მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი მითაიშვილის ოქროსფერი სახლი - "ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა..."
ქეთი მითაიშვილის ოქროსფერი სახლი - "ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა..."

წლი­დან წლამ­დე, როცა კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, თით­ქოს, არ იც­ვლე­ბა. მუ­დამ მომ­ხიბ­ვლე­ლია, ხა­ლი­სი­ა­ნი, ენერ­გი­უ­ლი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი. გა­დაღ­ლას, სევ­და­სა და დარდს არას­დროს იმ­ჩნევს, არა­და, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა და შრო­მა, თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნი­ლი ტკი­ვი­ლი და პრობ­ლე­მე­ბი, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყვე­ლას გან­წყო­ბა­სა და გა­რეგ­ნო­ბას ას­ვამს დაღს. ერთხანს ამ­ბობ­დნენ, ქეთი მი­თა­იშ­ვილ­მა ბო­ტოქ­სი გა­ი­კე­თა ამე­რი­კა­შიო, თა­ნაც - ხა­რის­ხი­ა­ნი, თო­რემ სხვაგ­ვა­რად ასეთ ფორ­მას ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დაო. ეს რომ ვუ­თხა­რი, გუ­ლი­ა­ნად იცი­ნა: ყვე­ლას გა­და­ე­ცი, რაც ვარ, ბუ­ნებ­რი­ვად ვარ და არ­ცთუ დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა მაქ­ვსო. ხან­მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ დუპ­ლექ­სის ტი­პის ბი­ნის შე­მოვ­ლა­საც ვი­წყებთ.

- ეს ბინა რომ შე­ვი­ძი­ნე, მხო­ლოდ ოთხი კე­დე­ლი დამ­ხვდა, და­ნარ­ჩენ­ზე თა­ვად ვიზ­რუ­ნე: დამპრო­ექ­ტე­ბე­ლიც მე ვი­ყა­ვი, თა­ნაც - ყო­ველ­გვა­რი ნა­ხა­ზის გა­რე­შე, დი­ზა­ი­ნე­რიც და ნივ­თე­ბიც ჩემი შე­ძე­ნი­ლია.

მისი ბი­ნის სი­ლა­მა­ზეს კი­ბის უჯრე­დი­დან­ვე იგ­რძნობთ: ვიდ­რე პარ­მაღს გა­და­ა­ბი­ჯებთ, ხელ­ნა­კე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თა და წარ­წე­რი­ა­ნი აბ­რე­ბით ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი მოგჭრით თვალს. კარს იქით კი ხე­ლის გუ­ლი­ვით გა­დაშ­ლი­ლი, ოქ­როს­ფრად გა­ნა­თე­ბუ­ლი სივ­რცე გხვდე­ბათ, პი­რის­პირ - დუპ­ლექ­სის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ასას­ვლე­ლი კი­ბით.

შე­სას­ვლელ­ში­ვე შე­ნიშ­ნავთ "სა­მა­ი­ას" მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის და­რად მდგომ სამ მა­ღალ­ყე­ლი­ან ჩექ­მას (ერთ-ერ­თში - ქოლ­გით), შუ­ა­ში მოგ­რძო ლი­თო­ნის საყ­რდე­ნით.

- რა ორი­გი­ნა­ლუ­რი ნივ­თია, სა­გან­გე­ბოდ ქოლ­გე­ბის­თვი­საა თუ სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვს?

- კი, ქოლ­გე­ბის ჩა­სა­წყო­ბია და საკ­მა­ოდ მძი­მეც. გა­მო­წე­რით ვი­ყი­დე და ძვი­რიც გა­და­ვი­ხა­დე, მაგ­რამ ისე მო­მე­წო­ნა, ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლი. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ნივ­თია.

- welcome friends - ასე ეგე­ბე­ბით მე­გობ­რებს, არა?

- მსგავს აბ­რას და სხვა­დას­ხვაგ­ვარ წარ­წე­რას ჩემს სახ­ლში ბევ­რს ნა­ხავთ. მა­გა­ლი­თად, ასე­თიც მაქვს - "ქეთი და შვი­ლე­ბი. მობ­რძან­დით"... შე­მო­სას­ვლელ­ში, აბ­რის ზე­მოთ, თა­რო­ზე ათას­ფერ ხეს ხე­დავთ? ბრა­ზი­ლი­ი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე, ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი­თაა შემ­კუ­ლი. ალ­ბათ, გა­სა­ღე­ბე­ბის სა­კი­დი, მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლით, შე­ნიშ­ნეთ. ის არ­გენ­ტი­ნის სახ­სო­ვა­რია. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა ნივ­თი ხელ­ნა­კე­თია. სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც რომ მაქვს ლა­მა­ზი დე­ტა­ლე­ბი, ისიც ბრა­ზი­ლი­ი­დან და არ­გენ­ტი­ნი­და­ნაა. მოდი, ჯერ მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი, სა­სა­დი­ლო და სამ­ზა­რე­უ­ლო და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ. ან­ტიკ­ვა­რებს არ ვაგ­რო­ვებ, მაგ­რამ ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქეთი მითაიშვილის ოქროსფერი სახლი - "ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა..."

ქეთი მითაიშვილის ოქროსფერი სახლი - "ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა..."

წლიდან წლამდე, როცა კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოდის, თითქოს, არ იცვლება. მუდამ მომხიბვლელია, ხალისიანი, ენერგიული და კეთილგანწყობილი. გადაღლას, სევდასა და დარდს არასდროს იმჩნევს, არადა, უცხოეთში ცხოვრება და შრომა, თბილისში დარჩენილი ტკივილი და პრობლემები, მეტ-ნაკლებად, ყველას განწყობასა და გარეგნობას ასვამს დაღს. ერთხანს ამბობდნენ, ქეთი მითაიშვილმა ბოტოქსი გაიკეთა ამერიკაშიო, თანაც - ხარისხიანი, თორემ სხვაგვარად ასეთ ფორმას ვერ შეინარჩუნებდაო. ეს რომ ვუთხარი, გულიანად იცინა: ყველას გადაეცი, რაც ვარ, ბუნებრივად ვარ და არცთუ დალხენილი ცხოვრება მაქვსო. ხანმოკლე საუბრის შემდეგ დუპლექსის ტიპის ბინის შემოვლასაც ვიწყებთ.

- ეს ბინა რომ შევიძინე, მხოლოდ ოთხი კედელი დამხვდა, დანარჩენზე თავად ვიზრუნე: დამპროექტებელიც მე ვიყავი, თანაც - ყოველგვარი ნახაზის გარეშე, დიზაინერიც და ნივთებიც ჩემი შეძენილია.

მისი ბინის სილამაზეს კიბის უჯრედიდანვე იგრძნობთ: ვიდრე პარმაღს გადააბიჯებთ, ხელნაკეთი ნამუშევრებითა და წარწერიანი აბრებით ლამაზად გაფორმებული კედლები მოგჭრით თვალს. კარს იქით კი ხელის გულივით გადაშლილი, ოქროსფრად განათებული სივრცე გხვდებათ, პირისპირ - დუპლექსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბით.

შესასვლელშივე შენიშნავთ "სამაიას" მოცეკვავეების დარად მდგომ სამ მაღალყელიან ჩექმას (ერთ-ერთში - ქოლგით), შუაში მოგრძო ლითონის საყრდენით.

- რა ორიგინალური ნივთია, საგანგებოდ ქოლგებისთვისაა თუ სხვა დანიშნულებაც აქვს?

- კი, ქოლგების ჩასაწყობია და საკმაოდ მძიმეც. გამოწერით ვიყიდე და ძვირიც გადავიხადე, მაგრამ ისე მომეწონა, ცდუნებას ვერ გავუძელი. რაც მთავარია, ძალიან საჭირო ნივთია.

- welcome friends - ასე ეგებებით მეგობრებს, არა?

- მსგავს აბრას და სხვადასხვაგვარ წარწერას ჩემს სახლში ბევრს ნახავთ. მაგალითად, ასეთიც მაქვს - "ქეთი და შვილები. მობრძანდით"... შემოსასვლელში, აბრის ზემოთ, თაროზე ათასფერ ხეს ხედავთ? ბრაზილიიდან ჩამოვიტანე, ბუნებრივი ქვებითაა შემკული. ალბათ, გასაღებების საკიდი, მოცეკვავე წყვილით, შენიშნეთ. ის არგენტინის სახსოვარია. სხვათა შორის, ყველა ნივთი ხელნაკეთია. სამზარეულოშიც რომ მაქვს ლამაზი დეტალები, ისიც ბრაზილიიდან და არგენტინიდანაა. მოდი, ჯერ მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულო დავათვალიეროთ. ანტიკვარებს არ ვაგროვებ, მაგრამ ლამაზი ნივთები ნამდვილად მიყვარს განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები