პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს
"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

პრო­ექტ "ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას" ფარ­გლებ­ში, 5 ოქ­ტომ­ბრი­დან 29 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი ორ უნი­კა­ლურ გა­მო­ფე­ნას უმას­პინ­ძლებს, რომ­ლებ­საც აერ­თი­ა­ნებთ სა­ხელ­წო­დე­ბა - "უნი­ვერ­სა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი: ბო­ტი­ჩე­ლი - სი­ლა­მა­ზე, კა­რა­ვა­ჯო - სი­ნათ­ლე".

გა­მო­ფე­ნა დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ფე­ნა "Venus pudica" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ტუ­რი­ნის სა­მე­ფო მუ­ზე­უ­მებ­თან და კულ­ტუ­რულ ასო­ცი­ა­ცია "მე­ტა­მორ­ფო­ზის­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

"გა­მო­ი­ფი­ნე­ბა ტუ­რი­ნის გა­ლე­რეა სა­ბა­უ­და­ში და­ცუ­ლი "ვე­ნე­რა", რო­მე­ლიც შექ­მნა რე­ნე­სან­სის ეპო­ქი­სა და ფლო­რენ­ცი­უ­ლი ჰუ­მა­ნიზ­მის ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და გე­ნი­ა­ლურ­მა მხატ­ვარ­მა სან­დრო ბო­ტი­ჩე­ლიმ. გა­მო­ფე­ნა "Opera omnia" აერ­თი­ა­ნებს შუქ-ჩრდი­ლე­ბის ოს­ტა­ტის, კა­რა­ვა­ჯოს 40 შე­დევ­რის რე­ა­ლუ­რი ზო­მე­ბის მქო­ნე და მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ციფ­რულ რეპ­რო­დუქ­ცი­ებს", - აცხა­დე­ბენ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში.

გა­მო­ფე­ნე­ბის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხვალ, 2 ოქ­ტომ­ბერს, 11:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის აუ­დი­ტო­რი­ა­ში და­გეგ­მი­ლია ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ქვეყ­ნის ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი და იტა­ლი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, და­გეგ­მი­ლია გა­მო­ფე­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცე­სის გა­და­ღე­ბა დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებთ სახელწოდება - "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე".

გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.

"გამოიფინება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ. გამოფენა "Opera omnia" აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გამოფენების გახსნასთან დაკავშირებით, ხვალ, 2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი და იტალიის ელჩი საქართველოში.

პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ, დაგეგმილია გამოფენებისთვის მზადების პროცესის გადაღება დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება