კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

20 წლის მანუ მურ­ღუ­ლი­ას მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის 1 წლის ასა­კი­დან მღე­რის, სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის "ანა ბა­ნას" მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, ცოტა ხნის წინ, მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ ბერკლის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რი­ცხა. მა­ნუმ ონ­ლა­ინ გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა, ყვე­ლა ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა და 50%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნოს, ეს თან­ხა საკ­მა­რი­სი არ არის.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ გეგ­მებ­ზე ესა­უბ­რა:

- ივ­ლის­ში შე­ვავ­სე "ბერკლის" სა­იტ­ზე აპ­ლი­კა­ცია, გა­და­ვი­ღე ორი ვი­დეო, სწო­რედ ეს ვი­დე­ო­ე­ბი და "ანა ბა­ნა­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის ფრაგ­მენ­ტი გავ­გზავ­ნე. იმ სა­ღა­მოს მომ­წე­რეს და და­მი­ნიშ­ნეს გა­მოც­და. 18 აგ­ვის­ტოს და­მი­კავ­შირ­დნენ, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით და და­ვი­წყე გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. თა­ვი­დან ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ლა­პა­რა­კის დროს ხმა მი­კან­კა­ლებ­და, მაგ­რამ პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დას მი­ტა­რებ­დნენ, ისეთ შე­ფა­სე­ბებს მაძ­ლევ­დნენ, ამან სტი­მუ­ლი მო­მი­მა­ტა და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მეხ­სნა. გა­მოც­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­ფე­სორ­მა მი­თხრა, რომ მაქვს აბ­სო­ლი­ტუ­რი სმე­ნა, შემ­დეგ გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რე "ბერკლის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. ასე­თი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დით წელს ამ უმაღ­ლეს სკო­ლა­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მხო­ლოდ 20 ახალ­გაზ­რდა მი­ი­ღეს.

- რა სა­ხის კი­თხვე­ბი და­გის­ვათ "ბერკლის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა?

- მკი­თხეს, რა­ტომ მინ­და "ბერკლი­ში" სწავ­ლა, სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ვუ­პა­სუ­ხე, ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი, კარ­გი ხმა და სმე­ნა მაქვს, მუ­სი­კა ჩემი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ამი­ტომ მინ­და მანდ სწავ­ლა-მეთ­ქი. სექ­ტემ­ბერ­ში მი­ვი­ღე სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი, ჩა­ვი­რი­ცხე "ბერკლის" მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში, სწავ­ლის 50%-ს ისი­ნი მი­ფი­ნან­სე­ბენ, და­ნარ­ჩე­ნი კი ჩვე­ნი და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლია. პა­ტა­რა თან­ხა ნამ­დვი­ლად არ არის. "ბერკლი" მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, შე­გიძ­ლია უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო. ეს იქ­ნე­ბა ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და არ მინ­და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ვუშ­ვა ხე­ლი­დან. ქვეყ­ნის­თვი­საც დიდი წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში.

- არა­ვინ გა­მოთ­ქვა, სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის სურ­ვი­ლი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, გა­მოჩ­ნდე­ბი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, ბერკლი­ში სულ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი სწავ­ლობს და მინ­და, მათ რი­გებს შე­ვუ­ერ­თდე. ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში მოხ­ვედ­რა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

სწავ­ლის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა­ში მანუ მურ­ღუ­ლი­ას თქვენც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ ამ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

20 წლის მანუ მურღულიას მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ. ის 1 წლის ასაკიდან მღერის, საბავშვო მუსიკალური კონკურსის "ანა ბანას" მეორე სეზონის გამარჯვებულია, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პრესტიჟულ ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა. მანუმ ონლაინ გამოცდა ჩააბარა, ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა იმისთვის, რომ საკუთარი ოცნება აიხდინოს, ეს თანხა საკმარისი არ არის.

წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი AMBEBI.GE-ს საკუთარ გეგმებზე ესაუბრა:

- ივლისში შევავსე "ბერკლის" საიტზე აპლიკაცია, გადავიღე ორი ვიდეო, სწორედ ეს ვიდეოები და "ანა ბანაში" შესრულებული სიმღერის ფრაგმენტი გავგზავნე. იმ საღამოს მომწერეს და დამინიშნეს გამოცდა. 18 აგვისტოს დამიკავშირდნენ, სპეციალური პროგრამის საშუალებით და დავიწყე გამოცდის ჩაბარება. თავიდან ისე ვნერვიულობდი, ლაპარაკის დროს ხმა მიკანკალებდა, მაგრამ პროფესორები, რომლებიც გამოცდას მიტარებდნენ, ისეთ შეფასებებს მაძლევდნენ, ამან სტიმული მომიმატა და დაძაბულობა მომეხსნა. გამოცდის დასრულების შემდეგ, პროფესორმა მითხრა, რომ მაქვს აბსოლიტური სმენა, შემდეგ გასაუბრება გავიარე "ბერკლის" წარმომადგენელთან. ასეთი ვირტუალური გამოცდით წელს ამ უმაღლეს სკოლაში მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 20 ახალგაზრდა მიიღეს.

- რა სახის კითხვები დაგისვათ "ბერკლის" წარმომადგენელმა?

- მკითხეს, რატომ მინდა "ბერკლიში" სწავლა, საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ვუპასუხე, ბავშვობიდან ვმღერი, კარგი ხმა და სმენა მაქვს, მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია და ამიტომ მინდა მანდ სწავლა-მეთქი. სექტემბერში მივიღე საბოლოო პასუხი, ჩავირიცხე "ბერკლის" მუსიკალურ სასწავლებელში, სწავლის 50%-ს ისინი მიფინანსებენ, დანარჩენი კი ჩვენი დასაფინანსებელია. პატარა თანხა ნამდვილად არ არის. "ბერკლი" მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტია, შეგიძლია უდიდეს წარმატებას მიაღწიო. ეს იქნება ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და არ მინდა ეს შესაძლებლობა გავუშვა ხელიდან. ქვეყნისთვისაც დიდი წარმატება იქნება, წარმატებული მოსწავლე ამ სასწავლებელში.

- არავინ გამოთქვა, სწავლის დაფინანსების სურვილი?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედი მაქვს, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩემი მუსიკალური ოცნების ასრულებაში დამეხმარებიან. გარდა ამისა, ბერკლიში სულ რამდენიმე ქართველი სწავლობს და მინდა, მათ რიგებს შევუერთდე. ამ სასწავლებელში მოხვედრა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია...

თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE

სწავლის თანხის შეგროვებაში მანუ მურღულიას თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ბმულზე

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"

"ვერაფერი ვუშველეთ...რომ გარდაიცვალა, მის გვერდით ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა" - გომის მთაზე სასწაულებრივად გადარჩენილი ახალგაზრდა ტრაგედიის დღეს იხსენებს