პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში : ინოვაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში : ინოვაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

ხში­რად, ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და გეგ­მე­ბი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ ემ­თხვე­ვა, მა­გა­ლი­თად - ქა­ლე­ბის შვი­ლოს­ნო­ბის უნა­რი, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ით­დე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო მეტი ქალი ცდი­ლობს კა­რი­ე­რის მო­წყო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გეგ­მავს. პირ­ვე­ლად კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სულ უფრო მეტი ქალი ხდე­ბა დედა 30 წლის ასაკ­ში, 20-ის ნაც­ვლად.

ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დის შე­სა­ხებ, კომ­პა­ნია "მედ­ვი­ზიტ გლო­ბა­ლის" დი­რექ­ტო­რი, ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გი, თა­მუ­ნა გა­ბუ­ნია გვე­სა­უბ­რე­ბა.

"ცნო­ბი­ლია, რომ ასა­კი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ქა­ლის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, მის ხა­რისხზე და იწ­ვევს მნიშ­ვნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბას 35 წლის ასა­კი­დან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბობს გა­მოს­ვა­ლი: კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­ყინ­ვა ად­რე­ულ ასაკ­ში, მათი შემ­დგო­მი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის.

ამ მე­თო­დის წყა­ლო­ბით, ქალს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა ჰყავ­დეს სა­კუ­თა­რი გე­ნე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი შვი­ლე­ბი მა­შინ, როცა მზად იქ­ნე­ბა დე­დო­ბის­თვის, ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­ყინ­ვა წარ­მო­ად­გენ­და ექ­სპე­რი­მენ­ტულ პრო­ცე­დუ­რას და არ იყო ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. 2012 წელს ამე­რი­კის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ამ კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ყინ­ვის მე­თოდს მო­უხ­სნა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლის სტა­ტუ­სი, ვი­ნა­ი­დან დად­გინ­და მე­თო­დის უსაფრ­თხო­ე­ბა და დღეს კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­ყინ­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა ეფექ­ტურ მე­თო­დად და ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ ვიტ­რო, ანუ ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ში.

რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დის უპი­რა­ტე­სო­ბა?

კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ყინ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ეს მე­თო­დი ეხ­მა­რე­ბა ქა­ლებს, რო­მელ­თაც არ სურთ ად­რე­ულ ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნონ შვი­ლე­ბი, ან ვერ ახერ­ხე­ბენ და­ორ­სუ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო (კა­რი­ე­რა, ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი, პარტნი­ო­რი), მაგ­რამ სურთ, თა­ვი­დან აი­ცი­ლონ დაგ­ვი­ა­ნე­ბულ შვი­ლოს­ნო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი. კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ყინ­ვა ანი­ჭებს ქა­ლებს მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ოჯა­ხის და­გეგ­მა­რე­ბის სა­კი­თხში, მათი სურ­ვი­ლე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი, ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის და­წყე­ბამ­დე.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გვი­თხრათ, რას სთა­ვა­ზობთ პა­ცი­ენ­ტებს?

"მედ­ვი­ზიტ გლო­ბა­ლი" წარ­მო­ად­გენს ინო­ვა­ცი­ურ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის ერთ-ერთი მი­ზა­ნია ქა­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია/გაძ­ლი­ე­რე­ბა -ჰქონ­დეთ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში და თვი­თონ­ვე აირ­ჩი­ონ, რო­დის გახ­დნენ დე­დე­ბი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

"მედ­ვი­ზიტ გლო­ბა­ლი" გთა­ვა­ზობთ კვერ­ცხუ­ჯრე­დის ექ­სტრაქ­ცი­ას, გა­ყინ­ვას და შე­ნახ­ვას, ასე­ვე შემ­დგომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გზით. ჩვენ გთა­ვა­ზობთ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­ყინ­ვას უახ­ლე­სი ვიტ­რი­ფი­კა­ცი­ის მე­თო­დით, რაც გა­მო­რი­ცხავს კრის­ტა­ლე­ბის წარ­მოქ­მნას გა­ყინ­ვის პრო­ცეს­ში, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ვი­ნა­ი­დან კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის წყა­ლი.

რა ღირს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი?

ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­სა­ღებ ფა­სად. ძი­რი­თად პა­კეტ­ში შე­დის: პირ­ვე­ლა­დი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­ზა­დე­ბა, კვერ­ცხუ­ჯრე­დის ექ­სტრაქ­ცია, რო­მე­ლიც 15-წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა და ტარ­დე­ბა ანეს­თე­ზი­ის ქვეშ. ასე­ვე, კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ყინ­ვა და შე­ნახ­ვა. ბა­ზი­სუ­რი კვლე­ვე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­ფას­დეს თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­ვი­ღებთ სა­თა­ნა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. "მედ­ვი­ზიტ გლო­ბა­ლი" თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვან სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კებ­თან და პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებ­თან, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დის გარ­და, კი­დევ რა მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობთ პა­ცი­ენ­ტებს?

"მედ­ვი­ზიტ გლო­ბა­ლი" დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლობს წამ­ყვან სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კებ­თან და პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებ­თან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. წყვი­ლებს, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი აქვთ გახ­დნენ მშობ­ლე­ბი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, და­ვეხ­მა­რე­ბით მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი სუ­რო­გა­ტი დე­დის და/ან კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნო­რის შერ­ჩე­ვა­ში.

დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "მედ­ვი­ზიტ გლო­ბა­ლი" პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რეს­ზე მორ­გე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც თქვენს ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად აქ­ცევს.

უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის და­რე­კეთ 599 56 67 61 ან გვეწ­ვი­ეთ შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე http://medvisitglobal.com

გვეწ­ვი­ეთ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე : www.facebook.com/

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში : ინოვაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში : ინოვაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

ხშირად, ჩვენი სურვილები და გეგმები ბიოლოგიური შესაძლებლობებს არ ემთხვევა, მაგალითად - ქალების შვილოსნობის უნარი, რომელიც დროთა განმავლობაში ქვეითდება.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქალი ცდილობს კარიერის მოწყობას და შესაბამისად, შვილების გაჩენას მოგვიანებით გეგმავს. პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სულ უფრო მეტი ქალი ხდება დედა 30 წლის ასაკში, 20-ის ნაცვლად.

ინოვაციური მეთოდის შესახებ, კომპანია "მედვიზიტ გლობალის" დირექტორი, ექიმი-გინეკოლოგი, თამუნა გაბუნია გვესაუბრება.

"ცნობილია, რომ ასაკი უარყოფითად მოქმედებს ქალის კვერცხუჯრედების რაოდენობაზე, მის ხარისხზე და იწვევს მნიშვნელოვან შემცირებას 35 წლის ასაკიდან. საბედნიეროდ, არსებობს გამოსვალი: კვერცხუჯრედების გაყინვა ადრეულ ასაკში, მათი შემდგომი გამოყენებისთვის.

ამ მეთოდის წყალობით, ქალს საშუალება ეძლევა ჰყავდეს საკუთარი გენეტიკის მატარებელი შვილები მაშინ, როცა მზად იქნება დედობისთვის, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.

წლების განმავლობაში კვერცხუჯრედების გაყინვა წარმოადგენდა ექსპერიმენტულ პროცედურას და არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. 2012 წელს ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციამ კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდს მოუხსნა ექსპერიმენტულის სტატუსი, ვინაიდან დადგინდა მეთოდის უსაფრთხოება და დღეს კვერცხუჯრედების გაყინვა განიხილება ეფექტურ მეთოდად და ფართოდ გამოიყენება ინ ვიტრო, ანუ ხელოვნურ განაყოფიერებაში.

რაში გამოიხატება აღნიშნული მეთოდის უპირატესობა?

კვერცხუჯრედის გაყინვის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მეთოდი ეხმარება ქალებს, რომელთაც არ სურთ ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები, ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ, თავიდან აიცილონ დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები. კვერცხუჯრედის გაყინვა ანიჭებს ქალებს მეტ თავისუფლებას ოჯახის დაგეგმარების საკითხში, მათი სურვილების და შესაძლებლობების შესაბამისად. აღნიშნული მეთოდი, ასევე, გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას სთავაზობთ პაციენტებს?

"მედვიზიტ გლობალი" წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალების მოტივაცია/გაძლიერება -ჰქონდეთ მეტი თავისუფლება ცხოვრებაში და თვითონვე აირჩიონ, როდის გახდნენ დედები, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.

"მედვიზიტ გლობალი" გთავაზობთ კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით. ჩვენ გთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი.

რა ღირს ინოვაციური მეთოდი?

ინოვაციური მეთოდის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მისაღებ ფასად. ძირითად პაკეტში შედის: პირველადი გამოკვლევები, სამედიცინო მომზადება, კვერცხუჯრედის ექსტრაქცია, რომელიც 15-წუთიანი პროცედურაა და ტარდება ანესთეზიის ქვეშ. ასევე, კვერცხუჯრედის გაყინვა და შენახვა. ბაზისური კვლევებით, შესაძლებელია, შეფასდეს თქვენი მდგომარეობა და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას. "მედვიზიტ გლობალი" თანამშრომლობს საქართველოში წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ რეპროდუქციული მედიცინის სფეროში.

აღნიშნული მეთოდის გარდა, კიდევ რა მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?

”მედვიზიტ გლობალი” დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წყვილებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ მშობლები, თუმცა გარკვეული პრობლემები აქვთ, დავეხმარებით მათთვის სასურველი სუროგატი დედის და/ან კვერცხუჯრედის დონორის შერჩევაში.

დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია ”მედვიზიტ გლობალი” პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს.

უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ 599 56 67 61 ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე http://medvisitglobal.com

გვეწვიეთ „ფეისბუქის“ გვერდზე : www.facebook.com/

R

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე