პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის იყენებს საპატრიარქო გასროლილ ჰილზებს, რომელიც მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა
რისთვის იყენებს საპატრიარქო გასროლილ ჰილზებს, რომელიც მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა

პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი დე­კა­ნო­ზი მამა მი­ქა­ე­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, პრე­მი­ე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს 5000 კი­ლოგ­რა­მი გას­რო­ლი­ლი თითბ­რის ჰილ­ზე­ბი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, გას­რო­ლი­ლი თითბ­რის ჰილ­ზე­ბის გა­და­სა­ცე­მად სა­პატ­რი­არ­ქოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავს. დე­კა­ნო­ზის თქმით, რო­გორც მის­თვის არის ცნო­ბი­ლი, აღ­ნიშ­ნულს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ კრძა­ლავს. 5 ტონა გას­რო­ლი­ლი თითბ­რის ჰილ­ზე­ბი მა­ხ­ა­თას მთა­ზე მშე­ნე­ბა­რე ტაძ­რის­თვის მე­ო­რედ ითხო­ვეს. პირ­ველ ჯერ­ზე გა­და­მუშ­ვე­ბის შემ­დეგ ტაძ­რის გუმ­ბა­თის ჯვა­რი ჩა­მო­ის­ხა.

"ასე­თი პრაქ­ტი­კა სხვა დრო­საც გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია, რო­დე­საც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მიგ­ვი­მარ­თავს თხოვ­ნით, გა­ნას­რო­ლი ჰილ­ზე­ბის გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე. გას­რო­ლილ ჰილ­ზებს სა­პატ­რი­არ­ქო შემ­დეგ ჯვრის, ზა­რე­ბის, ტაძ­რის კა­რის შან­დლე­ბი­სა და სხვა სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნებს.

მე მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვარ­კე­თილ­ში, წმინ­და ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი შენ­დე­ბო­და, სა­მა­ჩაბ­ლოს ომში და­ღუ­პუ­ლი ვახ­ტანგ გზი­რიშ­ვი­ლის დედა, მა­რი­ნა გზი­რიშ­ვი­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აქ­ტი­უ­რობ­და. მა­თაც რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვე­ცით ეს მა­სა­ლე­ბი. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო თა­ვად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ ტაძ­რის კე­თილ­მო­წყო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ეს მე­ო­რა­დი პრო­დუქ­ტი. ეს პრაქ­ტი­კა მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და და რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ამას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ კრძა­ლავს", - გა­ნა­ცხა­და მამა მი­ქა­ელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რისთვის იყენებს საპატრიარქო გასროლილ ჰილზებს, რომელიც მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა

რისთვის იყენებს საპატრიარქო გასროლილ ჰილზებს, რომელიც მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მამა მიქაელი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ, პრემიერის განკარგულებით საპატრიარქოს 5000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები უსასყიდლოდ გადასცა.

როგორც პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, გასროლილი თითბრის ჰილზების გადასაცემად საპატრიარქოს თავდაცვის სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს. დეკანოზის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, აღნიშნულს კანონმდებლობა არ კრძალავს. 5 ტონა გასროლილი თითბრის ჰილზები მახათას მთაზე მშენებარე ტაძრისთვის მეორედ ითხოვეს. პირველ ჯერზე გადამუშვების შემდეგ ტაძრის გუმბათის ჯვარი ჩამოისხა.

"ასეთი პრაქტიკა სხვა დროსაც გამოგვიყენებია, როდესაც თავდაცვის სამინისტროსთვის მიგვიმართავს თხოვნით, განასროლი ჰილზების გადმოცემის თაობაზე. გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო შემდეგ ჯვრის, ზარების, ტაძრის კარის შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს.

მე მახსენდება შემთხვევა, როდესაც ვარკეთილში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდებოდა, სამაჩაბლოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი ტაძრის მშენებლობაზე აქტიურობდა. მათაც რამდენჯერმე გადავეცით ეს მასალები. თავდაცვის სამინისტრო თავად იყო დაინტერესებული ამ ტაძრის კეთილმოწყობაში გამოყენებული ყოფილიყო ეს მეორადი პროდუქტი. ეს პრაქტიკა მანამდეც არსებობდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას კანონმდებლობა არ კრძალავს", - განაცხადა მამა მიქაელმა.

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები