პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის თანაორგანიზატორი პავლე არძინბა დაბრუნდა
აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის თანაორგანიზატორი პავლე არძინბა დაბრუნდა

აფხა­ზეთ­ში, ე.წ. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ალექ­სად­რე ან­ქვა­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში "ბრალ­დე­ბუ­ლი" პავ­ლე არ­ძინ­ბა დაბ­რუნ­და და ად­გი­ლობ­რივ "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს" სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­ბარ­და... ის 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და... აფხა­ზეთ­ში მის გა­მო­ჩე­ნას უკვე მოჰ­ყვა მით­ქმა-მოთ­ქმა, - ფაქ­ტია, რომ არ­ძინ­ბა რე­გი­ონ­ში ისე არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, "პრო­კუ­რა­ტუ­რის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, კი­დევ ერთი ცირ­კი ვი­ხი­ლოთ, რაც მის­თვის სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას გუ­ლის­ხმობს, ცხა­დია, გარ­კვე­უ­ლი "წი­ნა­პი­რო­ბის" სა­ნაც­ვლოდ. თუმ­ცა, არც მოვ­ლე­ნე­ბის სხვა­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი...

პავ­ლე არ­ძინ­ბა 1951 წელს გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­რიპშ­ში და­ი­ბა­და. გუ­და­უ­თის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მან და ან­ქვაბ­მა ერთი და იგი­ვე სას­წავ­ლე­ბე­ლი, როს­ტო­ვის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს... არ­ძინ­ბა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თულ-აფხა­ზურ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში, - არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ აფხა­ზე­თის ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო და შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­კი­თხსაც კუ­რი­რებ­და, თუმ­ცა, ეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და...

აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, მის პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ზე რე­გი­ონ­ში ბევ­რი არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, ის უფრო ბიზ­ნე­სით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­ზე რი­გით მე­ექ­ვსე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, არ­ძინ­ბას გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გუ­და­უ­თის ტყე­ებს შე­ა­ფა­რეს თავი, შემ­დეგ კი რე­გი­ო­ნი და­ტო­ვეს...

რაც შე­ე­ხე­ბა პავ­ლე არ­ძინ­ბას, - ის იმ წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე კლა­ნურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც შემ­დეგ, კრი­მი­ნა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და... მა­შინ, ან­ქვაბ­მა არა­ერ­თი ჩი­ნოვ­ნი­კი შე­ა­ვიწ­რო­ვა, ისი­ნი, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე ფაქ­ტო ბი­უ­ჯე­ტი­დან, რუ­სე­თი­დან წა­მო­სულ და­ფი­ნან­სე­ბას იპა­რავ­და. მათ მოს­კო­ვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­გან მწვა­ნე ჰქონ­დათ ან­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ან­ქვაბ­მა ისი­ნი გა­და­ი­კი­და, - აფხაზ პო­ლი­ტი­კოსს კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი... ამ ჯგუფ­ში მოჰ­ყვა არ­ძინ­ბაც. სა­ერ­თო­დაც, მასა და ყვე­ლას, ვინც 90-იან წლებ­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი, მი­აჩ­ნდათ, რომ კარ­გი ცხოვ­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს...

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის შემ­დეგ, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში პავ­ლე არ­ძინ­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ომის დროს ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი იყო აფხა­ზეთ­ში, მის ან­გა­რიშ­ზე 600 მი­ლი­ონ­ზე მეტი იყო, თუმ­ცა, ომი დროს, მან აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს 3 მი­ლი­ო­ნი გა­დას­ცა; დაც­ვი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის კი­დევ 3 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ყო. ცალ­კე სო­ხუმს სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის, კი­დევ 3 მი­ლი­ო­ნი აჩუ­ქა; "სულ 15 მი­ლი­ო­ნი და­ვა­რი­გე, რო­დე­საც ჩემს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბო­და, ტომ­რე­ბით ვგზავ­ნი­დით ფულს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, რათა მიზ­ნობ­რი­ვად და­ხარ­ჯუ­ლი­ყო, იმათ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, ვი­საც სჭირ­დე­ბო­და..."- წერ­და არ­ძინ­ბა.

ომის შემ­დგომ წლებ­ში, აფხა­ზე­თის მე­დი­ამ ის 20 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან და მდი­დარ ბიზ­ნეს­მენ­თა შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. მას ახლო კავ­ში­რი ჰქონ­და რუს სამ­ხედ­რო­ებ­თან, სხვა მხრივ მისი ბიზ­ნე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და...

სწო­რედ ასე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა სცა­და მა­შინ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა. შე­დე­გად, 4 წე­ლი­წად­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­დან რი­გით მე­ექ­ვსეს ერთ-ერთი თა­ნა­ავ­ტო­რად სწო­რედ პავ­ლე არ­ძინ­ბა და­სა­ხელ­და. მა­შინ ან­ქვა­ბის ავ­ტო­მო­ბილს და მის კორ­ტეჟს გუ­და­უ­თა-სო­ხუ­მის გზა­ზე 08:30 სა­ათ­ზე და­ესხნენ თავს. სა­დაც კორ­ტე­ჟი მოძ­რა­ობ­და, ჯერ ფუ­გა­სი აფეთ­ქდა, რომ­ლის შე­დე­გად კორ­ტე­ჟის ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ზი­ან­და, შემ­დეგ კი ან­ქვა­ბის ავ­ტო­მო­ბილს ახ­ლომ­დე­ბა­რე მთი­დან ტყვი­ამფრქვე­ვი­დან და ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან გა­უხ­სნეს ცე­ცხლი.

დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლით­ვე უპა­სუ­ხა. ან­ქვა­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა ამ ხა­ზის გავ­ლა მო­ა­ხერ­ხა. ან­ქვა­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლა. ის სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბა და ადას­ტუ­რებს, რომ კარ­გად არის, თუმ­ცა, პი­რა­დი დაც­ვის ორი ახალ­გაზ­რდა წევ­რი, თენ­გიზ ფან­და­რია და რემ­ზიკ ზუგ­ბა და­ი­ღუ­პა, და ორიც და­იჭ­რა... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი სრო­ლი­სას ან­ქვაბს გა­და­ე­ფარ­ნენ...

ამ ფაქ­ტის გარ­შე­მო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მელ­საც აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "სა­უ­კუ­ნის პრო­ცესს" უწო­დებ­დნენ, ლა­მის ერთი წლის შემ­დეგ, 2013 წელს და­ი­წყო... თუმ­ცა 2014 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, "სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი" ძალ­ზე დიდი პა­უ­ზე­ბით იმარ­თე­ბო­და, ანუ საქ­მე უსაშ­ვე­ლოდ გა­ი­წე­ლა... 2017 წლის აპ­რილ­ში, საქ­მე­ში 7 "ბრალ­დე­ბუ­ლი" გა­მო­იკ­ვე­თა, - მათ­გან ორს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 20 წლით აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბის "სას­ჯე­ლი" შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი იყო. ერთ-ერთი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. კი­დევ ერთ და­კა­ვე­ბულს თავ­დას­ხმას­თან კავ­ში­რი ვერ და­უმ­ტკიც­და.

ახ­ლა­ხან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გუ­და­უ­თის სო­ფელ დუ­რიპ­შის მცხოვ­რე­ბი ან­ზორ ბუთ­ბა, რა­საც აფხა­ზუ­რი მე­დია ამ საქ­მის გარ­შე­მო შემ­წყნა­რებ­ლუ­რი გან­წყო­ბის და­სა­წყი­სად მი­იჩ­ნევს... "სა­სამ­რთლომ" საქ­მის მთა­ვარ დამ­ნა­შა­ვედ, 2012 წელს გარ­დაც­ვლი­ლი ალ­ბას­ბეი კვარ­ჩია და­ად­გი­ნა და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, - საქ­მე შე­ა­ჩე­რა... მა­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თავ­დას­ხმა კვარ­ჩი­ამ და­გეგ­მა. მი­სი­ვე ჩა­ნა­ფიქ­რით, ამას "სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა" უნდა მოჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა საქ­მის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გამო, მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა...

მა­შინ, "ძებ­ნა­ში" მყო­ფი პავ­ლე არ­ძინ­ბას ად­ვო­კა­ტი, ივა­ნე ზა­რან­დია აცხა­დებ­და, რომ ან­ქვაბ­ზე თავ­დას­ხმა­ში მისი "დაც­ვის ქვეშ მყო­ფის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მტკიც­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, არ­ძინ­ბა­ზე ძებ­ნა უსა­მარ­თლოდ გა­მო­ა­ცხა­დეს.

რის­თვის დაბ­რუნ­და არ­ძინ­ბა აფხა­ზეთ­ში?.. - ამ კი­თხვა­ზე, აფხა­ზურ მე­დი­ის ვერ­სია სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, - ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, ის "ქვეყ­ნის­თვის" ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს, ამი­ტო­მაც დაბ­რუნ­და აფხა­ზეთ­ში მშვი­დად... ან სუ­ლაც შე­საძ­ლოა, მან "აფხა­ზეთ­ში მშვი­დად დაბ­რუ­ნე­ბა იყი­და..." მე­ო­რეს თქმით, "პაშ­კა არ­ძინ­ბა" რო­გორც მას ახ­ლობ­ლე­ბი უწო­დე­ბენ, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პრი­მო­რის და­სახ­ლე­ბა­ში, მი­უ­სე­რა­ში, თა­ვის კუთ­ვნილ იახ­ტა­ზე ცხოვ­რობ­და, უბ­რა­ლოდ, გან­დე­გი­ლი­ვით ყოფ­ნა მო­ბეზ­რდა და გა­მოჩ­ნდა...

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის არა­ერ­თხელ მო­იხ­სე­ნი­ეს, რო­გორც "რუხი კარ­დი­ნა­ლი", რო­მე­ლიც ხა­ჯიმ­ბას "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში" გარ­კვე­ულ საქ­მე­ებს აგ­ვა­რებ­და და სა­კად­რო ცვლი­ლებ­შიც ერე­ო­და... კონ­კრე­ტუ­ლად, 2014 წელს, რაულ ხა­ჯიმ­ბას უკან "პაშ­კა არ­ძინ­ბა" იდგა. რა­საც თა­ვის მხრივ, ხა­ჯიმ­ბა უარ­ყოფ­და...

ასე რომ, რო­გორც აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, "პაშ­კა", ისე, ჰა­ერ­ზე არ დაბ­რუნ­დე­ბო­და. ის საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რია იმის­თვის, რომ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს და "ბექ­რა­უნდს" გა­უფრ­თხილ­დეს. რა ელო­დე­ბა მას? - თუ აფხა­ზეთ­ში "კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის" მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, ის რე­გი­ო­ნის შიდა სა­კი­თხებს ცოტა ხნით, სო­ხუ­მის ცი­ხის ელი­ტა­რუ­ლი საკ­ნი­დან მო­აგ­ვა­რებს, შემ­დეგ, სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, თუ აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­დე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის თანაორგანიზატორი პავლე არძინბა დაბრუნდა

აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის თანაორგანიზატორი პავლე არძინბა დაბრუნდა

აფხაზეთში, ე.წ. ექსპრეზიდენტის ალექსადრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობაში "ბრალდებული" პავლე არძინბა დაბრუნდა და ადგილობრივ "სამართალდამცავებს" საკუთარი ნებით ჩაბარდა... ის 5 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა... აფხაზეთში მის გამოჩენას უკვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა, - ფაქტია, რომ არძინბა რეგიონში ისე არ გამოჩნდებოდა, - ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, "პროკურატურის" მონაწილეობით, კიდევ ერთი ცირკი ვიხილოთ, რაც მისთვის სასჯელის შემსუბუქებას გულისხმობს, ცხადია, გარკვეული "წინაპირობის" სანაცვლოდ. თუმცა, არც მოვლენების სხვანაირი განვითარება არ არის  გამორიცხული...

პავლე არძინბა 1951 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ დურიპშში დაიბადა. გუდაუთის სკოლის დამთავრების შემდეგ, მან და ანქვაბმა ერთი და იგივე სასწავლებელი, როსტოვის უმაღლესი სასწავლებელი, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეს... არძინბა აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ საომარ მოქმედებებში, - არსებული ინფორმაციით, მაშინ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და შეიარაღების საკითხსაც კურირებდა, თუმცა, ეს არაოფიციალურად ხდებოდა...

აფხაზეთის ომის შემდეგ, მის პოლიტიკასთან კავშირზე რეგიონში ბევრი არაფერი იყო ცნობილი, ის უფრო ბიზნესით იყო დაინტერესებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ანქვაბზე რიგით მეექვსე თავდასხმა განხორციელდა, არძინბას გვარმაც გაიჟღერა. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელებმა გუდაუთის ტყეებს შეაფარეს თავი, შემდეგ კი რეგიონი დატოვეს...

რაც შეეხება პავლე არძინბას, - ის იმ წლებში მიმდინარე კლანურ დაპირისპირებაში მოჰყვა, რომელიც შემდეგ, კრიმინალურ-პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზარდა... მაშინ, ანქვაბმა  არაერთი ჩინოვნიკი შეავიწროვა, ისინი, ვინც წლების განმავლობაში დე ფაქტო ბიუჯეტიდან, რუსეთიდან წამოსულ დაფინანსებას იპარავდა. მათ მოსკოველი ჩინოვნიკებისგან მწვანე ჰქონდათ ანთებული, მაგრამ ანქვაბმა ისინი გადაიკიდა, - აფხაზ პოლიტიკოსს კორუფციასთან ბრძოლა ჰქონდა ჩაფიქრებული... ამ ჯგუფში მოჰყვა არძინბაც. საერთოდაც, მასა და ყველას, ვინც 90-იან წლებში საომარ მოქმედებებში იყო ჩართული, მიაჩნდათ, რომ კარგი ცხოვრება დაიმსახურეს...

ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში პავლე არძინბამ განაცხადა, რომ ომის დროს ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო აფხაზეთში, მის ანგარიშზე 600 მილიონზე მეტი იყო, თუმცა, ომი დროს, მან აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს 3 მილიონი გადასცა; დაცვისა და შეიარაღებისთვის კიდევ 3 მილიონი გამოყო. ცალკე სოხუმს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, კიდევ 3 მილიონი აჩუქა; "სულ 15 მილიონი დავარიგე, როდესაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა, ტომრებით ვგზავნიდით ფულს სხვადასხვა რეგიონში, რათა მიზნობრივად დახარჯულიყო, იმათ დახმარებოდნენ, ვისაც სჭირდებოდა..."- წერდა არძინბა.

ომის შემდგომ წლებში, აფხაზეთის მედიამ ის 20 ყველაზე გავლენიან და მდიდარ ბიზნესმენთა შორის დაასახელა. მას ახლო კავშირი ჰქონდა რუს სამხედროებთან, სხვა მხრივ მისი ბიზნესი წარმატებული ვერ იქნებოდა...

სწორედ ასეთი გავლენიანი ფიგურების წინააღმდეგ გალაშქრება სცადა მაშინ ალექსანდრე ანქვაბმა. შედეგად, 4 წელიწადში განხორციელებული თავდასხმებიდან რიგით მეექვსეს ერთ-ერთი თანაავტორად სწორედ პავლე არძინბა დასახელდა. მაშინ ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე 08:30 საათზე დაესხნენ თავს. სადაც კორტეჟი მოძრაობდა, ჯერ ფუგასი აფეთქდა, რომლის შედეგად კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი დაზიანდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ტყვიამფრქვევიდან და ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი.

დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლითვე უპასუხა. ანქვაბის ავტომობილის მძღოლმა ამ ხაზის გავლა მოახერხა. ანქვაბი არ დაშავებულა. ის სოხუმში იმყოფება და ადასტურებს, რომ კარგად არის, თუმცა, პირადი დაცვის ორი ახალგაზრდა წევრი, თენგიზ ფანდარია და რემზიკ ზუგბა დაიღუპა, და ორიც დაიჭრა... გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სროლისას ანქვაბს გადაეფარნენ...

ამ ფაქტის გარშემო სასამართლო პროცესი, რომელსაც აფხაზი ჟურნალისტები "საუკუნის პროცესს" უწოდებდნენ, ლამის ერთი წლის შემდეგ, 2013 წელს დაიწყო... თუმცა 2014 წელს ცნობილი გახდა, "სასამართლო პროცესები" ძალზე დიდი პაუზებით იმართებოდა, ანუ საქმე უსაშველოდ გაიწელა... 2017 წლის აპრილში, საქმეში 7 "ბრალდებული" გამოიკვეთა, - მათგან ორს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, დანარჩენების "სასჯელი" შედარებით მსუბუქი იყო. ერთ-ერთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. კიდევ ერთ დაკავებულს თავდასხმასთან კავშირი ვერ დაუმტკიცდა.

ახლახან გაათავისუფლეს გუდაუთის სოფელ დურიპშის მცხოვრები ანზორ ბუთბა, რასაც აფხაზური მედია ამ საქმის გარშემო შემწყნარებლური განწყობის დასაწყისად მიიჩნევს... "სასამრთლომ" საქმის მთავარ დამნაშავედ, 2012 წელს გარდაცვლილი ალბასბეი კვარჩია დაადგინა და მისი გარდაცვალების გამო, - საქმე შეაჩერა... მაშინ ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კვარჩიამ დაგეგმა. მისივე ჩანაფიქრით, ამას "სახელმწიფო გადატრიალება" უნდა მოჰყოლოდა, თუმცა საქმის წარუმატებლობის გამო, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

მაშინ, "ძებნაში" მყოფი პავლე არძინბას ადვოკატი, ივანე ზარანდია აცხადებდა, რომ ანქვაბზე თავდასხმაში მისი "დაცვის ქვეშ მყოფის" მონაწილეობა ვერ მტკიცდებოდა და შესაბამისად, არძინბაზე ძებნა უსამართლოდ გამოაცხადეს.

რისთვის დაბრუნდა არძინბა აფხაზეთში?.. - ამ კითხვაზე, აფხაზურ მედიის ვერსია სხვადასხვანაირია, - ერთ-ერთის თანახმად, ის "ქვეყნისთვის" ძალზედ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, ამიტომაც დაბრუნდა აფხაზეთში მშვიდად... ან სულაც შესაძლოა, მან "აფხაზეთში მშვიდად დაბრუნება იყიდა..." მეორეს თქმით, "პაშკა არძინბა" როგორც მას ახლობლები უწოდებენ, ამ დროის განმავლობაში პრიმორის დასახლებაში, მიუსერაში, თავის კუთვნილ იახტაზე ცხოვრობდა, უბრალოდ, განდეგილივით ყოფნა მობეზრდა და გამოჩნდა...

ამ ხნის განმავლობაში, ის არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც "რუხი კარდინალი", რომელიც ხაჯიმბას "ხელისუფლებაში" გარკვეულ საქმეებს აგვარებდა და საკადრო ცვლილებშიც ერეოდა... კონკრეტულად, 2014 წელს, რაულ ხაჯიმბას უკან "პაშკა არძინბა" იდგა. რასაც თავის მხრივ, ხაჯიმბა უარყოფდა...

ასე რომ, როგორც აფხაზური მედია წერს, "პაშკა", ისე, ჰაერზე არ დაბრუნდებოდა. ის საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ საკუთარ სიცოცხლეს და "ბექრაუნდს" გაუფრთხილდეს. რა ელოდება მას? - თუ აფხაზეთში "კანონის აღსრულების" მიხედვით ვიმსჯელებთ, ის რეგიონის შიდა საკითხებს ცოტა ხნით, სოხუმის ციხის ელიტარული საკნიდან მოაგვარებს, შემდეგ, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე