პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება
ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ტე­ლე­რე­პორ­ტა­ჟებს, ბლო­გებ­სა და სტა­ტი­ებს მო­ამ­ზა­დე­ბენ. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რე­გი­ონს 4 დღით სტუმ­რობ­დნენ.

პრეს­ტუ­რის ფარ­გლებ­ში სტუმ­რე­ბი ბა­თუ­მი­სა და მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს, ად­გი­ლობ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ფოლკ­ლორს გა­ეც­ნენ. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ თა­ვად­ვე ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლას­ში და აჭა­რუ­ლი კერ­ძი "სი­ნო­რი" მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. ენ­ვერ ხა­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის აჭა­რის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში "ბა­თუ­მი" კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აჭა­რუ­ლი გან­და­გა­ნას ფორ­მე­ბი მო­ირ­გეს და თა­ვად­ვე ეცად­ნენ ცეკ­ვას.

პრეს­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე, და­ეს­წრნენ ბა­თუ­მის სა­ავ­ტო­რო ფილ­მე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებს, რომ­ლებ­საც ბლო­გებს მი­უ­ძღვნი­ან. ტე­ლე­კომ­პა­ნია Kanal 2-ის სა­ღა­მოს გა­მოშ­ვე­ბა­ში კი აჭა­რის თი­თო­ე­უ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ეტა­პობ­რი­ვად ჯამ­ში, 5 რე­პორ­ტა­ჟი გავა.

"ეს­ტო­ნე­თი რე­გი­ო­ნის­თვის ახა­ლი სა­მიზ­ნე ქვე­ყა­ნაა, სა­დაც წელს პირ­ვე­ლად და­ვი­წყეთ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც აქ­ტი­ურ ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლამ­სა და გარე რეკ­ლა­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რე­გი­ო­ნის ცნო­ბა­დო­ბი­სა და და­დე­ბი­თი იმი­ჯის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად ჩვენ ასე­ვე მო­ვიწ­ვი­ეთ წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აჭა­რის შე­სა­ხებ სტა­ტი­ებ­სა და რე­პო­ტა­ჟებს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ. ჯამ­ში კი ჩვე­ნი სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან წელს აჭა­რა­ში 20-მდე პრეს­ტურს გა­ვუ­წი­ეთ ორ­გა­ნი­ზე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად რე­გი­ონს 170-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის­ტი სტუმ­რობ­და," - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­ა­რი­სა და რეკ­ლა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ნინო ხა­ხუ­ბი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურნალისტები რეგიონს 4 დღით სტუმრობდნენ.

პრესტურის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ თავადვე ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასში და აჭარული კერძი "სინორი" მოემზადებინათ. ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში "ბათუმი" კი ჟურნალისტებმა აჭარული განდაგანას ფორმები მოირგეს და თავადვე ეცადნენ ცეკვას.

პრესტურის მონაწილეები ასევე, დაესწრნენ ბათუმის საავტორო ფილმებისა და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალებს, რომლებსაც ბლოგებს მიუძღვნიან. ტელეკომპანია  Kanal 2-ის საღამოს გამოშვებაში კი აჭარის თითოეული ტურისტული მიმართულების შესახებ ეტაპობრივად ჯამში, 5 რეპორტაჟი გავა.

"ესტონეთი რეგიონისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც წელს პირველად დავიწყეთ სარეკლამო კამპანიების განხორციელება, რაც აქტიურ ინტერნეტ რეკლამსა და გარე რეკლამას ითვალისწინებს. რეგიონის ცნობადობისა და დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად ჩვენ ასევე მოვიწვიეთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპოტაჟებს გამოაქვეყნებენ. ჯამში კი ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან წელს აჭარაში 20-მდე პრესტურს გავუწიეთ ორგანიზება, რომლის შედეგად რეგიონს 170-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა," - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი