სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ კუმურდოში, ძეგლის რესტავრაცია, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, გაგრძელდება
სოფელ კუმურდოში, ძეგლის რესტავრაცია, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, გაგრძელდება

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის ნი­კო­ლოზ ან­თა­ძის თქმით, კუ­მურ­დო­ში სა­კი­თხი უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და ძეგლის რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა.

რო­გორც ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ის ფიქ­რობს, რომ დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მხრი­დან პრო­ვო­კა­ცია იყო.

"2016 წლი­დან და­ი­წყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის რეს­ტავ­რა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებს, ვფიქ­რობ, ეს იყო ნა­წი­ლობ­რივ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მხრი­დან. რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და გა­ურ­კვე­ვე­ლი დი­სო­ნან­სის შე­ტა­ნას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც იყო დღეს ად­გილ­ზე მო­სუ­ლი. სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. მე ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და ვფიქ­რობ, შემ­დგომ­ში მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი აღარ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ.

ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­მურ­დო­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბა მე-10 სა­უ­კუ­ნის ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის გამო და­ი­წყო, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილ­მა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც დაც­ვის პო­ლი­ცია იცავს, შეღ­წე­ვა სცა­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ნა­ცე­მია პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი.

წა­ი­კი­თხეთ: "მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და... პო­ლი­ცი­ას ქვე­ბი და­უ­ში­ნეს" - შსს-ს გან­ცხა­დე­ბა სო­ფელ კუ­მურ­დო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოფელ კუმურდოში, ძეგლის რესტავრაცია, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, გაგრძელდება

სოფელ კუმურდოში, ძეგლის რესტავრაცია, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, გაგრძელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის თქმით, კუმურდოში საკითხი უკვე მოგვარებულია და ძეგლის რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება.

როგორც ნიკოლოზ ანთიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ დღევანდელი მოვლენები რამდენიმე ადამიანის მხრიდან პროვოკაცია იყო.

"2016 წლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლის რესტავრაცია. რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, ვფიქრობ, ეს იყო ნაწილობრივ პროვოკაციული ღონისძიება რამდენიმე ადამიანის მხრიდან. რომელიც ემსახურებოდა გაურკვეველი დისონანსის შეტანას მიმდინარე პროცესებში. შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო დღეს ადგილზე მოსული. საკითხი მოგვარებულია. მე ამ წუთებში ადგილზე ვიმყოფები. რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება და ვფიქრობ, შემდგომში მსგავსი ინციდენტები აღარ იქნება", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაპირისპირების შედეგად ნაცემია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.

წაიკითხეთ: "მოსახლეობის ნაწილი ფიზიკურად დაუპირისპირდა... პოლიციას ქვები დაუშინეს" - შსს-ს განცხადება სოფელ კუმურდოში არსებულ ვითარებაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"