Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დატოვა"
"რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დატოვა"

უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვიქ­ტორ მუ­ჟენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­მა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა Запад-2017-ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბე­ლო­რუს­ში სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ნა­წი­ლი და­ტო­ვა... მუ­ჟენ­კოს თქმით, რუ­სეთ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და სამ­ხედ­რო­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ წვრთნებ­ში 12 500 სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რუ­სუ­ლი მხა­რის თქმით, მათ­გან 3 ათა­სი რუსი იყო, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 3 ათასს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და," - აღ­ნიშ­ნავს უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რომ­ლის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ იც­რუა სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

"რუ­სეთ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა - მან რუ­სეთ­ში, ობი­ექ­ტებ­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად ავი­ა­ცია გა­მო­ი­ყე­ნა... ჩვენ გვეს­მის, რომ 300-400 კი­ლო­მეტ­რი ავი­ა­ცი­ის­თვის გა­ცი­ლე­ბით მალე და­სა­ფა­რი მან­ძი­ლია, ვიდ­რე სხვა სა­ხის ტრან­სპორ­ტის­თვის, მაგ­რამ ეს ის შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად არ არის, სხვა დროს და სხვა შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ამ მან­ძილს ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ში უპ­რობ­ლე­მოდ და­ფა­რავ­დნენ...",- აცხა­დებს მუ­ჟენ­კო.

უფრო ადრე, ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ბე­ლო­რუ­სის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ტექ­ნი­კას­თან ერ­თად ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

ამას­თან, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბულ­მა სამ­ხედ­რო წვრთნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბე­ლო­რუსს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ აგ­რე­სორს გა­უმკლავ­დეს.

ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლის ოანა ლუნ­გენ­სკის თქმით, რუ­სეთ­მა Запад-2017-ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წვრთნე­ბის დროს, სამ­ხედ­რო­თა რა­ო­დე­ნობ­რივ ზღვარს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­და­ა­ჭარ­ბა.

თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გა­და­ჭარ­ბე­ბულ რა­ო­დე­ნო­აბს და მით უფრო, უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბის ბრალ­დე­ბას, ბე­ლო­რუ­სი­ა­ში სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე და აცხა­დებს, რომ ასე­თი ტი­პის გა­მოს­ვლე­ბი უკ­რა­ი­ნის დეგ­რა­და­ცი­ის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია... "რო­გორც კი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბი დას­რულ­და, ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა სამ­ხედ­რო და რა­საკ­ვირ­ვე­ლია სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით მუდ­მი­ვი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილს და­უბ­რუნ­და. ასე­თი სა­ხის გან­ცხა­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე მი­ა­ნიშ­ნებს"- ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვიქ­ტორ მუ­ჟენ­კოს თქმით, აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ბოლო სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა უფრო მე­ტად და­ი­ძა­ბე­ბა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა ამე­რი­კის­გან ლე­ტა­ლურ თავ­დაც­ვით ია­რაღს ელო­დე­ბა.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მთა­ვა­რი და საკ­ვან­ძო სა­კი­თხე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. ჩვენ ახლა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ თე­მებს ვარ­კვევთ, ზუს­ტდე­ბა სია და ია­რა­ღის ტიპი და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით მხო­ლოდ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას",- აცხა­დებს ვიქ­ტორ მუ­ჟენ­კო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

"რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დატოვა"

"რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დატოვა"

უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვიქტორ მუჟენკოს განცხადებით, რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სამხედრო სწავლება Запад-2017-ის დასრულების შემდეგ, ბელორუსში სამხედრო ტექნიკის ნაწილი დატოვა... მუჟენკოს თქმით, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედროთა რაოდენობა ბელორუსის ტერიტორიაზე.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ წვრთნებში 12 500 სამხედრო მონაწილეობდა და რუსული მხარის თქმით, მათგან 3 ათასი რუსი იყო, თუმცა, სინამდვილეში, მათი რაოდენობა 3 ათასს ბევრად აღემატებოდა," - აღნიშნავს უკრაინელი მაღალჩინოსანი, რომლის მტკიცებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ იცრუა სამხედროების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

"რუსეთმა თავისი სამხედრო ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა - მან რუსეთში, ობიექტებზე დასაბრუნებლად ავიაცია გამოიყენა... ჩვენ გვესმის, რომ 300-400 კილომეტრი ავიაციისთვის გაცილებით მალე დასაფარი მანძილია, ვიდრე სხვა სახის ტრანსპორტისთვის, მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, სხვა დროს და სხვა შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ძალები ამ მანძილს ძალიან მცირე დროში უპრობლემოდ დაფარავდნენ...",- აცხადებს მუჟენკო.

უფრო ადრე, ამის შესახებ განცხადება გააკეთა ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსმა სამხედროებმა ტექნიკასთან ერთად ბელორუსის ტერიტორია დატოვეს.

ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივად ჩატარებულმა სამხედრო წვრთნებმა აჩვენა, რომ ბელორუსს შეუძლია ნებისმიერ აგრესორს გაუმკლავდეს.

ნატოს წარმომადგენლის ოანა ლუნგენსკის თქმით, რუსეთმა Запад-2017-ის  ფარგლებში ჩატარებული წვრთნების დროს, სამხედროთა რაოდენობრივ ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს გადაჭარბებულ რაოდენოაბს და მით უფრო, უკრაინის გენშტაბის ბრალდებას, ბელორუსიაში სამხედროებისა და შეიარაღების დატოვებაზე და აცხადებს, რომ ასეთი ტიპის გამოსვლები უკრაინის დეგრადაციის მანიშნებელია... "როგორც კი სამხედრო სწავლებები დასრულდა, ამ პროცესში ჩართული ყველა სამხედრო და რასაკვირველია სამხედრო ტექნიკა, სრული შემადგენლობით მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა. ასეთი სახის განცხადებები უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმზე მიანიშნებს"- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვიქტორ მუჟენკოს თქმით, აშკარაა, რომ რუსეთის მიერ ინიცირებული ბოლო სამხედრო წვრთნების შემდეგ, ვითარება უფრო მეტად დაიძაბება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ამერიკისგან ლეტალურ თავდაცვით იარაღს ელოდება.

"მოლაპარაკებები დასრულებულია. მთავარი და საკვანძო საკითხები მოგვარებული. ჩვენ ახლა მხოლოდ კონკრეტულ თემებს ვარკვევთ, ზუსტდება სია და იარაღის ტიპი და ჩვენ ველოდებით მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებას",- აცხადებს ვიქტორ მუჟენკო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე