პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმარი მეუბნება, არ ღირს რემონტის ხელახლა კეთება, ახალი სახლი მოვაწყოთო" - გვანცა დარასელიას სახლი და ოჯახური იდილია
"ქმარი მეუბნება, არ ღირს რემონტის ხელახლა კეთება, ახალი სახლი მოვაწყოთო" - გვანცა დარასელიას სახლი და ოჯახური იდილია

გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას­თან სტუმ­რად მი­სუ­ლებს ლა­მაზ კა­ბა­ში გა­მოპ­რან­ჭუ­ლი 2 თვის ლილე, ძმას­თან - ერეკ­ლე­სა და მშობ­ლებ­თან ერ­თად ფო­ტო­სე­სი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი დაგ­ვხვდა და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ პრო­ცესს "გმი­რუ­ლად" გა­უძ­ლო.

- მე და ვახო და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ცოტა ხანს ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით. როცა ბი­ნის ყიდ­ვის დრო დად­გა, ამ სახ­ლს მაკ­ლე­რის დახ­მა­რე­ბით მი­ვა­გე­ნით. სი­მარ­თლე გი­თხრა, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ გვქო­ნია, ვნა­ხეთ, მოგ­ვე­წო­ნა და ვი­ყი­დეთ. სა­ბურ­თა­ლო­ზე იმი­ტომ შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი, რომ ორი­ვეს მოგ­ვწონს ეს უბა­ნი და თან ჩემს სამ­სა­ხურ­თან ახ­ლო­საა.

გვან­ცა და­რა­სე­ლია ოჯა­ხით 8-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ბოლო სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს, უფრო სწო­რად, სახ­ლს კი­დევ ერთი სარ­თუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბუ­ლი. ბინა დუპ­ლექ­სის ტი­პი­საა, ორი სარ­თუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან შიდა კი­ბი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი სახ­ლის ქვე­და ნა­წი­ლი არის სხვე­ნი, ზედა კი - სხვე­ნის და­შე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ასე დაგ­ვხვდა. ბი­ნას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­ლა­გე­ბა ჰქონ­და, ჩვენ ხე­ლახ­ლა და­ვაპ­რო­ექ­ტეთ ოთა­ხე­ბი. დი­ზა­ი­ნე­რი არ აგ­ვიყ­ვა­ნია. ვა­ხოს მამა ყვე­ლა­ნა­ი­რად დაგ­ვეხ­მა­რა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვერც ვა­დებ­ში და ვერც ფი­ნან­სებ­ში ვერ ჩა­ვე­ტე­ო­დით და მად­ლო­ბა მას ამის­თვის. მე და ვა­ხოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს და რა­ღა­ცის სა­ყიდ­ლად ერ­თად რომ მივ­დი­ო­დით, ვხო­ცავ­დით ერ­თმა­ნეთს (იღი­მის). წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩვე­ნი ერ­თად სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი. აი, მა­გა­ლი­თად, აბა­ზა­ნის­თვის მე მინ­დო­და სადა, ორ ფერ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი კა­ფე­ლი, ვა­ხოს მოს­წონ­და ქვი­სა და გრა­ნი­ტის კომ­ბი­ნა­ცია, რაც ახლა ძა­ლი­ან მო­დუ­რია, სა­ბო­ლო­ოდ შო­უ­რუმ­ში ვნა­ხეთ აწყო­ბი­ლი აბა­ზა­ნა, მოგ­ვე­წო­ნა და შევ­თან­ხმდით, რომ ისე­თი უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სახ­ლი, მაგ­რამ არაპ­რაქ­ტი­კუ­ლად მი­ვიჩ­ნევ.

როცა ბავ­შვე­ბი გყავს, სხვა­დას­ხვა სარ­თულ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­ძი­ნებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სივ­რცე დი­დია, ფაქ­ტობ­რი­ვად არ მაქვს სა­თავ­სო­ე­ბი, უფრო სწო­რად, არ მყოფ­ნის ის სა­თავ­სო­ე­ბი, რაც მაქვს, მარ­ტო ბავ­შვის სა­თა­მა­შო­ე­ბი დაგ­როვ­და იმ­დე­ნი, რომ ვერ­სად ვი­ნა­ხავ. რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა კი მინ­და, მაგ­რამ ჩემი ქმა­რი მე­უბ­ნე­ბა, არ ღირს აქ რე­მონ­ტის ხე­ლახ­ლა გა­კე­თე­ბა, ახა­ლი სახ­ლი რომ გვექ­ნე­ბა, ის მო­ვა­წყოთ სხვა­ნა­ი­რა­დო. ძა­ლი­ან გვინ­და, ქა­ლაქ­გა­რეთ ავი­შე­ნოთ სახ­ლი და შე­და­რე­ბით სუფ­თა ჰა­ერ­ზე ვი­ცხოვ­როთ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქა­ლა­ქის ეკო­ლო­გია კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ამი­ტომ ჩვე­ნი ფიქ­რი ძი­რი­თა­დად იმა­ზეა მი­მარ­თუ­ლი, რომ ბავ­შვებს ნორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო შე­ვუქ­მნათ. როცა ამ სახ­ლს ვყი­დუ­ლობ­დით, კარ­გი ხედი გვქონ­და, თა­ნაც ბოლო სარ­თულ­ზე ვართ, მაგ­რამ ნელ-ნელა აშენ­და და აშენ­და კორ­პუ­სე­ბი. აი, ის კორ­პუ­სი ზუს­ტად 6 თვე­ში აა­შე­ნეს. ყო­ველ­დღი­უ­რად რომ ხე­დავ, რო­გორ გი­ახ­ლოვ­დე­ბა სი­მუ­ქე, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქმარი მეუბნება, არ ღირს რემონტის ხელახლა კეთება, ახალი სახლი მოვაწყოთო" - გვანცა დარასელიას სახლი და ოჯახური იდილია

"ქმარი მეუბნება, არ ღირს რემონტის ხელახლა კეთება, ახალი სახლი მოვაწყოთო" - გვანცა დარასელიას სახლი და ოჯახური იდილია

გვანცა დარასელიასთან სტუმრად მისულებს ლამაზ კაბაში გამოპრანჭული 2 თვის ლილე, ძმასთან - ერეკლესა და მშობლებთან ერთად ფოტოსესიისთვის მომზადებული დაგვხვდა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პროცესს "გმირულად" გაუძლო.

- მე და ვახო დაქორწინების შემდეგ ცოტა ხანს ნაქირავებში ვცხოვრობდით. როცა ბინის ყიდვის დრო დადგა, ამ სახლს მაკლერის დახმარებით მივაგენით. სიმართლე გითხრა, რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები არ გვქონია, ვნახეთ, მოგვეწონა და ვიყიდეთ. საბურთალოზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ორივეს მოგვწონს ეს უბანი და თან ჩემს სამსახურთან ახლოსაა.

გვანცა დარასელია ოჯახით 8-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს, უფრო სწორად, სახლს კიდევ ერთი სართული აქვს დამატებული. ბინა დუპლექსის ტიპისაა, ორი სართული ერთმანეთთან შიდა კიბითაა დაკავშირებული.

- რეალურად, ჩვენი სახლის ქვედა ნაწილი არის სხვენი, ზედა კი - სხვენის დაშენება, რომელიც ასე დაგვხვდა. ბინას სრულიად განსხვავებული განლაგება ჰქონდა, ჩვენ ხელახლა დავაპროექტეთ ოთახები. დიზაინერი არ აგვიყვანია. ვახოს მამა ყველანაირად დაგვეხმარა სარემონტო სამუშაოებში, ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ვადებში და ვერც ფინანსებში ვერ ჩავეტეოდით და მადლობა მას ამისთვის. მე და ვახოს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და რაღაცის საყიდლად ერთად რომ მივდიოდით, ვხოცავდით ერთმანეთს (იღიმის). წარმოუდგენელი იყო ჩვენი ერთად საყიდლებზე სიარული. აი, მაგალითად, აბაზანისთვის მე მინდოდა სადა, ორ ფერში გადაწყვეტილი კაფელი, ვახოს მოსწონდა ქვისა და გრანიტის კომბინაცია, რაც ახლა ძალიან მოდურია, საბოლოოდ შოურუმში ვნახეთ აწყობილი აბაზანა, მოგვეწონა და შევთანხმდით, რომ ისეთი უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან მიყვარს ეს სახლი, მაგრამ არაპრაქტიკულად მივიჩნევ.

როცა ბავშვები გყავს, სხვადასხვა სართულზე განლაგებული საძინებლები ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე დიდია, ფაქტობრივად არ მაქვს სათავსოები, უფრო სწორად, არ მყოფნის ის სათავსოები, რაც მაქვს, მარტო ბავშვის სათამაშოები დაგროვდა იმდენი, რომ ვერსად ვინახავ. რაღაცების შეცვლა კი მინდა, მაგრამ ჩემი ქმარი მეუბნება, არ ღირს აქ რემონტის ხელახლა გაკეთება, ახალი სახლი რომ გვექნება, ის მოვაწყოთ სხვანაირადო. ძალიან გვინდა, ქალაქგარეთ ავიშენოთ სახლი და შედარებით სუფთა ჰაერზე ვიცხოვროთ.

მოგეხსენებათ, ქალაქის ეკოლოგია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამიტომ ჩვენი ფიქრი ძირითადად იმაზეა მიმართული, რომ ბავშვებს ნორმალური გარემო შევუქმნათ. როცა ამ სახლს ვყიდულობდით, კარგი ხედი გვქონდა, თანაც ბოლო სართულზე ვართ, მაგრამ ნელ-ნელა აშენდა და აშენდა კორპუსები. აი, ის კორპუსი ზუსტად 6 თვეში ააშენეს. ყოველდღიურად რომ ხედავ, როგორ გიახლოვდება სიმუქე, დაახლოებით ასეთი შეგრძნება მქონდა განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა