დედამიწაზე დღეს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია. Spaceweather.com-ის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ დედამიწა მზის ქარიშხლის უძლიერეს ნაკადში მოხვდა.
სპეციალისტების ინფორმაციით, მაგნიტური ქარიშხლის დონე G2 კატეგორიას უტოლდება. ოკეანური და ატმოსფერული ეროვნული სამმართველოს ცნობით, 60-80%-ის ალბათობით, მაგნიტური ქარიშხალი უახლოესი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
13-14 სექტემბერს, მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, ბოლო 20 წლის განმავლობაში დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა.