თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და რამდენიმე წუთში შეწყდა. სხდომაზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე მერობის კანდიდატები იმყოფებიან.
დაპირისპირება საკრებულოში თაბორის მთაზე მდებარე მიწების გასხვისების საკითხის განხილვამ გამოიწვია. სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს მისცემოდათ სხდომის ჩატარების საშუალება, "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას რეპლიკას მოყვა, რომ საკითხი მოუმზადებელია და ნაჩქარევად აქვთ სხდომაზე შემოტანილი. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის სურვილებს "აპრავებს". შესაბამისად, ხოშტარიას თქმით, სხდომის ჩატარების შესაძლებლობას ისინი არ მისცემდნენ.
ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია. სიტყვიერი დაპირისპირება სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გრძელდება.
გიორგი ალიბეგაშვილმა დაცვის სამსახურს მოუწოდა უზრუნველყოს სხდომაზე სიმშვიდე და მიეცეთ მათ მუშაობის გაგრძელების საშუალება.