შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობა შეადგენს 1053-ს.
AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორია ბოლო წლებში საქართველოში დაკარგულ პირთა სტატისტიკა, რა არის უგზო-უკვლოდ დაკარგვის მიზეზი და ყველაზე ხშირად რომელ რეგიონებში იკარგებიან ადამიანები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება პირი, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდა დაუდგენელი მიზეზების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები წარმოებს განცხადების საფუძველზე, გაუჩინარების ადგილის მიხედვით, შსს-ს შესაბამისი დანაყოფის მიერ, ან გადაიგზავნება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2012-2017 წლებში უგზო-უკვლოდ 1053 ადამიანი დაიკარგა. მათგან 350 - ქალია, 703- მამაკაცი. არასრულწლოვან დაკარგულ პირთა რაოდენობა შეადგენს 128-ს. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის 25-44 წლამდე ასაკის ადამიანები ჭარბობენ.
აღნიშნულ პერიოდში 749 ადამიანის პოვნა მოხერხდა, აქედან 280 - ქალი, 469 კი მამაკაცია. ზემოხსენებულ პერიოდში არასრულწლოვან მოძებნილ პირთა რაოდენობა შეადგენს 113-ს. აქედან 48 - გოგონა, 65 - ბიჭი.
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით პირთა უგზო-უკვლოდ დაკარგვის ძირითადი გარემოებები ასეთია:
თბილისის მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 347 პირი, აქედან იპოვეს 261, იძებნება 86.
ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 119 პირი, მოიძებნა 90
კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 68 ადამიანზე, მოიძებნა 46 პირი
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 83 პირი, მოძებნეს 43
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 20, მოიძებნა 16
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 14 პირი, მოიძებნა 12
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 23, მოიძებნა 16 პირი
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველო - აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 192-ზე, მოიძებნა 136
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 116 პირი, მოიძებნა 88 ადამიანი
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE