საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი სეპარატისტული წარმონაქმნები მსოფლიოში და საფრთხე საქართველოსთვის
ახალი სეპარატისტული წარმონაქმნები მსოფლიოში და საფრთხე საქართველოსთვის

ერა­ყის ქურ­თის­ტან­ში რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, - მსგავ­სი რე­ფე­რენ­დუ­მი, ოღონდ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სით, ქურ­თის­ტან­ში 2005 წელ­საც გა­ი­მარ­თა, მა­შინ ერა­ყის­გან გა­მო­ყო­ფას 98%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. თუმ­ცა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქურ­თე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კურ-სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, გაძ­ლი­ერ­დნენ...

თუ ქურ­თებ­მა უკან არ და­ი­ხი­ეს და თა­ვი­ან­თი წლე­ბის წი­ნან­დე­ლი სურ­ვი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყეს, ეს ნიშ­ნავს, რომ აზი­ა­ში კი­დევ ერთ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტს მი­ვი­ღებთ, მას ოთხი სა­ხელ­მწი­ფო - ერა­ყი, თურ­ქე­თი, სი­რია და ირა­ნი ია­რა­ღით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა...

საქ­მე ის არის, რომ მათ, კონ­კრე­ტუ­ლად ქურ­თე­ბის სამ­ხედ­რო შე­ნა­ერთ "პეშ­მარ­გას", "აი­სის"-თან ბრძო­ლის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და გარ­და ამი­სა, ისი­ნი ამე­რი­კულ ჯა­რებ­თან ერ­თად გა­აფ­თრე­ბით ებ­რძოდ­ნენ სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის რე­ჟიმს, რო­მელ­მაც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით და­ბომ­ბა მათი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი... სწო­რედ იმ წლე­ბის შემ­დეგ გა­უჩ­ნდათ ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის იდეა.

ამ დრო­ის­თვის "პეშ­მარ­გა" აკონ­ტრო­ლებს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქა­ლა­ქებს - მო­სულს, ქირ­ქუქს და ერ­ბილს. მათ­გან ქირ­ქუ­ქი ნავ­თო­ბით ყვე­ლა­ზე მდი­და­რია. არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლებ­მა მისი და­პყრო­ბა ვერ შეძ­ლეს... თუმ­ცა, დრომ აჩ­ვე­ნა, რომ ერა­ყის ქურ­თის­ტანს ავ­ტო­ნო­მია აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­კენ ის­წრაფ­ვის.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ერა­ყის ქურ­თის­ტან­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, ჩუ­მად არც თურ­ქე­თის, სი­რი­ი­სა და ირა­ნის ქურ­თე­ბი იქ­ნე­ბი­ან, მით უფრო, რომ "დიდი ქურ­თის­ტა­ნის" "სა­ზღვრებ­ში" ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც არის მოქ­ცე­უ­ლი, - ვი­თა­რე­ბას არ­თუ­ლებს ისიც, რომ ისი­ნი იქ კომ­პაქ­ტუ­რად არი­ან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი... მთლი­ა­ნო­ბა­ში, ოთხი­ვე ქვეყ­ნა­ში სულ 40 მი­ლი­ონ­ზე მეტი ქურ­თი ცხოვ­რობს, - თურ­ქეთ­ში 20 მლნ, ირან­ში 11 მლნ, ერაყ­ში 7 მლნ, ხოლო, სი­რი­ა­ში 3 მლნ. 

თურ­ქე­თის ქურ­თის­ტან­ში ვი­თა­რე­ბა უკვე წლე­ბია და­ძა­ბუ­ლია, თუმ­ცა, ერ­დო­ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ ჯერ კი­დევ იგე­რი­ებს, უკვე წლე­ბია იქ "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა, თუმ­ცა, ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვით, რომ ამან მათი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­ა­სუს­ტა...

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა სი­რი­ა­ში, - ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" ბრძო­ლებ­ში ძა­ლი­ან და­სუს­ტდა და თუ მას ახლა ად­გი­ლობ­რი­ვი ქურ­თე­ბიც შე­უ­ტე­ვენ, ეს შე­საძ­ლოა, მის­თვის უმ­ძი­მე­სი აღ­მოჩ­ნდეს....

ვინ უჭერს მხარს "დიდი ქურ­თის­ტა­ნის" იდე­ას?

რა თქმა უნდა, ეს იდეა დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე ვერ მომ­წიფ­დე­ბო­და და იდე­ად დარ­ჩე­ბო­და - ჯერ კი­დევ "ცივი ომის" დროს, ქურთ პარ­ტი­ზა­ნებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ნა­ტოს წევ­რი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­ანთ საქ­მეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკე­თე­ბი­ნებ­დნენ. საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მათ "მე­ხუ­თე კო­ლო­ნად" გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ­თან კავ­ში­რი ამე­რი­კამ და­ამ­ყა­რა და მათი დახ­მა­რე­ბით, სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის რე­ჟი­მი და­ამ­ხო, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, იგი­ვე ბედი ელო­დეს სი­რი­ის მმარ­თველს ბა­შარ ასადს, თუ "დიდი ქურ­თის­ტა­ნის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ლი­დე­რებს სხვა, უფრო დი­ა­დი ოც­ნე­ბე­ბი არ აქვთ... სხვა სა­კი­თხია, რო­გორ და რის ფა­სად მო­რიგ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთ­ში ისი­ნი და მათი ძვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რად­გან მათ­თვის "მწვა­ნეს ან­თე­ბით", რუ­სეთ­სა და ამე­რი­კას ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ოთხ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ძლივს აწყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად და­ე­ძა­ბე­ბა... 

ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც "დიდი ქურ­თის­ტა­ნის" შექ­მნა აწყობს, ის­რა­ე­ლია, რო­მელ­საც ხელს აძ­ლევს ირა­ნის, სი­რი­ის, თურ­ქე­თი­სა და ერა­ყის და­სუს­ტე­ბა, რად­გან ამით ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში ლი­დერ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი აქვს, თუმ­ცა, ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რო­ბენ და მხო­ლოდ ქურ­თე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას მო­ი­თხო­ვენ. მათი თქმით, - ქურ­თე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ხალ­ხია, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო არ გა­აჩ­ნია. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის მო­ნახ­ვას ის­რა­ე­ლი და ქურთთა ლი­დე­რი ბარ­ზა­ნი, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს...

ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნი 4 დიდი სა­ხელ­მწი­ფოს მუ­ქა­რის პი­რის­პირ

რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის­თა­ნა­ვე, ერა­ყი, თურ­ქე­თი, ირა­ნი და სი­რია ერ­ბილს სამ­ხედ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბით და­ე­მუქრნენ... ისი­ნი მზად არი­ან "დიდი ქურ­თის­ტა­ნის" ამ­ბი­ცი­ე­ბი ია­რა­ღის ძა­ლით გა­ა­ნე­იტ­რა­ლონ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2017 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, თურ­ქეთ­სა და ერა­ყის ქურ­თის­ტანს შო­რის ტვირთბ­რუნ­ვა 7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ტაეპ ერ­დო­ღა­ნი ერა­ყის ქურ­თის­ტანს მა­ინც ქირ­ქუ­ქი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის გა­და­კეტვით ემექ­რე­ბა... ცნო­ბის­თვის, ამ მილ­სა­დე­ნით ქურ­თის­ტა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად 500 000 ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტს ახორ­ცი­ე­ლებს, რაც მათი ანკლა­ვის სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის 95%-ია.

2014 წლამ­დე, ქურ­თის­ტა­ნი ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბის­გან დღე­ში 250 000 ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის სა­ნაც­ვლოდ, ერა­ყის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტის წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის 17%-ს, და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­არდ დო­ლარს იღებ­და. შემ­დეგ ეს შე­თან­ხმე­ბა და­ირ­ღვა, რა­მაც ექ­სპერტთა ერთი ნა­წი­ლის აზ­რით, რე­ფე­რენ­დუ­მიც და­აჩ­ქა­რა... შე­სა­ბა­მი­სად, რეფ­რენ­დუ­მის შემ­დეგ, ნავ­თო­ბით მდი­და­რი ქირ­ქუ­ქის გარ­შე­მო დავა უფრო გამ­წვავ­დე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ქა­ლა­ქი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" სწო­რედ ერა­ყელ­მა ქურ­თებ­მა და­იც­ვეს, ახლა ერა­ყი მზად არის, თუ სა­ჭი­რო გახ­და ქირ­ქუ­ქი ქურ­თუ­ლი გავ­ლე­ნის­გან ირა­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­თაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

ასე­თი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქურ­თუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "პეშ­მერ­გას" გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი აცხა­დებს, რომ ისი­ნი "ქურ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან გას­ვლას არ აპი­რე­ბენ". თა­ვის მხრივ, მათ რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა აქვთ, სა­უ­ბა­რია, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვად სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სებ­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მებ­ზე...

"კა­ტა­ლო­ნია - შემ­დე­გი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ევ­რო­პა­ში"

ამ სლო­გა­ნით უკვე წლე­ბია კა­ტა­ლო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში იმარ­თე­ბა მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი. "კა­ტა­ლო­ნი­ას სა­ხელ­მწი­ფო სჭირ­დე­ბა, ამის იგ­ნო­რი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და კა­ტა­ლო­ნი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ლი­დერ­მა არ­ტურ მა­სმა 2014 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ბარ­სე­ლო­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მსვლე­ლო­ბის დროს.

ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი კა­ტა­ლო­ნი­ის­თვის უცხო არ არის, ჯერ კი­დევ 1920-30-იან წლებ­ში, კა­ტა­ლო­ნი­უ­რი "ეს­კე­რას" ლი­დერ­მა, მა­ი­სამ კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რეს­პუბ­ლი­კელ ლი­დე­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა და კა­ტა­ლო­ნი­ის ავ­ტო­ნო­მი­ას დას­თან­ხმდა...

ამ მხრივ ვე­რა­ფერს გახ­და დიქ­ტა­ტო­რი ფრან­სიც­კო ფრან­კო, რო­მელ­მაც კა­ტა­ლო­ნი­უ­რიც კი აკ­რძა­ლა, თუმ­ცა, მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, 1970-იანი წლებ­დან, რო­დე­საც ეს­პა­ნეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, კა­ტა­ლო­ნი­უ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი "გა­მო­აღ­ვი­ძა"... 1977 წელს ბარ­სე­ლო­ნა­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნი მსვლე­ლო­ბი­სას, მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა კა­ტა­ლო­ნი­ელ­მა ავ­ტო­ნო­მია მო­ი­თხო­ვა, რაც ეს­პა­ნე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, - 1978 წლის ეს­პა­ნე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ამ კა­ტა­ლო­ნი­ას, ბას­კეთს და გა­ლი­სი­ას ავ­ტო­ნო­მია მი­ა­ნი­ჭა.

ბოლო წლებ­ში კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სიც არის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ტა­ლო­ნია ეს­პა­ნე­თის უმ­დიდ­რე­სი რე­გი­ო­ნია და იქა­უ­რე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი 18%-ით უკე­თე­სია და­ნარ­ჩენ ეს­პა­ნეთ­ზე, კრი­ზი­სი მათ მა­ინც შე­ე­ხოთ. შე­დე­გად გაჩ­ნდა კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის ლო­ზუნ­გი "ეს­პა­ნე­თი ჩვენ­გან იპა­რავს"...

რე­ფე­რენ­დუ­მამ­დეც კი, მთე­ლი კა­ტა­ლო­ნია, კა­ტა­ლო­ნი­უ­რი დრო­შე­ბით იყო მორ­თუ­ლი, ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში კა­ტა­ლო­ნი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბარ­სე­ლო­ნის მიღ­მა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გა­მოს­ვლა კა­ტა­ლო­ნურ ენა­ზეა, სკო­ლებ­ში კა­ტა­ლო­ნურ ენას სწავ­ლო­ბენ, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც ამა­ვე ენა­ზეა...

ასე რომ, ცოტა გა­უ­გე­ბა­რიც კი არის, რა უნდა სი­ნამ­დვი­ლე­ში კა­ტა­ლო­ნი­ას, რო­მელ­საც რო­გორც ირ­კვე­ვა, რუ­სე­თი უჭერს მხარს, რად­გან ის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ეძებს და აძ­ლი­ე­რებს, - კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ის ყი­რიმს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს კი, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რებს...

ახა­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი კე­რე­ბი და საფრ­თხე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის

ისევ ქურ­თის­ტანს და­ვუბ­რუნ­დეთ, - იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მის რე­ფე­რენ­დუმს დაგ­მო­ბენ, რაც უკვე მოხ­და, ერა­ყის ქურ­თის­ტანს თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად ერ­თა­დერ­თი გზა რჩე­ბა - ბრძო­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ამ რე­გი­ონს, არც ისე ბევ­რი, 600 კი­ლო­მეტ­რი აშო­რებს და თუ აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი თურ­ქეთ­სა და ირან­შიც და­ი­წყო, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს ესა­ზღვრე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთლი­ა­ნად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­საც და­ურ­ღვევს სიმ­შვი­დეს...

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტა­ლო­ნი­ას, - მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბამ­დე ალ­ბათ ძა­ლი­ან შო­რია, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ რუ­სე­თი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და რაც მთა­ვა­რია, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში დრო­დად­რო მომ­ხდა­რი "აფეთ­ქე­ბე­ბის" ფონ­ზეც კი მშვი­დად არის, რად­გან იქ ნე­ბის­მი­ერ ქმე­დე­ბას, ექ­სტრე­მიზ­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად აფა­სებს და სის­ხლში ახ­შობს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ახალი სეპარატისტული წარმონაქმნები მსოფლიოში და საფრთხე საქართველოსთვის

ახალი სეპარატისტული წარმონაქმნები მსოფლიოში და საფრთხე საქართველოსთვის

ერაყის ქურთისტანში რეფერენდუმის ჩატარება მსოფლიოსთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, - მსგავსი რეფერენდუმი, ოღონდ არაოფიციალური სტატუსით, ქურთისტანში 2005 წელსაც გაიმართა, მაშინ ერაყისგან გამოყოფას 98%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა, წლების განმავლობაში, ქურთები პოლიტიკური და განსაკუთრებით, ეკონომიკურ-სამხედრო თვალსაზრისით, გაძლიერდნენ...

თუ ქურთებმა უკან არ დაიხიეს და თავიანთი წლების წინანდელი სურვილის განხორციელება დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ აზიაში კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტს მივიღებთ, მას ოთხი სახელმწიფო - ერაყი, თურქეთი, სირია და ირანი იარაღით დაუპირისპირდება...

საქმე ის არის, რომ მათ, კონკრეტულად ქურთების სამხედრო შენაერთ "პეშმარგას", "აისის"-თან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და გარდა ამისა, ისინი ამერიკულ ჯარებთან ერთად გააფთრებით ებრძოდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმს, რომელმაც ქიმიური იარაღით დაბომბა მათი თანამოქალაქეები... სწორედ იმ წლების შემდეგ გაუჩნდათ ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეა.

ამ დროისთვის "პეშმარგა" აკონტროლებს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებს - მოსულს, ქირქუქს და ერბილს. მათგან ქირქუქი ნავთობით ყველაზე მდიდარია. არაერთი მცდელობის მიუხედავად, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მისი დაპყრობა ვერ შეძლეს... თუმცა, დრომ აჩვენა, რომ ერაყის ქურთისტანს ავტონომია აღარ აკმაყოფილებს და დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ ისწრაფვის.

იმ შემთხვევაში, თუ ერაყის ქურთისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩუმად არც თურქეთის, სირიისა და ირანის ქურთები იქნებიან, მით უფრო, რომ "დიდი ქურთისტანის" "საზღვრებში" ამ სახელმწიფოების ტერიტორიებიც არის მოქცეული, - ვითარებას ართულებს ისიც, რომ ისინი იქ კომპაქტურად არიან ჩასახლებული... მთლიანობაში, ოთხივე ქვეყნაში სულ 40 მილიონზე მეტი ქურთი ცხოვრობს, - თურქეთში 20 მლნ, ირანში 11 მლნ, ერაყში 7 მლნ, ხოლო, სირიაში 3 მლნ. 

თურქეთის ქურთისტანში ვითარება უკვე წლებია დაძაბულია, თუმცა, ერდოღანის ხელისუფლება მათ ჯერ კიდევ იგერიებს, უკვე წლებია იქ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ სპეცოპერაციები ტარდება, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამან მათი ბრძოლისუნარიანობა შეასუსტა...

განსხვავებული ვითარებაა სირიაში, - ასადის ხელისუფლება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლებში ძალიან დასუსტდა და თუ მას ახლა ადგილობრივი ქურთებიც შეუტევენ, ეს შესაძლოა, მისთვის უმძიმესი აღმოჩნდეს....

ვინ უჭერს მხარს "დიდი ქურთისტანის" იდეას?

რა თქმა უნდა, ეს იდეა დიდი სახელმწიფოების ჩარევის გარეშე ვერ მომწიფდებოდა და იდეად დარჩებოდა - ჯერ კიდევ "ცივი ომის" დროს, ქურთ პარტიზანებს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები ნატოს წევრი თურქეთის ტერიტორიაზე თავიანთ საქმეს შესანიშნავად აკეთებინებდნენ. საბჭოთა ხელმძღვანელობა მათ "მეხუთე კოლონად" გამოყენებას აპირებდა.

მოგვიანებით, მათთან კავშირი ამერიკამ დაამყარა და მათი დახმარებით, სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო, სულაც არ არის გამორიცხული, იგივე ბედი ელოდეს სირიის მმართველს ბაშარ ასადს, თუ "დიდი ქურთისტანის" ჩამოყალიბების ლიდერებს სხვა, უფრო დიადი ოცნებები არ აქვთ... სხვა საკითხია, როგორ და რის ფასად მორიგდებიან ერთმანეთში ისინი და მათი ძველი მხარდამჭერები, რადგან მათთვის "მწვანეს ანთებით", რუსეთსა და ამერიკას ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ სახელმწიფოსთან ძლივს აწყობილი ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბება... 

ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც "დიდი ქურთისტანის" შექმნა აწყობს, ისრაელია, რომელსაც ხელს აძლევს ირანის, სირიის, თურქეთისა და ერაყის დასუსტება, რადგან ამით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ისტორიული შანსი აქვს, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და მხოლოდ ქურთების უფლებების დაცვას მოითხოვენ. მათი თქმით, - ქურთები თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ერთიანი პოზიციის მონახვას ისრაელი და ქურთთა ლიდერი ბარზანი, ამას დრო გვიჩვენებს...

ერაყის ქურთისტანი 4 დიდი სახელმწიფოს მუქარის პირისპირ

რეფერენდუმის ჩატარებისთანავე, ერაყი, თურქეთი, ირანი და სირია ერბილს სამხედრო-ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ... ისინი მზად არიან "დიდი ქურთისტანის" ამბიციები იარაღის ძალით გაანეიტრალონ. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში, თურქეთსა და ერაყის ქურთისტანს შორის ტვირთბრუნვა 7 მილიარდი დოლარი იყო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაეპ ერდოღანი ერაყის ქურთისტანს მაინც ქირქუქი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გადაკეტვით ემექრება... ცნობისთვის, ამ მილსადენით ქურთისტანი ყოველდღიურად 500 000 ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, რაც მათი ანკლავის საბიუჯეტო შემოსავლების 95%-ია.

2014 წლამდე, ქურთისტანი ცენტრალურ მთავრობისგან დღეში 250 000 ბარელი ნავთობის სანაცვლოდ, ერაყის ფედერალური ბიუჯეტის წლიური შემოსავლების 17%-ს, დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს იღებდა. შემდეგ ეს შეთანხმება დაირღვა, რამაც ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, რეფერენდუმიც დააჩქარა... შესაბამისად, რეფრენდუმის შემდეგ, ნავთობით მდიდარი ქირქუქის გარშემო დავა უფრო გამწვავდება... მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი "ისლამური სახელმწიფოსგან" სწორედ ერაყელმა ქურთებმა დაიცვეს, ახლა ერაყი მზად არის, თუ საჭირო გახდა ქირქუქი ქურთული გავლენისგან ირანის სამხედრო დახმარებითაც გაათავისუფლოს.

ასეთი მუქარის შემცველი განცხადებების მიუხედავად, ქურთული სამხედრო დაჯგუფება "პეშმერგას" გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ისინი "ქურთული ტერიტორიებიდან გასვლას არ აპირებენ". თავის მხრივ, მათ რუსეთისა და ამერიკის მიერ მიწოდებული თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა აქვთ, საუბარია, ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებსა და საარტილერიო სისტემებზე...

"კატალონია - შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში"

ამ სლოგანით უკვე წლებია კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში იმართება მასობრივი გამოსვლები. "კატალონიას სახელმწიფო სჭირდება, ამის იგნორირება შეუძლებელია", - განაცხადა კატალონიის რეგიონალური მთავრობის ლიდერმა არტურ მასმა 2014 წლის 11 სექტემბერს ბარსელონაში მშვიდობიანი მსვლელობის დროს.

ნაციონალიზმი კატალონიისთვის უცხო არ არის, ჯერ კიდევ 1920-30-იან წლებში, კატალონიური "ესკერას" ლიდერმა, მაისამ კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით, რესპუბლიკელ ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ, თავისი დამოკიდებულება შეცვალა და  კატალონიის ავტონომიას დასთანხმდა...

ამ მხრივ ვერაფერს გახდა დიქტატორი ფრანსიცკო ფრანკო, რომელმაც კატალონიურიც კი აკრძალა, თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგ, 1970-იანი წლებდან, როდესაც ესპანეთში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, კატალონიური სეპარატიზმი "გამოაღვიძა"... 1977 წელს ბარსელონაში, მშვიდობიანი მსვლელობისას, მილიონზე მეტმა კატალონიელმა ავტონომია მოითხოვა, რაც ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თვეზე ნაკლებ დროში დააკმაყოფილა, - 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუციამ კატალონიას, ბასკეთს და გალისიას ავტონომია მიანიჭა.

ბოლო წლებში კატალონიელების გააქტიურების ერთ-ერთი წინაპირობა, ეკონომიკური კრიზისიც არის, მიუხედავად იმისა, რომ კატალონია ესპანეთის უმდიდრესი რეგიონია და იქაურების ცხოვრების ხარისხი 18%-ით უკეთესია დანარჩენ ესპანეთზე, კრიზისი მათ მაინც შეეხოთ. შედეგად გაჩნდა კატალონიელი ნაციონალისტების ლოზუნგი "ესპანეთი ჩვენგან იპარავს"...

რეფერენდუმამდეც კი, მთელი კატალონია, კატალონიური დროშებით იყო მორთული, ქალაქებსა და სოფლებში კატალონიურად საუბრობენ, განსაკუთრებით, ბარსელონის მიღმა, ოფიციალური პირების გამოსვლა კატალონურ ენაზეა, სკოლებში კატალონურ ენას სწავლობენ, ტელევიზიებიც ამავე ენაზეა...

ასე რომ, ცოტა გაუგებარიც კი არის, რა უნდა სინამდვილეში კატალონიას, რომელსაც როგორც ირკვევა, რუსეთი უჭერს მხარს, რადგან ის თანამოაზრეებს ეძებს და აძლიერებს, - კატალონიის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების შემდეგ, ის ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს კი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს...

ახალი სეპარატისტული კერები და საფრთხე საქართველოსთვის

ისევ ქურთისტანს დავუბრუნდეთ, - იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მის რეფერენდუმს დაგმობენ, რაც უკვე მოხდა, ერაყის ქურთისტანს თავის დასამკვიდრებლად ერთადერთი გზა რჩება - ბრძოლა. საქართველოს ამ რეგიონს, არც ისე ბევრი, 600 კილომეტრი აშორებს და თუ აქტიური საბრძოლო მოქმედებები თურქეთსა და ირანშიც დაიწყო, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება, სავარაუდოდ, მთლიანად სამხრეთ კავკასიას, მათ შორის, საქართველოსაც დაურღვევს სიმშვიდეს...

რაც შეეხება კატალონიას, - მისი დამოუკიდებლობის აღიარებამდე ალბათ ძალიან შორია, თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს გავლენების გაძლიერებას და რაც მთავარია, ჩრდილოეთ კავკასიაში დროდადრო მომხდარი "აფეთქებების" ფონზეც კი მშვიდად არის, რადგან იქ ნებისმიერ ქმედებას, ექსტრემიზმის გამოხატულებად აფასებს და სისხლში ახშობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე