მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიაში იკვლევს, რისგან შედგება ადამიანი და სამყარო
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიაში იკვლევს, რისგან შედგება ადამიანი და სამყარო

26 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ანა ყა­ლი­ჩა­ვა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს. პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ანა ჰო­ლან­დი­ა­ში, დელფ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცესს - უჯრე­დე­ბის გა­ყო­ფის ციკლს შე­ის­წავ­ლის.

AMBEBI.GE ანა ყა­ლი­ჩა­ვას მისი ცხოვ­რე­ბის, მიზ­ნე­ბის, მიღ­წე­ვე­ბი­სა და გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

- გვი­ამ­ბეთ თქვენ შე­სა­ხებ, რას საქ­მი­ა­ნობ­დით თბი­ლის­ში და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მეც­ნი­ე­რი გა­მო­სუ­ლი­ყა­ვით?

- რთუ­ლია აირ­ჩიო ათ­ვლის წერ­ტი­ლი დრო­ში და მოყ­ვე სა­კუ­თარ თავ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე, თუ სა­ი­დან და­ი­წყე.... როცა იზ­რდე­ბი, შემ­დგომ ხვდე­ბი ყვე­ლა დე­ტა­ლი­სა თუ მოვ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას შენი მეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მოვ­ყოფ­დი კო­მა­რო­ვის სკო­ლის პე­რი­ოდს, როცა მრავ­ლად იყო: ოლიმ­პი­ა­დე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, კონ­კურ­სე­ბი და ჩარ­ჩო­ებს მიღ­მა ინო­ვა­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა ყა­ლიბ­დე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი სას­ტარ­ტო პა­კე­ტი კო­მა­როვ­მა შექ­მნა. შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

თა­ვი­დან თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი უფრო მი­ზი­დავ­და. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ბოლო კურ­სზე შვე­ცი­ა­რი­ა­ში, ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი გა­ვი­გე, რომ დე­დას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კვლე­ვა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე. დე­და­ჩე­მის იმუ­ნო­ჰის­ტო­ქი­მი­ურ ანა­ლი­ზებ­ში თვალ­ში სა­ცე­მი იყო ცილა - HER2. ზოგი ექი­მი ამ ცი­ლის და­დე­ბი­თო­ბას გვი­ლო­ცავ­და. მე კი ვე­რა­ფერს ვი­გებ­დი გარ­და ერ­თი­სა - დე­და­ჩემს სიმ­სივ­ნე ქონ­და...

გა­მიჩ­ნდა კი­თხვე­ბი, თუ რის­გან შევ­დგე­ბო­დით, რა მარ­თავ­და ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის ფორ­მას? რის­გან შედ­გე­ბო­და სამ­ყა­რო და ვინ ვი­ყა­ვით ამ სამ­ყა­რო­ში ჩვენ? ამ კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ, ფი­ზი­კა აღარ იყო საკ­მა­რი­სი, და­ვი­წყე ბი­ო­ლო­გი­ის, ბი­ო­ქი­მი­ის სწავ­ლა. მინ­დო­და უფრო ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­მე­გო და შე­მესწვა­ლა უჯრე­დე­ბი, ცი­ლე­ბი, დნმ, მათი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, მუ­ტა­ცი­ე­ბი და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.

- რო­გორ გა­ემ­გზავ­რეთ სა­ზღვა­გა­რეთ და ახლა რა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ?

- ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხელ­მძღვა­ნელ­მა აშშ-ში პრაქ­ტი­კის გავ­ლა შე­მომ­თა­ვა­ზა. იქ სხვა­დას­ხვა ბი­ო­ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დე­ბით ცი­ლე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბას ვსწა­ლობ­დი. შემ­დგომ იყო მა­გის­ტრა­ტუ­რა ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც პირ­ველ­მა უჯრე­დე­ბი­დან ნე­ი­რო­ნუ­ლი ცილა (CNTNAP2) გა­მოვ­ყა­ვი და შე­ვის­წავ­ლე. სა­მა­გის­ტრო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით ბერკლის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, და მათ­თან ერ­თა­დაც სტა­ტია გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. მა­გის­ტრა­ტუ­რის შემ­დგომ ვმუ­შა­ობ­დი გერ­მა­ნი­ა­ში, მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტში მე­ქა­ნო­ბი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პა­რა­ლე­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. მქონ­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ დელფ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჰო­ლან­დია ავარ­ჩიე.

პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობ, ვფიქ­რობ, რომ სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ოც­რად დახ­ვე­წილ პრო­ცესს - უჯრე­დე­ბის გა­ყო­ფის ციკ­ლის (Cell Cycle) შე­ის­წავ­ლის. უჯრე­დის გა­ყო­ფა სხვა­დას­ხვა ფა­ზე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­აა, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა დნმ-ის კონ­დენ­სა­ცია, გა­ორ­მა­გე­ბა და შვი­ლო­ბილ უჯრე­დებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბა. დნმ კო­დი­რე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ემ­ბრი­ო­გე­ნე­ზის, გან­ვი­თა­რე­ბის, ზრდის მე­ტა­ბო­ლიზ­მის და რეპ­რო­დუქ­ცი­ის პრო­ცე­სებს. მე ვსწავ­ლობ, თუ რო­გორ ხდე­ბა ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა შვი­ლო­ბილ უჯრე­დებ­ში გა­და­წე­რის­თვის, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რო­მე­ლი ცი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და მარ­თა­ვენ ამ პრო­ცე­სებს. ძი­რი­თა­დად ვმუ­შა­ობ ერთი მო­ლე­კუ­ლის დო­ნე­ზე, სა­დაც დნმ-ის მაგ­ნი­ტურ ველ­ში კონ­დენ­სა­ცი­ას ვაკ­ვირ­დე­ბი, მაგ­ნე­ტი­კუ­რი პინ­ცე­ტე­ბით და ფლუ­ო­რეს­ცენ­სუ­ლი მიკ­როს­კო­პით.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ თქვენს ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად?

- ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მი­ვიჩ­ნევ ქეის დე­კე­რის (2017 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წარ­დგე­ნილ - Dr. Cees Dekker) ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მოხ­ვედ­რას. დღეს ვმუ­შა­ობ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო თუ არა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც გას­ხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­რე­მო სა­ოც­რად ამ­ბი­ცი­უ­რია და იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს. ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტის გარ­და, ვმუ­შა­ობ სა­მეც­ნი­ე­რო სტარ­ტაპ­ზე, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის გა­მოხ­დის ახალ მე­თოდს გვთა­ვა­ზობს.

- მეც­ნი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რითი ხართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი? რა არის თქვე­ნი ჰობი?

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძი­რი­თად ინ­ტე­რე­სად და ჰო­ბად მეც­ნი­ე­რე­ბას და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის თე­ო­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი, შემ­დგომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რე­ა­ლი­ზე­ბა, აწყო­ბა, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა, გა­ზომ­ვე­ბი, მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა, ბო­ლოს კი შე­დე­გე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცია. რა­ღა­ცით უჯრე­დულ ციკლს ჰგავს, თუ რო­მე­ლი­მე ფაზა და­ირ­ღვე­ვა, შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა - არას­წო­რი. ჩემ­თვის ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი იმ კორ­პუს­კუ­ლა­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შეს­წავ­ლაა, რომ­ლე­ბის­გა­ნაც ჩვენ თვი­თონ შევ­დგე­ბით და ვარ­სე­ბობთ.

მეც­ნი­ე­რე­ბის შემ­დგომ ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მოვ­ყოფ­დი მო­ტოს. მო­ტოს ტა­რე­ბა რა­ღა­ცით ში­ნა­გა­ნი მეს გა­რეთ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ჰგავს. თით­ქოს ად­გი­ლებს ცვლით და ეს ის მო­მენ­ტია, როცა სრუ­ლე­ბით მიყ­ვე­ბი შენს ში­ნა­გან ხმას, ფიქ­რებს, სურ­ვი­ლებს. რა­ღა­ცით რე­ა­ლო­ბის და პა­რა­რე­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბის გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი ხდე­ბი და სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით იწყებ მოძ­რა­ო­ბას. თა­ვი­სე­ბუ­რი რი­ტუ­ა­ლია, იც­ვამ ქურ­თუკს, იკ­რავ ჩა­ფხუტს, ხელ­თათ­მა­ნებს, პირ­ვე­ლი ჩა­მო­ქაჩ­ვა გა­ზის, მო­ტოს ფე­ხე­ბით გა­გო­რე­ბა, გო­ნე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რი გავ­ლე­ბუ­ლი გაქვს, სრუ­ლი გაზი და გრძნობ შენს უჯრე­დებ­ში რო­გორ კონ­დენ­სირ­დე­ბა დნმ.

მერე მო­დის ფრე­ნა... ფი­ზი­კუ­რი თუ გო­ნებ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა რო­მელ­საც სამ­ყა­რო­ში სხვა ვე­რა­ფე­რი ჩა­გი­ნაც­ვლებს. მრა­ვალ გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რი, ტრა­სა­ზე, რო­გორც ჭად­რა­კის თა­მაშ­ში, წი­ნას­წარ თვლი სხვე­ბის სვლებს... ეს არის მო­მენ­ტი როცა ხვდე­ბი, რომ სამ­ყა­რო შენი ნა­წი­ლია... სოლო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი მო­ტო­თი, სა­ოც­რად კარ­გი გან­ტვირ­თვის, გან­მუხ­ტვის და ახა­ლი იდე­ე­ბის წყა­როა. მო­მა­ვალ ზა­ფხულს ჰო­ლან­დი­ი­დან მა­რო­კომ­დე ჩას­ვლას ვგეგ­მავ.

ბოლო წლე­ბია, ხატ­ვა და­ვი­წყე. ვცდი­ლობ ფე­რებ­ში გად­მოვ­ცე ჩემი აზ­რე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და ის სუ­რა­თი, რაც წარ­მო­სახ­ვა­ში მაქვს. ჩემ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი/მოვ­ლე­ნა გა­სა­გე­ბია მხო­ლოდ მა­შინ, როცა ამ სა­კი­თხი­სა თუ მოვ­ლე­ნის წარ­მოდ­გე­ნა შე­მიძ­ლია. ჩემი კვლე­ვე­ბის და­ნახ­ვა­ში ხატ­ვა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩემი მო­მა­ვა­ლი და გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა იმ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე, რა­მაც მე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა და რო­გორც მეც­ნი­ე­რი, ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა. ვფიქ­რობ, სტუ­დენ­ტე­ბის აყ­ვა­ნას სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ­ლებ­საც სა­მა­გის­ტრო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი და ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლებ. თუმ­ცა აქ მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი... ბევ­რი ოც­ნე­ბა მაქვს და ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში ექ­ცე­ვა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შევ­ცვა­ლო ის, რაც მე გა­მო­ვი­ა­რე. მინ­და, მო­მა­ვალ თა­ო­ბას უკე­თე­სი გა­რე­მო ჰქონ­დეს, რათა კომ­ფორ­ტუ­ლად შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის და უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად რთუ­ლია ქარ­თვე­ლის­თვის უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და და­საქ­მე­ბა?

- უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ იო­ლია, თუ სურ­ვილ­ზე ცოტა მეტი გაქვს და მო­ინ­დო­მებ. რა თქმა უნდა, შრო­მა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია.

- რას ურ­ჩევთ ახალ­გაზ­რდებს, რას მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე?

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ცხოვ­რე­ბა­ში იპო­ვონ ის, რაც აინ­ტე­რე­სებთ, შემ­დგომ კი გან­ვი­თარ­დნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემი აზ­რით, კა­რი­ე­რუ­ლი გზის გა­წე­რი­ლი გეგ­მა არ არ­სე­ბობს. როცა საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ, ეს შენი ცხოვ­რე­ბა ხდე­ბა. გა­მოვ­ყოფ­დი რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად ფაქ­ტო­რებს, რაც ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რო­ბა, დის­ციპ­ლი­ნა და შრო­მა. ხელ­შემ­შლე­ლი მი­ზე­ზე­ბი ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა, მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი მიზ­ნის­კენ სვლის.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს?

- ძი­რი­თა­დი შე­ხე­ბა, რაც მაქვს და რი­თიც შე­მიძ­ლია შე­ვა­ფა­სო, სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბია. თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ებს. ძა­ლი­ან დიდი გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი გვაქვს, რო­მელ­საც ნა­წი­ლობ­რი­ვა­დაც ვერ ვი­ყე­ნებთ სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბის გამო. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფომ ბევ­რად მეტი ფი­ნან­სე­ბი უნდა ჩა­დოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. არ უნდა მი­დი­ოდ­ნენ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მუ­შა­ოდ. მე ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ვარ. თით­ქმის არ მაქვს არ­ჩე­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. თუმ­ცა, დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ამაჩ­ქა­რებ­ლის პრო­ექ­ტებ­ზე.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

გა­ი­ცა­ნით ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც აშშ-ში შიდსის გან­კურ­ნე­ბის უახ­ლეს მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს

გა­ი­ცა­ნით ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც აშშ-ში კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიაში იკვლევს, რისგან შედგება ადამიანი და სამყარო

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიაში იკვლევს, რისგან შედგება ადამიანი და სამყარო

26 წლის ქართველი გოგონა ანა ყალიჩავა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში ბიოფიზიკის მიმართულებით საქმიანობს. პროექტი, რომელზეც ანა ჰოლანდიაში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობს, სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლს შეისწავლის.

AMBEBI.GE ანა ყალიჩავას მისი ცხოვრების, მიზნების, მიღწევებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.

- გვიამბეთ თქვენ შესახებ, რას საქმიანობდით თბილისში და რატომ გადაწყვიტეთ მეცნიერი გამოსულიყავით?

- რთულია აირჩიო ათვლის წერტილი დროში და მოყვე საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, თუ საიდან დაიწყე.... როცა იზრდები, შემდგომ ხვდები ყველა დეტალისა თუ მოვლენის მნიშვნელობას შენი მეს ჩამოყალიბებაში. ყველაზე მეტად გამოვყოფდი კომაროვის სკოლის პერიოდს, როცა მრავლად იყო: ოლიმპიადები, კონფერენციები, კონკურსები და ჩარჩოებს მიღმა ინოვაციური აზროვნება ყალიბდებოდა. ფაქტობრივად, ჩემი სასტარტო პაკეტი კომაროვმა შექმნა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

თავიდან თეორიული ფიზიკით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ექსპერიმენტები უფრო მიზიდავდა. ბაკალავრიატის ბოლო კურსზე შვეციარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გავიარე პრაქტიკები ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. თბილისში დაბრუნებულმა კი გავიგე, რომ დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. იძულებული გავხდი ლიტერატურული კვლევა ჩამეტარებინა, თუ რასთან გვქონდა საქმე. დედაჩემის იმუნოჰისტოქიმიურ ანალიზებში თვალში საცემი იყო ცილა - HER2. ზოგი ექიმი ამ ცილის დადებითობას გვილოცავდა. მე კი ვერაფერს ვიგებდი გარდა ერთისა - დედაჩემს სიმსივნე ქონდა...

გამიჩნდა კითხვები, თუ რისგან შევდგებოდით, რა მართავდა ჩვენი სიცოცხლის ფორმას? რისგან შედგებოდა სამყარო და ვინ ვიყავით ამ სამყაროში ჩვენ? ამ კითხვებზე საპასუხოდ, ფიზიკა აღარ იყო საკმარისი, დავიწყე ბიოლოგიის, ბიოქიმიის სწავლა. მინდოდა უფრო ფუნდამენტურად გამეგო და შემესწვალა უჯრედები, ცილები, დნმ, მათი მექანიზმები, მუტაციები და ბიოფიზიკის მიმართულებით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.

- როგორ გაემგზავრეთ საზღვაგარეთ და ახლა რა პროექტზე მუშაობთ?

- ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ხელმძღვანელმა აშშ-ში პრაქტიკის გავლა შემომთავაზა. იქ სხვადასხვა ბიოფიზიკური მეთოდებით ცილების ურთიერთქმედებას ვსწალობდი. შემდგომ იყო მაგისტრატურა ტეხასის უნივერსიტეტში, სადაც პირველმა უჯრედებიდან ნეირონული ცილა (CNTNAP2) გამოვყავი და შევისწავლე. სამაგისტრო პროექტზე მუშაობისას კოლაბორაციაში ვიყავით ბერკლის უნივერსიტეტთან, და მათთან ერთადაც სტატია გამოვაქვეყნე. მაგისტრატურის შემდგომ ვმუშაობდი გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში მექანობიოლოგიის მიმართულებით, პარალელურად ვემზადებოდი დოქტორანტურაზე სწავლის გასაგრძელებლად. მქონდა ინტერვიუები და საბოლოოდ დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჰოლანდია ავარჩიე.

პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საოცრად დახვეწილ პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლის (Cell Cycle) შეისწავლის. უჯრედის გაყოფა სხვადასხვა ფაზების კომბინაციაა, რომლის დროსაც ხდება დნმ-ის კონდენსაცია, გაორმაგება და შვილობილ უჯრედებში განაწილება. დნმ კოდირებული გენეტიკური ინფორმაციაა, რომელიც განსაზღვრავს ემბრიოგენეზის, განვითარების, ზრდის მეტაბოლიზმის და რეპროდუქციის პროცესებს. მე ვსწავლობ, თუ როგორ ხდება ჩვენი გენეტიკური ინფორმაციის მომზადება შვილობილ უჯრედებში გადაწერისთვის, რა მექანიზმებით ხორციელდება და რომელი ცილები მონაწილეობენ და მართავენ ამ პროცესებს. ძირითადად ვმუშაობ ერთი მოლეკულის დონეზე, სადაც დნმ-ის მაგნიტურ ველში კონდენსაციას ვაკვირდები, მაგნეტიკური პინცეტებით და ფლუორესცენსული მიკროსკოპით.

- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- ყველაზე დიდ მიღწევად ჩემს ცხოვრებაში მივიჩნევ ქეის დეკერის (2017 წლის ნობელის პრემიაზე წარდგენილ - Dr. Cees Dekker) ლაბორატორიაში მოხვედრას. დღეს ვმუშაობ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ ყველაზე კარგ ლაბორატორიაში, სადაც გასხვავებული მიმართულების კვლევები მიმდინარეობს. გარემო საოცრად ამბიციურია და იდეის განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობას გვთავაზობს. ძირითადი პროექტის გარდა, ვმუშაობ სამეცნიერო სტარტაპზე, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გამოხდის ახალ მეთოდს გვთავაზობს.

- მეცნიერების პარალელურად, რითი ხართ დაინტერესებული? რა არის თქვენი ჰობი?

- ჩემს ცხოვრებაში ძირითად ინტერესად და ჰობად მეცნიერებას დავასახელებდი. ექსპერიმენტების თეორიული დიზაინი, შემდგომ ლაბორატორიაში რეალიზება, აწყობა, პრობლემების გადაჭრა, გაზომვები, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, ბოლოს კი შედეგების ინტერპრეტაცია. რაღაცით უჯრედულ ციკლს ჰგავს, თუ რომელიმე ფაზა დაირღვევა, შედეგიც შესაბამისი იქნება - არასწორი. ჩემთვის ამ პროცესში ყველაზე მეტად მიმზიდველი იმ კორპუსკულარული პროცესების შესწავლაა, რომლებისგანაც ჩვენ თვითონ შევდგებით და ვარსებობთ.

მეცნიერების შემდგომ ყველაზე მეტად გამოვყოფდი მოტოს. მოტოს ტარება რაღაცით შინაგანი მეს გარეთ გამოთავისუფლებას ჰგავს. თითქოს ადგილებს ცვლით და ეს ის მომენტია, როცა სრულებით მიყვები შენს შინაგან ხმას, ფიქრებს, სურვილებს. რაღაცით რეალობის და პარარელური სამყაროების გადაკვეთის წერტილი ხდები და სინათლის სიჩქარით იწყებ მოძრაობას. თავისებური რიტუალია, იცვამ ქურთუკს, იკრავ ჩაფხუტს, ხელთათმანებს, პირველი ჩამოქაჩვა გაზის, მოტოს ფეხებით გაგორება, გონებაში რამდენიმე ათეული კილომეტრი გავლებული გაქვს, სრული გაზი და გრძნობ შენს უჯრედებში როგორ კონდენსირდება დნმ.

მერე მოდის ფრენა... ფიზიკური თუ გონებრივი თავისუფლება, თავისუფლება რომელსაც სამყაროში სხვა ვერაფერი ჩაგინაცვლებს. მრავალ განზომილებიანი კონცენტრაციის უნარი, ტრასაზე, როგორც ჭადრაკის თამაშში, წინასწარ თვლი სხვების სვლებს... ეს არის მომენტი როცა ხვდები, რომ სამყარო შენი ნაწილია... სოლო მოგზაურობები მოტოთი, საოცრად კარგი განტვირთვის, განმუხტვის და ახალი იდეების წყაროა. მომავალ ზაფხულს ჰოლანდიიდან მაროკომდე ჩასვლას ვგეგმავ.

ბოლო წლებია, ხატვა დავიწყე. ვცდილობ ფერებში გადმოვცე ჩემი აზრები, ემოციები და ის სურათი, რაც წარმოსახვაში მაქვს. ჩემთვის ნებისმიერი საკითხი/მოვლენა გასაგებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ საკითხისა თუ მოვლენის წარმოდგენა შემიძლია. ჩემი კვლევების დანახვაში ხატვა ძალიან დამეხმარა.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

- ჩემი მომავალი და გეგმები საქართველოს უკავშირდება. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება იმ ყველაფრის გარეშე, რამაც მე, როგორც პიროვნება და როგორც მეცნიერი, ჩამომაყალიბა. ვფიქრობ, სტუდენტების აყვანას საქართველოდან, რომლებსაც სამაგისტრო კვლევების ჩატარებაში დავეხმარები და ვუხელმძღვანელებ. თუმცა აქ მხოლოდ მეცნიერებაზე არ არის საუბარი... ბევრი ოცნება მაქვს და ყველა საქართველოს ფარგლებში ექცევა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევცვალო ის, რაც მე გამოვიარე. მინდა, მომავალ თაობას უკეთესი გარემო ჰქონდეს, რათა კომფორტულად შეძლონ თავიანთი ინტერესების და უნარების აღმოჩენა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია ქართველისთვის უცხოეთში განათლების მიღება და დასაქმება?

- უცხოეთში განათლების მიღება საკმაოდ იოლია, თუ სურვილზე ცოტა მეტი გაქვს და მოინდომებ. რა თქმა უნდა, შრომა და მიზანდასახულობაც აუცილებელი ფაქტორებია.

- რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რას მიაქციონ ყურადღება კარიერული განვითარების გზაზე?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში იპოვონ ის, რაც აინტერესებთ, შემდგომ კი განვითარდნენ ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, კარიერული გზის გაწერილი გეგმა არ არსებობს. როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს შენი ცხოვრება ხდება. გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად ფაქტორებს, რაც ნებისმიერი მიმართულებით მნიშვნელოვანია. ეს არის ფუნდამენტურობა, დისციპლინა და შრომა. ხელშემშლელი მიზეზები ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია სურვილი მიზნისკენ სვლის.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში მეცნიერების განვითარების დონეს?

- ძირითადი შეხება, რაც მაქვს და რითიც შემიძლია შევაფასო, სამეცნიერო სტატიებია. თვალყურს ვადევნებ საქართველოდან გამოქვეყნებულ სტატიებს. ძალიან დიდი გონებრივი რესურსი გვაქვს, რომელსაც ნაწილობრივადაც ვერ ვიყენებთ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ვფიქრობ, სახელმწიფომ ბევრად მეტი ფინანსები უნდა ჩადოს ამ მიმართულებით. არ უნდა მიდიოდნენ ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ განათლების მისაღებად და განსაკუთრებით, სამუშაოდ. მე ამის ნათელი მაგალითი ვარ. თითქმის არ მაქვს არჩევანი სამსახურის დაწყების საქართველოში, რაც ძალიან მაწუხებს. თუმცა, დიდ იმედებს ვამყარებ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ამაჩქარებლის პროექტებზე.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში შიდსის განკურნების უახლეს მეთოდზე მუშაობს

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს

"ასეთი სირცხვილი სუფევს საყვარელ კურორტზე" - უწყლოდ დარჩენილი გუდაური და ტურისტების რიგი წყალმომარაგების მანქანასთან

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა