საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია, რომლის გამო ლავრენტი ბერიამ ევგენი მიქელაძე წამებით მოაკვლევინა
ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია, რომლის გამო ლავრენტი ბერიამ ევგენი მიქელაძე წამებით მოაკვლევინა

პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. მან არ­ნა­ხულ მას­შტაბს 30-იან წლებ­ში მი­აღ­წია. მა­შინ გაჩ­ნდა გა­მო­ნათ­ქვა­მი, - კედ­ლებ­საც კი ყუ­რე­ბი აქ­ვთო! ქვე­ყა­ნა­ში შიშ­მა, უი­მე­დო­ბამ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ და­ი­სად­გუ­რა.

ქა­ლებ­საც ისე­ვე ხვრეტ­დნენ და ასახ­ლებ­დნენ, სცემ­დნენ და აწა­მებ­დნენ, რო­გორც მა­მა­კა­ცებს.

პრო­ფე­სო­რი ლე­ვან ჯი­ქია, რო­მე­ლიც "დიდი ტე­რო­რის" პე­რი­ოდ­ში, რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა საქ­მე­ებ­სა და სა­მე­ულ­თა სხდო­მის ოქ­მებ­ზე მუ­შა­ობ­და,"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" იხ­სნებ­და:

"გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ალექ­სან­დრე ხა­ზა­ნი აცხა­დებ­და: "მე ქა­ლებს არ ვცემ­დი. ჩემი გან­კარ­გუ­ლე­ბით, ისიც მხო­ლოდ ერთხელ, სტარ­შო­ვამ, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში თა­ვა­დაც გა­ა­სა­მარ­თლეს, პა­ტი­მარ მა­რი­ამ ორა­ხე­ლაშ­ვილს (სა­ქარ­თვე­ლოს სსრ

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი კო­მი­სა­რი, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მდივ­ნის, მა­მია ორა­ხე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე) სილა გა­აწ­ნა".

მა­რი­ა­მის შვილს ულამ­ზეს ქე­თე­ვან ოა­ხე­ლაშ­ვილ­საც მძი­მე ცხოვ­რე­ბას უმ­ზა­დებ­და ბედი. რო­გორც ლე­ვან ჯი­ქია ამ­ბობს, ქა­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­დგუ­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო სი­ლა­მა­ზე. მა­მია და მა­რი­ამ ორა­ხე­ლაშ­ვი­ლებს ჰყავ­დათ სი­ლა­მა­ზით გან­თქმუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თუ­სია. ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ერთხელ ქუ­ჩა­ში და­უ­ნა­ხავს, მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რე­ბია, სა­უ­ბა­რი სურ­და, მაგ­რამ უეც­რად გა­მო­ჩე­ნილ მა­რი­ამს პირ­და­პირ

მი­უხ­ლია შვი­ლის­თვის, ამ გომ­ბე­შოს­თან რო­გორ ლა­პა­რა­კო­ბო...

მალე 19 წლის ქე­თე­ვან­მა უნი­ჭი­ე­რე­სი დი­რი­ჟო­რი, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის და­მა­არ­სე­ბე­ლი ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე გა­იც­ნო და თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და. წყვი­ლი მალე და­ქორ­წინ­და და ქალ-ვაჟი თი­ნა­თი­ნი და ვახ­ტან­გი შე­ე­ძი­ნა...

თით­ქოს ძვე­ლი ამა­ბა­ვი ყვე­ლას მი­ა­ვი­წყდა, მაგ­რამ არა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას...

ლე­ვან ჯი­ქია :

- სა­ყო­ველ­თაო რეპ­რე­სი­ე­ბის ხა­ნა­ში ბე­რი­ამ შუ­რის­ძი­ე­ბა გა­და­წყვი­ტა: სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით ჯერ ქე­თე­ვა­ნის მშობ­ლე­ბი, მა­მია და მა­რი­ამ ორა­ხე­ლაშ­ვი­ლე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს. მა­რი­ამს რომ ვე­რა­ფე­რი ათ­ქმე­ვი­ნეს, მკერ­დი მო­აჭ­რეს და მა­რი­ლი და­ა­ყა­რეს. ორი­ვეს წა­მე­ბით ამო­ხა­დეს სული. 1937 წლის 5 ნო­ემ­ბერს ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე ქე­თე­ვა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს. (მა­შინ მათი უფ­რო­სი შვი­ლი 3 წლის იყო, უმ­ცრო­სი კი წლი­ნა­ხევ­რის) მი­ქე­ლა­ძეს თვა­ლე­ბი დას­თხა­რეს, მაგ­რამ უბად­ლო სმე­ნის პატ­რონ­მა წა­მე­ბი­სას მა­ინც იცნო ბე­რი­ას ხმა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია, რომლის გამო ლავრენტი ბერიამ ევგენი მიქელაძე წამებით მოაკვლევინა

ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია, რომლის გამო ლავრენტი ბერიამ ევგენი მიქელაძე წამებით მოაკვლევინა

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. მაშინ გაჩნდა გამონათქვამი, - კედლებსაც კი ყურები აქვთო! ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.

ქალებსაც ისევე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, როგორც მამაკაცებს.

პროფესორი ლევან ჯიქია, რომელიც "დიდი ტერორის" პერიოდში, რეპრესირებულთა საქმეებსა და სამეულთა სხდომის ოქმებზე მუშაობდა,"კვირის პალიტრასთან" იხსნებდა:

"გამომძიებელი ალექსანდრე ხაზანი აცხადებდა: "მე ქალებს არ ვცემდი. ჩემი განკარგულებით, ისიც მხოლოდ ერთხელ, სტარშოვამ, რომელიც შემდგომში თავადაც გაასამართლეს, პატიმარ მარიამ ორახელაშვილს (საქართველოს სსრ

განათლების ყოფილი კომისარი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნის, მამია ორახელაშვილის მეუღლე) სილა გააწნა".

მარიამის შვილს ულამზეს ქეთევან ოახელაშვილსაც მძიმე ცხოვრებას უმზადებდა ბედი. როგორც ლევან ჯიქია ამბობს, ქალის დაპატიმრების, მისი ოჯახის წევრების განდგურების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო სილამაზე. მამია და მარიამ ორახელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი ქეთუსია. ლავრენტი ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს, მანქანა გაუჩერებია, საუბარი სურდა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირ

მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო...

მალე 19 წლის ქეთევანმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართული სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი ევგენი მიქელაძე გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. წყვილი მალე დაქორწინდა და ქალ-ვაჟი თინათინი და ვახტანგი შეეძინა...

თითქოს ძველი ამაბავი ყველას მიავიწყდა, მაგრამ არა ლავრენტი ბერიას...

ლევან ჯიქია :

- საყოველთაო რეპრესიების ხანაში ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით ჯერ ქეთევანის მშობლები, მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრეს. მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს. ორივეს წამებით ამოხადეს სული. 1937 წლის 5 ნოემბერს ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. (მაშინ მათი უფროსი შვილი 3 წლის იყო, უმცროსი კი წლინახევრის) მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონმა წამებისას მაინც იცნო ბერიას ხმა...განაგრძეთ კითხვა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან