პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი ად­ვო­კა­ტებ­მა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს. რო­გორც ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლა მოწ­მის ჩვე­ნე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­ნა­ჩე­ნი უსა­ფუძ­ვლოა.

"ყვე­ლამ ნახა თუ რო­გორ მი­დი­ო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. ყვე­ლა მოწ­მის და­კი­თხვა, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადას­ტუ­რებს, რომ დე­კა­ნო­ზის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი უსა­ფუძ­ვლოა. იგი­ვე ან­გა­რე­ბის ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აბ­სურ­დთან ერ­თად ლო­გი­კა­საც ვე­ღარ ვხე­დავთ. ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ოდეს­ღაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს თურ­მე გა­ახ­სენ­და წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ და ამის გამო შუ­რის­ძი­ე­ბით გეგ­მავ­და მკვლე­ლო­ბას. ეს არის აბ­სურ­დი. იმე­დი გვაქვს, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ მო­სა­მარ­თლეს შო­რის ორი მა­ინც არ აღ­მოჩ­ნდე­ბა ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლი და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ის იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ედა­ვე­ბა. მას ბრა­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლში გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა. დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძი­ე­ბა 27 აპ­რილს და­ას­რუ­ლა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ვერ­სი­ით, არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და იერ­არ­ქი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ან­გა­რე­ბით გა­ნიზ­რა­ხა ძლი­ერ­მოქ­მე­დი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

დე­კა­ნო­ზი სა­სა­მარ­თლომ 5 სექ­ტემ­ბერს დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ამას­თან, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­კა­ნოზს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში სცნო დამ­ნა­შა­ვედ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მოწმის ჩვენება და მტკიცებულება ადასტურებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი უსაფუძვლოა.

"ყველამ ნახა თუ როგორ მიდიოდა სასამართლო პროცესები. ყველა მოწმის დაკითხვა, ყველა მტკიცებულება აბსოლუტურად ადასტურებს, რომ დეკანოზის მიმართ წარდგენილი განაჩენი უსაფუძვლოა. იგივე ანგარების ბრალდებასთან დაკავშირებით, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში აბსურდთან ერთად ლოგიკასაც ვეღარ ვხედავთ. ბესიკ ბუგიანიშვილი ამბობს, რომ ოდესღაც განხორციელებული თანამდებობრივი გადაადგილება გიორგი მამალაძეს თურმე გაახსენდა წელიწადნახევრის შემდეგ და ამის გამო შურისძიებით გეგმავდა მკვლელობას. ეს არის აბსურდი. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამ მოსამართლეს შორის ორი მაინც არ აღმოჩნდება ბესიკ ბუგიანიშვილი და თავიდან ბოლომდე ის იქნება გამართლებული", - განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ