მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთ თამაშზე გამხდარა ცუდად, უთქვამს გული მაწუხებსო..." - რას ყვება "ზუგდიდის" გარდაცვლილ მეკარეზე მეგობარი
"ერთ-ერთ თამაშზე გამხდარა ცუდად, უთქვამს გული მაწუხებსო..." - რას ყვება "ზუგდიდის" გარდაცვლილ მეკარეზე მეგობარი

ზუგ­დი­დის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ზუგ­დი­დის" მე­კა­რე შოთა მა­მი­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. 31 წლის მე­კა­რე მატ­ჩის­წი­ნა მო­თელ­ვა­ზე შე­უძ­ლოდ გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მატ­ჩი 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე "ვიტ ჯორ­ჯი­ა­სა" და "ზუგ­დიდს" შო­რის უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის გამო არ შედ­გა.

AMBEBI.GE შოთა მა­მი­ნაშ­ვი­ლის მე­გო­ბარს, ფეხ­ბურ­თელ ლე­ვან კუ­ტა­ლი­ას ესა­უბ­რა:

- მე და შო­თას წლე­ბის მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. მას ჩემი ძმის­გან ვიც­ნობ, შემ­დეგ ერ­თად ვთა­მა­შობ­დით ქო­ბუ­ლე­თის "შუ­ქუ­რა­ში" და დღე­და­ღა­მე ერ­თად ვი­ყა­ვით. არც ვიცი, რო­გორ იქ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა შო­თას გა­რე­შე, ძა­ლი­ან მა­გა­რი ძმა­კა­ცი, ადა­მი­ა­ნი და მე­კა­რე იყო, რა­საც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი აღი­ა­რებს, ვი­საც მას­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა.

- აწუ­ხებ­და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი?

- არას­დროს და­უ­ჩივ­ლია, რომ რა­ღაც აწუ­ხებ­და. ხა­ლი­სი­ა­ნი და სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ერთ-ერთ თა­მაშ­ზე გამ­ხდა­რა ცოტა ხნის წინ ცუ­დად, უთ­ქვამს გული მა­წუ­ხებ­სო და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი­დან გა­სუ­ლა. სა­ნამ ეს ტრა­გე­დია მოხ­დე­ბო­და, ცოტა ხნით ადრე ვე­ლა­პა­რა­კე და კარ­გად იყო, არა­ფე­რი უთ­ქვამს.

- ვარ­ჯიშ­ზე გახ­და ცუ­დად?

- თა­მა­შამ­დე 15 წუ­თით ადრე, გუნ­დი ხურ­დე­ბა შეხ­ვედ­რის­თვის. სწო­რედ მაგ დროს გამ­ხდა­რა ცუ­დად. რო­გორც მი­თხრეს, პირ­და­პირ გო­ნე­ბა და­კარ­გა. 10 წუთი სტა­დი­ონ­ზე ყავ­დათ და გუნ­დის ექი­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ, გონ­ზე მოყ­ვა­ნას...

- რა გეგ­მე­ბი ჰქონ­და?

- სა­დაც თა­მა­შობ­და ცდი­ლობ­და ის გუნ­დი ესა­ხე­ლე­ბი­ნა. მა­მა­მი­სიც ფეხ­ბურ­თე­ლია, ბა­თუმ­ში არის შოთა და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. ჰყავს მე­უღ­ლე და ვაჟი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ შე­ე­ძი­ნა. გიჟ­დე­ბო­და, შვი­ლი ისე უყ­ვარ­და. როცა ზუგ­დიდ­ში გა­და­ვი­და, ცოტა შორს უწევ­და მე­გობ­რე­ბის­გან და ოჯა­ხის­გან ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­და დროს, არამ­ხო­ლოდ ცოლ-შვი­ლის­თვის, ჩვენ­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვი­საც...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ერთ-ერთ თამაშზე გამხდარა ცუდად, უთქვამს გული მაწუხებსო..." - რას ყვება "ზუგდიდის" გარდაცვლილ მეკარეზე მეგობარი

"ერთ-ერთ თამაშზე გამხდარა ცუდად, უთქვამს გული მაწუხებსო..." - რას ყვება "ზუგდიდის" გარდაცვლილ მეკარეზე მეგობარი

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა. 31 წლის მეკარე მატჩისწინა მოთელვაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მატჩი 1-ელ ოქტომბერს, 16:00 საათზე "ვიტ ჯორჯიასა" და "ზუგდიდს" შორის უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის გამო არ შედგა.

AMBEBI.GE შოთა მამინაშვილის მეგობარს, ფეხბურთელ ლევან კუტალიას ესაუბრა:

- მე და შოთას წლების მეგობრობა გვაკავშირებს. მას ჩემი ძმისგან ვიცნობ, შემდეგ ერთად ვთამაშობდით ქობულეთის "შუქურაში" და დღედაღამე ერთად ვიყავით. არც ვიცი, როგორ იქნება ცხოვრება შოთას გარეშე, ძალიან მაგარი ძმაკაცი, ადამიანი და მეკარე იყო, რასაც ყველა ადამიანი აღიარებს, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება.

- აწუხებდა გულის პრობლემები?

- არასდროს დაუჩივლია, რომ რაღაც აწუხებდა. ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ერთ-ერთ თამაშზე გამხდარა ცოტა ხნის წინ ცუდად, უთქვამს გული მაწუხებსო და პირველი ტაიმიდან გასულა. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე ველაპარაკე და კარგად იყო, არაფერი უთქვამს.

- ვარჯიშზე გახდა ცუდად?

- თამაშამდე 15 წუთით ადრე, გუნდი ხურდება შეხვედრისთვის. სწორედ მაგ დროს გამხდარა ცუდად. როგორც მითხრეს, პირდაპირ გონება დაკარგა. 10 წუთი სტადიონზე ყავდათ და გუნდის ექიმები ცდილობდნენ, გონზე მოყვანას...

- რა გეგმები ჰქონდა?

- სადაც თამაშობდა ცდილობდა ის გუნდი ესახელებინა. მამამისიც ფეხბურთელია, ბათუმში არის შოთა დაბადებული და გაზრდილი. ჰყავს მეუღლე და ვაჟი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეეძინა. გიჟდებოდა, შვილი ისე უყვარდა. როცა ზუგდიდში გადავიდა, ცოტა შორს უწევდა მეგობრებისგან და ოჯახისგან ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის პოულობდა დროს, არამხოლოდ ცოლ-შვილისთვის, ჩვენთვის, მეგობრებისთვისაც...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი