პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატალონიაში დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
კატალონიაში დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

კა­ტა­ლო­ნი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის დღეს მომ­ხდა­რი არე­უ­ლო­ბე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 893-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტა­ლო­ნი­ის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი და მძაფ­რი კად­რე­ბი - რო­გორ უს­წორ­დე­ბა პო­ლი­ცია კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებს

კა­ტა­ლო­ნი­ის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის დღეს პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის 893-მა ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ფე­რენ­დუ­მის 844 მო­ნა­წი­ლე და 33 პო­ლი­ცი­ე­ლი იყო დაშ­ვე­ბუ­ლი.

ამას­თან, არე­უ­ლო­ბე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ ბარ­სე­ლო­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო­ში არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­სუ­ლა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

კა­ტა­ლო­ნი­ა­ში რე­ფე­რენ­დუ­მი გუ­შინ ჩა­ტარ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მად­რი­დი ამ­ტკი­ცებს, რომ რე­ფე­რენ­დუ­მი კონ­სტი­ტუ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებს ხუ­რავ­და და ყუ­თე­ბის და ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ას ახ­დენ­და. კა­ტა­ლო­ნი­ის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა, პო­ლი­ცი­ამ ხელ­კე­ტე­ბი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ევ­რო­კო­მი­სია - კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მი ეს­პა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნი­ე­რი არ იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კატალონიაში დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

კატალონიაში დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების დღეს მომხდარი არეულობების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ყველაზე შემზარავი და მძაფრი კადრები - როგორ უსწორდება პოლიცია კატალონიელებს

კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეფერენდუმის ჩატარების დღეს პოლიციის ქმედებების შედეგად სამედიცინო დახმარებისთვის 893-მა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს".

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის 844 მონაწილე და 33 პოლიციელი იყო დაშვებული.

ამასთან, არეულობებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში არავითარი ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

კატალონიაში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

წაიკითხეთ ასევე: ევროკომისია - კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ესპანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერი არ იყო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"