26 სექტემბერს, თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავტომანქანა, რომელშიც 7 ადამიანი იჯდა, ხეს შეასკდა. ადგილზე დაიღუპა 4 ახალგაზრდა - ძმები: ტატო და დავით ხუნჯუები და მათი მეგობარი ასევე ძმები - სერგო და ლევან ლაშქარავები, მანქანაში მყოფმა კიდევ სამმა ახალგაზრდამ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს ოპერაციები ჩაუტარდათ, მათ გადარჩენას ექიმები დღემდე ცდილობენ, როგორც ამბობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ოთხივე ახალგაზრდა ერთ უბანში - კუკიაზე გაიზარდა, მათზე წარსულ დროში საუბარი ყველას უჭირს. როგორც გაირკვა, ხუნჯუების და ლაშქარავების დედები კუკიის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები და იმ საბედისწერო დღეს შვილები მათ საფლავზე მივიდნენ. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.
ქალბატონი მანანა გულიაშვილი ლაშქარავების მეზობელია, ის საშინლად განიცდის მომხდარს და kvirispalitra.ge-სთან საუბარში ბიჭებს იხსენებს:
"მთელი უბანი, მთელი სანაცნობო გლოვობს ამ ბიჭებს, იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ, რომ დაზაფრულები ვართ მომხდარით. გამორჩეული, საჯიშე ბიჭები აღარ არიან. სერგო 38 წლის იყო, ლევანი 37 - ის, მათ კიდევ ერთი უფროსი ძმა ჰყავთ, რომელიც რუსეთშია და იქ შეიტყო ეს საშინელი ამბავი. ლევანს 11 წლის შვილი დარჩა. საოცარი ძმობა ჰქონდათ ლაშქარავებს, სულ ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მამა ადრე გარდაეცვალათ და დედა და ბებია ზრდიდნენ. ფაქტობრივად, ბიჭები ბებიის გაზრდილები არიან, რადგან დედა სულ მუშაობდა. სამწუხაროდ, ბიჭების დედას სიმსივნე ჰქონდა და ერთი წელი არ არის, რაც გარდაიცვალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ უვლიდნენ შვილები დედას, ევლებოდნენ განაგრძეთ კითხვა