სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაზი და ღვინო კახეთში - "თიბისი სტატუსი" წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti!
ჯაზი და ღვინო კახეთში - "თიბისი სტატუსი" წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti!

ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა ჯაზ მუ­სი­კა ჯერ კი­დევ დიდი ხნის წინ შე­იყ­ვა­რა,რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში თბი­ლის­ში უკვე პირ­ვე­ლი ჯაზ-ორ­კესტრი არ­სე­ბობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ის ფაქ­ტი, რომ გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი 1968 წელს ჯა­ზის მსოფ­ლიო ლე­გენ­დას­თან დიუკ ელინგტონ­თან ერ­თად წარ­სდგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. 1962 წლს თბი­ლის­მა, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში უმას­პინ­ძლა გან­თქმულ ამე­რი­კელ ჯაზ­მენს და "კლარ­ნე­ტის მე­ფეს" ბენი გუდ­მანს. 1978 წელს კი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პირ­ვე­ლი ჯაზ ფეს­ტი­ვა­ლი სწო­რედ თბი­ლის­ში ჩა­ტარ­და. 60-იან წლებ­ში ჯა­ზის ჰან­გებს უკვე ქა­ლა­ქის კინო თე­ატ­რე­ბის ფო­ი­ე­ებ­ში და პა­ტა­რა კლუ­ბებ­შიც კი მო­ის­მენ­დით.

ჯაზი მუ­სიკ­ლა­ურ სამ­ყა­რო­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად ით­ლე­ბა, ალ­ბათ სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, თუ დღემ­დე რა­ტომ გვიყ­ვარს აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ეს უნი­კა­ლუ­რი მუ­სი­კა. ჯაზი ზედ­მე­ტი არა­სო­დეს არის, მით უმე­ტეს, ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მას ბევ­რი მსმე­ნე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, სწო­რედ ამი­ტომ თი­ბი­სი ბან­კის პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა "თი­ბი­სი სტა­ტუ­სი" ქარ­თველ მე­ლო­მა­ნებს კი­დევ ერთ და­უ­ვი­წყარ სურპრიზს უმ­ზა­დებს. 6-7 ოქ­ტომ­ბერს, კა­ხე­თი ჯაზ ფეს­ტი­ვალს "Jazz and Wine Kakheti" უმას­პინ­ძლებს. ფეს­ტი­ვა­ლი სას­ტუმ­რო­ში "Lopota Lake Resort & Spa" გა­ი­მარ­თე­ბა და ეს იქ­ნე­ბა და­სა­წი­სი კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს.

ფეს­ტი­ვალ­ში "Jazz and Wine Kakheti" მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მათ შო­რის, ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი გი­ტა­რის­ტი­სა და მომ­ღერ­ლის რაულ მი­დო­ნის (Raul Midon) ტრიო და ცნო­ბი­ლი შვე­დი პი­ა­ნის­ტი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის ია­კობ კარლ­ზო­ნის (Jacob Karlzon) ტრიო. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი არი­ან ასე­ვე ცნო­ბი­ლი ბა­სის­ტი ადამ ბენ ეზრა (ის­რა­ე­ლი) და მხი­ა­რუ­ლი და "გემ­რი­ე­ლი შოუს" წარმდგე­ნი იტა­ლი­უ­რი ბენ­დი "სპა­გე­ტი სვინ­გი" (Spaghetti Swing).

"ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ში" გა­მარ­თულ ჯა­ზის კონ­ცერ­ტებს ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი სას­მე­ლი უხ­დე­ბა, თუ არა ღვი­ნო, შე­სა­ბა­მი­სად ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­ა­გე­მოვ­ნონ სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ღვი­ნო და დატ­კბ­ნენ ცო­ცხა­ლი მუ­სი­კით. ცნო­ბი­ლი სო­მე­ლი­ე­ე­ბი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს გა­აც­ნო­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­სა და დე­ტა­ლებს ღვი­ნის შე­სა­ხებ; ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს, ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ რთველ­ში და და­წუ­რონ ღვი­ნო.

"Jazz and Wine Kakheti" ფეს­ტი­ვა­ლის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი:

ია­კობ კარლ­ზო­ნის ტრიო

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა და გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბით. ია­კობ კარლ­ზო­ნის ტრიო (Jacob Karlzon) ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო სტუ­მა­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვე­დი პი­ა­ნის­ტი 2010 წელს შვე­დე­თის სა­უ­კე­თე­სო ჯაზ-შემ­სრუ­ლებ­ლად და­სა­ხელ­და.

ვირ­ტუ­ო­ზი, კომ­პო­ზი­ტო­რი და შე­უ­და­რე­ბე­ლი აკომ­პა­ნი­ა­ტო­რი, გა­მო­ირ­ჩე­ვა მუ­სი­კი­სად­მი პროგ­რე­სუ­ლი მიდ­გო­მით და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვით. ის ოს­ტა­ტუ­რად აერ­თი­ა­ნებს ჯა­ზის, პო­პის, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კი­სა და ფოლკ­ლო­რის გან­სხვა­ვე­ბულ ჟან­რებს. "მიყ­ვარს ჯაზი, რად­გან მიყ­ვარს იმპრო­ვი­ზა­ცია, რაც გეხ­მა­რე­ბა უშუ­ა­ლო კავ­ში­რი და­ამ­ყა­რო მსმე­ნელ­თან. ასეთ დროს ემო­ცი­ე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის გაც­ვლა ხდე­ბა. ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტი ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და სი­ახ­ლეა, " - მბობს ჯაზ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. მრა­ვალ­წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას ცხრა ალ­ბო­მი აქვს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. ბოლო ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით "ONE" 2015 წელს გა­მო­ვი­და. ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ია­კობ კარლ­ზო­ნი ტურ­ნე­ებს მარ­თავს ამე­რი­კის, ევ­რო­პი­სა და აზი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. ამ­ჯე­რად ის კა­ხეთს ეწ­ვე­ვა და თა­ვის ბენდთან ერ­თად და­უ­ვი­წყარ სა­ღა­მოს აჩუ­ქებს ქარ­თველ მე­ლო­მა­ნებს.

რაულ მი­დო­ნის ტრიო

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ასე­ვე წარ­დგე­ბი­ან ლე­გენ­და­ლუ­რი გი­ტა­რის­ტი და მომ­ღე­რა­ლი რაულ მი­დო­ნი და მისი უნი­კა­ლუ­რი ტრიო. ბენ­დის მუ­სი­კა აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ჟანრს რო­გო­რი­ცაა ჯაზი, ბლი­უ­ზი და ფოლ­კი.

ლე­გენ­და­რულ­მა მუ­სი­კოს­მა კა­რი­ე­რა შა­კი­რას­თან, ხუ­ლიო ეგ­ლე­სი­ას­თან და სხვა ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­თან ლა­თი­ნუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რით და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სოლო კა­რი­ე­რა აი­წყო და არა­ერ­თი ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა. ბოლო ალ­ბო­მი, სა­ხელ­წო­დე­ბით "Bad Ass and Blind", მუ­სი­კოს­მა 2017 წელს გა­მო­უშ­ვა და ის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. რაულ მი­დო­ნის კა­რი­ე­რა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ისეთ­მა ცნო­ბილ­მა შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ჯონ კოლტრე­ი­ნი, ჯორჯ ბენ­სო­ნი, მა­ილს დე­ვი­სი, ფრენკ ზაპა და სხვა.

ადამ ბენ ეზრა - "მუ­სი­კო­სი Youtube"-დან

ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი მუ­სი­კო­სი - ასე აფა­სე­ბენ მუ­სი­კის კრი­ტი­კო­სე­ბი კონ­ტრა­ბა­სისტსა და მულ­ტი­ინ­სტრუ­მენ­ტა­ლისტს ადამ ბენ ეზ­რას. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის "Youtube"-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო. სწო­რედ ამი­ტომ შე­არ­ქვეს ადამ ბენ ეზ­რას მეტ­სა­ხე­ლად "მუ­სი­კო­სი Youtube"-იდან.

პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, მუ­სი­კოს­მა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცი­დან ნამ­დვილ სცე­ნა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და ტურ­ნე­ე­ბი მო­ა­წყო ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში. ადამ ბენ ეზ­რას სა­დე­ბი­უ­ტო სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი "Сan't Stop Running" რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­ი­ცა. ალ­ბო­მი გა­ჯე­რე­ბუ­ლია არ­გენ­ტი­ნუ­ლი ტან­გოს, ფლა­მენ­კოს, რო­კი­სა და პო­პის ელე­მენ­ტე­ბით. კლა­სი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სინ­თე­ზით, ის ახალ სი­ტყვას ამ­ბობს ჯა­ზის სამ­ყა­რო­ში.

"სპა­გე­ტი სვინ­გი" (Spaghetti Swing)

მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად, შეფ-მზა­რე­უ­ლი იღებს - იტა­ლი­უ­რი ბენ­დი "სპა­გე­ტი სვინ­გი" მსმე­ნელს "ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ შოუს" სთა­ვა­ზობს.

გარ­და მუ­სი­კა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნი­სა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბულ ვერ­სი­ებს გუ­ლის­ხმობს, იტა­ლი­ე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი პირ­და­პირ სცე­ნა­ზე ამ­ზა­დებს სხვა­დას­ხვა კერძს და მსმე­ნელს მათ ღვი­ნის თან­ხლე­ბით და­გე­მოვ­ნე­ბას სთა­ვა­ზობს.

ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა:

6 ოქ­ტომ­ბე­რი

20:00 სა­ა­თი - ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნა - "სპა­გე­ტი სვინ­გის" შოუ - "Welcome Party";

22:00 სა­ა­თი - ია­კობ კარლ­ზო­ნის ტრი­ოს კონ­ცერ­ტი;

00:00 – DJ MACHAIDZE.

7 ოქ­ტომ­ბე­რი

12:00 სა­ა­თი - DJ MACHAIDZE;

12:00 სა­ა­თი - რთვე­ლი და ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია;

14:00 სა­ა­თი - "სპა­გე­ტი სვინ­გის" შოუ;

14:00 სა­ა­თი - ღვი­ნი­სა და ჭა­ჭის და­წურ­ვა;

16:00 სა­ა­თი - DJ MACHAIDZE;

19:00 სა­ა­თი - ადამ ბენ ეზ­რას კონ­ცერ­ტი;

21:00 სა­ა­თი - რაულ მი­დო­ნის ტრი­ოს კონ­ცერ­ტი;

00:00 სა­ა­თი - DJ MACHAIDZE.

ფეს­ტი­ვა­ლის წარმდგე­ნი:

• თი­ბი­სი ბან­კის პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა თი­ბი­სი სტა­ტუ­სი;

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი:

• კომ­პა­ნია "ის­თერნ პრო­მო­უ­შენს" (Eastern Promotions);

ლიკა ჭიღ­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ჯაზი და ღვინო კახეთში - "თიბისი სტატუსი" წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti!

ჯაზი და ღვინო კახეთში - "თიბისი სტატუსი" წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti!

ქართველმა მსმენელმა ჯაზ მუსიკა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეიყვარა,რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისში უკვე პირველი ჯაზ-ორკესტრი არსებობდა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ განთქმული ქართველი მუსიკოსი გიული ჩოხელი 1968 წელს ჯაზის მსოფლიო ლეგენდასთან დიუკ ელინგტონთან ერთად წარსდგა მაყურებლის წინაშე. 1962 წლს თბილისმა, სპორტის სასახლეში უმასპინძლა განთქმულ ამერიკელ ჯაზმენს და "კლარნეტის მეფეს" ბენი გუდმანს. 1978 წელს კი საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ ფესტივალი სწორედ თბილისში ჩატარდა. 60-იან წლებში ჯაზის ჰანგებს უკვე ქალაქის კინო თეატრების ფოიეებში და პატარა კლუბებშიც კი მოისმენდით.

ჯაზი მუსიკლაურ სამყაროში თავისუფლების ყველაზე დიდ გამოხატულებად ითლება, ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ დღემდე რატომ გვიყვარს აფროამერიკელების მიერ გამოგონილი ეს უნიკალური მუსიკა. ჯაზი ზედმეტი არასოდეს არის, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც მას ბევრი მსმენელი და გულშემატკივარი ჰყავს, სწორედ ამიტომ თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება "თიბისი სტატუსი" ქართველ მელომანებს კიდევ ერთ დაუვიწყარ სურპრიზს უმზადებს. 6-7 ოქტომბერს, კახეთი ჯაზ ფესტივალს "Jazz and Wine Kakheti" უმასპინძლებს. ფესტივალი სასტუმროში "Lopota Lake Resort & Spa" გაიმართება და ეს იქნება დასაწისი კიდევ ერთი მასშტაბური ფესტივალის, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ფესტივალში "Jazz and Wine Kakheti" მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის იაკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან ასევე ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და "გემრიელი შოუს" წარმდგენი იტალიური ბენდი "სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing).

"ღვინის სამშობლოში" გამართულ ჯაზის კონცერტებს ყველაზე მეტად რომელი სასმელი უხდება, თუ არა ღვინო, შესაბამისად ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ქართული კომპანიების ღვინო და დატკბნენ ცოცხალი მუსიკით. ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ; ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

"Jazz and Wine Kakheti" ფესტივალის შემსრულებლები:

იაკობ კარლზონის ტრიო

წლევანდელი ფესტივალი პირველად ტარდება და გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით და განსხვავებული შემსრულებლებით. იაკობ კარლზონის ტრიო (Jacob Karlzon) ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტუმარია. აღსანიშნავია, რომ შვედი პიანისტი 2010 წელს შვედეთის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად დასახელდა.

ვირტუოზი, კომპოზიტორი და შეუდარებელი აკომპანიატორი, გამოირჩევა მუსიკისადმი პროგრესული მიდგომით და განსხვავებული ხედვით. ის ოსტატურად აერთიანებს ჯაზის, პოპის, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის განსხვავებულ ჟანრებს. "მიყვარს ჯაზი, რადგან მიყვარს იმპროვიზაცია, რაც გეხმარება უშუალო კავშირი დაამყარო მსმენელთან. ასეთ დროს ემოციებისა და გრძნობების გაცვლა ხდება. ყოველი კონცერტი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და სიახლეა, " - მბობს ჯაზ-შემსრულებელი. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მას ცხრა ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი სახელწოდებით "ONE" 2015 წელს გამოვიდა. ბოლო რამდენიმე წელია, იაკობ კარლზონი ტურნეებს მართავს ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში. ამჯერად ის კახეთს ეწვევა და თავის ბენდთან ერთად დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს ქართველ მელომანებს.

რაულ მიდონის ტრიო

ფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებლის წინაშე ასევე წარდგებიან ლეგენდალური გიტარისტი და მომღერალი რაულ მიდონი და მისი უნიკალური ტრიო. ბენდის მუსიკა აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს როგორიცაა ჯაზი, ბლიუზი და ფოლკი.

ლეგენდარულმა მუსიკოსმა კარიერა შაკირასთან, ხულიო ეგლესიასთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ლათინური სიმღერების ჩაწერით დაიწყო. მოგვიანებით მან წარმატებული სოლო კარიერა აიწყო და არაერთი ალბომი გამოუშვა. ბოლო ალბომი, სახელწოდებით "Bad Ass and Blind", მუსიკოსმა 2017 წელს გამოუშვა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაულ მიდონის კარიერაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ჯონ კოლტრეინი, ჯორჯ ბენსონი, მაილს დევისი, ფრენკ ზაპა და სხვა.

ადამ ბენ ეზრა - "მუსიკოსი Youtube"-დან

ფენომენალური მუსიკოსი - ასე აფასებენ მუსიკის კრიტიკოსები კონტრაბასისტსა და მულტიინსტრუმენტალისტს ადამ ბენ ეზრას. ფართო საზოგადოებამ ის "Youtube"-ის საშუალებით გაიცნო. სწორედ ამიტომ შეარქვეს ადამ ბენ ეზრას მეტსახელად "მუსიკოსი Youtube"-იდან.

პოპულარობის ზრდასთან ერთად, მუსიკოსმა ინტერნეტ სივრციდან ნამდვილ სცენაზე გადაინაცვლა და ტურნეები მოაწყო ევროპასა და ამერიკაში. ადამ ბენ ეზრას სადებიუტო სტუდიური ალბომი "Сan't Stop Running" რამდენიმე წლის წინ გამოიცა. ალბომი გაჯერებულია არგენტინული ტანგოს, ფლამენკოს, როკისა და პოპის ელემენტებით. კლასიკური ინსტრუმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, ის ახალ სიტყვას ამბობს ჯაზის სამყაროში.

"სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing)

მსოფლიოში ერთადერთი მუსიკალური შოუ, რომელშიც მონაწილეობას მუსიკოსებთან ერთად, შეფ-მზარეული იღებს - იტალიური ბენდი "სპაგეტი სვინგი" მსმენელს "ყველაზე გემრიელ შოუს" სთავაზობს.

გარდა მუსიკალური წარმოდგენისა, რომელიც ცნობილი იტალიური სიმღერების ინტერპრეტირებულ ვერსიებს გულისხმობს, იტალიელი შეფ-მზარეული პირდაპირ სცენაზე ამზადებს სხვადასხვა კერძს და მსმენელს მათ ღვინის თანხლებით დაგემოვნებას სთავაზობს.

ფესტივალის პროგრამა:

6 ოქტომბერი

20:00 საათი - ფესტივალის გახსნა - "სპაგეტი სვინგის" შოუ - "Welcome Party";

22:00 საათი - იაკობ კარლზონის ტრიოს კონცერტი;

00:00 – DJ MACHAIDZE.

7 ოქტომბერი

12:00 საათი - DJ MACHAIDZE;

12:00 საათი - რთველი და ღვინის დეგუსტაცია;

14:00 საათი - "სპაგეტი სვინგის" შოუ;

14:00 საათი - ღვინისა და ჭაჭის დაწურვა;

16:00 საათი - DJ MACHAIDZE;

19:00 საათი - ადამ ბენ ეზრას კონცერტი;

21:00 საათი - რაულ მიდონის ტრიოს კონცერტი;

00:00 საათი - DJ MACHAIDZE.

ფესტივალის წარმდგენი:

• თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი;

ფესტივალის ორგანიზატორი:

• კომპანია "ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions);

ლიკა ჭიღლაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი