პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ დააფინანსა პრეზიდენტის ფონდმა ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი?
რატომ არ დააფინანსა პრეზიდენტის ფონდმა ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი?

აფხა­ზე­თის კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, პრო­ფე­სორ სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძის თქმით, მის­მა ქარ­თულ-აფხა­ზურ თე­მა­ზე მომ­ზა­დე­ბულ­მა პრო­ექ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან და­ფი­ნან­სე­ბა ვერ მი­ი­ღო. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ვე­სა­უბ­რეთ.

სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძე, პრო­ფე­სო­რი:

"არ მგო­ნია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იმა­ზე უფრო დიდი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობ­დეს, ვიდ­რე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია. სხვა სა­კი­თხია, რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად საქ­მი­ა­ნად ვუდ­გე­ბით ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ქარ­თულ-ოსუ­რი ნდო­ბის აღ­დგე­ნის სა­კითხს და ვე­ძებთ თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ამ დი­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გუ­შინ 27 სექ­ტემ­ბერს, არა­ვინ და­აკ­ლდა გმირ­თა მო­ე­დანს გვირ­გვი­ნე­ბით ხელ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ ამ სურ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ბო­ლომ­დე არ ხარ­ჯავს რე­სურსს. უცხო­უ­რი ფონ­დე­ბის იმე­დად დარ­ჩე­ნი­ლი ეს საქ­მე წინ არ მი­ი­წევს, იმი­ტომ, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­შიც კი არ არ­სე­ბობს ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ნდო­ბის აღ­დგე­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კარ­გი იდე­ე­ბის-პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ლებ­ლად.

წელს, აპ­რილ­ში, პრე­ზი­დენ­ტის ფონდში შე­ვი­ტა­ნე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბიც უნდა ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ. მე ამ მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი მაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი მხრი­დან ძი­რი­თა­დად ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ და იყო რე­ა­ლუ­რი შან­სი იმი­სა, რომ უფრო აგ­ვე­მაღ­ლე­ბი­ნა ახალ­გაზ­რდე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ძა­ლა­დო­ბის გზით ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის წი­ნა­აღ­მდეგ და ხელი შეგ­ვე­წყო აფხაზ თა­ნა­ტო­ლებ­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ნდო­ბის აღ­დგე­ნის­თვის. პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია 27 სექ­ტემ­ბერს უნდა შემ­დგა­რი­ყო. პრე­ზი­დენ­ტი 27 სექ­ტემ­ბერს მხო­ლოდ გვირ­გვინს კი არ მი­ი­ტან­და გმირ­თა მო­ე­დან­ზე, არა­მედ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავ­და ამ ტრა­გი­კულ დღეს ნდო­ბის აღ­დგე­ნის რე­ა­ლუ­რი გზავ­ნი­ლით, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით.

მაც­ნო­ბეს, რომ წელს პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში ეს თემა არ შე­დის! ეს პა­სუ­ხი კუ­რი­ო­ზუ­ლა­დაც კი მო­მეჩ­ვე­ნა და სა­კი­თხის გარ­კვე­ვა უფრო ღრმად ვცა­დე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილს ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­კი­თხის უფრო კარ­გად შეს­წავ­ლა ვთხო­ვე, მის­გან და­პი­რე­ბაც კი მი­ვი­ღე, თუმ­ცა დღემ­დე არა­ვინ გა­მომ­ხმა­უ­რე­ბია, ანუ ეს პრო­ექ­ტი წელს არ შედ­გა, ვი­ნა­ი­დან მისი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი გათ­ვლი­ლი იყო ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ზე.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ თე­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტთან არა­ვინ ისა­უბ­რებ­და. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც ბევ­რი საქ­მეა და მე, რო­გორც ყო­ფილ უმაღ­ლეს სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, ეს კარ­გად გა­მე­გე­ბა, მაგ­რამ იმ დას­კვნი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გა­მაჩ­ნია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა კონ­ტრარ­გუ­მენ­ტი უსუ­სუ­რია. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა ვერ თუ არ მო­ას­წრო ამ პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს სა­გან­გა­შოა და დღეს გვაქვს ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა - პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს ადა­მი­ა­ნი, ვის­თვი­საც ქარ­თულ-აფა­ხა­ზუ­რი ნდო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ არის".

ჩვენ ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ვა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც ვცა­დეთ:

"ეს პრო­ექ­ტი ნამ­დვი­ლად შე­მო­სუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონდში, თუმ­ცა უარი აქვს ნათ­ქვა­მი, რად­გან ეს პრო­ექ­ტი არ იყო სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი. მო­გახ­სე­ნებთ, რომ ყო­ველ წელს პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, ანუ რას უნდა მი­ე­სა­და­გე­ბო­დეს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც იმ წელს და­ფი­ნანსდე­ბა. სა­რე­ზერ­ვო ფონდს კონ­ფლიქ­ტურ თე­მა­ზე არა­ერ­თი პრო­ექ­ტი აქვს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ფონ­დის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის 2017 წლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია: დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­მტკი­ცე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცოდ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რე­გი­ო­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­წყობს, ინო­ვა­ცი­უ­რი და სა­მე­წარ­მეო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ბავ­შვთა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გან­მტკი­ცე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა­ში ქვეყ­ნის უშიშ­რო­ე­ბის დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წარ­მო­ჩე­ნა", - გა­ნა­ცხა­დეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ არ დააფინანსა პრეზიდენტის ფონდმა ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი?

რატომ არ დააფინანსა პრეზიდენტის ფონდმა ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი?

აფხაზეთის კულტურისა და განათლების ყოფილი მინისტრის, პროფესორ სალომე კაპანაძის თქმით, მისმა ქართულ-აფხაზურ თემაზე მომზადებულმა პროექტმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება ვერ მიიღო. დეტალების გასარკვევად ქალბატონ სალომეს ვესაუბრეთ.

სალომე კაპანაძე, პროფესორი:

"არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში იმაზე უფრო დიდი პრობლემა არსებობდეს, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიებია. სხვა საკითხია, რეალურად რამდენად საქმიანად ვუდგებით ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის საკითხს და ვეძებთ თუ არა შესაძლებლობებს ამ დილემის გადასაწყვეტად. დარწმუნებული ვარ, გუშინ 27 სექტემბერს, არავინ დააკლდა გმირთა მოედანს გვირგვინებით ხელში. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის გამთლიანების გულწრფელი სურვილი ყველას აქვს, მაგრამ ამ სურვილის ორგანიზებისათვის სახელმწიფო ბოლომდე არ ხარჯავს რესურსს. უცხოური ფონდების იმედად დარჩენილი ეს საქმე წინ არ მიიწევს, იმიტომ, რომ ეს საკმარისი არ არის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც კი არ არსებობს ფინანსური რესურსი ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული კარგი იდეების-პროექტების განსახორცილებლად.

წელს, აპრილში, პრეზიდენტის ფონდში შევიტანე ძალიან საინტერესო, ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად აფხაზი ახალგაზრდებიც უნდა ჩართულიყვნენ. მე ამ მიზნით რამდენიმე პროექტი მაქვს განხორციელებული. ქართული მხრიდან ძირითადად ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ და იყო რეალური შანსი იმისა, რომ უფრო აგვემაღლებინა ახალგაზრდების ცნობიერება ძალადობის გზით ამ პრობლემის გადაჭრის წინააღმდეგ და ხელი შეგვეწყო აფხაზ თანატოლებთან კონსტრუქციული ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისთვის. პროექტის პრეზენტაცია 27 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. პრეზიდენტი 27 სექტემბერს მხოლოდ გვირგვინს კი არ მიიტანდა გმირთა მოედანზე, არამედ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნავდა ამ ტრაგიკულ დღეს ნდობის აღდგენის რეალური გზავნილით, რომელიც იქნებოდა ძალიან რეზონანსული და შედეგიანი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის თვალსაზრისით.

მაცნობეს, რომ წელს პრეზიდენტის ფონდის პრიორიტეტებში ეს თემა არ შედის! ეს პასუხი კურიოზულადაც კი მომეჩვენა და საკითხის გარკვევა უფრო ღრმად ვცადე, ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს ერთ-ერთ შეხვედრაზე საკითხის უფრო კარგად შესწავლა ვთხოვე, მისგან დაპირებაც კი მივიღე, თუმცა დღემდე არავინ გამომხმაურებია, ანუ ეს პროექტი წელს არ შედგა, ვინაიდან მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი გათვლილი იყო ზაფხულის თვეებზე.

დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე პრეზიდენტთან არავინ ისაუბრებდა. ადმინისტრაციაშიც ბევრი საქმეა და მე, როგორც ყოფილ უმაღლეს საჯარო მოხელეს, ეს კარგად გამეგება, მაგრამ იმ დასკვნისათვის, რომელიც გამაჩნია, ამ შემთხვევაში ყველა კონტრარგუმენტი უსუსურია. რა მნიშვნელობა აქვს გიორგი აბაშიშვილმა ვერ თუ არ მოასწრო ამ პროექტის განხილვა. ორივე შემთხვევაში ეს საგანგაშოა და დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადამიანი, ვისთვისაც ქართულ-აფახაზური ნდობის აღდგენის საკითხი პრიორიტეტული არ არის".

ჩვენ ვითარების გარკვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ვცადეთ:

"ეს პროექტი ნამდვილად შემოსულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში, თუმცა უარი აქვს ნათქვამი, რადგან ეს პროექტი არ იყო სარეზერვო ფონდის პრიორიტეტების შესაბამისი. მოგახსენებთ, რომ ყოველ წელს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ქვეყნდება სარეზერვო ფონდის პრიორიტეტები, ანუ რას უნდა მიესადაგებოდეს კონკრეტული პროექტი, რომელიც იმ წელს დაფინანსდება. სარეზერვო ფონდს კონფლიქტურ თემაზე არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული. ფონდის უმთავრესი მიზანია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა.

მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2017 წლის პრიორიტეტებია: დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცება, საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიზაცია, რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობს, ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა, ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცება, სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ქვეყნის უშიშროების დაცვის გაძლიერება და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი