სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქეიფეს ქართველმა დეპუტატებმა ვისკით პარლამენტში - პოლიტიკოსების სახალისო ისტორიები ალკოჰოლზე
როგორ იქეიფეს ქართველმა დეპუტატებმა ვისკით პარლამენტში - პოლიტიკოსების სახალისო ისტორიები ალკოჰოლზე

ღვი­ნო და ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ამ სიყ­ვა­რულ­მა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბამ დრო­ის მკაცრ გა­მოც­დას თავი ჩი­ნე­ბუ­ლად გა­არ­თვა. ისი­ნი ძმა­კა­ცო­ბენ, ერ­თმა­ნეთს არ ღა­ლა­ტო­ბენ და ჭირ­სა თუ ლხინ­შიც გვერ­დიგ­ვერდ არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის სმის კულ­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი და იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბა­ხუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვა­ლი მო­გო­ნე­ბა არ გა­აჩ­ნდეს.

ამ­ბის მთა­ვა­რი გმი­რი დღეს "ბა­ტო­ნი ბა­ხუ­სი" იქ­ნე­ბა და ამ "პერ­სო­ნაჟ­თან" და­კავ­ში­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე "სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბას" შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან. ვერ გე­ტყვით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს ეძა­ლე­ბი­ან თუ არა, მაგ­რამ იყო დრო, რო­დე­საც ამ "სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე" ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი უარს არ ამ­ბობ­დნენ.

ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან:

"სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის ბოლო დღე იყო, მახ­სოვს, გვი­ან ღა­მემ­დე იყო სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა. ეტყო­ბა, იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გე­ბი (სა­ხელ­სა და გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ), რომ თან მო­შივ­დათ, თან მოს­წყურ­დათ. მო­ვი­ხე­დე უკან და ვხე­დავ, პა­ტა­რა "ზა­კუს­კა" აქვთ მო­ტა­ნი­ლი, სუ­ნიც მეცა, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­მე­ლი იყო, თუ არ ვცდე­ბი, ვის­კი. მო­დიო, მე­ძახ­დნენ, მაგ­რამ არ შე­ვუ­ერ­თდი. ცოტა იქით გა­დავ­ჯე­ქი. მერე, მო­ღა­ლა­ტეს მე­ძახ­დნენ. თვი­თონ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყ­ვნენ. დიდი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი ჰქონ­დათ. უც­ბად მო­ი­ყა­რეს თავი სხვა­დას­ხვა ფრაქ­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­მე­ტე­ბით აკ­რი­ტი­კებ­დნენ და ლან­ძღავ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მაგ­რამ იქ სრუ­ლი იდი­ლია სუ­ფევ­და. შემ­დეგ ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტის იმ­დრო­ინ­დელ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გიგი წე­რე­თელ­მა კო­ლე­გე­ბის რე­პუ­ტა­ცია და­იც­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავს შემ­თხვე­ვას ერ­თა­დერ­თხელ ჰქონ­და ად­გი­ლი. თან ისიც და­ა­მა­ტა, რომ მი­პა­ტი­ჟე­ბა არც მან მი­ი­ღო.

ანა­ლო­გი­უ­რი "შემ­თხვე­ვა" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მო­რიგ სხდო­მებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ისე, კი, "სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იცო­ცხლეთ, თუ სა­ჭი­როა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სას­მელ­ზე, მით უმე­ტეს კარგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქე­იფ­სა და დროს­ტა­რე­ბა­ზე უარს არ ამ­ბო­ბენ.

ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი კობა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს:

"ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­ბა­დე­ბის დღე აქვს "დიდ კაცს" - კობა და­ვი­თაშ­ვილს. ყვე­ლა­ნი ვემ­ზა­დე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და გვინ­და, კარ­გად აღ­ვნიშ­ნოთ ეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღი. წა­ვე­დით ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში. ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი თა­მა­დის და­ნიშ­ვნა­ზე და კახა კუ­კა­ვამ გა­ი­მარ­ჯვა. გა­უბრწყინ­და კა­ხას სახე და ემ­ზა­დე­ბა, კარ­გი სი­ტყვა­კაზ­მუ­ლო­ბით რომ გაგ­ვა­ო­ცოს. მას სი­ტყვა-პა­სუ­ხი კი აქვს, რო­გო­რიც სა­ჭი­როა, მაგ­რამ "გა­ბა­რი­ტე­ბით" ვე­რაა ისე­თი, რომ სვა­ვე­ბი­ვით კა­ცე­ბი და­ათ­როს. ვამ­ჩნევთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ის­ხამს ღვი­ნოს მუ­ცელ­ში, რომ თა­ნა­მე­სუფ­რე­ე­ბის და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი არ გახ­დეს. თან­და­თან ვხე­დავთ, კა­ხას მუ­ცე­ლი ებე­რე­ბა. ეს შე­ნიშ­ნა იუ­ბი­ლარ­მაც და ხმა­მაღ­ლა შეს­ძა­ხა - ე, მანდ, მაგ ოქ­რო­სა­ვით კაცს რამე არ მო­უ­ვი­დეს, მი­მი­ხე­დე­თო. ამა­სო­ბა­ში აიღო ყან­წი ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რმა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­საც "მათე ბიჭს" ვე­ძა­ხით, მე და კუ­კა­ვას დაგ­ვი­წყო შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა - ესაა თქვე­ნი და­ლე­ვა?! მი­დით, შე­უ­ბე­რეთ, ბი­ჭე­ბოო... კახა დგას გა­ბე­რი­ლი მუც­ლით და წო­ნას­წო­რო­ბას კარ­გავს. მე კი ვზი­ვარ, მაგ­რამ ვაი, იმ ყო­ფას. მა­ინც არ ვჩერ­დე­ბო­დი და კუ­კა­ვას დავ­ცი­ნო­დი, ნე­ტა­ვი, რამ­დე­ნი ლიტ­რი ჩა­ის­ხი მაგ მუ­ცელ­ში-მეთ­ქი.

ამა­სო­ბა­ში, მე მო­ვი­ყუ­დე ფი­ა­ლით ღვი­ნო და მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ვი­თი­შე. ცხვი­რი ჩავ­ყა­ვი შიგ და ფშვინ­ვაც ამომ­ხდა. რო­გორც იქნა, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­მა და მათ შო­რის "მათე ბიჭ­მა" მო­მი­კი­დეს მხარ­ზე და სახ­ლამ­დე მი­მათ­რი­ეს, ხოლო წრუ­წუ­ნა­სა­ვით მუ­ცელ­გა­ბე­რი­ლი კუ­კა­ვა მარ­ტო "მათე ბი­ჭის" გა­ცი­ლე­ბას დას­ჯერ­და და თა­ვის ფე­ხით გა­ე­ცა­ლა იქა­უ­რო­ბას. რომ არა ყო­ჩა­ღი "მათე ბიჭი", ჩვე­ნი მომ­ხე­და­ვი კა­ციშ­ვი­ლი არ იყო - ქარ­თუ­ლი სუფ­რი­სა და კარ­გი ღვი­ნის გა­დამ­კი­დე, ისე ვი­ყა­ვით ყვე­ლა­ნი უკ­ლებ­ლივ გა­თი­შუ­ლე­ბი".

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი და ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი იგო­ნებს:

"ერთი პე­რი­ო­დი "სუ­ხოი ზა­კო­ნი" გა­მო­ცხად­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და და­ლე­ვა, რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფი. ერთ დღე­საც, კა­ხეთ­ში, "ზა­ო­დო­ბა­ზე" წა­ვე­დით მთე­ლი ჩემი სა­მე­გობ­რო წრე და მაგ­რად ვი­ქე­ი­ფეთ. ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი იმ დროს ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი იყო, მე­ო­რე მე­გო­ბარს კი ჩუ­მად მის­თვის სუ­რა­თე­ბი გა­და­უ­ღია. ქე­ი­ფი რომ და­ვამ­თავ­რეთ, წა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე. ქა­ლა­ქის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ვარ და ჩემ­მა მდი­ვან­მა შე­მო­მი­ტა­ნა წე­რი­ლი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ფო­ტო­ე­ბი და წე­რი­ლი - აი, ნა­ხეთ ფაქ­ტე­ბი, თქვე­ნი დი­რექ­ტო­რე­ბი რა დღე­ში არი­ან, გთხოვთ, მი­ი­ღოთ ზო­მე­ბიო. ფო­ტო­ზე კი ის ჩემი მე­გო­ბა­რია გა­და­ღე­ბუ­ლი ხელ­ში უზარ­მა­ზა­რი ყან­წით, მე­ო­რე სუ­რათ­ზე კი ხე­ლე­ბი აქვს გაშ­ლი­ლი და წინ დიდი სუფ­რა და საჭ­მელ-სას­მე­ლი ჩანს. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, ვინც იყო ამ ანო­ნი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბი­სა და წე­რი­ლის ავ­ტო­რი.

გა­და­ვუ­რე­კე ჩემს მდი­ვანს და ვუ­თხა­რი ჩემს მე­გო­ბარ­ზე - ამა და ამ ქარ­ხნის დი­რექ­ტორს და­უ­რე­კეთ და უთხა­რით, სას­წრა­ფოდ აქ გაჩ­ნდეს-მეთ­ქი. გაკ­ვირ­ვე­ბია, ნე­ტავ თვი­თონ რა­ტომ არ მი­რე­კავს პი­რა­და­დო. რომ მო­ვი­და, მო­საც­დელ­ში ვაც­დე­ვი­ნე ერთი სა­ა­თი. ამას მიჩ­ვე­უ­ლი არ იყო და სულ მთლად გა­და­ი­რია, გული გა­უს­კდა თურ­მე ში­შით, ნე­ტავ რა ხდე­ბა, ეტყო­ბა, რამე სე­რი­ო­ზუ­ლი­აო. კომ­პრო­მა­ტე­ბი ჩემს მა­გი­და­ზე გავ­შა­ლე და ერთი სა­ა­თის შემ­დეგ შე­მო­ვუშ­ვი ოთახ­ში. ვუ­თხა­რი: რა არის, ყვე­ლა­ფერს მი­კე­თებთ, რომ პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნათ, და­გი­შა­ვეთ რამე, ქე­იფს უნდა გა­და­მა­ყო­ლოთ-მეთ­ქი? გა­და­ი­რია, რას ვა­კე­თებ, რა პრობ­ლე­მებს გიქ­მნიო. გა­და­ხე­და ფო­ტო­ებს და... ჯერ პა­ტა­რა ჭი­ქე­ბით ხელ­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, მერე ცოტა დი­დით, მერე დიდი ყან­წით და... და­ი­წყო გი­ნე­ბა: ოხ, ჭი­ჭი­ნა­ძე, მე შენი... არ გა­მის­კდა გუ­ლიო... მე­რე­ღა მიხ­ვდა, რა­შიც იყო საქ­მე, მაგ­რამ ხუმ­რო­ბა გვა­პა­ტია მე­გობ­რებს".

ბა­ხუს­თან "ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა" ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარს, ცნო­ბილ პოეტ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­საც გა­აჩ­ნია. ერთხელ "ამ გა­ტა­ცე­ბის" გამო ბა­ტო­ნი ჯან­სუ­ღი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ამ ამ­ბავს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის იმ­დრო­ინ­დე­ლი მრჩე­ვე­ლი, თე­მურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ყვე­ბო­და.

"ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი "პახ­მე­ლი­ა­ზე" ბრძან­დე­ბო­და და რუს­თა­ველ­ზე სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნობ­და. ჩა­უ­ა­რა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს. გახ­სოვთ, ალ­ბათ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­მი­ნის­ტროს წინ თეთრ ფორ­მა­ში გა­მოწ­კე­პი­ლი ბი­ჭე­ბი რომ გა­ა­შე­შა. იმ დროს ჯან­სუღ­საც თეთ­რე­ბი ეცვა. გა­უს­წორ­და მათ, ეგო­ნა, სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე და თავს გა­ო­რე­ბუ­ლად ვხე­და­ვო. ცოტა არ იყოს შე­შინ­და კაცი, თვა­ლე­ბი მო­იფ­შვნი­ტა. მერე იფიქ­რა, ეს ორი კაცი თა­ბა­ში­რის მა­ნე­კე­ნი იქ­ნე­ბაო და მათ ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­და. ამ დროს ერ­თმა ბიჭ­მა თვა­ლე­ბი და­ა­ხამ­ხა­მა. შეხ­ტა ჯან­სუ­ღი, მერე წა­მო­ი­ძა­ხა, გა­ცო­ცხლდით, თქვე და­ლოც­ვი­ლე­ბოო და მკვირ­ცხლად გა­ქუს­ლა, უკან­მო­უ­ხე­და­ვად".

ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს და­ლე­ვა კი უყ­ვართ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ "გა­ტა­ცე­ბას" ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში ეძ­ლე­ვი­ან. აი, რუ­სე­თის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი პირი ბო­რის ელ­ცი­ნი კი "ბა­ხუს­თან" ზო­მა­ზე მე­ტად "დაძ­მა­კა­ცე­ბუ­ლი" გახ­ლდათ. აი, რას იხ­სე­ნებ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი ბო­რის ელ­ცინ­თან "სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ" ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე:

"70-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გაგ­რის კომ­კავ­ში­რულ სტრუქ­ტუ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ქა­ლაქ­ში მთე­ლი რიგი სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი კომ­პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის­თვის იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ყვე­ლა რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო მათი დახ­ვედ­რა-გა­მას­პინ­ძლე­ბა და მეც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვას­რუ­ლებ­დი და­კის­რე­ბულ საქ­მეს.

ერთხე­ლაც და­მა­ვა­ლეს, ამა და ამ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში სვერდლოვ­სკის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ის­ვე­ნებს და ხილი და სას­მე­ლი მი­უ­ტა­ნეო. ავი­ღე ორი ყუთი, ერ­თში ყვე­ლა­ნა­ი­რი ხილი ჩა­ვა­წყვე, მე­ო­რე­ში - ნაირ-ნა­ი­რი სა­უ­კე­თე­სო სას­მე­ლე­ბი და მი­ვა­დე­ქი. კარ­ზე წარ­წე­რას შევ­ხე­დე, მა­ინც ვინ არის ეს ბედ­ნი­ე­რი-მეთ­ქი და წა­ვი­კი­თხე: "ბო­რის ნი­კო­ლა­ე­ვიჩ ელ­ცინ". მე სა­ხე­ლი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ მი­მე­მარ­თა, თო­რემ გვა­რი, ელ­ცი­ნი იქ­ნე­ბო­და თუ ტი­მო­ფე­ე­ვი, სულ ერთი იყო. დავ­რე­კე ზარი და კარი მის­მა მე­უღ­ლემ გა­მი­ღო:

- ჩტო ვი ხა­ტი­ტე? - მე­კი­თხე­ბა. ამ დროს ელ­ცი­ნიც გა­მოჩ­ნდა, ხი­ლის ყუთს თვა­ლი აა­რი­და და სას­მე­ლებს გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხით მი­ა­ჩერ­და.

- ვოდ­კა?

- ვოდ­კა ი კო­ნი­აკ, - გა­ვა­ხა­რე.

- ვოტ ეტა და! - გა­და­ი­რია, თა­ვის ხე­ლით შე­ი­ტა­ნა ყუთი და მეც შე­მი­პა­ტი­ჟა, რუ­სე­ბი მარ­ტო არ სვა­მე­ნო. უარს რო­გორ ვე­ტყო­დი. ერთ ჭი­ქას მე­ო­რე მოჰ­ყვა, მე­ო­რეს - მე­სა­მე და კარ­გად რომ შე­ღამ­და, ნა­ხე­ვა­რი ყუთი ცა­რი­ე­ლი იყო. რა სა­დღეგ­რძე­ლო აღარ დავ­ლი­ეთ: ძმო­ბის, მე­გობ­რო­ბის, ქარ­თვე­ლი და რუსი ხალ­ხის მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის... რამ­დენ­ჯერ­მე აც­რემ­ლე­ბულ­მა გა­დამ­კოც­ნა, ქარ­თვე­ლე­ბის სი­კე­თეს ცხოვ­რე­ბა­ში არ და­ვი­ვი­წყე­ბო. თურ­მე, ვის­თან სვამ და რა ძმო­ბა­ზე ელა­პა­რა­კე­ბი. გა­ვი­და დრო და სწო­რედ ამ კაც­მა არ და­მა­კარ­გვი­ნა გაგ­რა და აფხა­ზე­თი?

მე­ო­რე დი­ლას ძლივს ავ­დე­ქი, თავი მის­კდე­ბო­და. ხელ­მძღვა­ნელ­მა და­მი­ბა­რა და ღი­მი­ლით მი­თხრა, რომ ახა­ლი "სა­პა­ტიო და­ვა­ლე­ბა" უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა - "ცოტა ხნის წინ ელ­ცინ­მა და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ და სა­ნამ აქ ვიქ­ნე­ბი, ეგ კაცი არ მო­მა­შო­როთ გვერ­დი­და­ნო"...

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

ზოგი რა ...
0

ნადარეიშვილს:

აფხაზეთი ელცინმა კი არ დაგაკარგვინა, არამედ ჩვენმა სტუმართმოყვარეობამ, დახვდი თურმე ისე, რომ აქაურობა არ მოეწონოს, რუსეთს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ იქეიფეს ქართველმა დეპუტატებმა ვისკით პარლამენტში - პოლიტიკოსების სახალისო ისტორიები ალკოჰოლზე

როგორ იქეიფეს ქართველმა დეპუტატებმა ვისკით პარლამენტში - პოლიტიკოსების სახალისო ისტორიები ალკოჰოლზე

ღვინო და ქართველები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდიგვერდ არიან. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბახუსთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს.

ამბის მთავარი გმირი დღეს "ბატონი ბახუსი" იქნება და ამ "პერსონაჟთან" დაკავშირებულ რამდენიმე "საინტერესო მოგონებას" შემოგთავაზებთ ქართველი პოლიტიკოსებისგან. ვერ გეტყვით, ამჟამინდელი საპარლამენტო სესიების მიმდინარეობისას ხალხის რჩეულები ალკოჰოლურ სასმელებს ეძალებიან თუ არა, მაგრამ იყო დრო, როდესაც ამ "სიამოვნებაზე" ქართველი პარლამენტარები უარს არ ამბობდნენ.

ირაკლი ბათიაშვილის მოგონებებიდან:

"საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე იყო, მახსოვს, გვიან ღამემდე იყო საკითხების განხილვა. ეტყობა, იმდენად გადაღლილები იყვნენ ზოგიერთი კოლეგები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ), რომ თან მოშივდათ, თან მოსწყურდათ. მოვიხედე უკან და ვხედავ, პატარა "ზაკუსკა" აქვთ მოტანილი, სუნიც მეცა, საკმაოდ მაღალი ხარისხის სასმელი იყო, თუ არ ვცდები, ვისკი. მოდიო, მეძახდნენ, მაგრამ არ შევუერთდი. ცოტა იქით გადავჯექი. მერე, მოღალატეს მეძახდნენ. თვითონ კარგ ხასიათზე იყვნენ. დიდი ჟივილ-ხივილი ჰქონდათ. უცბად მოიყარეს თავი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამეტებით აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს. მაგრამ იქ სრული იდილია სუფევდა. შემდეგ ეს ამბავი გახმაურდა. მოგვიანებით პარლამენტის იმდროინდელმა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა კოლეგების რეპუტაცია დაიცვა და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევას ერთადერთხელ ჰქონდა ადგილი. თან ისიც დაამატა, რომ მიპატიჟება არც მან მიიღო.

ანალოგიური "შემთხვევა" საქართველოს პარლამენტის მორიგ სხდომებზე ოფიციალურად აღარ დაფიქსირებულა. ისე, კი, "სამუშაო საათების" დასრულების შემდეგ იცოცხლეთ, თუ საჭიროა ქართველი პოლიტიკოსები სასმელზე, მით უმეტეს კარგ საზოგადოებაში ქეიფსა და დროსტარებაზე უარს არ ამბობენ.

ყოფილი პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი იხსენებს:

"ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს "დიდ კაცს" - კობა დავითაშვილს. ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა, კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ "გაბარიტებით" ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ, შეძლებისდაგვარად ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს. თანდათან ვხედავთ, კახას მუცელი ებერება. ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა - ე, მანდ, მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც "მათე ბიჭს" ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება - ესაა თქვენი დალევა?! მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო... კახა დგას გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი, იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი, რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ მუცელში-მეთქი.

ამასობაში, მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა. როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის "მათე ბიჭმა" მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო "მათე ბიჭის" გაცილებას დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი "მათე ბიჭი", ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო - ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები".

თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი იგონებს:

"ერთი პერიოდი "სუხოი ზაკონი" გამოცხადდა. არ შეიძლებოდა დალევა, რესტორანში ქეიფი. ერთ დღესაც, კახეთში, "ზაოდობაზე" წავედით მთელი ჩემი სამეგობრო წრე და მაგრად ვიქეიფეთ. ერთ-ერთი მეგობარი იმ დროს ქარხნის დირექტორი იყო, მეორე მეგობარს კი ჩუმად მისთვის სურათები გადაუღია. ქეიფი რომ დავამთავრეთ, წამოვედით თბილისში. გავიდა რამდენიმე დღე. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვარ და ჩემმა მდივანმა შემომიტანა წერილი, რომელსაც თან ახლავს ფოტოები და წერილი - აი, ნახეთ ფაქტები, თქვენი დირექტორები რა დღეში არიან, გთხოვთ, მიიღოთ ზომებიო. ფოტოზე კი ის ჩემი მეგობარია გადაღებული ხელში უზარმაზარი ყანწით, მეორე სურათზე კი ხელები აქვს გაშლილი და წინ დიდი სუფრა და საჭმელ-სასმელი ჩანს. მაშინვე მივხვდი, ვინც იყო ამ ანონიმური ფოტოებისა და წერილის ავტორი.

გადავურეკე ჩემს მდივანს და ვუთხარი ჩემს მეგობარზე - ამა და ამ ქარხნის დირექტორს დაურეკეთ და უთხარით, სასწრაფოდ აქ გაჩნდეს-მეთქი. გაკვირვებია, ნეტავ თვითონ რატომ არ მირეკავს პირადადო. რომ მოვიდა, მოსაცდელში ვაცდევინე ერთი საათი. ამას მიჩვეული არ იყო და სულ მთლად გადაირია, გული გაუსკდა თურმე შიშით, ნეტავ რა ხდება, ეტყობა, რამე სერიოზულიაო. კომპრომატები ჩემს მაგიდაზე გავშალე და ერთი საათის შემდეგ შემოვუშვი ოთახში. ვუთხარი: რა არის, ყველაფერს მიკეთებთ, რომ პრობლემა შემიქმნათ, დაგიშავეთ რამე, ქეიფს უნდა გადამაყოლოთ-მეთქი? გადაირია, რას ვაკეთებ, რა პრობლემებს გიქმნიო. გადახედა ფოტოებს და... ჯერ პატარა ჭიქებით ხელში იყო გადაღებული, მერე ცოტა დიდით, მერე დიდი ყანწით და... დაიწყო გინება: ოხ, ჭიჭინაძე, მე შენი... არ გამისკდა გულიო... მერეღა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ხუმრობა გვაპატია მეგობრებს".

ბახუსთან "ახლო ურთიერთობა" ყოფილ პარლამენტარს, ცნობილ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანსაც გააჩნია. ერთხელ "ამ გატაცების" გამო ბატონი ჯანსუღი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ ამბავს ედუარდ შევარდნაძის იმდროინდელი მრჩეველი, თემურ მირიანაშვილი ყვებოდა.

"ჯანსუღ ჩარკვიანი "პახმელიაზე" ბრძანდებოდა და რუსთაველზე სუფთა ჰაერზე სეირნობდა. ჩაუარა იუსტიციის სამინისტროს. გახსოვთ, ალბათ, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა სამინისტროს წინ თეთრ ფორმაში გამოწკეპილი ბიჭები რომ გააშეშა. იმ დროს ჯანსუღსაც თეთრები ეცვა. გაუსწორდა მათ, ეგონა, სარკეში ჩავიხედე და თავს გაორებულად ვხედავო. ცოტა არ იყოს შეშინდა კაცი, თვალები მოიფშვნიტა. მერე იფიქრა, ეს ორი კაცი თაბაშირის მანეკენი იქნებაო და მათ ყურადღებით დააკვირდა. ამ დროს ერთმა ბიჭმა თვალები დაახამხამა. შეხტა ჯანსუღი, მერე წამოიძახა, გაცოცხლდით, თქვე დალოცვილებოო და მკვირცხლად გაქუსლა, უკანმოუხედავად".

ქართველ პოლიტიკოსებს დალევა კი უყვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ "გატაცებას" ზომიერების ფარგლებში ეძლევიან. აი, რუსეთის ყოფილი პირველი პირი ბორის ელცინი კი "ბახუსთან" ზომაზე მეტად "დაძმაკაცებული" გახლდათ. აი, რას იხსენებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ბორის ელცინთან "სამსახურეობრივ" ურთიერთობაზე:

"70-იანი წლების დასაწყისში გაგრის კომკავშირულ სტრუქტურებში ვმუშაობდი. ქალაქში მთელი რიგი სანატორიუმები კომპარტიის ლიდერებისთვის იყო გათვალისწინებული და ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საპატიო სტუმრები დასასვენებლად. ჩემი მოვალეობა იყო მათი დახვედრა-გამასპინძლება და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს.

ერთხელაც დამავალეს, ამა და ამ სანატორიუმში სვერდლოვსკის პირველი მდივანი ისვენებს და ხილი და სასმელი მიუტანეო. ავიღე ორი ყუთი, ერთში ყველანაირი ხილი ჩავაწყვე, მეორეში - ნაირ-ნაირი საუკეთესო სასმელები და მივადექი. კარზე წარწერას შევხედე, მაინც ვინ არის ეს ბედნიერი-მეთქი და წავიკითხე: "ბორის ნიკოლაევიჩ ელცინ". მე სახელი მაინტერესებდა, როგორ მიმემართა, თორემ გვარი, ელცინი იქნებოდა თუ ტიმოფეევი, სულ ერთი იყო. დავრეკე ზარი და კარი მისმა მეუღლემ გამიღო:

- ჩტო ვი ხატიტე? - მეკითხება. ამ დროს ელცინიც გამოჩნდა, ხილის ყუთს თვალი აარიდა და სასმელებს გაბრწყინებული სახით მიაჩერდა.

- ვოდკა?

- ვოდკა ი კონიაკ, - გავახარე.

- ვოტ ეტა და! - გადაირია, თავის ხელით შეიტანა ყუთი და მეც შემიპატიჟა, რუსები მარტო არ სვამენო. უარს როგორ ვეტყოდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და კარგად რომ შეღამდა, ნახევარი ყუთი ცარიელი იყო. რა სადღეგრძელო აღარ დავლიეთ: ძმობის, მეგობრობის, ქართველი და რუსი ხალხის მარადიული სიყვარულის... რამდენჯერმე აცრემლებულმა გადამკოცნა, ქართველების სიკეთეს ცხოვრებაში არ დავივიწყებო. თურმე, ვისთან სვამ და რა ძმობაზე ელაპარაკები. გავიდა დრო და სწორედ ამ კაცმა არ დამაკარგვინა გაგრა და აფხაზეთი?

მეორე დილას ძლივს ავდექი, თავი მისკდებოდა. ხელმძღვანელმა დამიბარა და ღიმილით მითხრა, რომ ახალი "საპატიო დავალება" უნდა შემესრულებინა - "ცოტა ხნის წინ ელცინმა დამირეკა, ძალიან კმაყოფილი ვარ და სანამ აქ ვიქნები, ეგ კაცი არ მომაშოროთ გვერდიდანო"...

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის გიორგი გაჩეჩილაძე