კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ უკრიანას ლეტალური იარაღით მოამარაგებს? - "ამერიკა ამით რუსეთს აჩვენებს, რომ მზად არის საერთაშორისო წესრიგი დაიცვას"
აშშ უკრიანას ლეტალური იარაღით მოამარაგებს? - "ამერიკა ამით რუსეთს აჩვენებს, რომ მზად არის საერთაშორისო წესრიგი დაიცვას"

აშშ-ს კონ­გრე­სის ქვე­და პა­ლა­ტამ უკ­რა­ი­ნის ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლა და შე­საძ­ლოა, სა­კი­თხი და­დე­ბი­თად გა­და­წყვი­ტოს. აქამ­დე ვა­შინგტო­ნი კი­ევს მხო­ლოდ არა­ლე­ტა­ლურ შე­ი­ა­რა­ღე­ბას აწ­ვდი­და... ექ­სპერ­ტებ­სა და მი­მომ­ხილ­ვე­ლებს ვა­შინგტონ­ში ამ სა­კი­თხზე ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია არ გა­აჩ­ნი­ათ. ერთი მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს შე­ა­კა­ვებს გარ­კვე­ულ­წი­ლად, ხოლო მე­ო­რე­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ნა­ბი­ჯი მოს­კო­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს...

ამე­რი­კა­ში უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის ვა­ლე­რი ჩა­ლის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ძლი­ე­რი სიგ­ნა­ლი რუ­სე­თის­თვის, რა­მაც არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა უნდა შეც­ვა­ლოს... რას შეც­ვლის ეს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონტზე და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დეს - პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სის ტა­რას ჩორ­ნო­ვი­ლის თქმით, ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ ბა­რაქ ობა­მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­საც იყო, მა­შინ, რო­დე­საც რუ­სეთ­მა აგ­რე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ყი­რი­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გა და მისი ანექ­სია მო­ახ­დი­ნა, სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი გა­და­ის­რო­ლა დონ­ბას­ში...

"მა­შინ, ბა­რაქ ობა­მამ რუ­სე­თის მი­სა­მარ­თით გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუ რუ­სე­თი კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ას გა­და­წყვეტ­და, ამე­რი­კა შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ი­ღებ­და, ასე რომ, ახლა ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა აშშ-ს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვის­გან..." - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ობა­მა ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­მელ­საც სურ­და მისი ქვე­ყა­ნა არც ერთი კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე აღარ ყო­ფი­ლი­ყო.

"ობა­მა არ იყო ამის­თვის მზად, ეს მას­თან შეხ­ვედ­რებ­მა და კონ­სულ­ტა­ცი­ებ­მაც აჩ­ვე­ნა... 2014 წელს, ამე­რი­კა­ში უკ­რა­ი­ნის­თვის ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღის გა­და­ცე­მის სა­კი­თხი დაბ­ლო­კეს. ეს იყო ობა­მას პი­რა­დი პო­ზი­ცია..." - აცხა­დებს ჩორ­ნო­ვი­ლი.

ექ­სპერტთა კი­დევ ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნი­სა და რუ­სე­თი­სად­მი ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბა­ზე უნდა აი­სა­ხოს... სხვე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, რომ უკვე ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და ბრძო­ლის ველ­ზე სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვლე­ბა.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტმა ამ დრომ­დე 10,000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, ხოლო 1.5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლია.

ცოტა ხნის წინ, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი დონ­ბას­ში გა­ე­როს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის იდე­ით გა­მო­ვი­და, თუმ­ცა, და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, რუ­სე­თის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არაფ­რის მომ­ტა­ნია. მათი თქმით, მოს­კო­ვი შე­საძ­ლოა, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით, ცდი­ლობს, ამე­რი­კის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა აი­ცი­ლოს თა­ვი­დან და ამის­თვის წი­ნა­პი­რო­ბებს ქმნის, - მისი სურ­ვი­ლია, დონ­ბას­ში სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

ისე, რო­გორც აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გა­ა­კე­თა და ამ სვლით მათ­ზე კონ­ტრო­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ამავდრო­უ­ლად, კონ­ფლიქ­ტე­ბი გა­ყი­ნა და ვი­თა­რე­ბის მარ­თვა­საც ახერ­ხებს...

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი პო­ზი­ცია, - ამე­რი­კა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რუ­სეთს აჩ­ვე­ნებს, რომ ის მზად არის სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის და­იც­ვას, მა­შინ, რო­დე­საც აგ­რე­სო­რე­ბი მის შერ­ყე­ვას ცდი­ლო­ბენ. მათი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომში და­სავ­ლე­თის სუს­ტმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნე­იტ­რა­ლურ­მა პო­ზი­ცი­ამ რუ­სე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ წა­ა­ქე­ზა. "ამე­რი­კამ იგი­ვე შეც­დო­მა, უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში აღარ უნდა გა­ი­მე­როს" - მი­აჩ­ნი­ათ მათ.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რა­ზი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო­დან და ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი უკ­რა­ი­ნა­ში ჯონ ჰერბსტი მი­იჩ­ნევს, რომ პუ­ტინს, ევ­რო­პა­ში სა­ში­ში, რე­ვი­ზი­ო­ნის­ტუ­ლი კურ­სი აქვს აღე­ბუ­ლი. მას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ შექ­მნი­ლი, ცივი ომის დას­რუ­ლე­ბით გამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბის შეც­ვლა სურს.

"ის ღიად ამ­ბობს, რომ მას სურს გავ­ლე­ნის სფე­როს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, სურს ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის და­სუს­ტე­ბა. ამი­ტომ ვნა­ხეთ მისი ომი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი შეც­ვა­ლა, რო­მელ­ზეც და­სავ­ლე­თის პა­სუ­ხი სუს­ტი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის დონ­ბას­ში შე­იჭ­რა. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ომსა და დღეს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს შო­რის პირ­და­პი­რი კავ­ში­რია", - აცხა­დებს ჰერ­ბტ­სი.

და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის იდე­ის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი არის რუ­სე­თის შე­კა­ვე­ბა, რუ­სე­თი კი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ის­წავ­ლის ჭკუ­ას, თუ მას მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში შეჭ­რა ეკო­ნო­მი­კუ­რად და სამ­ხრედ­რო თვალ­საზ­რი­სით ძვი­რად და­უჯ­დე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

აშშ უკრიანას ლეტალური იარაღით მოამარაგებს? - "ამერიკა ამით რუსეთს აჩვენებს, რომ მზად არის საერთაშორისო წესრიგი დაიცვას"

აშშ უკრიანას ლეტალური იარაღით მოამარაგებს? - "ამერიკა ამით რუსეთს აჩვენებს, რომ მზად არის საერთაშორისო წესრიგი დაიცვას"

აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგების შესახებ იმსჯელა და შესაძლოა, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. აქამდე ვაშინგტონი კიევს მხოლოდ არალეტალურ შეიარაღებას აწვდიდა... ექსპერტებსა და მიმომხილველებს ვაშინგტონში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს შეაკავებს გარკვეულწილად, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვის პროვოცირებას გამოიწვევს...

ამერიკაში უკრაინის ელჩის ვალერი ჩალის განცხადებით, პირველ რიგში, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის, რამაც არსებული რეალობა უნდა შეცვალოს... რას შეცვლის ეს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე და როგორ შეიძლება სცენარი განვითარდეს - პოლიტიკური ანალიტიკოსის ტარას ჩორნოვილის თქმით, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროსაც იყო, მაშინ, როდესაც რუსეთმა აგრესიული ნაბიჯები ყირიმის მიმართულებით გადადგა და მისი ანექსია მოახდინა, სამხედრო შენაერთები გადაისროლა დონბასში...

"მაშინ, ბარაქ ობამამ რუსეთის მისამართით გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თუ რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას გადაწყვეტდა, ამერიკა შესაბამის ზომებს მიიღებდა, ასე რომ, ახლა ტრამპის განცხადება არაფრით განსხვავდება აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის მიმართვისგან..." - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ობამა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობისმოყვარე პრეზიდენტი იყო, რომელსაც სურდა მისი ქვეყანა არც ერთი კონფლიქტის მონაწილე აღარ ყოფილიყო.

"ობამა არ იყო ამისთვის მზად, ეს მასთან შეხვედრებმა და კონსულტაციებმაც აჩვენა... 2014 წელს, ამერიკაში უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის საკითხი დაბლოკეს. ეს იყო ობამას პირადი პოზიცია..." - აცხადებს ჩორნოვილი.

ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც რეგიონისა და რუსეთისადმი ამერიკის პოლიტიკის ცვლილებაზე უნდა აისახოს... სხვების თქმით, შესაძლოა, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია და ბრძოლის ველზე სიტუაცია არ შეიცვლება.

გაეროს მონაცემებით, უკრაინის კონფლიქტმა ამ დრომდე 10,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 1.5 მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილებულია.

ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინი დონბასში გაეროს დამკვირვებლების განთავსების იდეით გამოვიდა, თუმცა, დასავლელი ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის ეს ინიციატივა არაფრის მომტანია. მათი თქმით, მოსკოვი შესაძლოა, ამ ინიციატივით, ცდილობს, ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აიცილოს თავიდან და ამისთვის წინაპირობებს ქმნის, - მისი სურვილია, დონბასში სტაბილური ვითარება წარმოაჩინოს.

ისე, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გააკეთა და ამ სვლით მათზე კონტროლი შეინარჩუნა, ამავდროულად, კონფლიქტები გაყინა და ვითარების მართვასაც ახერხებს...

არსებობს კიდევ ერთი პოზიცია, - ამერიკა ამ გადაწყვეტილებით რუსეთს აჩვენებს, რომ ის მზად არის საერთაშორისო წესრიგის დაიცვას, მაშინ, როდესაც აგრესორები მის შერყევას ცდილობენ. მათი თქმით, საქართველო-რუსეთის ომში დასავლეთის სუსტმა, ფაქტობრივად, ნეიტრალურმა პოზიციამ რუსეთი აგრესიული ქმედებებისკენ წააქეზა. "ამერიკამ იგივე შეცდომა, უკრაინის შემთხვევაში აღარ უნდა გაიმეროს" - მიაჩნიათ მათ.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ევრაზიის ცენტრის დირექტორი ატლანტიკური საბჭოდან და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ პუტინს, ევროპაში საშიში, რევიზიონისტული კურსი აქვს აღებული. მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი, ცივი ომის დასრულებით გამტკიცებული საერთაშორისო პრინციპების შეცვლა სურს.

"ის ღიად ამბობს, რომ მას სურს გავლენის სფეროს შენარჩუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, სურს ნატოს და ევროკავშირის დასუსტება. ამიტომ ვნახეთ მისი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს საზღვრები შეცვალა, რომელზეც დასავლეთის პასუხი სუსტი იყო. მოგვიანებით, ის დონბასში შეიჭრა. ამიტომ საქართველოს ომსა და დღეს უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პირდაპირი კავშირია", - აცხადებს ჰერბტსი.

დასავლელი ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეის ამოსავალი წერტილი არის რუსეთის შეკავება, რუსეთი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ისწავლის ჭკუას, თუ მას მეზობელ ქვეყნებში შეჭრა ეკონომიკურად და სამხრედრო თვალსაზრისით ძვირად დაუჯდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე