მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემია "საბას" დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება
პრემია "საბას" დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "სა­ბას" რი­გით მე-15 სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბა 30 სექ­ტემ­ბერს, შა­ბათს, სა­ღა­მოს 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ცე­რე­მო­ნი­ას თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი "ქარ­ვას­ლა" უმას­პინ­ძლებს. "სა­ბას" და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს პირ­ვე­ლი არ­ხის პირ­და­პირ ეთერ­ში შე­ეძ­ლე­ბა.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე "სა­ბას" ჟი­უ­რი წლე­ვან­დე­ლი ლა­უ­რე­ა­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბას და­ა­სა­ხე­ლებს. 30 სექ­ტემ­ბერს გა­ირ­კვე­ვა, ვინ გახ­დე­ბა "სა­ბას" წლე­ვან­დე­ლი ლა­უ­რე­ა­ტი, კონ­კურ­სის 11 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წელს ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში "საბა" 300 კონ­კურ­სან­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ი­და­ნაც, სამი თვის წინ, "სა­ბას" ჟი­უ­რიმ 47 ფი­ნა­ლის­ტი და­ა­სა­ხე­ლა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სწო­რედ ამ ფი­ნა­ლის­ტე­ბი­დან გა­მოვ­ლინ­დე­ბა წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თი­ბი­სი ბან­კის­გან "სა­ბას" პრიზ­სა და სო­ლი­დურ ფუ­ლად პრე­მი­ებს მი­ი­ღე­ბენ.

"სა­ბას" 11 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან თი­თო­ე­ულს ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბა, გარ­და ნო­მი­ნა­ცი­ი­სა "სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტი", სა­დაც, უკვე მე­ო­რე წე­ლია, მკი­თხვე­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის არ­ჩე­ვა­ში. მკი­თხვე­ლე­ბის მიერ თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი­სათ­ვის ხმის მი­ცე­მა და­ჯილ­დო­ე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ირ­კვე­ვა მკი­თხველ­თა რჩე­უ­ლი დე­ბი­უ­ტან­ტის ვი­ნა­ო­ბაც.

წლე­ვან­დე­ლი "სა­ბას" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ის, რომ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნი" გა­მარ­ჯვე­ბულ წიგნს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" ბეჭ­დუ­რად გა­მოს­ცემს. ცნო­ბი­ლია, რომ ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბეჭ­დუ­რი სა­ხით არაა გა­მო­ცე­მუ­ლი. "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ეს და­მა­ტე­ბი­თი პრი­ზი - ბეჭ­დუ­რი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შე­წყო­ბა და სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა ამ ნო­მი­ნა­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის.

პირ­ველ არხთან ერ­თად, პრე­მია "სა­ბას" მე­დი­ა­პარტნი­ო­რე­ბი არი­ან რა­დი­ოჰოლ­დინ­გი "ფორ­ტუ­ნა", ტე­ლე­კომ­პა­ნია "არ­ტა­რეა" და პა­ლიტ­რა მე­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პრემია "საბას" დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

პრემია "საბას" დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს, შაბათს, საღამოს 20:00 საათზე გაიმართება. ცერემონიას თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა" უმასპინძლებს. "საბას" დაჯილდოებისთვის თვალის მიდევნება ტელემაყურებელს პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ცერემონიაზე "საბას" ჟიური წლევანდელი ლაურეატების ვინაობას დაასახელებს. 30 სექტემბერს გაირკვევა, ვინ გახდება "საბას" წლევანდელი ლაურეატი, კონკურსის 11 ნომინაციაში.

როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში "საბა" 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, "საბას" ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდება წლევანდელი გამარჯვებულები, რომლებიც პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან "საბას" პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

"საბას" 11 ნომინაციიდან თითოეულს ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა "საუკეთესო დებიუტი", სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩართულნი არიან გამარჯვებულის არჩევაში. მკითხველების მიერ თავისი ფავორიტისათვის ხმის მიცემა დაჯილდოებამდე გაგრძელდება. ცერემონიაზე გაირკვევა მკითხველთა რჩეული დებიუტანტის ვინაობაც.

წლევანდელი "საბას" მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ნომინაციაში "საუკეთესო ელექტრონული წიგნი" გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა "პალიტრა L" ბეჭდურად გამოსცემს. ცნობილია, რომ ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. "პალიტრა L"-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი - ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით - მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის.

პირველ არხთან ერთად, პრემია "საბას" მედიაპარტნიორები არიან რადიოჰოლდინგი "ფორტუნა", ტელეკომპანია "არტარეა" და პალიტრა მედია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი