პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ შეთანხმდნენ ქართულ-სომხური მხარეები საქართველოში სომხეთის ელჩის კანდიდატურაზე
რატომ ვერ შეთანხმდნენ ქართულ-სომხური მხარეები საქართველოში სომხეთის ელჩის კანდიდატურაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­თის ახა­ლი ელ­ჩის წარ­დგე­ნა უსას­რუ­ლოდ გა­ჭი­ა­ნურ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში სომ­ხუ­რი მე­დია წერ­და, რომ თბი­ლის­ში სომ­ხე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს იური ვარ­და­ნი­ანს სერ­გეი მი­ნა­სი­ა­ნი შეც­ვლი­და...

EADaily -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნა­სი­ა­ნი ექ­სპერტ-ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის "კავ­კა­სი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეა და სომ­ხეთ­ში ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტო­ლო­გია. გა­ზე­თი Жаманак-ის ("დრო") ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ად­გილ­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი მი­ნა­სი­ა­ნის და­ნიშ­ვნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ის ამ პოსტზე ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში უნდა და­ე­ნიშ­ნათ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა...

სა­კი­თხის გარ­შე­მო შე­თან­ხმე­ბა ვერც თბი­ლის­ში სომ­ხუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტის შემ­დეგ შედ­გა. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძეს­თან ეს თემა ისევ ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დუ­ლი დარ­ჩა - ქარ­თულ­მა მხა­რემ სომ­ხეთს დე­ლი­კა­ტუ­რად აგ­რძნო­ბი­ნა, რომ სხვა კა­დი­დან­ტუ­რა­ზე ეფიქ­რათ.

თა­ვად სერ­გეი მი­ნა­სი­ა­ნი ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერევ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასეთ სა­კი­თხებს კონ­სტი­ტუ­ცია კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ად­გენს, "და­ნარ­ჩე­ნი კი ჭო­რე­ბია"- აცხა­დებს უწყე­ბის პრეს-მდი­ვა­ნი ტიგ­რან ბა­ლა­ი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, - რა­ტომ ბლო­კავს ქარ­თუ­ლი მხა­რე მი­ნა­სი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნა­სი­ა­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია - ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, სომ­ხეთ­მა მას­ზე არ­ჩე­ვა­ნი მისი ჯა­ვა­ხუ­რი ფეს­ვე­ბის გამო გა­ა­კე­თა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ექ­სპერ­ტად მუ­შა­ობ­და და სწო­რედ სომ­ხურ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებს სწავ­ლობ­და. თუმ­ცა, სხვა ვერ­სი­ით, - ქარ­თუ­ლი მხრი­დან უა­რის მი­ზე­ზი სწო­რედ მა­ნა­სი­ა­ნის ჯა­ვა­ხუ­რი ფეს­ვე­ბია...

სომ­ხუ­რი მე­დია აქ­ცენტს ქარ­თულ-სომ­ხუ­რი, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე აკე­თებს, თუმ­ცა, არც ბოლო წლებ­ში სა­დაო სა­კი­თხე­ბი ავი­წყდე­ბა, მათ შო­რის, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბა... კი­დევ ერთი სა­კი­თხია, სომ­ხე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა - სა­უ­ბა­რია იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო სა­მუ­შა­ოდ რუ­სეთ­ში წა­ვიდ­ნენ, რის­თვი­საც სომ­ხუ­რი პას­პორ­ტე­ბი მი­ი­ღეს... სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ისი­ნი "სტუმ­რე­ბად" იქ­ცნენ, მათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­კარ­გეს. სომ­ხუ­რი მე­დია ამის გამო მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს აკ­რი­ტი­კებს, თუმ­ცა, ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში სხვა რა გა­მო­სა­ვალს სთა­ვა­ზობს...

სომ­ხუ­რი მე­დია თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფოს­გან მეტ დიპ­ლო­მა­ტი­ას და ამ საქ­მე­ში გა­მობ­რძმე­დილ კად­რებს ითხოვს, რათა სა­და­ვო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს... "სამ­წუ­ხა­როდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­გზავ­ნილ­მა ვერ­ცერ­თმა კადრმა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ აჩ­ვე­ნა... 2012 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი ძა­ლო­სა­ნი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი იური ვარ­და­ნი­ა­ნი, სომ­ხე­თის ახალ­გაზ­რდუ­ლი სპორ­ტის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. ორი წლის შემ­დეგ კი, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტად მი­ავ­ლი­ნეს... სერჟ სარ­გსი­ა­ნის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევ­რის­თვის შოკი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი იყო, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხეთს შო­რის დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებს ვერ მო­აგ­ვა­რებ­და... ასე რომ, რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ისე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, კად­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია",- წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

გა­მო­ცე­მა EADaily-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იური ვარ­და­ნი­ანს, ვა­დის ამო­წურ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა არ სურს... თუმ­ცა, ამ პოსტზე არის კი­დევ ერთი კან­დი­და­ტი, - რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი ერ­მი­ნე ნაგ­და­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს-ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას დოპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით აპი­რებს.

კი­დევ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მთა­ვა­რი სო­მე­ხი დიპ­ლო­მა­ტის ძებ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ეს იქ­ნე­ბა ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი რო­გორც ქარ­თულ-სომ­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ასე­ვე, სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში... "ასე­ვე ფაქ­ტია, რომ გარ­კვე­უ­ლი პერ­სო­ნე­ბის ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე მაღ­ლა დგას, რა­მაც ასეთ მგრძნო­ბი­ა­რე თე­მებ­შიც კი იჩი­ნა თავი,"- წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რატომ ვერ შეთანხმდნენ ქართულ-სომხური მხარეები საქართველოში სომხეთის ელჩის კანდიდატურაზე

რატომ ვერ შეთანხმდნენ ქართულ-სომხური მხარეები საქართველოში სომხეთის ელჩის კანდიდატურაზე

საქართველოში სომხეთის ახალი ელჩის წარდგენა უსასრულოდ გაჭიანურდა. მიმდინარე წლის მაისში სომხური მედია წერდა, რომ თბილისში სომხეთის დიპლომატიურ მისიის ხელმძღვანელს იური ვარდანიანს სერგეი მინასიანი შეცვლიდა...

EADaily -ის ინფორმაციით, მინასიანი ექსპერტ-ანალიტიკური ცენტრის "კავკასიის ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილეა და სომხეთში ცნობილი პოლიტოლოგია. გაზეთი Жаманак-ის ("დრო") ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ამ ადგილზე, ადგილობრივი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი  მინასიანის დანიშვნას ეწინააღმდეგება. ის ამ პოსტზე ჯერ კიდევ ივლისში უნდა დაენიშნათ, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ შედგა...

საკითხის გარშემო შეთანხმება ვერც თბილისში სომხური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ შედგა. სომხური მედიის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ეს თემა ისევ ჰაერში გამოკიდული დარჩა - ქართულმა მხარემ სომხეთს დელიკატურად აგრძნობინა, რომ სხვა კადიდანტურაზე ეფიქრათ.

თავად სერგეი მინასიანი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ასეთ საკითხებს კონსტიტუცია კანონის ფარგლებში ადგენს, "დანარჩენი კი ჭორებია"- აცხადებს უწყების პრეს-მდივანი ტიგრან ბალაიანი ჟურნალისტების კითხვაზე, - რატომ ბლოკავს ქართული მხარე მინასიანის კანდიდატურას.

სომხური მედიის ინფორმაციით, მინასიანის გარშემო არსებობს რამდენიმე ვერსია - ერთ-ერთის თანახმად, სომხეთმა მასზე არჩევანი მისი ჯავახური ფესვების გამო გააკეთა. წლების განმავლობაში, ის ექსპერტად მუშაობდა და სწორედ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სწავლობდა. თუმცა, სხვა ვერსიით, - ქართული მხრიდან უარის მიზეზი სწორედ მანასიანის ჯავახური ფესვებია...

სომხური მედია აქცენტს ქართულ-სომხური, კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე აკეთებს, თუმცა, არც ბოლო წლებში სადაო საკითხები ავიწყდება, მათ შორის, კულტურულ-ისტორიული ძეგლები და საქართველოს სკოლებში სომხურენოვანი მოსწავლეების განათლება... კიდევ ერთი საკითხია, სომხების მოქალაქეობა - საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, თუმცა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ, რისთვისაც სომხური პასპორტები მიიღეს... საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი "სტუმრებად" იქცნენ, მათ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. სომხური მედია ამის გამო მეზობელ სახელმწიფოს აკრიტიკებს, თუმცა, ვერ ჩამოყალიბდა, კანონის ფარგლებში სხვა რა გამოსავალს სთავაზობს...

სომხური მედია თავისი სახელმწიფოსგან მეტ დიპლომატიას და ამ საქმეში გამობრძმედილ კადრებს ითხოვს, რათა სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგეს... "სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოში წარგზავნილმა ვერცერთმა კადრმა სასურველი შედეგი ვერ აჩვენა... 2012 წელს ლეგენდარული ძალოსანი, საბჭოთა კავშირისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი იური ვარდანიანი, სომხეთის ახალგაზრდული სპორტის მინისტრად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი, ის საქართველოში დიპლომატად მიავლინეს... სერჟ სარგსიანის ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის შოკი აღმოჩნდა, რადგან ყველასთვის გასაგები იყო, რომ ის საქართველო-სომხეთს შორის დაგროვილ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა... ასე რომ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა მიმართულებით, კადრების სერიოზული დეფიციტია",- წერს სომხური მედია.

გამოცემა EADaily-ის ინფორმაციით, იური ვარდანიანს, ვადის ამოწურვის მიუხედავად, საქართველოში დიპლომატიური სამსახურის დატოვება არ სურს... თუმცა, ამ პოსტზე არის კიდევ ერთი კანდიდატი, - რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ერმინე ნაგდალიანი, რომელსაც საქართველოში ბიზნეს-ინტერესები აქვს და ამის განხორციელებას დოპლომატიური გზით აპირებს.

კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება საქართველოში მთავარი სომეხი დიპლომატის ძებნა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი როგორც ქართულ-სომხურ ურთიერთობაში, ასევე, სომხეთის პოლიტიკურ ელიტაში არსებულ დაპირისპირებაში... "ასევე ფაქტია, რომ გარკვეული პერსონების ვიწრო პოლიტიკური ინტერესები მნიშვნელოვან საკადრო გადაწყვეტილებებზე მაღლა დგას, რამაც ასეთ მგრძნობიარე თემებშიც კი იჩინა თავი,"- წერს სომხური მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე