პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლეები საკლასო ოთახის რემონტის ფულს აგროვებენ? - მშობლის და სკოლის ადმინისტრაციის კომენტარი
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლეები საკლასო ოთახის რემონტის ფულს აგროვებენ? - მშობლის და სკოლის ადმინისტრაციის კომენტარი

პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლის მშობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­ებს ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის რე­მონ­ტის­თვი­საც უწევთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა არ ისურ­ვა იმ მი­ზე­ზით, რომ "შვი­ლი არ გა­მო­უგ­დონ სკო­ლი­დან". მშობ­ლის თქმით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის შემ­დეგ კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა მათ ჯამ­ში 250 ლა­რის მი­ტა­ნა მოს­თხო­ვა, რაც მოს­წავ­ლე­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ათი ლარი გა­მო­ვი­და.

მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, თან­ხა შე­აგ­რო­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სკო­ლა­ში სხვა საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის რე­მონ­ტის­თვის ფული მოს­წავ­ლე­ებს არ შე­უგ­რო­ვე­ბი­ათ და კლა­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბით გა­რე­მონტდა.

პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის ფაქტს გა­მო­რი­ცხა­ვენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დი­რექ­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ქეთი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სკო­ლა­ში თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის აკ­რძა­ლუ­ლია და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი არ ხდე­ბა.

"სკო­ლა­ში რე­მონ­ტი ნამ­დვი­ლად კეთ­დე­ბა, ყო­ველ ზა­ფხულს ვა­ლა­მა­ზებთ და ვა­თეთ­რებთ სკო­ლას, რაც გა­მო­საც­ვლე­ლია იმას ვცვლით.

ჩვენ სკო­ლის მას­შტა­ბით ყველ­გან გა­მოკ­რუ­ლი გვაქვს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის არის აკ­რძა­ლუ­ლი. ასე­თი რა­ღაც სკო­ლა­ში არ ხდე­ბა. რო­დე­საც წლის და­სა­წყის­ში კრე­ბა ტარ­დე­ბა, მო­ად­გი­ლე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შევ­დი­ვართ კლა­სებ­ში და მშობ­ლებს ვაც­ნობთ, რომ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის გა­მო­რი­ცხუ­ლია. სკო­ლა­ში თან­ხა არ გროვ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქეთი მი­ქა­ნა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­შიც აკე­თე­ბენ კო­მენ­ტარს. სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ის­წავ­ლის. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტეს, ამ­გვარ სა­კი­თხებ­ზე სკო­ლებ­ში ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა ჯერ­ზე რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი­ვე თქმით, მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ სკო­ლებ­ში თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბის ფაქტს შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი მო­იკ­ვლევს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სან­ზო­ნა­ში, ღრმა­ღე­ლის მეტ­როს­თან მდე­ბა­რე ახალ­გა­რე­მონ­ტე­ბულ 32-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჟა­ლუ­ზე­ბის შე­ძე­ნა მშობ­ლებს და­ე­ვა­ლათ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟა­ლუ­ზე­ბის შე­სა­ძე­ნად თან­ხის აგ­რო­ვე­ბის სა­კი­თხზე ყვე­ლა კლას­ში მშო­ბელ­თა კრე­ბა ჩა­ტარ­და.

წა­ი­კი­თხეთ: პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი - "თუკი ვინ­მემ თვით­ნე­ბუ­რად ასე­თი რამ გა­ა­კე­თა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლეები საკლასო ოთახის რემონტის ფულს აგროვებენ? - მშობლის და სკოლის ადმინისტრაციის კომენტარი

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლეები საკლასო ოთახის რემონტის ფულს აგროვებენ? - მშობლის და სკოლის ადმინისტრაციის კომენტარი

პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, მოსწავლეებს ფულის შეგროვება საკლასო ოთახების რემონტისთვისაც უწევთ.

აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა იმ მიზეზით, რომ "შვილი არ გამოუგდონ სკოლიდან". მშობლის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კლასის დამრიგებელმა მათ ჯამში 250 ლარის მიტანა მოსთხოვა, რაც მოსწავლეზე დაახლოებით ათი ლარი გამოვიდა.

მშობლის განცხადებით, თანხა შეაგროვეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლაში სხვა საკლასო ოთახების რემონტისთვის ფული მოსწავლეებს არ შეუგროვებიათ და კლასები სახელმწიფო სახსრებით გარემონტდა.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში თანხის შეგროვების ფაქტს გამორიცხავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დირექტორის პირველმა მოადგილემ ქეთი მიქანაძემ განუცხადა, სკოლაში თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისათვის აკრძალულია და მსგავსი შემთხვევები არ ხდება.

"სკოლაში რემონტი ნამდვილად კეთდება, ყოველ ზაფხულს ვალამაზებთ და ვათეთრებთ სკოლას, რაც გამოსაცვლელია იმას ვცვლით.

ჩვენ სკოლის მასშტაბით ყველგან გამოკრული გვაქვს განცხადებები, რომ თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისთვის არის აკრძალული. ასეთი რაღაც სკოლაში არ ხდება. როდესაც წლის დასაწყისში კრება ტარდება, მოადგილეები აუცილებლად შევდივართ კლასებში და მშობლებს ვაცნობთ, რომ თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისათვის გამორიცხულია. სკოლაში თანხა არ გროვდება", - განაცხადა ქეთი მიქანაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროშიც აკეთებენ კომენტარს. სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაციას შეისწავლის. როგორც სამინისტროში განმარტეს, ამგვარ საკითხებზე სკოლებში ფულის შეგროვება კატეგორიულად დაუშვებელია და განათლების სამინისტრო ყველა ჯერზე რეაგირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, მათივე თქმით, მოსწავლეების მიერ სკოლებში თანხების შეგროვების ფაქტს შიდა აუდიტის სამსახური მოიკვლევს.

შეგახსენებთ, რომ სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.

წაიკითხეთ: პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი - "თუკი ვინმემ თვითნებურად ასეთი რამ გააკეთა, აუცილებლად დაისჯება"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი