსი თვეა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 4-4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მი­ა­ნო­ბას, რომ­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბიც დები იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის კუთ­ვნილ 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბო­და.

ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო და­რა­სე­ლი დე­დის და დე­ი­დის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"კარ­გიც იყო, რუ­სუ­და­ნიც რომ აღ­მოჩ­ნდა ცი­ხე­ში, რად­გან მა­ი­ას ამ ყვე­ლაფ­რის მარ­ტო გა­და­ტა­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მაია რუ­სუ­და­ნის გვერ­დით ყოფ­ნამ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა, უფრო მო­სუქ­და და ჯან­მრთე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­მიძ­ლია ვთქვა, იმ­დე­ნად ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში უწევთ ყოფ­ნა. რუ­სოს რომ ვე­კი­თხე­ბი, რო­გორ საჭ­მელს გაჭ­მე­ვენ-მეთ­ქი, ისე მპა­სუ­ხობს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­სო, ცი­ხე­ში მო­გინ­დე­ბა ყოფ­ნა. ამ­ბო­ბენ, რომ წიგ­ნებს კი­თხუ­ლო­ბენ და ა. შ.

რუ­სოს­თვის და­პა­ტიმ­რე­ბა ერ­თგვა­რი შვე­ბაც იყო, რად­გან ჯერ კი­დევ რო­დი­დან ითხოვ­და, მე და­მა­კა­ვეთ და მაია გა­უშ­ვი­თო, რომ მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­რო­სო. მა­ი­ამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, 20 წლის ასა­კი­დან, ვა­ხოს­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოლ-ქმა­რი არ იყო: სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი, კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი გახ­ლდნენ, ყვე­ლა­ფერ­ზე ერთი აზრი ჰქონ­დათ. იდე­ა­ლუ­რი ცოლ-ქმა­რი იყო. რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა მა­ი­ამ ეს ამ­ბა­ვი, არც მი­კი­თხავს და არც ვკი­თხავ, რად­გან ვიცი, რამ მწა­რე იქ­ნე­ბო­და მის­თვის.

მა­ი­ამ ერთი ცხოვ­რე­ბა და­ას­რუ­ლა. ეს იყო ბედ­ნი­ე­რი სი­ცო­ცხლე ვა­ხოს­თან ერ­თად. ახლა კი, იმე­დია, მშვიდ ცხოვ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს და ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, შვილ­თან, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად, მშვი­დად იცხოვ­როს. ვა­ხოს გა­რე­შე ბედ­ნი­ე­რი ალ­ბათ ვე­ღარ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით, ვეც­დე­ბით, მუ­დამ გა­ვა­ხა­როთ.

- ცი­ხე­ში მათ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ხში­რად მი­დი­ხართ?

- რაც და­ა­პა­ტიმ­რეს არ­ცერ­თხელ არ ვყო­ფილ­ვარ ცი­ხე­ში. რუ­სოს არ აქვს სურ­ვი­ლი, რომ სა­პა­ტიმ­რო­ში ვნა­ხო. არც მე მქონ­და ამის სურ­ვი­ლი.

რუ­სუ­და­ნი თვი­თონ მი­რე­კავს და აქეთ მე­კი­თხე­ბა ყვე­ლა­ფერს, იქი­დან მა­კონ­ტრო­ლებს, იმა­ზე ღე­ლავს, რომ ბავ­შვებს შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი და­ვაკ­ლო. მე არც ვე­კი­თხე­ბი, რას შვრე­ბი-მეთ­ქი, რად­გან ვიცი, მას იქაც ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ექ­ნე­ბა.

მე­უბ­ნე­ბა, რომ იქ გა­და­სა­რევ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად არის, და­წყე­ბუ­ლი ბად­რა­გი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბით. რუსო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვის­ზეა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ვე­უბ­ნე­ბი, იმ­დე­ნი ვინ­მე გი­რე­კავს, ზოგი მა­ვი­წყდე­ბა, ვინ მო­გი­კი­თხა-მეთ­ქი. ამ­ბობს, არა უშავს, დე­დი­კო, მე მა­ინც ყვე­ლა მიყ­ვარ­სო.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

გა­ზე­თი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რა მდგომარეობაში არიან ციხეში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი: "რაც დააპატიმრეს, ერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში"

რა მდგომარეობაში არიან ციხეში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი: "რაც დააპატიმრეს, ერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში"

უკვე ექვსი თვეა მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმიანობას, რომლის დამფუძნებლებიც დები იყვნენ. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილ 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში რუსუდან კერვალიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ჟურნალისტი ნინო დარასელი დედის და დეიდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"კარგიც იყო, რუსუდანიც რომ აღმოჩნდა ციხეში, რადგან მაიას ამ ყველაფრის მარტო გადატანა გაუჭირდებოდა. მაია რუსუდანის გვერდით ყოფნამ უფრო გააძლიერა, უფრო მოსუქდა და ჯანმრთელად გამოიყურება. სასჯელაღსრულების სისტემაზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა, იმდენად ნორმალურ პირობებში უწევთ ყოფნა. რუსოს რომ ვეკითხები, როგორ საჭმელს გაჭმევენ-მეთქი, ისე მპასუხობს, არაჩვეულებრივსო, ციხეში მოგინდება ყოფნა. ამბობენ, რომ წიგნებს კითხულობენ და ა. შ.

რუსოსთვის დაპატიმრება ერთგვარი შვებაც იყო, რადგან ჯერ კიდევ როდიდან ითხოვდა, მე დამაკავეთ და მაია გაუშვითო, რომ მიეცეს საშუალება, პრობლემები მოაგვაროსო. მაიამ მთელი ცხოვრება, 20 წლის ასაკიდან, ვახოსთან ერთად გაატარა. თან ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი არ იყო: საუკეთესო მეგობრები, კომპანიონები გახლდნენ, ყველაფერზე ერთი აზრი ჰქონდათ. იდეალური ცოლ-ქმარი იყო. როგორ გადაიტანა მაიამ ეს ამბავი, არც მიკითხავს და არც ვკითხავ, რადგან ვიცი, რამ მწარე იქნებოდა მისთვის.

მაიამ ერთი ცხოვრება დაასრულა. ეს იყო ბედნიერი სიცოცხლე ვახოსთან ერთად. ახლა კი, იმედია, მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს და ექნება საშუალება, შვილთან, შვილიშვილებთან ერთად, მშვიდად იცხოვროს. ვახოს გარეშე ბედნიერი ალბათ ვეღარ იქნება, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით, ვეცდებით, მუდამ გავახაროთ.

- ციხეში მათ მოსანახულებლად ხშირად მიდიხართ?

- რაც დააპატიმრეს არცერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში. რუსოს არ აქვს სურვილი, რომ საპატიმროში ვნახო. არც მე მქონდა ამის სურვილი.

რუსუდანი თვითონ მირეკავს და აქეთ მეკითხება ყველაფერს, იქიდან მაკონტროლებს, იმაზე ღელავს, რომ ბავშვებს შემთხვევით არაფერი დავაკლო. მე არც ვეკითხები, რას შვრები-მეთქი, რადგან ვიცი, მას იქაც ყველაფერი წესრიგში ექნება.

მეუბნება, რომ იქ გადასარევ ადამიანებთან ერთად არის, დაწყებული ბადრაგიდან დამთავრებული პატიმრებით. რუსო აბსოლუტურად არავისზეა გაბრაზებული. ვეუბნები, იმდენი ვინმე გირეკავს, ზოგი მავიწყდება, ვინ მოგიკითხა-მეთქი. ამბობს, არა უშავს, დედიკო, მე მაინც ყველა მიყვარსო.

რუსუდან ადვაძე

გაზეთი "სარკე"

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე

ბოლო 24 საათში 17 850 ტესტის ჩატარების შემდეგ საქართველოში 723 ახალი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 19 ადამიანი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა