პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Gender Trouble - იცვლება თუ არა გენდერული რეპრეზენტაციები თანამედროვე ქართულ კინოში?
Gender Trouble - იცვლება თუ არა გენდერული რეპრეზენტაციები თანამედროვე ქართულ კინოში?

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შფოთვებ­სა თუ ფო­ბი­ებს შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია სი­ტყვე­ბი "გენ­დე­რი", "ფე­მი­ნიზ­მი", "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი"-ლგბტ, რაც გარ­და­მა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმპტო­მა­ტუ­რი ნი­შა­ნია. სექ­სუ­ა­ლო­ბა­სა თუ სქეს­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის­თვის (რო­გო­რიც არის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა) და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მკაცრ წარ­მოდ­გე­ნას და­ე­მა­ტა საბ­ჭო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­დაც რე­ვო­ლუ­ცი­ის დრო­ინ­დე­ლი ემან­სი­პა­ტო­რუ­ლი რი­ტო­რი­კა რე­ვო­ლუ­ცი­ურ იდე­ებ­თან ერ­თად, მა­ლე­ვე შე­იც­ვა­ლა და და­მა­ხინჯდა. საბ­ჭო­თა იმ­პე­რია არა­თუ სექ­სუ­ა­ლო­ბის რეპ­რე­სი­ას ახ­დენს, არა­მედ კო­ლექ­ტი­ვის­ტურ და უნი­ფი­ცი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პი­რა­დი/ინ­ტი­მუ­რი/სქე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გავს - საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე ას­ექ­სუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია. თუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის ბოლო წლებ­ში კო­მუ­ნის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ა­ზე და­შე­ნე­ბუ­ლი მო­რა­ლი და ცხოვ­რე­ბის წესი უფრო კა­რი­კა­ტუ­რულ კარ­ნა­ვალს ემ­სგავ­სე­ბა, მისი დაშ­ლა ნიღ­ბე­ბის ჩა­მოხ­სნის გარ­და­უ­ვალ პრო­ცეს­საც გუ­ლის­ხმობს.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვის შე­დე­გად, ფაქ­ტი­უ­რად, კო­ლაფ­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნა­ში ჩნდე­ბა ახა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის/ავ­ტო­რი­ტა­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მა­მის სიკ­ვდილ­თან ვერ­შე­გუ­ე­ბა და ძლი­ე­რი მა­მის ძი­ე­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი 90-იანი წლე­ბის კი­ნო­ში რეპ­რე­ზენ­ტირ­დე­ბა, ერთი მხრივ, რო­გორც ნოს­ტალ­გია მა­მა­ზე ან მისი სიკ­ვდი­ლით მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მა (გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის "ლუ­კას სა­ხა­რე­ბა" (1998), კახა კა­კა­ბა­ძის "ტბა­ში" (1998), მე­ო­რე მხრივ კი, რო­გორც ძლი­ე­რი მა­მის რე­ა­ნი­მა­ცია (ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძის "ორ­მა­გი სახე" (1997), ზაზა ურუ­შა­ძის "აქ თენ­დე­ბა" (1998). ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მოშ­ლი­სა და უმუ­შევ­რო­ბის შე­დე­გად, სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლე­ბიც გა­და­ნა­წილ­და. სიმპტო­მა­ტუ­რია იმა­ვე პე­რი­ო­დის ფილ­მებ­ში ფუნ­ქცი­ა­და­კარ­გუ­ლი კაცი-გმი­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა (პა­ა­ტა მი­ლო­რა­ვას "ვირ­თხა" (1991), მიხო ბო­რაშ­ვი­ლის "ცა­რი­ე­ლი სივ­რცე" (2001). სუს­ტი, მში­შა­რა კა­ცე­ბი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ქა­ლებს აფა­რე­ბენ თავს. ეს უკა­ნას­კნე­ლე­ბი კი უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი, შე­მა­ში­ნებ­ლად აქ­ტი­უ­რე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ცხა­დია, ამ შემ­თხვე­ვა­ში არა იმ­დე­ნად გენ­დერუ­ლი იერ­არ­ქი­ის რღვე­ვას­თან და კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­სტის ცვლი­ლე­ბის გა­აზ­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნა­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რით გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბულ კრი­ზის­თან, რო­დე­საც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში "მამა-მარ­ჩე­ნალს" და­ე­კარ­გა მნიშ­ვნე­ლო­ბა. ამ ფილ­მებ­ში კრი­ზი­სი ჯერ მხო­ლოდ ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რის დო­ნე­ზე რეფ­ლექ­სირ­დე­ბა, რაც სუს­ტი მა­მა­კა­ცის სა­პი­რის­პი­როდ აქ­ტი­უ­რი (აგ­რე­სი­უ­ლი) ქა­ლის რეპ­რე­ზენ­ტი­რე­ბა­ში ვლინ­დე­ბა. ქა­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა არა მათ­თვის (პატ­რი­არ­ქის მიერ) წარ­თმე­ულ სივ­რცე­ში თვით­დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბად წარ­მოჩ­ნდე­ბა, რამ­დე­ნა­დაც სას­ტიკ შუ­რის­ძი­ე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლის სიძ­ლი­ე­რე ჯერ კი­დევ დესტრუქ­ცი­ულ მოვ­ლე­ნად და საფრ­თხედ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი კულ­ტუ­რის კრი­ზი­სის უფრო გა­აზ­რე­ბულ არ­ტი­კუ­ლი­რე­ბას 2000-იანი წლე­ბი­დან ვხვდე­ბით, რაც ყვე­ლა­ზე ცხა­დად დიტო ცინ­ცა­ძის ფილ­მებ­ში ჩნდე­ბა. 2006 წელს, გა­მო­დის თე­მა­ტუ­რად თუ სტი­ლის­ტუ­რად ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მისი ორი ფილ­მი "რე­ვერ­სი" და "კაცი სა­ელ­ჩო­დან", რომ­ლე­ბიც მას­კუ­ლი­ნუ­რო­ბის პრობ­ლე­მას ააშ­კა­რა­ვე­ბენ.

"რე­ვერსში" ოთხი მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდა კაცი პო­კე­რის თა­მა­შის დროს სა­სურ­ველ ქა­ლებ­ზე ლა­პა­რაკს იწყებს. რო­გო­რი უნდა იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი ქალი? რა ზო­მის მკერ­დი უნდა ჰქონ­დეს? რო­გო­რი სექ­სი ექ­ნე­ბო­და მას­თან?..მე­გობ­რე­ბის ერო­ტი­კუ­ლი ფან­ტაზ­მე­ბი, რა­შიც მა­მა­კა­ცუ­რი ფო­ბი­ე­ბი პრო­ე­ცირ­დე­ბა, ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბად გა­და­იქ­ცე­ვა და კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშს ემ­სგავ­სე­ბა. ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც თან­და­თა­ნო­ბით ჩნდე­ბი­ან ეკ­რან­ზე, არ არი­ან მოქ­მე­დი გმი­რე­ბი, რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი კა­ცე­ბის მიერ არი­ან კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი და პა­სუ­ხო­ბენ მათ სურ­ვი­ლებს, ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და­მამ­ცი­რე­ბელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც. ფილ­მი ქა­ლის ამ­ბო­ხით მთავ­რდე­ბა, რო­მე­ლიც ია­რა­ღით კლავს მო­თა­მა­შე კა­ცებს, ვის­თვი­საც ის უბ­რა­ლოდ ერო­ტი­კუ­ლი გა­სარ­თო­ბია.

Game Over ფილ­მის მე­ო­რე სა­თა­უ­რია, რა­შიც არა იმ­დე­ნად ერთი კონ­კრე­ტუ­ლი (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი) თა­მა­შის და­სას­რუ­ლი იგუ­ლის­ხმე­ბა, არა­მედ ბრუ­ტა­ლუ­რი მა­მა­კა­ცუ­რო­ბის, რომ­ლის და­სას­რულს გვა­უ­წყებს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ფილმში "კაცი სა­ელ­ჩო­დან". შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ მისი გვა­რია ნო­ი­მე­ნი ანუ "ახა­ლი კაცი".

ფილ­მი, რო­მე­ლიც შუა ხნის კა­ცი­სა და თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გოს ურ­თი­ერ­თო­ბას აღ­წერს, და­უ­ფა­რავ ასო­ცი­ა­ცი­ებს იწ­ვევს ვის­კონ­ტის "სიკ­ვდი­ლი ვე­ნე­ცი­ას­თან". რე­ჟი­სო­რი პირ­და­პირ ცი­ტი­რე­ბა­საც იყე­ნებს, თუმ­ცა ეს პა­რო­დია უფ­როა, რა­შიც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მა­ყუ­რებ­ლის მო­ლო­დი­ნე­ბის მი­მართ ირო­ნია ჩანს: თუ ტა­ძი­ოს ან­გე­ლო­ზი­სე­ბუ­რი გა­რეგ­ნო­ბა ან­დრო­გი­ნულს ხდის მის სი­ლა­მა­ზეს, ბი­ჭუ­რად ჩაც­მუ­ლი მა­წან­წა­ლა გო­გოს სქე­სიც "წაშ­ლი­ლია", ან­დრო­გი­ნუ­ლია. ნო­ი­მე­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად ტა­ძი­ოს მსგავ­სად საშ­კა­საც სვეტ­თან მდგარს და­ი­ნა­ხავს, რო­მელ­საც ვე­ნე­ცი­ის პა­ლა­ცო­ე­ბის გა­ლე­რე­ე­ბის ნაც­ვლად ვაგ­ზლის ბაზ­რო­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში ხე­დავს ფრაგ­მენ­ტუ­ლად. დიტო ცინ­ცა­ძე­ამ ურ­თი­ერ­თო­ბას არა მხო­ლოდ რე­ნე­სან­სის მა­ღა­ლი (თუმ­ცა მო­მაკ­ვდა­ვი და დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი) კულ­ტუ­რი­დან მო­უ­წყო­ბელ, ჭუ­ჭყი­ან და დან­გრე­ულ გა­რე­მო­ში გა­დაყ­ვა­ნით "ამი­წებს", არა­მედ წარ­მო­სახ­ვი­სა და მუ­ზე­ბის სამ­ფლო­ბე­ლო­დან რე­ა­ლო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­თაც. თუ ვის­კონ­ტის­თან და­უ­ფა­რა­ვად შე­მო­დის ბი­ჭი­სად­მი ვნე­ბის თემა, დიტო ცინ­ცა­ძე ხაზ­გას­მუ­ლად ას­ექ­სუ­ა­ლურს ხდის ურ­თი­ერ­თო­ბას. ასე­თია თვი­თონ მთავ­რი გმი­რიც. ის არც "ფერ­ხორ­ცი­ა­ნი მო­წი­ფუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცია", მით უმე­ტეს არ არის მაჩო: გო­გირ­დის აბა­ნო­ში უხერ­ხუ­ლად გრძნობს თავს ქარ­თველ "ვაჟ­კა­ცებ­თან", და­მა­ტე­ბი­თი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის გო­გო­ებ­საც რომ შე­უკ­ვე­თა­ვენ, საყ­ვა­რე­ლიც უბ­რა­ლოდ

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

Gender Trouble - იცვლება თუ არა გენდერული რეპრეზენტაციები თანამედროვე ქართულ კინოში?

Gender Trouble - იცვლება თუ არა გენდერული რეპრეზენტაციები თანამედროვე ქართულ კინოში?

თანამედროვე ქართული საზოგადოების შფოთვებსა თუ ფობიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სიტყვები "გენდერი", "ფემინიზმი", "ჰომოსექსუალი"-ლგბტ, რაც გარდამავალი საზოგადოების სიმპტომატური ნიშანია. სექსუალობასა თუ სქესზე ტრადიციული კულტურებისთვის (როგორიც არის ქართული კულტურა) დამახასიათებელ მკაცრ წარმოდგენას დაემატა საბჭოური გამოცდილება, სადაც რევოლუციის დროინდელი ემანსიპატორული რიტორიკა რევოლუციურ იდეებთან ერთად, მალევე შეიცვალა და დამახინჯდა. საბჭოთა იმპერია არათუ სექსუალობის რეპრესიას ახდენს, არამედ კოლექტივისტურ და უნიფიცირებულ ქვეყანაში პირადი/ინტიმური/სქესი მნიშვნელობას კარგავს - საბჭოთა მოქალაქე ასექსუალური ადამიანია. თუ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში კომუნისტურ იდეოლოგიაზე დაშენებული მორალი და ცხოვრების წესი უფრო კარიკატურულ კარნავალს ემსგავსება, მისი დაშლა ნიღბების ჩამოხსნის გარდაუვალ პროცესსაც გულისხმობს.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად, ფაქტიურად, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ჩნდება ახალი ავტორიტეტის/ავტორიტარის მოთხოვნილება. მამის სიკვდილთან ვერშეგუება და ძლიერი მამის ძიების გამძაფრებული სურვილი 90-იანი წლების კინოში რეპრეზენტირდება, ერთი მხრივ, როგორც ნოსტალგია მამაზე ან მისი სიკვდილით მიღებული ტრავმა (გოდერძი ჩოხელის "ლუკას სახარება" (1998), კახა კაკაბაძის "ტბაში" (1998), მეორე მხრივ კი, როგორც ძლიერი მამის რეანიმაცია (ლევან ანჯაფარიძის "ორმაგი სახე" (1997), ზაზა ურუშაძის "აქ თენდება" (1998). ინფრასტრუქტურის მოშლისა და უმუშევრობის შედეგად, სოციალური როლებიც გადანაწილდა. სიმპტომატურია იმავე პერიოდის ფილმებში ფუნქციადაკარგული კაცი-გმირების გამოჩენა (პაატა მილორავას "ვირთხა" (1991), მიხო ბორაშვილის "ცარიელი სივრცე" (2001). სუსტი, მშიშარა კაცები გადარჩენისთვის ქალებს აფარებენ თავს. ეს უკანასკნელები კი უფრო თავდაჯერებულები, შემაშინებლად აქტიურები და აგრესიულები არიან. ცხადია, ამ შემთხვევაში არა იმდენად გენდერული იერარქიის რღვევასთან და კულტურული კონტექსტის ცვლილების გააზრებასთან გვაქვს საქმე, რამდენადაც ეკონომიკური ფაქტორით გამოაშკარავებულ კრიზისთან, როდესაც ქართულ რეალობაში "მამა-მარჩენალს" დაეკარგა მნიშვნელობა. ამ ფილმებში კრიზისი ჯერ მხოლოდ ირაციონალურის დონეზე რეფლექსირდება, რაც სუსტი მამაკაცის საპირისპიროდ აქტიური (აგრესიული) ქალის რეპრეზენტირებაში ვლინდება. ქალების აქტიურობა არა მათთვის (პატრიარქის მიერ) წართმეულ სივრცეში თვითდამკვიდრების მცდელობად წარმოჩნდება, რამდენადაც სასტიკ შურისძიებად. შესაბამისად, ქალის სიძლიერე ჯერ კიდევ დესტრუქციულ მოვლენად და საფრთხედ განიხილება.

პატრიარქალური კულტურის კრიზისის უფრო გააზრებულ არტიკულირებას 2000-იანი წლებიდან ვხვდებით, რაც ყველაზე ცხადად დიტო ცინცაძის ფილმებში ჩნდება. 2006 წელს, გამოდის თემატურად თუ სტილისტურად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მისი ორი ფილმი "რევერსი" და "კაცი საელჩოდან", რომლებიც მასკულინურობის პრობლემას ააშკარავებენ.

"რევერსში" ოთხი მეგობარი ახალგაზრდა კაცი პოკერის თამაშის დროს სასურველ ქალებზე ლაპარაკს იწყებს. როგორი უნდა იყოს სექსუალური ქალი? რა ზომის მკერდი უნდა ჰქონდეს? როგორი სექსი ექნებოდა მასთან?..მეგობრების ეროტიკული ფანტაზმები, რაშიც მამაკაცური ფობიები პროეცირდება, ვირტუალურ რეალობად გადაიქცევა და კომპიუტერულ თამაშს ემსგავსება. ქალი პერსონაჟები, რომლებიც თანდათანობით ჩნდებიან ეკრანზე, არ არიან მოქმედი გმირები, რეალური ადამიანები. ისინი კაცების მიერ არიან კონსტრუირებული და პასუხობენ მათ სურვილებს, ემორჩილებიან დამამცირებელ დამოკიდებულებასაც. ფილმი ქალის ამბოხით მთავრდება, რომელიც იარაღით კლავს მოთამაშე კაცებს, ვისთვისაც ის უბრალოდ ეროტიკული გასართობია.

Game Over ფილმის მეორე სათაურია, რაშიც არა იმდენად ერთი კონკრეტული (კომპიუტერული) თამაშის დასასრული იგულისხმება, არამედ ბრუტალური მამაკაცურობის, რომლის დასასრულს გვაუწყებს გერმანიის საელჩოს წარმომადგენელიც ფილმში "კაცი საელჩოდან". შემთხვევითი არ არის, რომ მისი გვარია ნოიმენი ანუ "ახალი კაცი".

ფილმი, რომელიც შუა ხნის კაცისა და თინეიჯერი გოგოს ურთიერთობას აღწერს, დაუფარავ ასოციაციებს იწვევს ვისკონტის "სიკვდილი ვენეციასთან". რეჟისორი პირდაპირ ციტირებასაც იყენებს, თუმცა ეს პაროდია უფროა, რაშიც უპირველეს ყოვლისა, მაყურებლის მოლოდინების მიმართ ირონია ჩანს: თუ ტაძიოს ანგელოზისებური გარეგნობა ანდროგინულს ხდის მის სილამაზეს, ბიჭურად ჩაცმული მაწანწალა გოგოს სქესიც "წაშლილია", ანდროგინულია. ნოიმენი თავდაპირველად ტაძიოს მსგავსად საშკასაც სვეტთან მდგარს დაინახავს, რომელსაც ვენეციის პალაცოების გალერეების ნაცვლად ვაგზლის ბაზრობის ლაბირინთებში ხედავს ფრაგმენტულად. დიტო ცინცაძეამ ურთიერთობას არა მხოლოდ რენესანსის მაღალი (თუმცა მომაკვდავი და დასნეულებული) კულტურიდან მოუწყობელ, ჭუჭყიან და დანგრეულ გარემოში გადაყვანით "ამიწებს", არამედ წარმოსახვისა და მუზების სამფლობელოდან რეალობაში გადაყვანითაც. თუ ვისკონტისთან დაუფარავად შემოდის ბიჭისადმი ვნების თემა, დიტო ცინცაძე ხაზგასმულად ასექსუალურს ხდის ურთიერთობას. ასეთია თვითონ მთავრი გმირიც. ის არც "ფერხორციანი მოწიფული სექსუალური მამაკაცია", მით უმეტეს არ არის მაჩო: გოგირდის აბანოში უხერხულად გრძნობს თავს ქართველ "ვაჟკაცებთან", დამატებითი სიამოვნებისთვის გოგოებსაც რომ შეუკვეთავენ, საყვარელიც უბრალოდ

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება