მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი რჩება
ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი რჩება

ლას-ვე­გას­ში, სა­მო­რი­ნეს­თან სრო­ლის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 45 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო Associated Press იუ­წყე­ბა.

სრო­ლის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სულ 300 ადა­მი­ა­ნი მო­ა­თავ­სეს.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 64 წლის სტი­ვენ პე­დო­ქი "ავად­მყო­ფი, შეშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი" იყო.

"ჩვენ საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან ავად­მყოფ პირ­თან. ვფიქ­რობ, მას ბევ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

ლას-ვე­გა­სის პო­ლი­ცი­ამ სას­ტუმ­რო Mandalay Bay-ში, სტი­ვენ პე­დო­ქის ნო­მერ­ში 23 ერ­თე­უ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, კი­დევ 19 კი მის სახ­ლში ქა­ლაქ მეს­კი­ტში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლას-ვე­გა­ში სრო­ლის შე­დე­გად 59 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 527 და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი რჩება

ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი რჩება

ლას-ვეგასში, სამორინესთან სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი რჩება, - ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.

სროლის შედეგად საავადმყოფოებში სხვადასხვა დაზიანებებით სულ 300 ადამიანი მოათავსეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი 64 წლის სტივენ პედოქი "ავადმყოფი, შეშლილი ადამიანი" იყო.

"ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ავადმყოფ პირთან. ვფიქრობ, მას ბევრი პრობლემა ჰქონდა", - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ლას-ვეგასის პოლიციამ სასტუმრო Mandalay Bay-ში, სტივენ პედოქის ნომერში 23 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, კიდევ 19 კი მის სახლში ქალაქ მესკიტში აღმოაჩინა.

ბოლო ინფორმაციით, ლას-ვეგაში სროლის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 527 დაშავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"