საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა..." - კობა დავითაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებისას პროცესზე ემოციები ვერ შეიკავა
"ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა..." - კობა დავითაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებისას პროცესზე ემოციები ვერ შეიკავა

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. სხდო­მის და­წყე­ბამ­დე კი 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი და­ვი­თაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­იხ­სე­ნა.

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, რომ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მას­ზე თავ­დას­ხმას ორ­გა­ნი­ზე­ბა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­უ­წია.

რაც შე­ე­ხე­ბა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ვი­თაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ადე­იშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო. თით­ქმის 11 წლის წი­ნან­დელ მოვ­ლე­ნებს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რად იხ­სე­ნებ­და, რამ­დენ­ჯერ­მე მან ცრემ­ლე­ბიც ვერ შე­ი­კა­ვა სა­უბ­რი­სას.

"ეს იყო თავ­დას­ხმა ნა­ხევ­რად სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ხეს არ მა­ლავ­დნენ. ეს არ იყო არც და­კა­ვე­ბა, არც და­პა­ტიმ­რე­ბა, ეს იყო პირ­და­პირ თავ­დას­ხმა. მათ ჰქონ­დათ გა­საშ­ლე­ლი ლი­თო­ნის ხელ­კე­ტე­ბი, რომ­ლი­თაც ყო­ველ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­რე­შე და­მესხნენ თავს. რო­დე­საც შე­ვე­ცა­დე მათ­თვის რამე ამეხ­სნა, არ მომ­ცეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ძირს და­მაგ­დეს და 10-ზე მეტი კაცი მირ­ტყამ­და. მე პირ­ვე­ლი­ვე და­კი­თხვა­ზე გან­ვა­ცხა­დე - მაქვს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი, რომ ეს თავ­დას­ხმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ე­რაა მო­წყო­ბი­ლი.

ეს უკავ­შირ­დე­ბა ჩემს შეს­ვლას პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, რო­დე­საც 7 ნო­ემ­ბერს მი­ტინ­გი და­არ­ბი­ეს და გაზი გა­უშ­ვეს. სამ­თავ­რო­ბო დაც­ვა გა­იქ­ცა, არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­ზის­გან, უკან მიყ­ვა მო­მი­ტინ­გე­თა მცი­რე ნა­წი­ლი, მათ შო­რის მეც. მაღ­ლა ვი­დე­ქით კი­ბე­ებ­ზე, როცა შიგ­ნით შე­ვე­დით პარ­ლა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნინო ბირ­ჯა­ნა­ძე გა­მო­ვი­და და დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა შევ­თა­ვა­ზე, ვი­ნა­ი­დან ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლი შე­უ­რა­ცხა­დი იყო და 9 აპ­რილს უწყობს სა­კუ­თარ ერს. რო­გორ ჩანს, სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ მე და ბურ­ჯა­ნა­ძე შეთ­ქმუ­ლე­ბას ვუ­წყობ­დით", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა..." - კობა დავითაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებისას პროცესზე ემოციები ვერ შეიკავა

"ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა..." - კობა დავითაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებისას პროცესზე ემოციები ვერ შეიკავა

საქალაქო სასამართლოში ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მასზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ჩვენებას აძლევს. სხდომის დაწყებამდე კი 7 ნოემბრის მოვლენები დავითაშვილმა ჟურნალისტებთან გაიხსენა.

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას ორგანიზება ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუწია.

რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, რომელიც პროკურატურამ დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დამნაშავედ ცნო, კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრძანების შემსრულებელი იყო. თითქმის 11 წლის წინანდელ მოვლენებს კობა დავითაშვილი ემოციურად იხსენებდა, რამდენჯერმე მან ცრემლებიც ვერ შეიკავა საუბრისას.

"ეს იყო თავდასხმა ნახევრად სამხედრო ფორმაში გადაცმული ადამიანების, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. ეს არ იყო არც დაკავება, არც დაპატიმრება, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა. მათ ჰქონდათ გასაშლელი ლითონის ხელკეტები, რომლითაც ყოველგვარი განმარტებების გარეშე დამესხნენ თავს. როდესაც შევეცადე მათთვის რამე ამეხსნა, არ მომცეს ამის საშუალება. ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა. მე პირველივე დაკითხვაზე განვაცხადე - მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს თავდასხმა მიხეილ სააკაშვილის მიერაა მოწყობილი.

ეს უკავშირდება ჩემს შესვლას პარლამენტის შენობაში, როდესაც 7 ნოემბერს მიტინგი დაარბიეს და გაზი გაუშვეს. სამთავრობო დაცვა გაიქცა, არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის საშუალებები გაზისგან, უკან მიყვა მომიტინგეთა მცირე ნაწილი, მათ შორის მეც. მაღლა ვიდექით კიბეებზე, როცა შიგნით შევედით პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბირჯანაძე გამოვიდა და დიალოგის დაწყება შევთავაზე, ვინაიდან ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შეურაცხადი იყო და 9 აპრილს უწყობს საკუთარ ერს. როგორ ჩანს, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ მე და ბურჯანაძე შეთქმულებას ვუწყობდით", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ