კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ყურძნის წიპწას ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, ქიმიოთერაპიის ეფექტის გაუმჯობესება შეუძლია, ამავე დროს, მცირდება გვერდითი მოვლენებიც. ყველაფრის მიზეზი ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობაა - წიპწაში ანტიოქსიდანტების გარდა, ბევრი ტანინი და პოლიფენოლია, რომელთაც ანტიანთებითი და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აღენიშნებათ. მეცნიერები, წვრილი ნაწლავების ანთებისა და დაზიანების დონის შემცირების მიზნით, წიპწების ყურძენთან ერთად მიღებას გვირჩევენ.