პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?..." - სიკვდილმისჯილი კაცის აღსარება
"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?..." -  სიკვდილმისჯილი კაცის აღსარება

რო­დე­საც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მომ­ხდა­რა - კარ­გი თუ ცუდი, ალ­ბათ, ბევრ ჩვენ­განს გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, სა­კუ­თა­რი გან­ცდე­ბი და ემო­ცი­ე­ბი ფურ­ცლე­ბის­თვის გა­ენ­დო. ზო­გი­ერთს დღემ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი აქვს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ოდეს­ღაც წერ­და, ზოგი დღე­საც წერს. დღი­ურ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ შემ­თხვე­ვით ჩა­მი­ვარ­და ხელ­ში, აღ­წე­რი­ლია ერთი სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ამ­ბა­ვი და სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი კა­ცის ემო­ცი­ე­ბი. რო­გორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 1997 წლის 11 ნო­ემ­ბერს სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­უქ­მა სიკ­ვდი­ლით დას­ჯა. ეს ამ­ბა­ვი კი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­უქ­მე­ბამ­დეა და­წე­რი­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რმა გად­მომ­ცა წლე­ბის წინ: შე­იძ­ლე­ბა შენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდე­სო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, გა­მეც­ნო თუ არა ეს ჩა­ნა­წე­რი მკი­თხვე­ლის­თვის. ბო­ლოს, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე, თქვენს სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­მე­ტა­ნა იმ ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით, რომ იქ­ნებ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ფიქ­როს სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, და­ნა­შა­უ­ლი­სა და სას­ჯე­ლის სიმ­ძი­მე­ზე...

სტი­ლი და­ცუ­ლია:

"გლე­ხის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე. სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და ცო­ლიც მა­ლე­ვე შე­ვირ­თე. 19 წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად და არ მახ­სოვს, გვე­ჩხუ­ბოს. შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი ვი­ყა­ვით. თუმ­ცა ალ­ბათ, მთა­ვა­რი ის კი არ არის, რამ­დენ ხანს იცხოვ­რებ, მთა­ვა­რია, რო­გორ იცხოვ­რებ... კაც­მა თა­ვი­სი გა­სა­კე­თე­ბე­ლი უნდა გა­ა­კე­თოს. ჩემი ცოლი ახ­ლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ხვალ რომ გა­ცო­ცხლდეს, მა­ინც არ ვა­პა­ტი­ებ ღა­ლატს. კა­ცე­ბის­თვის წუ­თი­ე­რი გარ­თო­ბა ღა­ლა­ტად არ ით­ვლე­ბა. ჩემი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით ბევ­რჯერ "შევ­ხვედ­რი­ვარ" ქა­ლებს, მაგ­რამ ეს იყო "შეხ­ვედ­რა-და­შო­რე­ბა". საყ­ვა­რე­ლი არას­დროს მყო­ლია. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჩემი ცოლი იყო.

ნა­თე­ლა მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ და ყო­ველ დი­ლით, ბავ­შვებ­თან ერ­თად სკო­ლა­ში მი­დი­ო­და. ერთხე­ლაც, ნაც­ნობს მან­ქა­ნით რა­ი­ო­ნის ცენ­ტრამ­დე გავ­ყე­ვი. გზა­ზე ჩემი მე­უღ­ლე შევ­ნიშ­ნე. ვიდ­რე რა­მეს ვი­ტყო­დი, მძღოლ­მა მკი­თხა: ხომ არ იცი, ეს ქალი ვინ არი­სო? - რა­ტომ მე­კი­თხე­ბი-მეთ­ქი? - ეს ქალი ამა და ამ ბი­ჭის მან­ქა­ნა­ში და­ვი­ნა­ხე, საყ­ვარ­ლე­ბი ყო­ფი­ლა­ნო. თავი სა­შინ­ლად ვიგ­რძე­ნი. სახ­ლში ძლივს დავ­ბრუნ­დი, ცო­ცხალ-მკვდა­რი. ალ­ბათ ღა­ლა­ტი ერ­თა­დერ­თი რამ არის, რა­საც საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვერ აპა­ტი­ებ. შუ­რის­ძი­ე­ბის აუ­ტა­ნე­ლი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მე­ო­რე დღეს ნა­თე­ლას ვუ­თხა­რი, გა­ვი­სე­ირ­ნოთ-მეთ­ქი. ვი­ცო­დი, ეს ჩვე­ნი უკა­ნას­კნე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და. გზა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მკი­თხა: რა უც­ნა­უ­რად მი­ყუ­რებ, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი ხარო. გზი­დან გა­და­ვუხ­ვიე და ზუს­ტად იმ ად­გი­ლას გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, სა­დაც ჩემი ნაც­ნო­ბის თქმით, ის სხვას­თან ერ­თად და­ი­ნა­ხა. შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და ელო­და, რას ვკი­თხავ­დი. შენ ხომ კარ­გად გახ­სოვს, აქ რაც მოხ­და? სი­მარ­თლის ღირ­სი ვარ და ყვე­ლა­ფე­რი უნდა ამიხ­სნა-მეთ­ქი, - მოვ­თხო­ვე. გა­უკ­ვირ­და, თუ ეს ამ­ბა­ვი ად­რეც იცო­დი, მა­შინ აქ რა­ტომ­ღა მო­მიყ­ვა­ნეო და ყვე­ლა­ფე­რი აღი­ა­რა. 2-3 დღე მი­ვე­ცი მო­სა­ფიქ­რებ­ლად და ვუ­თხა­რი, რომ თა­ვი­სი ნივ­თე­ბი აეღო და სა­დაც უნ­დო­და, იქ წა­სუ­ლი­ყო. დრო იმი­ტომ მი­ვე­ცი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის თვი­თონ­ვე გა­მო­ე­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი. თუ გინ­და, მომ­კა­ლი, აქე­დან არ­სად წა­ვალ, ბავ­შვებს ვერ მი­ვა­ტო­ვე­ბო, - ასე­თი იყო მისი პა­სუ­ხი. ბევ­რი ვი­ფიქ­რე, რა ელო­დათ ჩემს შვი­ლებს, დედა თუ აღარ ეყო­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ, მა­შინ შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის სხვა გზა ვერ ვი­პო­ვე.

ერთ დღეს ვთხო­ვე, ტყე­ში გა­მომ­ყე­ვი-მეთ­ქი. უსი­ტყვოდ გა­მომ­ყვა. თით­ქოს ბუ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნელ უბე­დუ­რე­ბას გრძნობ­და, ირ­გვლივ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე იდგა. რო­გორც ჯიხ­ვე­ბი, ისე ვი­დე­ქით ხრა­მის პი­რას. თვა­ლებ­ში შევ­ხე­დე. უთ­ქმე­ლად მიხ­ვდა, რომ ეს სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბი იყო მის­თვის. დღემ­დე თვალ­წინ მიდ­გას მისი მა­ვედ­რე­ბე­ლი თვა­ლე­ბი. იმ სა­ღა­მოს მა­ინც სულ სხვა­ნა­ი­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და... ახ­ლაც ჩა­მეს­მის მისი სი­ტყვე­ბი: სი­მარ­თლე ხომ გი­თხა­რი, ბავ­შვებს ნუ და­ა­ობ­ლებ, მა­პა­ტიე, მოს­ვე­ნე­ბა არ მომ­ცა იმ კაც­მა და შევ­ცდი, მაგ­რამ რო­დე­საც ამას მივ­ხვდი, გვი­ა­ნი იყო და ოჯა­ხის დან­გრე­ვის ში­შით სი­მარ­თლე ვე­ღარ გი­თხა­რიო. ხალ­ხის სა­სა­ცი­ლო გამ­ხა­დე და შეც­დო­მის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგო. იმ კაც­საც, ვინც ოჯა­ხი და­მინ­გრია, არ ვა­ცო­ცხლებ-მეთ­ქი, - და­ვი­ქა­დე. ორ­ჯერ ვეს­რო­ლე გულ­ში. "ღმერ­თო ჩემო", - ამო­იკ­ვნე­სა. მიშ­ვე­ლეო, - მთხოვ­და. ყუ­რებ­ზე ხელი ავი­ფა­რე - არ მინ­დო­და, მისი ვედ­რე­ბის მოს­მე­ნა და წა­მო­ვე­დი. ცოტა ხნის შემ­დეგ უკან მივ­ბრუნ­დი, მაგ­რამ სიბ­ნე­ლე­ში ვერ ვი­პო­ვე. არ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი, რომ მე­ნა­ხა. ალ­ბათ მის ტან­ჯვას ვერ გა­ვუძ­ლებ­დი, ხელ­ში ავიყ­ვან­დი და სირ­ბი­ლით წა­მო­ვიყ­ვან­დი, რომ მეშ­ვე­ლა. უკვე გვი­ა­ნი იყო. კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა წა­მო­ვი­და. ბუ­ნე­ბამ ცრემ­ლე­ბით გა­ა­ცი­ლა ჩემ­გან გან­წი­რუ­ლი... თით­ქოს ხმა ჩა­მეს­მო­და: "აქ ვარ, მიშ­ვე­ლე, ღმერ­თო!" ეს კოშ­მა­რი იყო, ვი­ტან­ჯე­ბო­დი. მგელს აქვს ასე­თი ჩვე­ვა - დაჭ­რილ პი­რუ­ტყვს სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­ა­ტო­ვებს და მე­ო­რე დღეს მი­ა­კი­თხავს. მეც ასე მო­ვი­ქე­ცი და მივ­ხვდი, ადა­მი­ა­ნის გული არ მქო­ნია. ძაღლს არ და­ტო­ვებ­დნენ იმ ად­გი­ლას დაჭ­რილს, უპატ­რო­ნოდ, არა­თუ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის დე­დას... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?..." - სიკვდილმისჯილი კაცის აღსარება

"რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?..." -  სიკვდილმისჯილი კაცის აღსარება

როდესაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მომხდარა - კარგი თუ ცუდი, ალბათ, ბევრ ჩვენგანს გასჩენია სურვილი, საკუთარი განცდები და ემოციები ფურცლებისთვის გაენდო. ზოგიერთს დღემდე შემონახული აქვს ჩანაწერები, რომლებსაც ოდესღაც წერდა, ზოგი დღესაც წერს. დღიურში, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემთხვევით ჩამივარდა ხელში, აღწერილია ერთი საზარელი დანაშაულის ამბავი და სიკვდილმისჯილი კაცის ემოციები. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 11 ნოემბერს საბოლოოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ეს ამბავი კი სიკვდილით დასჯის გაუქმებამდეა დაწერილი, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გადმომცა წლების წინ: შეიძლება შენთვის საინტერესო აღმოჩნდესო. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი, გამეცნო თუ არა ეს ჩანაწერი მკითხველისთვის. ბოლოს, მაინც გადავწყვიტე, თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იქნებ ბევრი ჩვენგანი კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე, დანაშაულისა და სასჯელის სიმძიმეზე...

სტილი დაცულია:

"გლეხის ოჯახში დავიბადე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მუშაობა დავიწყე და ცოლიც მალევე შევირთე. 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად და არ მახსოვს, გვეჩხუბოს. შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ვიყავით. თუმცა ალბათ, მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცხოვრებ, მთავარია, როგორ იცხოვრებ... კაცმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ჩემი ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხვალ რომ გაცოცხლდეს, მაინც არ ვაპატიებ ღალატს. კაცებისთვის წუთიერი გართობა ღალატად არ ითვლება. ჩემი პროფესიის წყალობით ბევრჯერ "შევხვედრივარ" ქალებს, მაგრამ ეს იყო "შეხვედრა-დაშორება". საყვარელი არასდროს მყოლია. ჩემი საყვარელი ჩემი ცოლი იყო.

ნათელა მუსიკის მასწავლებელი გახლდათ და ყოველ დილით, ბავშვებთან ერთად სკოლაში მიდიოდა. ერთხელაც, ნაცნობს მანქანით რაიონის ცენტრამდე გავყევი. გზაზე ჩემი მეუღლე შევნიშნე. ვიდრე რამეს ვიტყოდი, მძღოლმა მკითხა: ხომ არ იცი, ეს ქალი ვინ არისო? - რატომ მეკითხები-მეთქი? - ეს ქალი ამა და ამ ბიჭის მანქანაში დავინახე, საყვარლები ყოფილანო. თავი საშინლად ვიგრძენი. სახლში ძლივს დავბრუნდი, ცოცხალ-მკვდარი. ალბათ ღალატი ერთადერთი რამ არის, რასაც საყვარელ ადამიანს ვერ აპატიებ. შურისძიების აუტანელი სურვილი გამიჩნდა. მეორე დღეს ნათელას ვუთხარი, გავისეირნოთ-მეთქი. ვიცოდი, ეს ჩვენი უკანასკნელი გასეირნება იქნებოდა. გზაზე რამდენჯერმე მკითხა: რა უცნაურად მიყურებ, რაღაც სხვანაირი ხარო. გზიდან გადავუხვიე და ზუსტად იმ ადგილას გავაჩერე მანქანა, სადაც ჩემი ნაცნობის თქმით, ის სხვასთან ერთად დაინახა. შეშინებული მიყურებდა და ელოდა, რას ვკითხავდი. შენ ხომ კარგად გახსოვს, აქ რაც მოხდა? სიმართლის ღირსი ვარ და ყველაფერი უნდა ამიხსნა-მეთქი, - მოვთხოვე. გაუკვირდა, თუ ეს ამბავი ადრეც იცოდი, მაშინ აქ რატომღა მომიყვანეო და ყველაფერი აღიარა. 2-3 დღე მივეცი მოსაფიქრებლად და ვუთხარი, რომ თავისი ნივთები აეღო და სადაც უნდოდა, იქ წასულიყო. დრო იმიტომ მივეცი, რომ საკუთარი თავისთვის თვითონვე გამოეტანა განაჩენი. თუ გინდა, მომკალი, აქედან არსად წავალ, ბავშვებს ვერ მივატოვებო, - ასეთი იყო მისი პასუხი. ბევრი ვიფიქრე, რა ელოდათ ჩემს შვილებს, დედა თუ აღარ ეყოლებოდათ, მაგრამ საუბედუროდ, მაშინ შურისძიებისთვის სხვა გზა ვერ ვიპოვე.

ერთ დღეს ვთხოვე, ტყეში გამომყევი-მეთქი. უსიტყვოდ გამომყვა. თითქოს ბუნება მოსალოდნელ უბედურებას გრძნობდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. როგორც ჯიხვები, ისე ვიდექით ხრამის პირას. თვალებში შევხედე. უთქმელად მიხვდა, რომ ეს სიცოცხლის ბოლო წუთები იყო მისთვის. დღემდე თვალწინ მიდგას მისი მავედრებელი თვალები. იმ საღამოს მაინც სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა... ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები: სიმართლე ხომ გითხარი, ბავშვებს ნუ დააობლებ, მაპატიე, მოსვენება არ მომცა იმ კაცმა და შევცდი, მაგრამ როდესაც ამას მივხვდი, გვიანი იყო და ოჯახის დანგრევის შიშით სიმართლე ვეღარ გითხარიო. ხალხის სასაცილო გამხადე და შეცდომისთვის პასუხი უნდა აგო. იმ კაცსაც, ვინც ოჯახი დამინგრია, არ ვაცოცხლებ-მეთქი, - დავიქადე. ორჯერ ვესროლე გულში. "ღმერთო ჩემო", - ამოიკვნესა. მიშველეო, - მთხოვდა. ყურებზე ხელი ავიფარე - არ მინდოდა, მისი ვედრების მოსმენა და წამოვედი. ცოტა ხნის შემდეგ უკან მივბრუნდი, მაგრამ სიბნელეში ვერ ვიპოვე. არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, რომ მენახა. ალბათ მის ტანჯვას ვერ გავუძლებდი, ხელში ავიყვანდი და სირბილით წამოვიყვანდი, რომ მეშველა. უკვე გვიანი იყო. კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ბუნებამ ცრემლებით გააცილა ჩემგან განწირული... თითქოს ხმა ჩამესმოდა: "აქ ვარ, მიშველე, ღმერთო!" ეს კოშმარი იყო, ვიტანჯებოდი. მგელს აქვს ასეთი ჩვევა - დაჭრილ პირუტყვს სასიკვდილოდ მიატოვებს და მეორე დღეს მიაკითხავს. მეც ასე მოვიქეცი და მივხვდი, ადამიანის გული არ მქონია. ძაღლს არ დატოვებდნენ იმ ადგილას დაჭრილს, უპატრონოდ, არათუ საკუთარი შვილების დედას... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს