სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს" - რატომ არ გამოაჩინა მეუღლე კლიპში სოფო ბედიამ
"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს" - რატომ არ გამოაჩინა მეუღლე კლიპში სოფო ბედიამ

სოფო ბე­დი­ამ და დათო ძი­ძი­გურ­მა ალექ­სან­დრე ბა­სი­ა­ლა­ი­ას უკ­ვდავ სიმ­ღე­რა­ზე "მერე" კლი­პი გა­და­ი­ღეს. კლი­პის რე­ჟი­სო­რი ნატო დუმ­ბა­ძეა, რომ­ლის­თვი­საც ეს სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტია. მისი თა­ნა­რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რი ლე­ვან აბუ­ლა­ძეა, ხოლო არან­ჟი­რე­ბა ცირა ბზიშ­ვილს ეკუთ­ვნის.

სო­ფომ და და­თომ ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბი, კო­ლე­გე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერ­თად შეგ­ვკრი­ბა და ჩაბ­ნე­ლე­ბულ ახ­ლად გახ­სნილ ბარ­ში პირ­ვე­ლი ბგე­რე­ბიც გა­ის­მა: "დღეს­ვე უნდა გნა­ხო, იცო­დე…" კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცი­ას რა თქმა უნდა, ეს­წრე­ბო­და სოფო ბე­დი­ას მე­უღ­ლე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი მიშა მეს­ხი, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ "პრა­იმ­ტა­ი­მის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩა­წე­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- სო­ფომ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხრა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მი­შაც გა­მოჩ­ნდეს კლიპ­შიო. რა მოხ­და, რე­ჟი­სორ­მა ხომ არ და­გი­წუ­ნა?

- (იღი­მე­ბა) სო­ფომ იხუმ­რა, ალ­ბათ. კლიპ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის ორი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ამ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლე­ბენ. სა­ერ­თოდ არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, რომ ამ კლიპ­ში გა­მოვ­ჩენ­ლი­ყა­ვი და, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც გა­მო­ვალ ჩემი მე­უღ­ლის არ­ცერთ კლიპ­ში... თუ სოფო მთხოვს, ალ­ბათ, დავ­თან­ხმდე­ბი. მაგ­რამ ვთვლი, რომ ამ კლი­ში გმი­რად მე არ უნდა გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. არ­სე­ბო­ბენ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ჩემ­ზე ბევ­რად კარ­გად შე­უძ­ლი­ათ, ამ ყვე­ლა­ფერს თავი გა­არ­თვან. მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც იმას მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ ჩემ­მა ცოლ­მა კლიპ­ში სხვა ბიჭს უმ­ღე­როს, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სცე­ნე­ბი ითა­მა­შოს.

- ანუ რო­მან­ტი­კულ სცე­ნებს სოფო კლიპ­ში სხვა ბი­ჭთან ვერ ითა­მა­შებს? იცის ამის შე­სა­ხებ თა­ვად?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია. რა თქმა უნდა, იცის, ვერც მე­ტყვის ასეთ რა­მეს და არც მკად­რებს. მეს­მის, რომ ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ასეთ დე­ტა­ლებ­ზე ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვეს­მის.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს" - რატომ არ გამოაჩინა მეუღლე კლიპში სოფო ბედიამ

"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს" - რატომ არ გამოაჩინა მეუღლე კლიპში სოფო ბედიამ

სოფო ბედიამ და დათო ძიძიგურმა ალექსანდრე ბასიალაიას უკვდავ სიმღერაზე "მერე" კლიპი გადაიღეს. კლიპის რეჟისორი ნატო დუმბაძეა, რომლისთვისაც ეს სარეჟისორო დებიუტია. მისი თანარეჟისორი და ოპერატორი ლევან აბულაძეა, ხოლო არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.

სოფომ და დათომ ქართველი სელებრითები, კოლეგები, მეგობრები და ჟურნალისტები ერთად შეგვკრიბა და ჩაბნელებულ ახლად გახსნილ ბარში პირველი ბგერებიც გაისმა: "დღესვე უნდა გნახო, იცოდე…" კლიპის პრეზენტაციას რა თქმა უნდა, ესწრებოდა სოფო ბედიას მეუღლე, "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი მიშა მესხი, რომელთანაც ინტერვიუ "პრაიმტაიმის" ჟურნალისტმა ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- სოფომ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, გამორიცხული არ არის, მიშაც გამოჩნდეს კლიპშიო. რა მოხდა, რეჟისორმა ხომ არ დაგიწუნა?

- (იღიმება) სოფომ იხუმრა, ალბათ. კლიპში უნდა ყოფილიყო ის ორი ადამიანი, რომლებიც ამ სიმღერას ასრულებენ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ კლიპში გამოვჩენლიყავი და, სავარაუდოდ, არც გამოვალ ჩემი მეუღლის არცერთ კლიპში... თუ სოფო მთხოვს, ალბათ, დავთანხმდები. მაგრამ ვთვლი, რომ ამ კლიში გმირად მე არ უნდა გამოვჩენილიყავი. არსებობენ ნიჭიერი მსახიობები, რომელთაც ჩემზე ბევრად კარგად შეუძლიათ, ამ ყველაფერს თავი გაართვან. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არც იმას მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვა ბიჭს უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს.

- ანუ რომანტიკულ სცენებს სოფო კლიპში სხვა ბიჭთან ვერ ითამაშებს? იცის ამის შესახებ თავად?

- გამორიცხულია. რა თქმა უნდა, იცის, ვერც მეტყვის ასეთ რამეს და არც მკადრებს. მესმის, რომ ხელოვანი ადამიანია, მაგრამ ასეთ დეტალებზე ჩვენ ერთმანეთის გვესმის.

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს, სადაც პოპის დედოფალი თინეიჯერს ჰგავს, სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს ლამაზია?"

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)