სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული საცეცები კატალონიის რეფერენდუმის გარშემო?
რუსული საცეცები კატალონიის რეფერენდუმის გარშემო?

კა­ტა­ლო­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს. რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის მომ­ხრე­თა ლი­დე­რე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და.

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამომ­რჩე­ველ­თა 42,3%-მა მი­ი­ღო, რაც, კა­ტა­ლო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, 5.3 მი­ლი­ო­ნი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლი­დან, 2.2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია. გარ­და ამი­სა, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 750 000-მა ამომ­რჩე­ველ­მა ვერ შეძ­ლო თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა, რად­გან 2300 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან 319, ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვით, და­ი­ხუ­რა.

რე­ფე­რენ­დუ­მი ხმა­უ­რი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მი­დი­ო­და. მთე­ლი პრო­ვინ­ცი­ის მას­შტა­ბით და­შავ­და 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 12 პო­ლი­ცი­ე­ლი.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, ეს­პა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას კა­ტა­ლო­ნი­ელ­თა 90%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. კა­ტა­ლო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დერ­მა, კარ­ლეს პუჩ­დე­მონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ "სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა" მო­ი­პო­ვეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეთან­ხმე­ბა თუ არა ამას ბარ­სე­ლო­ნა. თა­ვის მხრივ, ეს­პა­ნე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფე­რენ­დუმს არა­კა­ნო­ნი­ერს უწო­დებს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მა­რი­ა­ნო რაჰო­იმ კი რე­ფე­რენ­დუმს "დე­მოკ­რა­ტი­ის და­ცინ­ვა" უწო­და.

კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბი შე­ჩე­რე­ბას არ აპი­რე­ბენ. კარ­ლეს პუჩ­დე­მო­ნის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის პა­სუ­ხე­ბი მალე კა­ტა­ლო­ნი­ის პარ­ლა­მენტს გა­და­ე­ცე­მა, რის შემ­დე­გაც ის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დებს.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კა­ტა­ლო­ნი­ელ სე­პა­რა­ტის­ტებს, რუ­სე­თი ეხ­მა­რე­ბო­დეს. რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის სიმ­პა­თი­ე­ბი ცალ­სა­ხად კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ იხ­რე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ კა­ტა­ლო­ნუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მის უკან მოს­კო­ვის ფა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იმა­ლე­ბა, რათა ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის იდე­ას ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნოს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას და დუ­მის არ­ცერთ წევ­რს, კა­ტა­ლო­ნი­ის რე­ფენ­რე­დუ­მი არ შე­უ­ფა­სე­ბია და სა­ერ­თოდ, აღ­ნიშ­ნულ ფაქტს კრემ­ლი არც კი გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. თუმ­ცა, რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა მე­დი­ამ ეს დღე ფარ­თოდ გა­ა­შუ­ქა, თა­ნაც და­დე­ბით კონ­ტექტსში და თით­ქმის ყვე­ლა გა­მო­ცე­მამ აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ტა­ლო­ნია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყი­რიმს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღი­ა­რებ­და. რუ­სე­თის დუმა მხო­ლოდ ირი­ბი გან­ცხა­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა და გა­ნა­ცხა­და, რომ "კა­ტა­ლო­ნი­ის რე­ფე­რენ­დუ­მი ეს­პა­ნე­თის სა­ში­ნაო საქ­მეა". ეტყო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი საქ­მე პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნებს მი­ან­დო.

კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე პო­ლი­ტი­კო­სი, ენ­რიკ ფოლ­კი, რო­მე­ლიც კა­ტა­ლო­ნი­ის სო­ლი­და­რო­ბის პარ­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო მდი­ვა­ნია, რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კა­ტა­ლო­ნია მსოფ­ლიო ფო­რუ­მებ­ზე რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე იქ­ნე­ბა და აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­საც აღი­ა­რებს.

ხოსე ენ­რი­კო ფოლ­კის თქმით, მად­რი­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ფე­რენ­დუ­მი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ის ჯერ კი­დევ გა­სულ წლებ­ში იგეგ­მე­ბო­და და კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბა უნდა გამ­ხდა­რი­ყო. ეს რუ­სე­თის ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია მის წი­ნა­აღ­მდეგ და­კის­რე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე. გარ­და ამი­სა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კა­ტა­ლო­ნია, რუ­სე­თის მიერ აღი­ა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­საც ცნობს.

"კი­დევ ერთი, - ის ყი­რიმს რუ­სე­თის ნა­წი­ლად აღი­ა­რებს. თუ კი სი­ტყვი­სა და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, - რა­ტომ არ უნდა ვა­ღი­ა­როთ ყი­რი­მი? იქაც ხომ ჩა­ტარ­და რე­ფე­რენ­დუ­მი, რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის სურ­ვი­ლით და უმე­ტე­სო­ბამ ასე გა­და­წყვი­ტა", - აცხა­დებს ფოლ­კი, რომ­ლის თქმი­თაც, კა­ტა­ლო­ნი­ას აქვს თა­ვი­სი ხედ­ვა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

"ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს მოგ­ვა­რე­ბუ­ლა, - პი­რი­ქით, გამ­წვა­ვე­ბუ­ლა და ამას აჩ­ვე­ნებს მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა... პრობ­ლე­მე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზე­ბით უნდა მოგ­ვარ­დეს და არა სან­ქცი­ე­ბით", - აცხა­დებს ფოლ­კი, რო­მე­ლიც ელო­დე­ბა, რომ კა­ტა­ლო­ნი­ას სხვა ქვეყ­ნე­ბიც და­უ­ჭე­რენ მხარს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რუსული საცეცები კატალონიის რეფერენდუმის გარშემო?

რუსული საცეცები კატალონიის რეფერენდუმის გარშემო?

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მატულობს. რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა ლიდერების გაფრთხილების მიუხედავად, პოლიციასთან შეტაკება გარდაუვალი გახდა.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 42,3%-მა მიიღო, რაც, კატალონიის ხელისუფლების ცნობით, 5.3 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან, 2.2 მილიონი ადამიანია. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, 750 000-მა ამომრჩეველმა ვერ შეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, რადგან 2300 საარჩევნო უბნიდან 319, ესპანეთის ხელისუფლების ჩარევით, დაიხურა.

რეფერენდუმი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიდიოდა. მთელი პროვინციის მასშტაბით დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 12 პოლიციელი.

მთლიანობაში, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას კატალონიელთა 90%-მა დაუჭირა მხარი. კატალონიის ხელისუფლების ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ მათ "სახელმწიფოს დამოუკიდებლობის უფლება" მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა ამას ბარსელონა. თავის მხრივ, ესპანეთის კონსტიტუციური სასამართლო რეფერენდუმს არაკანონიერს უწოდებს. პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რაჰოიმ კი რეფერენდუმს "დემოკრატიის დაცინვა" უწოდა.

კატალონიელები შეჩერებას არ აპირებენ. კარლეს პუჩდემონის განცხადებით, დღევანდელი რეფერენდუმის პასუხები მალე კატალონიის პარლამენტს გადაეცემა, რის შემდეგაც ის რეფერენდუმის შესახებ კანონის მიხედვით იმოქმედებს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, კატალონიელ სეპარატისტებს, რუსეთი ეხმარებოდეს. რუსული სახელმწიფო მედიის სიმპათიები ცალსახად კატალონიის დამოუკიდებლობისკენ იხრება. საერთაშორისო მიმომხილველები ეჭვობენ, რომ კატალონური სეპარატიზმის უკან მოსკოვის ფარული მხარდაჭერა იმალება, რათა ერთიანი ევროპის იდეას ჩრდილი მიაყენოს.

რუსეთის ფედერაციას და დუმის არცერთ წევრს, კატალონიის რეფენრედუმი არ შეუფასებია და საერთოდ, აღნიშნულ ფაქტს კრემლი არც კი გამოხმაურებია. თუმცა, რუსეთის ცენტრალურმა მედიამ ეს დღე ფართოდ გააშუქა, თანაც დადებით კონტექტსში და თითქმის ყველა გამოცემამ აღნიშნა, რომ კატალონია დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში აღიარებდა. რუსეთის დუმა მხოლოდ ირიბი განცხადებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "კატალონიის რეფერენდუმი ესპანეთის საშინაო საქმეა". ეტყობა, დანარჩენი საქმე პროპაგანდისტულ მანქანებს მიანდო.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი, ენრიკ ფოლკი, რომელიც კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

ხოსე ენრიკო ფოლკის თქმით, მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეფერენდუმი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. ის ჯერ კიდევ გასულ წლებში იგეგმებოდა და კატალონიის დამოუკიდებლობის წინაპირობა უნდა გამხდარიყო. ეს რუსეთის ერთგვარი პასუხია მის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებზე. გარდა ამისა, დამოუკიდებელი კატალონია, რუსეთის მიერ აღიარებულ სახელმწიფოებსაც ცნობს.

"კიდევ ერთი, - ის ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს. თუ კი სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, - რატომ არ უნდა ვაღიაროთ ყირიმი? იქაც ხომ ჩატარდა რეფერენდუმი, რუსეთთან შეერთების სურვილით და უმეტესობამ ასე გადაწყვიტა", - აცხადებს ფოლკი, რომლის თქმითაც, კატალონიას აქვს თავისი ხედვა რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური სანქციების შესახებ.

"ეკონომიკური სანქციების დაწესებით პრობლემები არასდროს მოგვარებულა, - პირიქით, გამწვავებულა და ამას აჩვენებს მსოფლიო გამოცდილება... პრობლემები მოლაპარაკებების გზებით უნდა მოგვარდეს და არა სანქციებით", - აცხადებს ფოლკი, რომელიც ელოდება, რომ კატალონიას სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"