მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი უჩვენა
ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი უჩვენა

"არ გრცხვე­ნია ხო?! გა­ყი­დე ხო ქა­ლა­ქი?!" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნატა ფე­რა­ძემ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვილს და მას შუა თითი აჩ­ვე­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ალი­ბე­გაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა საკ­რე­ბუ­ლო­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ:

"ყვე­ლა ღონე ვიხ­მა­რეთ, რათა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კა­ნო­ნის და რეგ­ლა­მენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი არ ემორ­ჩი­ე­ლე­ბოდ­ნენ და ხელს უშ­ლიდ­ნენ საკ­რებ­ლოს სხდო­მის ჩტა­რე­ბას. ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სა­ჭირ­ბო­რო­ტო პრობ­ლე­მებს ეხე­ბა და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ყო­ველ­თვის მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა," - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა ხმა­უ­რით და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­წყდა. საკ­რე­ბუ­ლო გა­ნი­ხი­ლავ­და პუშ­კი­ნის სკვერ­თან მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გის მო­სა­წყო­ბად და თა­ბო­რის მთა­ზე 5 000 კვ.მეტ­რი ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ის­თვის ზო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის სა­კითხს.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ლო­ჟა­ში მყო­ფი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი სა­კი­თხის გან­ხილ­ვის და­წყე­ბას სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რა დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შიც საკ­რე­ბუ­ლო­ში სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბის" ლი­დერ­საც, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა პი­რებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­კი­თხი სხდო­მა­ზე 28 ხმით 3-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს. კერ­ძოდ, პუშ­კი­ნის სკვე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გის მო­სა­წყო­ბად და თა­ბო­რის მთა­ზე 5 000 კვ. მეტრ ფარ­თობ­ზე სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ლან­დშაფ­ტუ­რი ზო­ნის ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

რატომ არ ზის ციხეში ეს გაურკვეველი ფუნქციის მქონე არსება? (2012-მდე გარკვეული იყო!). ევროპის დროშის დაწვაზე თუ ციხეა, სამებაში დაბრძანებული ხატისთვის საღებავის შესხმა დანაშაული არ არის?! ან საკრებულოში რა უნდა?!. ახლა. იქნება პარლამენტის სხდომებზე დაისწროთ და აზრი ჰკითხოთ?..

???
0

უტიფარი არსება!!!!! !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი უჩვენა

ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი უჩვენა

"არ გრცხვენია ხო?! გაყიდე ხო ქალაქი?!" - ამ სიტყვებით მიმართა "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს და მას შუა თითი აჩვენა.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შესახებ:

"ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა საკრებულოს სხდომა გაგრძელებულიყო. სამართალდამცველები კანონის და რეგლამენტიდან გამომდინარე გამოვიძახეთ, ვინაიდან ისინი არ ემორჩიელებოდნენ და ხელს უშლიდნენ საკრებლოს სხდომის ჩტარებას. ყველა ის საკითხი, რომელიც ქალაქის საჭირბოროტო პრობლემებს ეხება და რომელიც აუცილებელია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, ყოველთვის მიღებული იქნება," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და რამდენიმე წუთში შეწყდა. საკრებულო განიხილავდა პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალური ცვლილების საკითხს.

თბილისის საკრებულოს ლოჟაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები საკითხის განხილვის დაწყებას საათნახევარი აპროტესტებდნენ, რა დროის განმავლობაშიც საკრებულოში სხდომის მიმდინარეობა შეჩერებული იყო. სხდომათა დარბაზი სამართალდამცველების დახმარებით დაატოვებინეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე "პარტიზანი მებაღეების" ლიდერსაც, რომლის განცხადებით, საკრებულოს სხდომა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

დაპირისპირების მიუხედავად საკითხი სხდომაზე 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო