Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ რომ დედები შვილებს ბავშვებს უზრდიან, ასეთი ტვირთი უცხოელ ქალებს არ აქვთ..." - სად სურს ცხოვრება ხატია შამუგიას
"აქ რომ დედები შვილებს ბავშვებს უზრდიან, ასეთი ტვირთი უცხოელ ქალებს არ აქვთ..." - სად სურს ცხოვრება ხატია შამუგიას

"პა­რიზ­ში ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად და სა­დად ჩაც­მუ­ლი და­დის, კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი სამ­კა­უ­ლე­ბით. მსოფ­ლი­ო­ში სამი მო­დის ქა­ლა­ქია: პა­რი­ზი, ლონ­დო­ნი, ნიუ-იორ­კი... გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ, მაგ­რამ მგო­ნია, მათ შო­რის პა­რი­ზი ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლია. იქ მეტი სი­სა­და­ვეა!" - ამ­ჯე­რად რუბ­რი­კა­ში - "გე­მოვ­ნე­ბა" ხა­ტია შა­მუ­გია ჩავ­წე­რეთ...

- რო­მე­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გიყ­ვარ­დათ ბავ­შვო­ბა­ში და რო­მე­ლი ახლა?

- ისე ვიზ­რდე­ბო­დი, რომ დედა და გამ­ზრდე­ლი დე­ი­და მაძ­ლევ­დნენ იმ წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა წა­მე­კი­თხა და სექ­ტემ­ბერ­ში მათ­თვის ზე­პი­რად ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა... რაც შე­ე­ხე­ბა საყ­ვა­რელ მწერ­ლებ­სა და წიგ­ნებს, გე­მოვ­ნე­ბა ყვე­ლა ასაკ­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჟიულ ვერ­ნი... რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ზი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალი ვარ, ბუ­ნე­ბით რო­მან­ტი­კო­სი არ გახ­ლა­ვართ და პო­ე­ზი­ა­ზე არა­სო­დეს ვგიჟ­დე­ბო­დი. რა თქმა უნდა, ლა­მა­ზი ლექ­სე­ბი მომ­წონს, მაგ­რამ უფრო მე­ტად პრო­ზა მხიბ­ლავს... ბავ­შვო­ბი­დან ხომ ყვე­ლამ ასე და­ვი­წყეთ - "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი", "პეპი გრძე­ლი­წინ­და"... შემ­დეგ ყვე­ლა კლას­ში სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რას გვა­კი­თხებ­დნენ.

დღემ­დე, რო­დე­საც ვის­მენ პატ­რი­ცია კა­ა­სის სიმ­ღე­რას, თე­ო­დორ დრა­ი­ზე­რი მა­გონ­დე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც პატ­რი­ცია კა­ა­სი შე­მო­ვი­და მო­და­ში, მისი მუ­სი­კა და­ბალ ხმა­ზე მქონ­და ჩარ­თუ­ლი და თე­ო­დორ დრა­ი­ზე­რის "ამე­რი­კულ ტრა­გე­დი­ას" ვკი­თხუ­ლობ­დი. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი - როცა უკვე "გო­გოშ­კობ", ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი ხარ და ყვე­ლა­ფე­რი გულ­თან ახ­ლოს მი­გაქვს...

მიყ­ვარ­და ასე­ვე, დე­ტექ­ტი­ვე­ბი... ჩემი გა­ო­ცე­ბა მო­ა­ხერ­ხა სტი­ვენ კინ­გმა და ეს უკვე სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და. ვი­ნა­ი­დან ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, გარ­და სურ­ვი­ლი­სა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც მქონ­და, ბევ­რი წიგ­ნი წა­მე­კი­თხა და სულ ვკი­თხუ­ლობ­დი...

- თქვენს შვილს რა წიგ­ნებს ურ­ჩევთ წა­სა­კი­თხად?

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შვილს - ნი­კუ­შა უკვე 15 წლი­საა და იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, წიგ­ნის კი­თხვა არ უყ­ვარს. ასე ვთქვათ, ელექტრო­ნუ­ლი ლიტე­რა­ტუ­რის თა­ო­ბაა. მე ვე­რაფ­რით ვკი­თხუ­ლობ წიგნს კომ­პი­უ­ტერ­ში და ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა წა­ვი­კი­თხო. ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი, თვა­ლე­ბი მტკივ­დე­ბა... ადრე ლაშა ბუ­ღა­ძემ და­მა­რი­გა, შვილს წიგ­ნი თა­ვად უნდა უკი­თხოო, მაგ­რამ ამ­დე­ნი დრო და ნერ­ვე­ბიც აღარ არის, რომ ერთი და იგი­ვე მე­ო­რედ, მე­სა­მედ იკი­თხო...

მინ­და სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ ნი­კუ­შას თა­ო­ბის ბავ­შვე­ბი ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ, რაც სწო­რედ კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით აქვთ. ჩემი შვი­ლის­გან ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე, ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­გებ. გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, რაც მე სა­ერ­თოდ არ ვიცი...

- რამ­დე­ნად გიყ­ვართ მოგ­ზა­უ­რო­ბა? თქვენ­თვის მე­გა­პო­ლი­სე­ბი უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია თუ ის­ტო­რი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს და უნდა იყოს სა­შუ­ა­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ნახო... რო­დე­საც ჩა­დი­ხარ იტა­ლი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და მსგავს ქვვეყ­ნებ­ში, ხვდე­ბი, იქ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­აა თავ­მოყ­რი­ლი და არა მხო­ლოდ იმ კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის! პა­რიზ­ში რამ­დენ­ჯე­რაც უნდა ჩა­ვი­დე, ყო­ველ­თვის რა­ღაც მაქვს სა­ნა­ხა­ვი და სულ ახალ-ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­დის ჩე­მამ­დე. ამო­უ­წუ­რა­ვი ქა­ლა­ქია! ალ­ბათ, პა­რიზ­ში მცხოვ­რე­ბიც ვერ იტყვის, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი მაქ­ვსო. ბევ­რი რა­მის აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა, გარ­და იმი­სა, რაც უკვე ყვე­ლამ ვი­ცით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვნა­ხოთ - ეი­ფე­ლის კოშ­კი, ლუვ­რი, ვერ­სა­ლი და ასე შემ­დეგ... ლონ­დონს თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს და სა­ერ­თოდ, ეს მო­ნარ­ქის­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბი კი­დევ უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლია... ბარ­სე­ლო­ნა - ან­ტო­ნიო გა­უ­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ხომ ლე­გენ­დაა...

ბო­ლოს ბუ­და­პეშ­ტში გახ­ლდით და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. მა­ნამ­დე ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ეს ად­გი­ლი ასე­თი გა­სა­ო­ცა­რი თუ იქ­ნე­ბო­და. ვი­ცო­დი მისი სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ქა­ლა­ქი-მუ­ზე­უ­მის ასეთ სიმ­შვე­ნი­ე­რეს. ეს არის კლა­სი­კა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა ნა­ხოს!

ქა­ლა­ქი, სა­დაც ვი­ცხოვ­რებ­დი? - ეს მად­რი­დია. იმი­ტომ არა, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია. ამ ქა­ლაქ­ში სულ სხვა გან­წყო­ბი­ლე­ბა მაქვს. იქ ლა­მა­ზი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­კე­ბია, ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბე­ბი, უსუფ­თა­ვე­სი, პრი­ა­ლა ქა­ლა­ქია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"აქ რომ დედები შვილებს ბავშვებს უზრდიან, ასეთი ტვირთი უცხოელ ქალებს არ აქვთ..." - სად სურს ცხოვრება ხატია შამუგიას

"აქ რომ დედები შვილებს ბავშვებს უზრდიან, ასეთი ტვირთი უცხოელ ქალებს არ აქვთ..." - სად სურს ცხოვრება ხატია შამუგიას

"პარიზში ყველა გემოვნებიანად და სადად ჩაცმული დადის, კარგად შერჩეული სამკაულებით. მსოფლიოში სამი მოდის ქალაქია: პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი... გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მგონია, მათ შორის პარიზი ყველაზე დახვეწილია. იქ მეტი სისადავეა!" - ამჯერად რუბრიკაში - "გემოვნება" ხატია შამუგია ჩავწერეთ...

- რომელი მწერლების შემოქმედება გიყვარდათ ბავშვობაში და რომელი ახლა?

- ისე ვიზრდებოდი, რომ დედა და გამზრდელი დეიდა მაძლევდნენ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა წამეკითხა და სექტემბერში მათთვის ზეპირად ჩამებარებინა... რაც შეეხება საყვარელ მწერლებსა და წიგნებს, გემოვნება ყველა ასაკში სხვადასხვანაირია. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მიყვარდა ჟიულ ვერნი... რაც შეეხება პოეზიას, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, ბუნებით რომანტიკოსი არ გახლავართ და პოეზიაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. რა თქმა უნდა, ლამაზი ლექსები მომწონს, მაგრამ უფრო მეტად პროზა მხიბლავს... ბავშვობიდან ხომ ყველამ ასე დავიწყეთ - "ტომ სოიერის თავგადასავალი", "პეპი გრძელიწინდა"... შემდეგ ყველა კლასში სხვადასხვა ლიტერატურას გვაკითხებდნენ.

დღემდე, როდესაც ვისმენ პატრიცია კაასის სიმღერას, თეოდორ დრაიზერი მაგონდება. იმ პერიოდში, როდესაც პატრიცია კაასი შემოვიდა მოდაში, მისი მუსიკა დაბალ ხმაზე მქონდა ჩართული და თეოდორ დრაიზერის "ამერიკულ ტრაგედიას" ვკითხულობდი. მაშინ დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი - როცა უკვე "გოგოშკობ", ძალიან სენსიტიური ხარ და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს...

მიყვარდა ასევე, დეტექტივები... ჩემი გაოცება მოახერხა სტივენ კინგმა და ეს უკვე სტუდენტობის პერიოდში მოხდა. ვინაიდან ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, გარდა სურვილისა, ვალდებულებაც მქონდა, ბევრი წიგნი წამეკითხა და სულ ვკითხულობდი...

- თქვენს შვილს რა წიგნებს ურჩევთ წასაკითხად?

- რაც შეეხება ჩემს შვილს - ნიკუშა უკვე 15 წლისაა და იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც სამწუხაროდ, წიგნის კითხვა არ უყვარს. ასე ვთქვათ, ელექტრონული ლიტე­რატურის თაობაა. მე ვერაფრით ვკითხულობ წიგნს კომპიუტერში და ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა წავიკითხო. ძალიან ვიღლები, თვალები მტკივდება... ადრე ლაშა ბუღაძემ დამარიგა, შვილს წიგნი თავად უნდა უკითხოო, მაგრამ ამდენი დრო და ნერვებიც აღარ არის, რომ ერთი და იგივე მეორედ, მესამედ იკითხო...

მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ნიკუშას თაობის ბავშვები ზღვა ინფორმაციას ფლობენ, რაც სწორედ კომპიუტერის მეშვეობით აქვთ. ჩემი შვილისგან ნებისმიერ თემაზე, ბევრ ინფორმაციას ვიგებ. განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც მე საერთოდ არ ვიცი...

- რამდენად გიყვართ მოგზაურობა? თქვენთვის მეგაპოლისები უფრო მიმზიდველია თუ ისტორიული ქვეყნები?

- რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისებური ხიბლი აქვს და უნდა იყოს საშუალება, ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ნახო... როდესაც ჩადიხარ იტალიაში, საბერძნეთსა და მსგავს ქვვეყნებში, ხვდები, იქ მთელი მსოფლიოს ისტორიაა თავმოყრილი და არა მხოლოდ იმ კონკრეტული ქვეყნის! პარიზში რამდენჯერაც უნდა ჩავიდე, ყოველთვის რაღაც მაქვს სანახავი და სულ ახალ-ახალი ინფორმაციები მოდის ჩემამდე. ამოუწურავი ქალაქია! ალბათ, პარიზში მცხოვრებიც ვერ იტყვის, აქ ყველაფერი ნანახი მაქვსო. ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება, გარდა იმისა, რაც უკვე ყველამ ვიცით, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ - ეიფელის კოშკი, ლუვრი, ვერსალი და ასე შემდეგ...  ლონდონს თავისებური ხიბლი აქვს და საერთოდ, ეს მონარქისტული ქვეყნები კიდევ უფრო გრანდიოზულია... ბარსელონა - ანტონიო გაუდის არქიტექტურა ხომ ლეგენდაა...

ბოლოს ბუდაპეშტში გახლდით და გაოგნებული დავრჩი. მანამდე ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს ადგილი ასეთი გასაოცარი თუ იქნებოდა. ვიცოდი მისი სილამაზის შესახებ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი ქალაქი-მუზეუმის ასეთ სიმშვენიერეს. ეს არის კლასიკა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!

ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი? - ეს მადრიდია. იმიტომ არა, რომ ყველაზე ლამაზია. ამ ქალაქში სულ სხვა განწყობილება მაქვს. იქ ლამაზი ნაციონალური პარკებია, ულამაზესი შენობები, უსუფთავესი, პრიალა ქალაქია... განაგრძეთ კითხვა

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია