სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­მურ ფხა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 25 ათა­სამ­დე მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფხა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2 წლის წინ დათ­ვა­ლეს და მა­შინ 43 ათა­სი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ფხა­ლა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ახლა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"შარ­შან­წინ დავ­თვა­ლეთ პირ­ვე­ლად დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით და და­ახ­ლო­ე­ბით 43 ათა­სი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი და­ფიქ­სირ­და. ვა­პი­რებთ მო­მა­ვალ წელს ისევ დავ­თვა­ლოთ. ვფიქ­რობ, ახლა კლე­ბა იქ­ნე­ბა, რა­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ. ეს გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 ათას­ზე მეტი სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ის ოპე­რა­ცი­აა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში. ვუ­ზღუ­დავთ გამ­რავ­ლე­ბის უნარს, ვუ­კე­თებთ აც­რებს და ყურ­ზე ე.წ. ბირ­კას. თი­თო­ე­უ­ლი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც და­უბ­რუნ­დე­ბა ქუ­ჩას, კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და უსაფრ­თხოა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

ვფიქ­რობ, ძაღ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ახლა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში წინა ორ წელ­თან შე­და­რე­ბით, მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გი­დან და გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2017 წელს, 112-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, 19 351 გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და, რა­ზეც სა­ა­გენ­ტომ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

"ესე­ნია რო­გორც ძაღ­ლებ­ზე და კა­ტებ­ზე, ასე­ვე პი­რუ­ტყვთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ა.შ. რო­გორც იცით, სა­ა­გენ­ტოს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მი­ხედ­ვით რე­ა­გი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და და­ა­ჯა­რი­მოს ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სის დამ­რღვე­ვი პი­რე­ბი, ასე­ვე პი­რუ­ტყვთან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ რე­ა­გი­რე­ბა პი­რუ­ტყვის მოვ­ლის წე­სებ­ზე. სა­ა­გენ­ტოს ჰყავს სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პატ­რუ­ლი­რე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, სკვე­რებ­სა და პარ­კებ­ში. წელს 600-ზე მეტი ჯა­რი­მა და­ი­წე­რა ძაღ­ლე­ბის და კა­ტე­ბის მოვ­ლა პატ­რო­ნო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე, 250-მდე ჯა­რი­მაა და­წე­რი­ლი პი­რუტვის მოვ­ლის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის. ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მა 8 ლა­რი­დან 20 ლა­რამ­დეა. ხოლო პი­რუ­ტყვის მოვ­ლის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის სან­ქცია 20-50 ლარი. იმის მი­ხედ­ვით, სად არის პი­რუ­ტყვი. თუ ქუ­ჩა­შია ჯა­რი­მა 20 ლა­რია, თუ სკვერ­ში და ბაღ­შია - 50 ლარი. გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მა იზ­რდე­ბა. უფრო მე­ტად ჭარ­ბობს ძაღ­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი წე­სის დარ­ღვე­ვა. ეს ჯა­რი­მე­ბი, რა თქმა უნდა, ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის. ეს არის მუხ­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია არ შეც­ვლი­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში. 2015 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ა­გენ­ტო და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს წი­ნა­და­დე­ბე­ბი ამ სფე­როს სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში მო­საქ­ცე­ვად. მაგ­რამ ეს პარ­ლა­მენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა, პა­კე­ტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია, გა­დაგ­ზავ­ნი­ლი, თუმ­ცა გან­ხილ­ვა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა ფხა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცხო­ველ­თა ევ­თა­ნა­ზი­ას, მისი თქმით, მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს, მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში 2 ათას­ზე მეტი ძაღ­ლი და­ა­ძი­ნეს.

"მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში ცხო­ვე­ლე­ბის ევ­თა­ნა­ზია ცხო­ველ­თა მოვ­ლა -პატ­რო­ნო­ბის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა. იქ გა­წე­რი­ლია ამის სა­ფუძ­ვლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც ცხო­ვე­ლის და­ჭე­რის სა­ფუძ­ვლე­ბი. თუ ცხო­ვე­ლი არის აშ­კა­რად აგ­რე­სი­უ­ლი, საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბუ­ლია ისე­თი და­ა­ვა­დე­ბით, რომ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის­თვის ან სხვა ცხო­ვე­ლე­ბის­თვის, აქვს უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა, და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლია, ხან­დაზ­მუ­ლია და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვა­ძი­ნებთ. ევ­თა­ნა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, წელს ევ­თა­ნა­ზია 2 102 ძაღლს ჩა­უ­ტარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წე­სებს არ­ღვე­ვენ ევ­თა­ნა­ზი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ცალ­კე სა­ა­გენ­ტოს ნამ­დვი­ლად ვერ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ იმის გამო, რომ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­ვუ­ტა­როთ, რის გამო აკე­თე­ბენ ევ­თა­ნა­ზი­ას. ეს ხდე­ბა კომ­პლექ­სუ­რად, ვე­ტე­ქი­მის და კი­ნო­ლო­გის შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის შე­დე­გად. არ ხდე­ბა ერთი პი­რის მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი ვერ გვე­ყო­ლე­ბა. თუნ­დაც, ცხო­ვე­ლის და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, მი­სა­მარ­თზე გა­დის მო­რი­გე ჯგუ­ფი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს უნდა ძაღ­ლი და­ვი­ჭი­როთ, რამ­დე­ნი­მეს - არა. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­ე­დე­გით. თუ და­ჭე­რის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, და­ვი­ჭერთ წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, თუ არა­და, არ და­ვი­ჭერთ. ასე­ვეა ევ­თა­ნა­ზი­ა­ზეც. არა­ვის კაპ­რი­ზებ­სა და მი­თი­თე­ბებ­ზე არ დავ­დი­ვართ, ვმოქ­მე­დებთ წე­სის შე­სა­ბა­მი­სად", - გა­ნა­ცხა­და მან.

რო­გორც ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, თავ­შე­სა­ფარ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 ძაღ­ლის მო­სა­თავ­სე­ბე­ლი ად­გი­ლია. თუმ­ცა, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და თავ­შე­სა­ფარს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე, ვო­ლი­ე­რე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­თა მი­სა­ღე­ბი და­ე­მა­ტე­ბა.

"თავ­შე­სა­ფა­რი არ არის და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე. აქ შე­მო­დი­ან და გა­დი­ან ძაღ­ლე­ბი. ამ ბრუნ­ვა­ში, რა თქმა უნდა, ნულ­ზე ვერ და­ვიყ­ვანთ ვე­რა­სო­დეს და­ა­ვა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ეს არც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა. ვე­რა­ვინ და­მარ­წმუ­ნებს, რომ თავ­შე­სა­ფარ­ში და­ა­ვა­დე­ბა არ არის. თავ­შე­სა­ფარ­ში მეტ­წი­ლად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი შე­მო­დი­ან, რა თქმა უნდა, არის ჭი­რის და ენ­ტე­რი­ტის შემ­თხვე­ვე­ბი. ეპი­დე­მი­ას ამას ვერ და­ვარ­ქმევ­დი, თუმ­ცა, ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი და ეს გარ­და­უ­ვა­ლია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არც ისაა, რომ ჩვე­ნი თავ­შე­საფ­რი­დან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლი ქუ­ჩა­ში მოხ­ვდეს. თავ­შე­სა­ფარ­ში შეყ­ვა­ნი­სას, ყვე­ლა ძაღლს უტარ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა და შემ­დეგ თავ­სდე­ბა ვო­ლი­ერ­ში. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ძაღლს ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი ჰქონ­დეს თავ­შე­სა­ფარ­ში შეყ­ვა­ნი­სას და გაშ­ვე­ბის მერე გა­მო­აჩ­ნდეს ეს და­ა­ვა­დე­ბა, ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ. თუმ­ცა, ასე­თი ფაქ­ტე­ბი იმა­ზე ცო­ტაა, რაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის თავ­შე­საფ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­შია მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც სა­ა­გენ­ტოს აქვს, და­ფი­ნან­სე­ბა 10-ჯერ მე­ტიც რომ იყოს, საკ­მა­რი­სი მა­ინც არ იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე -სა­ა­გერ­ტოს 3 158 300 ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბი­დან, რა­ტომ და­ი­ხარ­ჯა მხო­ლოდ 232 762 ლარი ცხო­ველ­თა მოვ­ლა პატ­რო­ნო­ბა­ზე, ფხა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა: "სა­ა­გენ­ტოს რომ 3 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად და­ფი­ნან­სე­ბა 33 ან 103 მი­ლი­ო­ნიც რომ ჰქონ­დეს, მა­ინც იგი­ვე და­ი­ხარ­ჯე­ბა ხელ­ფა­სებ­ზე, რად­გან ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ებს სჭირ­დე­ბათ ანა­ზღა­უ­რე­ბა".

"მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი არის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს შვი­დი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ერთ-ერთი. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რი მთლი­ა­ნად სა­ა­გენ­ტოა. სა­ა­გენ­ტო­ში არის სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბიც: ოპე­რა­ტი­ულ-სა­მო­რი­გეო გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­შიც 112-ის მეშ­ვე­ო­ბით მეშ­ვე­ო­ბით შე­მო­დის ზა­რე­ბი და ხდე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბა, ასე­ვე, არის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­თა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე გა­დი­ან და ცხო­ველ­თა და­ჭე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, და­ჯა­რი­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ას­რუ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა და­ვა­ლე­ბებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი, მო­ქა­ლა­ქე­თა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის, აც­რე­ბის, და ა.შ. ინ­ფორ­მა­ცია ბა­ზებ­ში შეჰ­ყავთ და ატა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს სკო­ლებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით.

სა­ა­გენ­ტოს რომ 3 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად და­ფი­ნან­სე­ბა 33 ან 103 მი­ლი­ო­ნიც რომ ჰქონ­დეს, მა­ინც იგი­ვე და­ი­ხარ­ჯე­ბა ხელ­ფა­სებ­ზე, რად­გან ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ებს სჭირ­დე­ბათ ანა­ზღა­უ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თავ­შე­სა­ფარს, მხო­ლოდ წელს ბი­უ­ჯე­ტი­დან 534 ათას ლარ­ზე მე­ტია და­ხარ­ჯუ­ლი. ამა­ში შე­დის, რო­გორც პრე­პა­რა­ტე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ასე­ვე ცხო­ვე­ლე­ბის კვე­ბა, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბიც. ასე რომ, არ მგო­ნია, რო­მე­ლი­მე სამ­სა­ხურ­ში ადა­მი­ა­ნი ხელ­ფა­სის გა­რე­შე მუ­შა­ობ­დეს. ის თან­ხა, რა­საც თქვენ მი­სა­ხე­ლებთ, 232 762 ლარი, არის ძაღ­ლე­ბის კვე­ბის და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა. მაგ­რამ თავ­შე­სა­ფარს აქვს თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბი - კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ხარ­ჯი და ა.შ. მარ­ტო ძაღ­ლე­ბის კვე­ბის და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ფუნ­ქცია არ გაქვს", - გან­მარ­ტა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფხალაძემ განუცხადა, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 2 წლის წინ დათვალეს და მაშინ 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა, თუმცა ფხალაძე ვარაუდობს, რომ ახლა რაოდენობა განახევრებული იქნება.

"შარშანწინ დავთვალეთ პირველად დედაქალაქის მასშტაბით და დაახლოებით 43 ათასი მიუსაფარი ძაღლი დაფიქსირდა. ვაპირებთ მომავალ წელს ისევ დავთვალოთ. ვფიქრობ, ახლა კლება იქნება, რასაც აბსოლუტურად ჰუმანური მეთოდებით მივაღწიეთ. ეს გამოძახებების სტატისტიკაზეც აისახება. ბოლო ორი წლის განმავლობაში 10 ათასზე მეტი სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციაა ჩატარებული მუნიციპალურ თავშესაფარში. ვუზღუდავთ გამრავლების უნარს, ვუკეთებთ აცრებს და ყურზე ე.წ. ბირკას. თითოეული ძაღლი, რომელიც დაუბრუნდება ქუჩას, კონტროლირებადი და უსაფრთხოა მოსახლეობისთვის.

ვფიქრობ, ძაღლების რაოდენობა ახლა თბილისის ქუჩებში წინა ორ წელთან შედარებით, მონაცემების ანალიზის შედეგიდან და გამოძახებების სტატისტიკიდან გამომდინარე, განახევრებულია. თუმცა, ზუსტი რაოდენობის თქმა გამიჭირდება", - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, 112-ის საშუალებით, 19 351 გამოძახება დაფიქსირდა, რაზეც სააგენტომ რეაგირება მოახდინა.

"ესენია როგორც ძაღლებზე და კატებზე, ასევე პირუტყვთან დაკავშირებით გამოძახებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით და ა.შ. როგორც იცით, სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით რეაგირება განახორციელოს და დააჯარიმოს ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დამრღვევი პირები, ასევე პირუტყვთან დაკავშირებით გვაქვს მონიჭებული უფლებამოსილება, განვახორციელოთ რეაგირება პირუტყვის მოვლის წესებზე. სააგენტოს ჰყავს საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ დედაქალაქის ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში. წელს 600-ზე მეტი ჯარიმა დაიწერა ძაღლების და კატების მოვლა პატრონობის წესის დარღვევაზე, 250-მდე ჯარიმაა დაწერილი პირუტვის მოვლის წესის დარღვევისთვის. ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 8 ლარიდან 20 ლარამდეა. ხოლო პირუტყვის მოვლის წესის დარღვევისთვის სანქცია 20-50 ლარი. იმის მიხედვით, სად არის პირუტყვი. თუ ქუჩაშია ჯარიმა 20 ლარია, თუ სკვერში და ბაღშია - 50 ლარი. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება. უფრო მეტად ჭარბობს ძაღლების მოვლა-პატრონობი წესის დარღვევა. ეს ჯარიმები, რა თქმა უნდა, ადეკვატური არ არის. ეს არის მუხლი, რომელიც წლებია არ შეცვლილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 2015 წელს ჩამოყალიბდა სააგენტო და შემუშავებული გვაქვს წინადადებები ამ სფეროს სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. მაგრამ ეს პარლამენტის პრეროგატივაა, პაკეტი მომზადებულია, გადაგზავნილი, თუმცა განხილვა ჯერ არ დაწყებულა", - აღნიშნა ფხალაძემ.

რაც შეეხება ცხოველთა ევთანაზიას, მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მუნიციპალურ თავშესაფარში 2 ათასზე მეტი ძაღლი დააძინეს.

"მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების ევთანაზია ცხოველთა მოვლა -პატრონობის წესის შესაბამისად ხდება. იქ გაწერილია ამის საფუძვლები, ისევე, როგორც ცხოველის დაჭერის საფუძვლები. თუ ცხოველი არის აშკარად აგრესიული, საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, დაავადებულია ისეთი დაავადებით, რომ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის ან სხვა ცხოველებისთვის, აქვს უკურნებელი დაავადება, დაუძლურებულია, ხანდაზმულია და ა.შ. ამ შემთხვევაში ვაძინებთ. ევთანაზიების რაოდენობას რაც შეეხება, წელს ევთანაზია 2 102 ძაღლს ჩაუტარდა.

რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააგენტოს თანამშრომლები წესებს არღვევენ ევთანაზიის განხორციელებისას, ცალკე სააგენტოს ნამდვილად ვერ ჩამოვაყალიბებთ იმის გამო, რომ ჩვენს თანამშრომლებს მონიტორინგი ჩავუტაროთ, რის გამო აკეთებენ ევთანაზიას. ეს ხდება კომპლექსურად, ვეტექიმის და კინოლოგის შესაბამისი დასკვნის შედეგად. არ ხდება ერთი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღება.

ყველა კმაყოფილი ვერ გვეყოლება. თუნდაც, ცხოველის დაჭერასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მაგალითად, მისამართზე გადის მორიგე ჯგუფი, სადაც რამდენიმე ადამიანს უნდა ძაღლი დავიჭიროთ, რამდენიმეს - არა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება ჩვენი მუშაობის შეედეგით. თუ დაჭერის საფუძველი არსებობს, დავიჭერთ წესის შესაბამისად, თუ არადა, არ დავიჭერთ. ასევეა ევთანაზიაზეც. არავის კაპრიზებსა და მითითებებზე არ დავდივართ, ვმოქმედებთ წესის შესაბამისად", - განაცხადა მან.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, თავშესაფარში, დაახლოებით, 200 ძაღლის მოსათავსებელი ადგილია. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს მშენებლობები და თავშესაფარს საკარანტინო სივრცე, ვოლიერები, მოქალაქეთა მისაღები დაემატება.

"თავშესაფარი არ არის დახურული სივრცე. აქ შემოდიან და გადიან ძაღლები. ამ ბრუნვაში, რა თქმა უნდა, ნულზე ვერ დავიყვანთ ვერასოდეს დაავადების რაოდენობას, ეს არც მსოფლიოში ხდება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ თავშესაფარში დაავადება არ არის. თავშესაფარში მეტწილად დაავადებული და აგრესიული ძაღლები შემოდიან, რა თქმა უნდა, არის ჭირის და ენტერიტის შემთხვევები. ეპიდემიას ამას ვერ დავარქმევდი, თუმცა, ფიქსირდება შემთხვევები და ეს გარდაუვალია. გამორიცხული არც ისაა, რომ ჩვენი თავშესაფრიდან დაავადებული ძაღლი ქუჩაში მოხვდეს. თავშესაფარში შეყვანისას, ყველა ძაღლს უტარდება ლაბორატორიული კვლევა და შემდეგ თავსდება ვოლიერში. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ძაღლს ინკუბაციის პერიოდი ჰქონდეს თავშესაფარში შეყვანისას და გაშვების მერე გამოაჩნდეს ეს დაავადება, ამას არ გამოვრიცხავ. თუმცა, ასეთი ფაქტები იმაზე ცოტაა, რაც სხვადასხვა ქვეყნების თავშესაფრების მუშაობის პროცესშია მიღებული", - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე განცხადებით, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც სააგენტოს აქვს, დაფინანსება 10-ჯერ მეტიც რომ იყოს, საკმარისი მაინც არ იქნება.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე -სააგერტოს 3 158 300 ლარის დაფინანსებიდან, რატომ დაიხარჯა მხოლოდ 232 762 ლარი ცხოველთა მოვლა პატრონობაზე, ფხალაძემ აღნიშნა: "სააგენტოს რომ 3 მილიონის ნაცვლად დაფინანსება 33 ან 103 მილიონიც რომ ჰქონდეს, მაინც იგივე დაიხარჯება ხელფასებზე, რადგან ამ თანამშრომლეებს სჭირდებათ ანაზღაურება".

"მუნიციპალური თავშესაფარი არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შვიდი განყოფილებიდან ერთ-ერთი. ბევრს ჰგონია, რომ ცხოველთა თავშესაფარი მთლიანად სააგენტოა. სააგენტოში არის სხვა განყოფილებებიც: ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილება, რომელშიც 112-ის მეშვეობით მეშვეობით შემოდის ზარები და ხდება განაწილება, ასევე, არის ოპერატიული რეაგირების განყოფილება, რომელთა თანამშრომლებიც ადგილზე გადიან და ცხოველთა დაჭერიდან დაწყებული, დაჯარიმებით დამთავრებული ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ყველა მონაცემი, მოქალაქეთა მიმართვიანობის, აცრების, და ა.შ. ინფორმაცია ბაზებში შეჰყავთ და ატარებენ გაკვეთილებს სკოლებში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.

სააგენტოს რომ 3 მილიონის ნაცვლად დაფინანსება 33 ან 103 მილიონიც რომ ჰქონდეს, მაინც იგივე დაიხარჯება ხელფასებზე, რადგან ამ თანამშრომლეებს სჭირდებათ ანაზღაურება.

რაც შეეხება თავშესაფარს, მხოლოდ წელს ბიუჯეტიდან 534 ათას ლარზე მეტია დახარჯული. ამაში შედის, როგორც პრეპარატები და მედიკამენტები, ასევე ცხოველების კვება, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება და კომუნალური გადასახადებიც. ასე რომ, არ მგონია, რომელიმე სამსახურში ადამიანი ხელფასის გარეშე მუშაობდეს. ის თანხა, რასაც თქვენ მისახელებთ, 232 762 ლარი, არის ძაღლების კვების და ვეტერინარული მომსახურების თანხა. მაგრამ თავშესაფარს აქვს თავისი ხარჯები - კომუნალური გადასახადები, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება, აღჭურვილობის ხარჯი და ა.შ. მარტო ძაღლების კვების და ვეტერინარული ფუნქცია არ გაქვს", - განმარტა მან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი