სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთის უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება - კატალონია რეფერენდუმისთვის ემზადება
ესპანეთის უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება - კატალონია რეფერენდუმისთვის ემზადება

ხვალ, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა დად­გე­ბა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის საფრ­თხის წი­ნა­შე - კა­ტა­ლო­ნია, ეს­პა­ნე­თის ჩრდი­ლო­აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­გი­ო­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სურ­ვი­ლით რე­ფე­რენ­დუმს გა­მარ­თავს...

კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მომ­ხრე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, არ და­მორ­ჩილ­დნენ ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის მცდე­ლო­ბას, და­იბ­ლო­კოს უკვე და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი, არ შე­უ­შინ­დნენ მათ და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ... ასე­ვე არ დათ­მონ სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თე­ბის დაბ­ლოკ­ვა და და­ხურ­ვა, რომ­ლის ბრძა­ნე­ბაც პო­ლი­ცი­ას აქვს გა­ცე­მუ­ლი.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე ჯგუ­ფებ­მა, კა­ტა­ლო­ნი­ის ეროვ­ნულ­მა ასამ­ბლე­ამ (ANC) და "ომ­ნი­უმ­მა" გა­სულ კვი­რას აღ­ნიშ­ნეს, რომ თუ ისი­ნი შე­ამ­ჩნე­ვენ, რომ პო­ლი­ცია თა­ვის ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებს და ხალ­ხს ან­გა­რიშს არ უწ­ვეს, ეს პო­ლი­ტი­კურ აფეთ­ქე­ბას და უფ­ლე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი ამომ­რჩევ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც მათ ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლებს მის­ცემს ბიძგს.

თა­ვის მხრივ, ეს­პა­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მი" არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ა­ცხა­და და პო­ლი­ცი­ას უბ­რძა­ნა, რომ ხმის მი­ცე­მა აღ­კვე­თოს... უკვე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი, თუმ­ცა, ამან მღელ­ვა­რე­ბა კი­დევ უფრო გა­ზარ­და, მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ბარ­სე­ლო­ნას სა­სა­მარ­თლოს­თან შე­იკ­რიბ­ნენ და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს...

კა­ტა­ლო­ნია - ეს­პა­ნე­თის მდი­და­რი რე­გი­ო­ნი, უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს. რე­გი­ო­ნის ლი­დე­რი, კარ­ლეს პუძდე­მო­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის რე­აქ­ცი­ას ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქმე­დე­ბად მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს, რომ მან თა­ნა­მერ­ბძო­ლებ­თან ერ­თად უკვე შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა, რო­მე­ლიც რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კა­ტა­ლო­ნი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუ კვი­რას და­ნიშ­ნულ რე­ფე­რენ­დუმ­ზე მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ერ­თი­ა­ნი სა­ხით წარ­დგე­ბი­ან, მა­ში­ნაც კი, თუ მათ ხმის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ...

მათი თქმით, ეს არ­ჩევ­ნე­ბი კი არა, ერ­თი­ა­ნო­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია იქ­ნე­ბა, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე... "თუ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე არ და­გიშ­ვე­ბენ, ამას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უპა­სუ­ხოთ ძა­ლა­დო­ბით", - ნათ­ქვა­მია კა­ტა­ლო­ნი­ის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის მომ­ხრე­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. მა­თი­ვე თქმით, უზარ­მა­ზა­რი რიგი იქ­ნე­ბა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით ხელ­ში, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­დავ სუ­რათს შექ­მნის...

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­რი­ო­ნო რა­ხო­იმ კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დე­რე­ბის­გან რე­ფე­რენ­დუ­მის გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა, ისი­ნი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რე­ბენ, - "თუ მარ­თლა ზრუ­ნავთ კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, შე­წყვი­ტეთ რა­დი­კა­ლიზ­მი­სა და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცია. ჯერ კი­დევ არის დრო, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ დიდი პრობ­ლე­მე­ბი. ამ და­ძა­ბუ­ლო­ბის გამო მო­გე­ბუ­ლი ვე­რა­ვინ დარ­ჩე­ბა. თქვენ ძირს უთხრით კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას" - უპა­სუ­ხეს კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დე­რებ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტორ ორი­ვე ჯგუფს - "კა­ტა­ლო­ნი­ის ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ას" და "ომ­ნი­უმს" - მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა, სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის შექ­მნის საფრ­თხე მა­ინც არ­სე­ბობს და ეს არი­ან უცხო­ე­ლი ანარ­ქის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, უკვე ბარ­სე­ლო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცია ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის უკვე თა­და­რიგს იჭერს, - კენ­ჭისყ­რის აღ­საკ­ვე­თად და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 4 000-მდე პო­ლი­ცი­ე­ლი. ისი­ნი რე­გი­ონ­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ 5 000 მუ­შაკს და 17 000 ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ელს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

კა­ტა­ლო­ნი­ას თა­ვი­სი კულ­ტუ­რა და ენა აქვს. აქ ყო­ველ წელს იმარ­თე­ბა აღ­ლუ­მი 1714 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ბარ­სე­ლო­ნის ალ­ყის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რა­მაც მა­შინ კა­ტა­ლო­ნი­ის ავ­ტო­ნო­მი­ის და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვია.

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წელს ყო­ფი­ლა - წელს მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­ვი­და ქუ­ჩა­ში, რათა აღე­ნიშ­ნა მო­რი­გი წლის­თა­ვი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ე­თხო­ვა. კა­ტა­ლო­ნი­ის ეს­პა­ნე­თის­გან გა­მო­ყო­ფის საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი 2008 წლის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის შემ­დეგ და­ი­წყო; ეს­პა­ნე­თის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 2010 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, უარი ეთ­ქვათ კა­ტა­ლო­ნი­ის ავ­ტო­ნო­მი­ის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის, ეს მუხ­ტი კი­დევ უფრო გა­ზარ­და და სა­ბო­ლო­ოდ, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნამ­დე მი­ვი­და...

ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხვალ ეს­პა­ნე­თის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ეპო­ქა იწყე­ბა, თუმ­ცა, რას მო­უ­ტანს მას ხვა­ლინ­დე­ლი დღე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ესპანეთის უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება - კატალონია რეფერენდუმისთვის ემზადება

ესპანეთის უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება - კატალონია რეფერენდუმისთვის ემზადება

ხვალ, 1-ელ ოქტომბერს თანამედროვე მსოფლიოს კიდევ ერთი ქვეყანა დადგება სეპარატისტული სახელმწიფოს შექმნის საფრთხის წინაშე - კატალონია, ესპანეთის ჩრდილოაღმოსავლური რეგიონი დამოუკიდებლობის სურვილით რეფერენდუმს გამართავს...

კატალონიელი სეპარატისტები მომხრეებს მოუწოდებენ, არ დამორჩილდნენ ესპანეთის მთავრობის მცდელობას, დაიბლოკოს უკვე დაანონსებული რეფერენდუმი, არ შეუშინდნენ მათ და თავისუფალი არჩევანი გააკეთონ... ასევე არ დათმონ საარჩევნო ყუთების დაბლოკვა და დახურვა, რომლის ბრძანებაც პოლიციას აქვს გაცემული.

დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებმა, კატალონიის ეროვნულმა ასამბლეამ (ANC) და "ომნიუმმა" გასულ კვირას აღნიშნეს, რომ თუ ისინი შეამჩნევენ, რომ პოლიცია თავის ბრძანებას ასრულებს და ხალხს ანგარიშს არ უწვეს, ეს პოლიტიკურ აფეთქებას და უფლებაშელახული ამომრჩევლის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც მათ ქუჩებში გამოსვლებს მისცემს ბიძგს.

თავის მხრივ, ესპანეთის ხელმძღვანელობამ, "დამოუკიდებლობის რეფერენდუმი" არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და პოლიციას უბრძანა, რომ ხმის მიცემა აღკვეთოს... უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ლიდერი, თუმცა, ამან მღელვარება კიდევ უფრო გაზარდა, მათი თანამოაზრეები ბარსელონას სასამართლოსთან შეიკრიბნენ და სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს...

კატალონია - ესპანეთის მდიდარი რეგიონი, უკან დახევას არ აპირებს. რეგიონის ლიდერი, კარლეს პუძდემონი ცენტრალური მთავრობის რეაქციას ანტიდემოკრატიულ ქმედებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მან თანამერბძოლებთან ერთად უკვე შეიმუშავა გეგმა, რომელიც რეფერენდუმის გამართვას უზრუნველყოფს.

დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკური ჯგუფები აცხადებენ, რომ კატალონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ კვირას დანიშნულ რეფერენდუმზე მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებელი და ერთიანი სახით წარდგებიან, მაშინაც კი, თუ მათ ხმის მიცემის საშუალება არ ექნებათ...

მათი თქმით, ეს არჩევნები კი არა, ერთიანობის მშვიდობიანი დემონსტრაცია იქნება, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და ძალადობის გარეშე... "თუ საარჩევნო უბანზე არ დაგიშვებენ, ამას არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ ძალადობით", - ნათქვამია კატალონიის ეროვნული ასამბლეის მომხრეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, უზარმაზარი რიგი იქნება და მილიონობით ადამიანი, ბიულეტენებით ხელში, ძალიან შთამბეჭდავ სურათს შექმნის...

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიონო რახოიმ კატალონიის ლიდერებისგან რეფერენდუმის გაუქმება მოითხოვა, თუმცა, ისინი დანებებას არ აპირებენ, - "თუ მართლა ზრუნავთ კატალონიელების კეთილდღეობაზე, შეწყვიტეთ რადიკალიზმისა და დაუმორჩილებლობის ესკალაცია. ჯერ კიდევ არის დრო, თავიდან ავიცილოთ დიდი პრობლემები. ამ დაძაბულობის გამო მოგებული ვერავინ დარჩება. თქვენ ძირს უთხრით კანონიერებასა და სამართლიანობას" - უპასუხეს კატალონიის ლიდერებმა.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორ ორივე ჯგუფს - "კატალონიის ეროვნულ ასამბლეას" და "ომნიუმს" - მშვიდობიანი პროტესტის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა, სამოქალაქო არეულობის შექმნის საფრთხე მაინც არსებობს და ეს არიან უცხოელი ანარქისტული ჯგუფები, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, უკვე ბარსელონაში იმყოფებიან.

ესპანეთის პოლიცია ხვალინდელი დღისთვის უკვე თადარიგს იჭერს, - კენჭისყრის აღსაკვეთად და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, სხვა რეგიონებიდან მობილიზებულია 4 000-მდე პოლიციელი. ისინი რეგიონში დისლოცირებულ 5 000 მუშაკს და 17 000 ადგილობრივ პოლიციელს შეუერთდებიან.

კატალონიას თავისი კულტურა და ენა აქვს. აქ ყოველ წელს იმართება აღლუმი 1714 წლის 11 სექტემბერს ბარსელონის ალყის დასრულების აღსანიშნავად, რამაც მაშინ კატალონიის ავტონომიის დაკარგვა გამოიწვია.

გამონაკლისი არც წელს ყოფილა - წელს მილიონამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა აღენიშნა მორიგი წლისთავი და დამოუკიდებლობა მოეთხოვა. კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის საპროტესტო მუხტი 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაიწყო; ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვათ კატალონიის ავტონომიის გაფართოებისთვის, ეს მუხტი კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ, რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნამდე მივიდა...

ასე რომ, შეიძლება ითქვას, ხვალ ესპანეთის უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება, თუმცა, რას მოუტანს მას ხვალინდელი დღე, ჯერჯერობით უცნობია...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"