სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომალოს სკოლიდან ISIS-ში: მეათე კლასში პანკისიდან გაქცეული და 18 წლის ასაკში მოკლული დედისერთა ბიჭის ამბავი
ომალოს სკოლიდან ISIS-ში: მეათე კლასში პანკისიდან გაქცეული და 18 წლის ასაკში მოკლული დედისერთა ბიჭის ამბავი

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" (ISIS) რი­გებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 28-ე მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს.

გთა­ვა­ზობთ სი­რია-ერაყ­ში მოკ­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ას:

18 წლის მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­მას­ტურ­ში მცხოვ­რე­ბი: ამი­ნათ წინ­წა­ლაშ­ვი­ლი­სა და გივი კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლის ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი ვაჟი იყო. შვი­ლის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ოჯახს სი­რი­ი­დან გუ­შინ შე­ა­ტყო­ბი­ნეს (ფო­ტო­ზე ამი­ნათ წინ­წა­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის ფო­ტო­თი ხელ­ში).

მშობ­ლებ­მა მუს­ლი­მი ბო­ლოს 2015 წლის 2 აპ­რილს ნა­ხეს. მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე დე­დამ დი­ლით ომა­ლოს სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­ა­ცი­ლა, თუმ­ცა არას­რულ­წლო­ვა­ნი თა­ვის 18 წლის მე­გო­ბარ რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, სკო­ლის ნაც­ვლად თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში აღ­მოჩ­ნდა. იქე­დან სტამ­ბოლ­ში, თურ­ქე­თი­დან კი სი­რი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მე­სა­ზღვრე ვალ­დე­ბუ­ლი იყო, გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა, არ­სე­ბობ­და თუ არა მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბა, რომ არას­რულ­წლო­ვან კუშ­ტა­ნაშ­ვილს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ მე­სა­ზღვრე შეც­და და მას "სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი" გა­მო­უ­ცხა­და.

ბი­ჭე­ბი­დან პირ­ვე­ლი რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. იგი სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში მოკ­ლეს. ამი­ნათ წინ­წა­ლაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და შვი­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

10 თვის შემ­დეგ სი­რი­ი­დან მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბაც მო­ვი­და. დუ­მას­ტუ­რე­ლი ჟე­ნია იმე­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს: "ამათ გა­ი­გეს და ჩვენც ოჯა­ხის ღრი­ა­ლით გა­ვი­გეთ ეს ცუდი ამ­ბა­ვი. ეშ­მა­კო­ბა არა ჰქონ­და, ჭკვი­ა­ნი, კარ­გი ბიჭი იყო. ასა­კით ხო პა­ტა­რა იყო, მე­ზობ­ლო­ბა­შიც ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო".

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში ომა­ლოს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის - კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი­სა და ბა­ღა­კაშ­ვი­ლის გა­და­ბი­რე­ბის­თვის, 2016 წლის მარ­ტი­დან, 14 წლი­ან სას­ჯელს აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი იხ­დის. სო­ფელ ჯო­ყო­ლოს ყო­ფილ­მა იმამ­მა აღი­ა­რა, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ხა­ლი­ფას­თან" "ბა­ი­ა­თით" ანუ ფი­ცით იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი ის­ლა­მისტ ტე­რო­რის­ტებს უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა, მათ შო­რის ავ­ღა­ნეთ­სა და სი­რი­ა­ში. 2014 წელს, სი­რი­ა­ში მისი ბოლო ვი­ზი­ტი­სას, ISIS-ის მა­შინ­დელ­მა "ომის მი­ნის­ტრმა" აბუ ომარ ალ ში­შან­მა იგი­ვე თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილ­მა იგი "პან­კი­სის ჯა­მა­ა­თის" "იმა­მად" და­ნიშ­ნა და რეკ­რუ­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბა და­ა­ვა­ლა.

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, საკ­ვან­ძო ჩვე­ნე­ბა მის­მა თა­ნა­სოფ­ლელ­მა, ვა­ჰა­ბიტ­მა გი­ორ­გი ბორ­ჩაშ­ვილ­მა მის­ცა. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ომა­ლოს სკო­ლის მე-10 და მე-11 კლა­სე­ლე­ბის­თვის: კუშ­ტა­ნაშ­ვილ­სა და ბა­ღა­კაშ­ვი­ლის­თვის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის აღე­ბა და ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა სწო­რედ აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით მოხ­და.

ომა­ლოს სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი­სა და რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა ამ­ბობს, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე იყო და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ სი­ცო­ცხლე ასე უაზ­როდ და ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლეს: "სწავ­ლის მხრი­ვაც ძა­ლი­ან კარ­გი იყო, ყო­ფაქ­ცე­ვი­თაც, ერთი სი­ტყვით, მი­სა­ბა­ძი მოს­წავ­ლე იყო. მე­ო­რე ბავ­შვი სწავ­ლის მხრივ ასე­თი კარ­გი არ იყო, მაგ­რამ ზრდი­ლო­ბი­ა­ნი იყო, შეგ­ნე­ბუ­ლიც. არა­სო­დეს შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, რომ მათ ვა­ჰა­ბიზ­მი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია რაც მოხ­და"...

2017 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ომა­ლო­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სი­რი­ა­ში "ალ ბარა პან­კი­სად" წო­დე­ბუ­ლი 31 წლის ლე­ვან ტო­ხო­საშ­ვი­ლი ოჯახ­თან, 26 წლის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე ლელა გა­ურ­გაშ­ვილ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად, და­ბომბვის დროს და­ი­ღუ­პა.

ტო­ხო­საშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან 2015 წელს წა­ვი­და და მა­ლე­ვე "ლა­ტა­კი­ის ჯა­მა­ა­თის" ლი­დე­რად იქცა. თუმ­ცა, 2016 წლი­დან, "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტებს შე­უ­ერ­თდა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ომა­ლო­ში ქის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ სამ­ძიმ­რის მი­სა­ღე­ბად ტო­ხო­საშ­ვი­ლებ­ში ჭიშ­კა­რი გა­ი­ღო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მშობ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც შვი­ლი, რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­მო­იგ­ლო­ვეს, შე­ი­ტყვეს, რომ ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან.

სი­რია-ერაყ­ში მოკ­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი (2012-2017)

  • 23 წლის რუს­ტამ გე­ლა­ე­ვი (აგ­ვის­ტო 2012)
  • 26 წლის ჰამ­ზათ აჭიშ­ვი­ლი (ივ­ლი­სი 2013)
  • 36 წლის აბ­დულ-მა­ლიქ მუ­თოშ­ვი­ლი (ივ­ლი­სი 2013)
  • 24 წლის ხა­ლიდ აჭიშ­ვი­ლი (ოქ­ტომ­ბე­რი 2013)
  • 36 წლის რუს­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი (თე­ბერ­ვა­ლი 2014)
  • 18 წლის ბესო კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი (სექ­ტემ­ბე­რი 2014)
  • 22 წლის გუ­რამ გუ­მაშ­ვი­ლი (ოქ­ტომ­ბე­რი 2014)
  • 21 წლის ჯაბ­რა­ილ ცა­თი­აშ­ვი­ლი (დე­კემ­ბე­რი 2014)
  • 18 წლის ის­რა­ფილ ცა­თი­აშ­ვი­ლი (დე­კემ­ბე­რი 2014)
  • 30 წლის ლე­ვან ნა­კა­ი­ძე (დე­კემ­ბე­რი2014)
  • 24 წლის და­ვით სვი­ა­კა­უ­რი (თე­ბერ­ვა­ლი 2015)
  • 33 წლის იბ­რა­ჰიმ ცა­თი­აშ­ვი­ლი (მა­ი­სი 2015)
  • 23 წლის თურ­ფალ ბორ­ჩაშ­ვი­ლი (ივ­ნი­სი 2015)
  • 28 წლის ბეს­ლან მუხ­ტა­რო­ვი (დე­კემ­ბე­რი 2015)
  • 22 წლის მუ­ჰ­მად თურ­ქოშ­ვი­ლი (იან­ვა­რი 2016)
  • 24 წლის რამ­ზან ფა­რე­უ­ლი­ძე (იან­ვა­რი 2016)
  • 22 წლის ხვი­ჩა გო­ბა­ძე (იან­ვა­რი 2016)
  • 38 წლის ვახა ბუ­გი­ე­ვი (აპ­რი­ლი 2016)
  • 22 წლის ას­ლამ­ბეგ ბორ­ჩაშ­ვი­ლი (ივ­ნი­სი 2016)
  • 39 წლის უმარ მარ­გოშ­ვი­ლი (ივ­ნი­სი 2016)
  • 26 წლის ბექხან ტო­ხო­საშ­ვი­ლი (ივ­ლი­სი 2016)
  • 34 წლის რუს­ლან ქავ­თა­რო­ვი (ივ­ლი­სი 2016)
  • 30 წლის თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი (ივ­ლი­სი 2016)
  • 21 წლის სულ­თან გუ­მაშ­ვი­ლი (აგ­ვის­ტო 2016)
  • 24 წლის მუ­ჰ­მად ხან­გოშ­ვი­ლი (ნო­ემ­ბე­რი 2016)
  • 20 წლის რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი (დე­კემ­ბე­რი 2016)
  • 25 წლის მუ­ჰ­მად ბა­ღა­კაშ­ვი­ლი (ივ­ლი­სი 2017)
  • 20 წლის მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი (ოქ­ტომ­ბე­რი 2017)

ზაზა წუ­ლა­ძე

"ამე­რი­კის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ომალოს სკოლიდან ISIS-ში: მეათე კლასში პანკისიდან გაქცეული და 18 წლის ასაკში მოკლული დედისერთა ბიჭის ამბავი

ომალოს სკოლიდან ISIS-ში: მეათე კლასში პანკისიდან გაქცეული და 18 წლის ასაკში მოკლული დედისერთა ბიჭის ამბავი

ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) რიგებში საქართველოს 28-ე მოქალაქე მოკლეს.

გთავაზობთ სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეების შესახებ "ამერიკის ხმის" მიერ მომზადებულ სტატიას:

18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები: ამინათ წინწალაშვილისა და გივი კუშტანაშვილის ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო. შვილის დაღუპვის შესახებ ოჯახს სირიიდან გუშინ შეატყობინეს (ფოტოზე ამინათ წინწალაშვილი შვილის ფოტოთი ხელში).

მშობლებმა მუსლიმი ბოლოს 2015 წლის 2 აპრილს ნახეს. მე-10 კლასის მოსწავლე დედამ დილით ომალოს საშუალო სკოლაში გააცილა, თუმცა არასრულწლოვანი თავის 18 წლის მეგობარ რამზან ბაღაკაშვილთან ერთად, სკოლის ნაცვლად თბილისის აეროპორტში აღმოჩნდა. იქედან სტამბოლში, თურქეთიდან კი სირიაში.

საქართველოს კანონმდებლობით, მესაზღვრე ვალდებული იყო, გადაემოწმებინა, არსებობდა თუ არა მშობლების თანხმობა, რომ არასრულწლოვან კუშტანაშვილს ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მესაზღვრე შეცდა და მას "სასტიკი საყვედური" გამოუცხადა.

ბიჭებიდან პირველი რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. იგი სირიის ტერიტორიაზე 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. ამინათ წინწალაშვილი ყველანაირად ცდილობდა შვილის უკან დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ.

10 თვის შემდეგ სირიიდან მუსლიმ კუშტანაშვილის გარდაცვალების ცნობაც მოვიდა. დუმასტურელი ჟენია იმედაშვილი ამბობს: "ამათ გაიგეს და ჩვენც ოჯახის ღრიალით გავიგეთ ეს ცუდი ამბავი. ეშმაკობა არა ჰქონდა, ჭკვიანი, კარგი ბიჭი იყო. ასაკით ხო პატარა იყო, მეზობლობაშიც ძალიან კარგი ბავშვი იყო".

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ომალოს საშუალო სკოლის მოსწავლეების - კუშტანაშვილისა და ბაღაკაშვილის გადაბირებისთვის, 2016 წლის მარტიდან, 14 წლიან სასჯელს აიუფ ბორჩაშვილი იხდის. სოფელ ჯოყოლოს ყოფილმა იმამმა აღიარა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის "ხალიფასთან" "ბაიათით" ანუ ფიცით იყო დაკავშირებული.

გამოძიების ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილი ისლამისტ ტერორისტებს უცხოეთის ქვეყნებში რამდენჯერმე შეხვდა, მათ შორის ავღანეთსა და სირიაში. 2014 წელს, სირიაში მისი ბოლო ვიზიტისას, ISIS-ის მაშინდელმა "ომის მინისტრმა" აბუ ომარ ალ შიშანმა იგივე თარხან ბათირაშვილმა იგი "პანკისის ჯამაათის" "იმამად" დანიშნა და რეკრუტების გადაბირება დაავალა.

აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ, საკვანძო ჩვენება მისმა თანასოფლელმა, ვაჰაბიტმა გიორგი ბორჩაშვილმა მისცა. ჩვენების მიხედვით, ომალოს სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებისთვის: კუშტანაშვილსა და ბაღაკაშვილისთვის პირადობის მოწმობების აღება და ავიაბილეთების შეძენა სწორედ აიუფ ბორჩაშვილის დავალებით მოხდა.

ომალოს საშუალო სკოლაში მუსლიმ კუშტანაშვილისა და რამზან ბაღაკაშვილის მასწავლებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ ორივე ძალიან კარგი მოსწავლე იყო და დაუჯერებელია, რომ სიცოცხლე ასე უაზროდ და ტრაგიკულად დაასრულეს: "სწავლის მხრივაც ძალიან კარგი იყო, ყოფაქცევითაც, ერთი სიტყვით, მისაბაძი მოსწავლე იყო. მეორე ბავშვი სწავლის მხრივ ასეთი კარგი არ იყო, მაგრამ ზრდილობიანი იყო, შეგნებულიც. არასოდეს შეგვიმჩნევია, რომ მათ ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამისკენ მიდრეკილება ჰქონოდათ. დაუჯერებელია რაც მოხდა"...

2017 წლის აგვისტოს ბოლოს, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში "ალ ბარა პანკისად" წოდებული 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ოჯახთან, 26 წლის ფეხმძიმე მეუღლე ლელა გაურგაშვილთან და სამ შვილთან ერთად, დაბომბვის დროს დაიღუპა.

ტოხოსაშვილი საქართველოდან 2015 წელს წავიდა და მალევე "ლატაკიის ჯამაათის" ლიდერად იქცა. თუმცა, 2016 წლიდან, "ისლამურ სახელმწიფოს" ტერორისტებს შეუერთდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ომალოში ქისტური ტრადიციისამებრ სამძიმრის მისაღებად ტოხოსაშვილებში ჭიშკარი გაიღო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, მშობლებმა, რომლებმაც შვილი, რძალი და შვილიშვილები გამოიგლოვეს, შეიტყვეს, რომ ისინი ცოცხლები არიან.

სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2017)

  • 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
  • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
  • 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
  • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
  • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
  • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
  • 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
  • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
  • 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
  • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
  • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
  • 28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015)
  • 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
  • 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
  • 22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016)
  • 38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016)
  • 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016)
  • 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
  • 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
  • 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
  • 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016)
  • 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016)
  • 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016)
  • 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი 2016)
  • 25 წლის მუჰმად ბაღაკაშვილი (ივლისი 2017)
  • 20 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (ოქტომბერი 2017)

ზაზა წულაძე

"ამერიკის ხმა"

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში