პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველი თამაშის შემდეგ ავად ვხდებოდი" - "კრიმხილდა" ტრაგიკული დედის როლში და "ჩცდ"-ს მსახიობები აღდგენილი თეატრის სცენაზე
"ყოველი თამაშის შემდეგ ავად ვხდებოდი" - "კრიმხილდა" ტრაგიკული დედის როლში და "ჩცდ"-ს მსახიობები აღდგენილი თეატრის სცენაზე

ადრე, "არტ-ჰო­ლის" შე­ნო­ბა­ში ნა­ძა­ლა­დე­ვის მუშა-ახალ­გაზ­რდო­ბის თე­ატ­რი ყო­ფი­ლა, სა­დაც ქარ­თუ­ლი სცე­ნის ვარ­სკვლა­ვებს ძა­ლე­ბი მო­უ­სინ­ჯავთ, მათ შო­რის, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძეს... 27 სექ­ტემ­ბერს ძვე­ლი ტრა­დი­ცია აღ­დგა და იქ ახალ­გაზ­რდუ­ლი თე­ატ­რი "სივ­რცე" (სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი - კი­ა­ზო ჯო­ბა­ვა) გა­იხ­სნა. პრე­მი­ე­რა სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს და­ამ­თხვი­ეს, სპექ­ტაკ­ლით "ჯვარ­ცმუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა" (პი­ე­სის ავ­ტო­რი - ჯე­მალ მო­ნი­ა­ვა).

პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ახალ­ბე­და, მოყ­ვა­რულ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა მშვე­ნი­ე­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს. დარ­ბა­ზი სცე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტრა­გე­დი­ის გამო ტი­რო­და...

და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლია, მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლი­დან "ჩცდ" (კრიმ­ხილ­და). ამას­თან, სპექ­ტაკლში ქარ­თვე­ლი დე­დის უმ­ძი­მე­სი როლი აქვს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ შვილს დას­ტი­რის.

ქალ­ბა­ტო­ნი ნანა მსა­ხი­ო­ბებ­თან მე­ტყვე­ლე­ბა­სა და სა­ხე­ე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს და "ამ­ბე­ბი.გე"-საც სწო­რედ ის ესა­უბ­რა.

- აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ჩვე­ნი თე­ატ­რის ახალ­გაზ­რდე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ასე ჩემს პირ­ველ პრე­მი­ე­რა­ზე (წლე­ბის წინ, ლილი იო­სე­ლი­ა­ნის სპექ­ტაკლში) არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. მოკ­ლედ, მთე­ლი წარ­მოდ­გე­ნის მსვლე­ლო­ბი­სას სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა, მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­ყუ­რე­ბე­ლიც გამ­ხა­დეს, კუ­ლი­სე­ბი­დან თვალს ვერ ვა­ცი­ლებ­დი. სას­წა­უ­ლი ემო­ცია იყო, მათ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს... ჩვენ­მა არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან. ნიშ­ნის მო­გე­ბით კი არა, ში­ნა­გა­ნი ძა­ლით, შე­საძ­ლებ­ლო­ბით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ვმუ­შა­ობ.

- ორ­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო დღე გქონ­დათ, - პრე­მი­ე­რა და თე­ატ­რის გახ­სნა...

- დიახ... ეს ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ვი­დან ჩვე­ნი სტუ­დი­ის "პრო­ტეს­ტი" მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, სტუ­დი­ის, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ თე­ატ­რად გარ­დავ­ქმე­ნით, რაც "არტ-ჰო­ლის" დი­რექ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დი­რექ­ტორს ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვილს იდეა გა­უჩ­ნდა, "არტ-ჰოლს" სა­კუ­თა­რი თე­ატ­რი ჰქო­ნო­და და ამით ძვე­ლი ტრა­დი­ცი­აც აღედ­გი­ნათ. ამი­ტომ, ამ საქ­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა მე და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. გა­დავ­წყვი­ტეთ, თე­ატ­რში მხო­ლოდ დი­ლე­ტან­ტე­ბით არ შე­მოვ­სა­ზღვრუ­ლი­ყა­ვით, სცე­ნა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც მოგ­ვეწ­ვია, რი­თაც პრაქ­ტი­კუ­ლად, ქუ­ჩი­დან აყ­ვა­ნილ ახალ­გაზ­რდებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ­ტის­ტე­ბის გვერ­დით და­ვა­ყე­ნებ­დით. მოკ­ლედ, ასე შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი და შე­იქ­მნა პა­ტა­რა დასი (თუმ­ცა ამ სპექ­ტაკლში ყვე­ლა არ­ტის­ტი არ თა­მა­შობ­და).

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დით, სცე­ნა­ზე მხო­ლოდ თქვენ და ზუ­რაბ ან­თე­ლა­ვა იყა­ვით...

- დიახ, ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი და­სის წევ­რია... ხომ იცით, მსა­ხი­ო­ბის­თვის სცე­ნა რას ნიშ­ნავს, მით უმე­ტეს, ცოტა რთუ­ლიც იყო მათ­თვის და ჩვენ­თვი­საც იმის შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გვაქვს (ხელ­ფასს ვგუ­ლის­ხმობ), მაგ­რამ ისე­თი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ჩვენს ახალ­გაზ­რდებს გა­მო­ად­გე­ბა. შემ­დეგ­ში აქ სხვე­ბიც მოვ­ლენ, სცე­ნის სიყ­ვა­რულს ეზი­ა­რე­ბი­ან, შევ­ძლებთ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა ცხოვ­რე­ბი­და­ნაც მო­ვაბ­რუ­ნოთ და ამით კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ. მოკ­ლედ, მსა­ხი­ო­ბე­ბი დაგ­ვთან­ხმდნენ და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში გვიდ­გა­ნან... სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი პრო­ექ­ტი აქამ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

27 სექ­ტემ­ბრის წარ­მოდ­გე­ნა მძი­მე თე­მას და დღეს მი­ე­ძღვნა, პი­ე­სა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით რთუ­ლია, ამას­თან, ჩვენს ახალ­გაზ­რდებს აფხა­ზე­თის ომის პე­რი­ო­დი არ გა­მო­უვ­ლი­ათ და თით­ქმის არა­ფე­რი იცოდ­ნენ ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ი­თა­ვი­სეს და გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნეს, რომ ერთი წუ­თი­თაც არ მიგ­რძვნია, რომ ეს ტკი­ვი­ლი არ სტკი­ო­დათ. შე­საძ­ლოა, ეს მძი­მე ემო­ცია მი­ვა­ნი­ჭეთ, მაგ­რამ თა­ო­ბებ­მა უნდა იცოდ­ნენ, სა­ი­დან არი­ან, სად არის მათი ფეს­ვე­ბი და სად გაგ­ვი­წყვი­ტეს ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე თვი­თონ გა­მო­ი­ტა­ნეს, რაც სა­ბო­ლო­ოდ გა­ერ­თი­ან­და... ეს ის არის, რაც სცე­ნა­ზე შევ­ძე­ლით და იქ­ნებ მარ­თლა გა­ვერ­თი­ან­დეთ! რაც მთა­ვა­რია, ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტკი­ვი­ლი არ არის, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღა­ცის თი­თის დაქ­ნე­ვით მოხ­და, რის გა­მოც გა­უ­ბე­დურ­დნენ ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი დე­დე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ოჯა­ხე­ბი... გვინ­და, რომ ყვე­ლა გონს მო­ე­გოს!

- რას გვე­ტყვით სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სორ­ზე?

- წარ­მოდ­გე­ნა 20 დღე­ში რე­ჟი­სორ­მა ვე­ფხო გორ­გო­ძემ დად­გა. უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია. ის ერთ-ერთ ახალ­გაზ­რდულ თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, სა­დაც მის ნა­მუ­შე­ვარს გრანპ­რი გა­და­ე­ცა. იქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ ჩვე­ნი და­სის რე­ჟი­სო­რიც გახ­და. იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს, რომ ასე­თი კარ­გი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნა შეძ­ლო.

- სპექ­ტაკლში ერთ-ერთ მსა­ხი­ობს აფხა­ზი გო­გო­ნას როლი აქვს და რო­მელ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სახე შექ­მნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თქვე­ნი შვი­ლია და აქ გა­სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ჯერ მხო­ლოდ 15 წლი­საა...

- ჩემი გო­გო­ნა ანი და­დი­ა­ნი 15 წლი­სა. რა შე­მიძ­ლია ვთქვა: სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ახლა და­ი­წყო. რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი უნა­რე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­ე­ცა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ეს­წრე­ბო­და ჩემს რე­პე­ტი­ცი­ებს, მას­თან ხან­და­ხან მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. ნი­ჭი­ე­რია და ვფიქ­რობ, მე­ტიც შე­უძ­ლია და დიდ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წევს, იმ­ხე­ლა ში­ნა­გა­ნი ძალა აქვს, ანუ ის ძალა და გა­ბე­დუ­ლე­ბა, რაც მსა­ხი­ობს მარ­თლა სჭირ­დე­ბა. ხომ ვამ­ბობს, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რად­გან ამ­დენ სა­ნერ­ვი­უ­ლოს, შვი­ლის დე­ბი­უ­ტიც და­ერ­თო.

რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა რომ და­ვი­წყეთ, გვინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი ისე და იმის მი­ხედ­ვით ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, საქ­მეს სჭირ­დე­ბო­და და არა ისე, ვინ ვისი შვი­ლია. ჩვენ­თან ყვე­ლა გოგო ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ იმის გამო, რომ ანა­ნოს მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, ამ რო­ლის­თვის სწო­რედ ის შე­ვარ­ჩი­ეთ. მუ­შა­ო­ბი­სას მივ­ხვდით, რომ არ შევ­მცდარ­ვართ. ყო­ველ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რა­ღაც ახა­ლი მოჰ­ქონ­და, - გრძნო­ბა, ემო­ცია. ასე რომ, თვი­თო­ნაც ემო­ცი­ის ქვეშ ვარ, ანა­ნო იყო ეს, თუ სხვა?

თქვენ­სა­ვით ბევ­რს არ სცოდ­ნია, რომ ჩემი შვი­ლია და სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ იყო უამ­რა­ვი გა­ო­ცე­ბუ­ლი სახე. გა­ო­ცე­ბა ორ­მაგ­დე­ბო­და, რო­დე­საც იგებ­დნენ, რომ ჯერ მხო­ლოდ 15 წლის არის...

მთე­ლი ბავ­შვო­ბა სცე­ნა­ზე გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ როლი არას­დროს მი­თა­მა­შია. მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი კი­თხვა და ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნო­ბა მი­წევ­და. ვა­ღი­ა­რებ, ამის ასაკ­ში ასე­თი ნი­ჭი­ე­რი არ ვყო­ფილ­ვარ.

- თქვენს უმ­ძი­მეს როლს რო­გორ აფა­სებთ?

- მე ქარ­თვე­ლი ტრა­გი­კულ დე­დას ვა­სა­ხი­ე­რებ... დედა, რო­მელ­საც აფხა­ზებ­მა შვი­ლი მო­უკ­ლეს... ყო­ვე­ლი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ ისე­თი რო­ლია, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი, ავად ვხდე­ბო­დი...

მოკ­ლედ, მა­ყუ­რე­ბელს სე­რი­ო­ზუ­ლი ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­და და მი­ხა­რია, რომ სპექ­ტაკლს წარ­მა­ტე­ბა მოჰ­ყვა, ასე­თი დასი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. დიახ, ვინც არ უნდა იყოს აქ მო­მა­ვალ­ში, კარ­გია, რომ მუ­შა­თა თე­ატ­რის ტრა­დი­ცია აღ­დგა და ასე გრძელ­დე­ბა, სა­დაც თა­ვის დრო­ზე ძა­ლე­ბი ქარ­თუ­ლი სცე­ნის კო­რი­ფე­ებს მო­უ­სინ­ჯავთ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ყოველი თამაშის შემდეგ ავად ვხდებოდი" - "კრიმხილდა" ტრაგიკული დედის როლში და "ჩცდ"-ს მსახიობები აღდგენილი თეატრის სცენაზე

"ყოველი თამაშის შემდეგ ავად ვხდებოდი" - "კრიმხილდა" ტრაგიკული დედის როლში და "ჩცდ"-ს მსახიობები აღდგენილი თეატრის სცენაზე

ადრე, "არტ-ჰოლის" შენობაში ნაძალადევის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ყოფილა, სადაც ქართული სცენის ვარსკვლავებს ძალები მოუსინჯავთ, მათ შორის, მედეა ჯაფარიძეს... 27 სექტემბერს ძველი ტრადიცია აღდგა და იქ ახალგაზრდული თეატრი "სივრცე" (სამხატვრო ხელმძღვანელი - კიაზო ჯობავა) გაიხსნა. პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს, სპექტაკლით "ჯვარცმული ბედნიერება" (პიესის ავტორი - ჯემალ მონიავა).

პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ახალბედა, მოყვარულმა მსახიობებმა მშვენიერი შედეგი აჩვენეს. დარბაზი სცენაზე წარმოდგენილი ტრაგედიის გამო ტიროდა...

დასის ხელმძღვანელი ნანა კუხალეიშვილია, მსახიობი ცნობილი სერიალიდან "ჩცდ" (კრიმხილდა). ამასთან, სპექტაკლში ქართველი დედის უმძიმესი როლი აქვს, რომელიც საკუთარ შვილს დასტირის.

ქალბატონი ნანა მსახიობებთან მეტყველებასა და სახეების შექმნაზე მუშაობს და "ამბები.გე"-საც სწორედ ის ესაუბრა.

- აღფრთოვანებული ვარ ჩვენი თეატრის ახალგაზრდების შესაძლებლობებით, ასე ჩემს პირველ პრემიერაზე (წლების წინ, ლილი იოსელიანის სპექტაკლში) არ მინერვიულია. მოკლედ, მთელი წარმოდგენის მსვლელობისას საშუალება არ მომეცა, მოვდუნებულიყავი. ჩემმა მოსწავლეებმა მაყურებელიც გამხადეს, კულისებიდან თვალს ვერ ვაცილებდი. სასწაული ემოცია იყო, მათ შეუძლებელი შეძლეს... ჩვენმა არაპროფესიონალმა მსახიობებმა დაამტკიცეს, რომ პროფესიონალებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ნიშნის მოგებით კი არა, შინაგანი ძალით, შესაძლებლობით. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ვმუშაობ.

- ორმაგად საპასუხისმგებლო დღე გქონდათ, - პრემიერა და თეატრის გახსნა...

- დიახ... ეს ახალგაზრდები თავიდან ჩვენი სტუდიის "პროტესტი" მოსწავლეები იყვნენ, სტუდიის, რომელიც საბოლოოდ თეატრად გარდავქმენით, რაც "არტ-ჰოლის" დირექციის დამსახურებაა. დირექტორს ნანა ბერძენიშვილს იდეა გაუჩნდა, "არტ-ჰოლს" საკუთარი თეატრი ჰქონოდა და ამით ძველი ტრადიციაც აღედგინათ. ამიტომ, ამ საქმის ორგანიზება მე და სამხატვრო ხელმძღვანელს შემოგვთავაზეს. გადავწყვიტეთ, თეატრში მხოლოდ დილეტანტებით არ შემოვსაზღვრულიყავით, სცენაზე პროფესიონალი მსახიობებიც მოგვეწვია, რითაც პრაქტიკულად, ქუჩიდან აყვანილ ახალგაზრდებს, პროფესიონალი არტისტების გვერდით დავაყენებდით. მოკლედ, ასე შემოგვიერთდნენ მსახიობები და შეიქმნა პატარა დასი (თუმცა ამ სპექტაკლში ყველა არტისტი არ თამაშობდა).

- პროფესიონალებიდან ახალგაზრდების გვერდით, სცენაზე მხოლოდ თქვენ და ზურაბ ანთელავა იყავით...

- დიახ, ბატონი ზურაბი, რომელიც ჩვენი დასის წევრია... ხომ იცით, მსახიობისთვის სცენა რას ნიშნავს, მით უმეტეს, ცოტა რთულიც იყო მათთვის და ჩვენთვისაც იმის შეთავაზება, რომ ჯერჯერობით არაფერი გვაქვს (ხელფასს ვგულისხმობ), მაგრამ ისეთი პროექტია, რომელიც მომავალში ჩვენს ახალგაზრდებს გამოადგება. შემდეგში აქ სხვებიც მოვლენ, სცენის სიყვარულს ეზიარებიან, შევძლებთ ადამიანები სხვა ცხოვრებიდანაც მოვაბრუნოთ და ამით კარგ საქმეს გავაკეთებთ. მოკლედ, მსახიობები დაგვთანხმდნენ და ყველანაირად გვერდში გვიდგანან... საქართველოში ასეთი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა.

27 სექტემბრის წარმოდგენა მძიმე თემას და დღეს მიეძღვნა, პიესა თავისი შინაარსით რთულია, ამასთან, ჩვენს ახალგაზრდებს აფხაზეთის ომის პერიოდი არ გამოუვლიათ და თითქმის არაფერი იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ყველაფერი ისე გაითავისეს და გულთან ახლოს მიიტანეს, რომ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია, რომ ეს ტკივილი არ სტკიოდათ. შესაძლოა, ეს მძიმე ემოცია მივანიჭეთ, მაგრამ თაობებმა უნდა იცოდნენ, საიდან არიან, სად არის მათი ფესვები და სად გაგვიწყვიტეს ჯაჭვი, რომელიც სცენაზე თვითონ გამოიტანეს, რაც საბოლოოდ გაერთიანდა... ეს ის არის, რაც სცენაზე შევძელით და იქნებ მართლა გავერთიანდეთ! რაც მთავარია, ეს მხოლოდ საქართველოს ტკივილი არ არის, ყველაფერი ვიღაცის თითის დაქნევით მოხდა, რის გამოც გაუბედურდნენ ქართველი და აფხაზი დედები, ქართველებისა და აფხაზების ოჯახები... გვინდა, რომ ყველა გონს მოეგოს!

- რას გვეტყვით სპექტაკლის რეჟისორზე?

- წარმოდგენა 20 დღეში რეჟისორმა ვეფხო გორგოძემ დადგა. უნიჭიერესი ადამიანია. ის ერთ-ერთ ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე აღმოვაჩინეთ, სადაც მის ნამუშევარს გრანპრი გადაეცა. იქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და საბოლოოდ ჩვენი დასის რეჟისორიც გახდა. იმდენად ღირსეული თვისებები აქვს, რომ ასეთი კარგი წარმოდგენის შექმნა შეძლო.

- სპექტაკლში ერთ-ერთ მსახიობს აფხაზი გოგონას როლი აქვს და რომელმაც შესანიშნავი სახე შექმნა. როგორც აღმოჩნდა, თქვენი შვილია და აქ გასაოცარი ის არის, რომ ჯერ მხოლოდ 15 წლისაა...

- ჩემი გოგონა ანი დადიანი 15 წლისა. რა შემიძლია ვთქვა: სამსახიობო კარიერა ახლა დაიწყო. როგორც ჩანს, გარკვეული უნარები გენეტიკურად გადმოეცა. პატარაობიდან ესწრებოდა ჩემს რეპეტიციებს, მასთან ხანდახან მიწევდა მუშაობა. ნიჭიერია და ვფიქრობ, მეტიც შეუძლია და დიდ წარმატებასაც მიაღწევს, იმხელა შინაგანი ძალა აქვს, ანუ ის ძალა და გაბედულება, რაც მსახიობს მართლა სჭირდება. ხომ ვამბობს, ძალიან ვინერვიულე, რადგან ამდენ სანერვიულოს, შვილის დებიუტიც დაერთო.

როლების განაწილება რომ დავიწყეთ, გვინდოდა, ყველაფერი ისე და იმის მიხედვით ყოფილიყო, როგორც საჭირო იყო, საქმეს სჭირდებოდა და არა ისე, ვინ ვისი შვილია. ჩვენთან ყველა გოგო ნიჭიერია, მაგრამ იმის გამო, რომ ანანოს მეტი გამოცდილება ჰქონდა, ამ როლისთვის სწორედ ის შევარჩიეთ. მუშაობისას მივხვდით, რომ არ შევმცდარვართ. ყოველ რეპეტიციაზე რაღაც ახალი მოჰქონდა, - გრძნობა, ემოცია. ასე რომ, თვითონაც ემოციის ქვეშ ვარ, ანანო იყო ეს, თუ სხვა?

თქვენსავით ბევრს არ სცოდნია, რომ ჩემი შვილია და სპექტაკლის შემდეგ იყო უამრავი გაოცებული სახე. გაოცება ორმაგდებოდა, როდესაც იგებდნენ, რომ ჯერ მხოლოდ 15 წლის არის...

მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე, მაგრამ როლი არასდროს მითამაშია. მხოლოდ მხატვრული კითხვა და ღონისძიების წამყვანობა მიწევდა. ვაღიარებ, ამის ასაკში ასეთი ნიჭიერი არ ვყოფილვარ.

- თქვენს უმძიმეს როლს როგორ აფასებთ?

- მე ქართველი ტრაგიკულ დედას ვასახიერებ... დედა, რომელსაც აფხაზებმა შვილი მოუკლეს... ყოველი რეპეტიციის შემდეგ ისეთი როლია, რომ ცუდად ვიყავი, ავად ვხდებოდი...

მოკლედ, მაყურებელს სერიოზული ემოციები ჰქონდა და მიხარია, რომ სპექტაკლს წარმატება მოჰყვა, ასეთი დასი ჩამოყალიბდა. დიახ, ვინც არ უნდა იყოს აქ მომავალში, კარგია, რომ მუშათა თეატრის ტრადიცია აღდგა და  ასე გრძელდება, სადაც თავის დროზე ძალები ქართული სცენის კორიფეებს მოუსინჯავთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი პიანისტი ფრანგული საიუველირო ბრენდ Cartier-ის ელჩი გახდა

X Factor-ის გამარჯვებულს, მომღერალ ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა