საქართველოში ძველ დროში არყით დათრობა მიღებული არ იყო. მაგალითად, ფშავში, რომელიც არყის გამოხდის არაერთი ტრადიციითაა გამორჩეული, მე-19 საუკუნემდე არაყს ძირითადად დილით, სამწყემსურში წასვლის წინ სვამდნენ, ასევე მას ხშირად სამკურნალოდაც იყენებდნენ. ცდება ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოში ჭაჭის არაყი, ვთქვათ, ანწლის ან/და სხვა სახის არაყზე უფრო პოპულარული იყო.
საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არყის დაყენების განსაკუთრებული მეთოდები არსებობდა. არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს დაკარგულია, ან თითო-ოროლა ადამინმა თუ იცის. გამოსახდელად ყველაზე ხშირად ანწლს, პანტასა და ასკილს იყენებდნენ. დასაველთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში, არაყს სხვადასხვა ხილისაგან ამზადებდნენ. დღეს, გურიაში თითქმის ყველა ოჯახი ტყემლის არაყს იყენებს, რომელიც ექიმების თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.