პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ცხოვრების 24 წელი და ომამდელი ნოსტალგიური მოგონებები
ომით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ცხოვრების 24 წელი და ომამდელი ნოსტალგიური მოგონებები

"წა­მოს­ვლი­სას, ბო­ლო­ჯერ გავ­ხე­დე ჩემს სახ­ლს და და­ვი­ნა­ხე, რომ მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯა­რა ღია დაგ­ვრჩე­ნო­და... სო­ხუმ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ია­რა­ღი­დან ის­როდ­ნენ და მიბ­რუ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, სი­სუ­ლე­ლე იყო... მას შემ­დეგ 24 წელი გა­ვი­და და ჩემი სახ­ლი, ყო­ველ­თვის ღია ფან­ჯრით მე­სიზ­მრე­ბა და ასე მგო­ნია, თუ ფან­ჯა­რას მივ­ხუ­რავ­დი, მას ვე­რა­ვინ წა­მარ­თმევ­და. არ ვიცი, რა ჰქვია ამ სინ­დრომს..." - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის ღი­ა­სარ­კმლი­ან სახ­ლში ყო­ველ ღამე "ბრუნ­დე­ბა"...

ომი, რო­მე­ლიც 13 თვეს და 13 დღეს გრძელ­დე­ბო­და და ქარ­თუ­ლი მხა­რის დღემ­დე და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 10 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე შე­ე­წი­რა, 300 ათა­სი ქარ­თვე­ლი კი, უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა, - 27 სექ­ტემ­ბერს, ქარ­თვე­ლე­ბის მარ­ცხით დას­რულ­და... 1992-1993 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, აფხა­ზუ­რი მხა­რის მო­ნა­ცე­მე­ბით და­ი­ღუ­პა 3 500 და და­იჭ­რა 2 ათა­სამ­დე აფხა­ზი, მათი თქმით, ამ­ხე­ლა ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­საც არ ჰქო­ნი­ათ...

სო­ხუ­მის და­ცე­მა

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის (1992-93) ბოლო, გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა - ქარ­თულ სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებ­სა და აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტთა ძა­ლებს შო­რის, რო­მელ­თაც ასე­ვე უჭერ­დნენ მხარს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი, ე.წ. მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, კა­ზაკ­თა მი­ლი­ცი­ის შე­ნა­ერ­თე­ბი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, გუ­და­უ­თა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზის შე­ნა­ერ­თი... ამის შე­სა­ხებ, ბოლო წლებ­ში, აფხა­ზუ­რი მხა­რე ღიად სა­უბ­რობს, რაც მათ მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, - თუ რო­გორ და­ეხ­მარ­ნენ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში..."

სო­ხუ­მის­თვის გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლას წინ უძღო­და შე­თან­ხმე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სოჭ­ში, 27 ივ­ლისს ორ მხა­რეს შო­რის და­ი­დო... შე­თან­ხმე­ბა 16 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­და. ამ დღეს სე­პა­რა­ტის­ტებ­მა შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვი­ეს და სო­ხუმ­ზე, ზღვი­დან, ჰა­ე­რი­დან და ხმე­ლე­თის მი­სად­გო­მე­ბი­დან, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. ეს იყო ახა­ლი ძა­ლი­თა და ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბით შე­ტე­ვა, რად­გან მა­ნამ­დე კარ­გი შე­ი­ა­რა­ღე­ბით არც აფხა­ზე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ...

შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ამ დრო­ის­თვის მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბის დიდი ნა­წი­ლი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან უკვე გაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა, ბოლო ძა­ლე­ბით, 27 სექ­ტემ­ბრამ­დე, გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა... სა­ბო­ლო­ოდ, მა­სი­ურ შე­ტე­ვას მცი­რე შე­ი­ა­რა­ღე­ბის მქო­ნე ქარ­თულ­მა ნა­წი­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლის ფა­სად, სო­ხუ­მი და­ე­ცა...

ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი: ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, გუ­რამ გა­ბის­კი­რია, რაულ ეშბა, სულ 17 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც ქა­ლა­ქი არ და­ტო­ვეს, მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ დახ­ვრი­ტეს. დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა, ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალექ­სან­დრე ბე­რუ­ლა­ვა... აფხა­ზე­ბი 27 სექ­ტემ­ბერს მთავ­რო­ბის შე­ნო­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ახ­ლაც დუ­მან, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ყა­ბარ­დო­ე­ლი მე­ტყვი­ამფრქვე­ვეს მიერ დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რილ­მა ფაქ­ტმა, ბევრ რა­მეს მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი: მო­ნა­თხრობ­ში აშ­კა­რად ჩანს, რომ ქარ­თველ ტყვე­ე­ბი სა­ბე­დის­წე­რო გან­საც­დელს ბო­ლომ­დე ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვდნენ... მისი თქმით, მას შემ­დეგ, რაც ტყვე­ე­ბი შე­ნო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, - შარ­ტა­ვამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­მე­ო­რა: "ძა­ლი­ან ბევ­რი ვიცი. და­მი­ცა­ვით..." მო­ე­და­ნი მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს­თან გა­ივ­სო ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ყვი­როდ­ნენ "გა­მარ­ჯვე­ბა", "აია­ი­რა" და ის­როდ­ნენ ჰა­ერ­ში.

ყა­ბარ­დო­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი არი­დებ­დნენ, იცავ­დნენ ტყვე­ებს... ბრბოს დიდი ნა­წი­ლი მათ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი იყო, თუმ­ცა, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის თქმით, ქარ­თვე­ლე­ბის თვა­ლებ­ში შიში არ ჩან­და. მშვი­დად იყ­ვნენ შარ­ტა­ვა და გა­ბის­კი­რია..."- იგო­ნებს ყა­ბარ­დო­ე­ლი, მი­სი­ვე თქმით, გზა­ში ტყვე­თა ჯგუ­ფი დახ­ვრი­ტეს... სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სრულ და­მარ­ცხე­ბას რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და მოჰ­ყვა...

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი" აფხა­ზე­თი - "რა იქ­ნე­ბა ხვალ?!"

2008 წლის აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის უთა­ნას­წო­რი ომის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ნიშ­ნი მო­უ­გო და აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა" აღი­ა­რა. რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ორი­ვე რე­გი­ონ­ში სა­ზი­ე­მო გან­წყო­ბით შეხ­ვდნენ. თუ არ ჩავ­თვლით, ერთი-ორი სკეპ­ტი­კო­სის კი­თხვას, რომ­ლე­ბიც უფრო აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო შე­სამ­ჩნე­ვი, - რა იქ­ნე­ბა ხვალ?!

საქ­მე ის არის, რომ ისე­თი "ხვა­ლის" მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც ორი­ვე რე­გი­ონ­ში ზარ-ზე­ი­მით აღ­ნიშ­ნეს, არც 8 წლის შემ­დეგ დამ­დგა­რა და რუ­სეთ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­ზე, არა­ვი­თა­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს, რომ ოდეს­მე დად­გე­ბა... ვა­რა­უ­დის გა­რე­შეა, რომ ეს კარ­გად იცო­და, ორი­ვე რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, თუმ­ცა, სა­ყო­ველ­თაო დღე­სას­წა­უ­ლის კვალ­დაკ­ვალ, რუ­სეთ­თან უფრო მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბის ახალ გზებ­ზე და­ი­წყეს ფიქ­რი, რათა ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ვადა გა­ე­ხან­გრძლი­ვე­ბი­ნათ...

მაშ ასე, რა შე­იც­ვა­ლა კონ­კრე­ტუ­ლად აფხა­ზეთ­ში, ამ 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - ამა­ზე იქ არ­სე­ბუ­ლი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას, ყვე­ლა ე.წ. უწყე­ბა­სა და სფე­როს ეხე­ბა. აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ამა თუ იმ პრობ­ლე­მურ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას მუდ­მი­ვად იყე­ნებს ფრა­ზას, - რას და­ვემ­სგავ­სეთ ბოლო 25 წე­ლია?.. უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, კო­რუფ­ცია, ნარ­კო­მა­ნია, კრი­მი­ნა­ლი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი "ჯან­დაც­ვი­სა" და "სა­კა­ნონ­მდებ­ლო" სფე­რო, გა­ნათ­ლე­ბის უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი დონე და რაც მთა­ვა­რია, გა­ღა­რი­ბე­ბის გზა­ზე მდგა­რი რე­გი­ო­ნი, - ასე­თია აფხა­ზე­თის დღე­ვან­დე­ლი სუ­რა­თი, პრობ­ლე­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლით.

აფხა­ზებს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მა­ღა­ლი წუ­წუ­ნი არ ჩვე­ვი­ათ, თუმ­ცა, ბოლო წლებ­ში რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა, ამის წაყ­რუ­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და ცდი­ლო­ბენ, მუდ­მი­ვი პრო­ტეს­ტით, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" აი­ძუ­ლონ ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს... რაულ ხა­ჯიმ­ბა ამ მო­თხოვ­ნას "თა­ვი­სე­ბუ­რად" პა­სუ­ხობს, - აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნებს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აძ­ლი­ე­რებს რუ­სე­თი. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, "აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა" და რუ­სეთს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის" შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სე­ბუ­რი "გან­შტო­ე­ბე­ბი" აქვს და რომ­ლის ბოლო "ნა­ბი­ჯია" - "ერ­თობ­ლი­ვი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის" შექ­მნა, აფხა­ზეთ­ში და­ნა­შა­უ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის. და­ნა­შა­უ­ლებ­მა კი, იქ ბოლო ხა­ნებ­ში პიკს მი­აღ­წია... ასე­ვე, თვალ­ში­სა­ცე­მია მუდ­მი­ვი წნე­ხი, რო­მელ­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს და რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ბო­ლოს საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით მყოფ­მა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მაც გა­ახ­მო­ვა­ნა - ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ჩა­კე­ტი­ლო­ბის გახ­სნა. სა­უ­ბა­რია, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­კა­ნო­ნე­ბა­ზე, რა­საც აფხა­ზე­ბი ჯერ-ჯე­რო­ბით არ თმო­ბენ...

კრი­მი­ნა­ლი, კო­რუფ­ცია, ჯან­დაც­ვა - აფხა­ზე­თის მო­ურ­ჩე­ნე­ლი ტკი­ვი­ლი

რუ­სეთ­მა ყო­ველ­თვის კარ­გად იცის, რა დროს რო­მე­ლი სვლა გა­მო­ი­ყე­ნოს, - "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი" აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ხელ­ფა­სებ­სა და პენ­სი­ებს რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებს, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმის მი­ხედ­ვით გას­ცემს და ზღუ­დავს, რამ­დე­ნად "დამ­ჯე­რად" იქ­ცე­ვა მისი მო­კავ­ში­რე აფხა­ზე­თი... ამი­ტო­მაც, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უხელ­ფა­სოდ მუ­შა­ო­ბა მო­უ­წია...

საქ­მე ის არის, რომ უმუ­შევ­რო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის გამო, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი პენ­სი­ით ცხოვ­რობს. 2010 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, აფხა­ზეთ­ში, 47 331 (?!) პენ­სი­ო­ნე­რი ცხოვ­რობს, მათი უმე­ტე­სო­ბა, 90-იანი წლე­ბის ომის მო­ნა­წი­ლეა და ბევ­რი მათ­გა­ნი, იმ წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ცხოვ­რობს... მას შემ­დეგ, რაც მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის იმე­დიც გა­და­ე­წუ­რათ და ვერც რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა გახ­და მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, პირ­ვე­ლად, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მათ სამ­კურ­ნა­ლოდ ენ­გურს აქეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­შუ­რეს...

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მცი­რე პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, - ენ­გურს აქეთ სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­სუ­ლი აფხა­ზი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა... სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2017 წლის იან­ვა­რი-ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბით უკვე ისარ­გებ­ლა 543-მა აფხაზ­მა პა­ცი­ენ­ტმა, მათ შო­რის, 94 ბავ­შვია. მათ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან, და­ხარ­ჯუ­ლია 1,294,600.87 ლარი... ცნო­ბი­ლია, რომ უფა­სო ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი აივ ვირუ­სით და ცე ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე, ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ.

"თბი­ლის­ში, სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­სუ­ლი ვნა­ხე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 90-იანი წლე­ბის ომში იბ­რძოდ­ნენ... რო­გორც თა­ვად თქვეს, ეს მათ არა­ვინ და­უ­ფა­სა..." - ასე იგო­ნებს მათ­თან შეხ­ვედ­რას "ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი შე­რე­უ­ლი კავ­ში­რე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, რეზო ბენ­დე­ლი­ა­ნი...

"ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის" უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ პიკს მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში მი­აღ­წია, - 6 ივ­ნისს, "სა­ქარ­თვე­ლო-აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის ინ­ვა­ლიდ­თა ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნელს, ბად­რი აგრბას სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში ეს­რო­ლეს... "ყელ­ში ამო­უ­ვი­და ჩვენს ხალ­ხს, ისი­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს... პატ­რო­ნი ჰყავს ამ ქვე­ყა­ნას?.. სად წა­ვი­და ის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც 90-იან წლებ­ში გვქონ­და?.. რისი იმე­დი გვაქვს?. ჩვენ ვა­შე­ნებთ სა­ხელ­მწი­ფოს?.. ვინ­მე რა­მეს გვე­კი­თხე­ბა", - ამ კი­თხვებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აფხა­ზე­ბი ხში­რად სვა­მენ და ამა თუ იმ რა­ი­ონ­ში, ქა­ლაქ­ში, ქუ­ჩა­ზე, სო­ფელ­ში მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის, ძარ­ცვის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს...

"ჯო­ჯო­ხე­თი სა­მო­თხე­ში"

ბოლო წლებ­თან შე­და­რე­ბით, წლე­ვან­დე­ლი წელი აფხა­ზე­თის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, - არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტის, გა­უ­პა­ტი­რე­ბე­ბის, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის გარ­ჩე­ვე­ბის, რუსი ტუ­რის­ტე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბის, ფი­და­უ­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მოხმდა­რი აფეთ­ქე­ბი­სა და სხვა, აღუ­რი­ცხა­ვი და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბის ფონ­ზე, აფხა­ზეთ­ში ზღვის სე­ზო­ნი ჩა­ვარ­და, რაც მა­თი­ვე თქმით, ასე "ითარ­გმნე­ბა", - იმა­ტებს კრი­მი­ნა­ლი, რად­გან ვა­ლებს გა­დახ­და უნდა, ადა­მი­ა­ნებს არ­სე­ბო­ბა, ფული სჭირ­დე­ბათ... ერთი სი­ტყვით, უფრო მძი­მე ზამ­თა­რი გვე­ლის, ვიდ­რე ოდეს­მე... რაულ ხა­ჯიმ­ბას (და ვერც მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის) "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ", და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რე­სურ­სე­ბით პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას თავი ვერ გა­არ­თვა, - "რაც უფრო მა­ტუ­ლობს ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მე­ბი, მით უფრო მი­ვი­წევთ რუ­სე­თის­კენ" - ირო­ნი­უ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ აფხა­ზე­ბი...

ფაქ­ტია, რომ რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა, - მის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბად, ნი­კა­რა­გუა, ვე­ნე­სუ­ე­ლა და ნა­უ­რუ რჩე­ბი­ან, - ამ ქვეყ­ნე­ბის რიგ­ში 2011-2014 წლებ­ში ტუ­ვა­ლუც იყო, რო­მელ­მაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე შეც­ვა­ლა... ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მათ აშ­კა­რა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, თუმ­ცა, ბევ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ენ­გურს აქეთ მათ­თვის ისევ "მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოა", რო­მელ­თა­ნაც დრო თან­და­თან სულ უფრო აშო­რებთ...

ომამ­დე­ლი ნოს­ტალ­გი­ის ნა­პერ­წკა­ლი...

სო­ხუ­მელ მწე­რალს, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას, რო­მე­ლიც დრო და დრო თა­ვის ქა­ლაქს სტუმ­რობს, ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტე­ბის­თვი­საც კი აქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი, ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ემო­ცი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბი - "სო­ხუმ­ში, ერთი ქარ­თვე­ლი ექი­მი ცხოვ­რობ­და, - მეტ­სა­ხე­ლად "ბაჯა". ბავ­შვო­ბი­დან შე­მორ­ჩა ასე... აფხა­ზი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. გა­ნუყ­რე­ლი ძმა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ... დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ, ბაჯა წა­მო­ვი­და, აფხა­ზი სო­ხუმ­ში დარ­ჩა... სო­ხუმ­ში ერთ-ერთი ჩას­ვლი­სას, იმ ქუ­ჩა­ზე მო­მიხ­და სტუმ­რო­ბა. ჩემს აფხაზ მე­გობ­რებს ვეს­ტუმ­რე. უცებ შე­ჩოჩ­ქოლ­დნენ - რა მოხ­და-მეთ­ქი, ვი­კი­თხე, - ერთ კაც­ზე მი­მი­თი­თეს, - ახლა ეს დათ­ვრე­ბა, ბა­ჯას სახ­ლს მი­ად­გე­ბა და დე­ბოშს ატეხ­სო... ბა­ჯას სახ­ლში უკვე სხვა ცხოვ­რობ­და, აფხა­ზი...

შემ­დეგ მი­ამ­ბეს, - ქარ­თვე­ლი ბა­ჯას აფხაზ მე­გო­ბარს ნოს­ტალ­გია მო­აწ­ვე­ბა, დათ­ვრე­ბა, ძვე­ლი მე­გობ­რის სახ­ლს ღა­მის 2-3 სა­ათ­ზე მი­ად­გე­ბა და ბოლო ხმა­ზე ეძა­ხის, - ბაჯა, ბაჯა!.. გა­მო­ვა თურ­მე ეს აფხა­ზი და უყ­ვი­რის - "უბი­რა­ი­სა ატ­სი­უ­და, ზდეს ბაჯა ნე ჟი­ვი­ოტ, ონ უე­ხალ ვ ტბი­ლი­სი, იდი ტამ იში..." ამა­ზე ეს უფრო ბრაზ­დე­ბა, - ბაჯა ტამ ჟილ, ტამ ჟი­ვი­ოტ ი ბუ­დეტ ჟიტო... სცე­მენ, გა­კო­ჭა­ვენ და წა­ათ­რე­ვენ... თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, იგი­ვეს აკე­თებს... წლე­ბია ასე გრძელ­დე­ბა... ვერ გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა ძვე­ლი მე­გობ­რის გა­რე­შე და სო­ხუმ­ში ყოფ­ნა ტან­ჯვად ექცა, სმა და­ი­წყო... ეს ერთი და ორი ადა­მი­ა­ნის ხვედ­რი არ არის, ეს ბევ­რი აფხა­ზის რე­ა­ლო­ბაა" - მი­თხრა მწე­რალ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­თვის ნამ­დვი­ლად ძვირ­ფა­სე­ბი ვი­ყა­ვით და შე­რი­გე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ასეთ ამ­ბებს უნდა ჩა­ვე­ჭი­დო­თო...

ალ­ბათ ასეც უნდა იყოს, რად­გან აფხა­ზებ­საც არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, - რომ არა პო­ლი­ტი­კა, ქარ­თვე­ლებ­თან გა­სა­ყო­ფი რა გვქონ­დაო, თუმ­ცა, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი შე­რი­გე­ბა­ზე ისევ ცალ­მხრი­ვი რჩე­ბა, - ომის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არა­ერ­თხელ შე­იც­ვა­ლა, ამ მხრივ, არც და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მორ­ჩე­ბა, თუმ­ცა, ერთ მა­გი­დას­თან დას­ხდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვერ გაჩ­ნდა...

ფო­ტო­ე­ბის წყა­რო: cyxymu.livejournal.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ომით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ცხოვრების 24 წელი და ომამდელი ნოსტალგიური მოგონებები

ომით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ცხოვრების 24 წელი და ომამდელი ნოსტალგიური მოგონებები

"წამოსვლისას, ბოლოჯერ გავხედე ჩემს სახლს და დავინახე, რომ მეორე სართულის ფანჯარა ღია დაგვრჩენოდა... სოხუმში ყველანაირი იარაღიდან ისროდნენ და მიბრუნება, რა თქმა უნდა, სისულელე იყო... მას შემდეგ 24 წელი გავიდა და ჩემი სახლი, ყოველთვის ღია ფანჯრით მესიზმრება და ასე მგონია, თუ ფანჯარას მივხურავდი, მას ვერავინ წამართმევდა. არ ვიცი, რა ჰქვია ამ სინდრომს..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც თავის ღიასარკმლიან სახლში ყოველ ღამე "ბრუნდება"...

ომი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გრძელდებოდა და ქართული მხარის დღემდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 300 ათასი ქართველი კი, უსახლკაროდ დარჩა, - 27 სექტემბერს, ქართველების მარცხით დასრულდა... 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, აფხაზური მხარის მონაცემებით დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი, მათი თქმით, ამხელა ადამიანური დანაკარგი მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ჰქონიათ...

სოხუმის დაცემა

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა - ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, ე.წ. მოხალისეები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი... ამის შესახებ, ბოლო წლებში, აფხაზური მხარე ღიად საუბრობს, რაც მათ მიმართ მადლიერებაში გამოიხატება, - თუ როგორ დაეხმარნენ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, "თავისუფლების მოპოვებაში..."

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში, 27 ივლისს ორ მხარეს შორის დაიდო... შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმზე, ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან, ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს. ეს იყო ახალი ძალითა და ახალი შეიარაღებით შეტევა, რადგან მანამდე კარგი შეიარაღებით არც აფხაზები გამოირჩეოდნენ...

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა, თუმცა, ბოლო ძალებით, 27 სექტემბრამდე, გააფთრებული ბრძოლები არ შეწყვეტილა... საბოლოოდ, მასიურ შეტევას მცირე შეიარაღების მქონე ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და დიდი ადამიანური მსხვერპლის ფასად, სოხუმი დაეცა...

ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, რაულ ეშბა, სულ 17 ადამიანი, რომლებმაც ქალაქი არ დატოვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ქართველი ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა... აფხაზები 27 სექტემბერს მთავრობის შენობაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახლაც დუმან, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ყაბარდოელი მეტყვიამფრქვევეს მიერ დეტალურად აღწერილმა ფაქტმა, ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი: მონათხრობში აშკარად ჩანს, რომ ქართველ ტყვეები საბედისწერო განსაცდელს ბოლომდე ღირსეულად შეხვდნენ... მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტყვეები შენობიდან გამოიყვანეს, - შარტავამ რამდენჯერმე გაიმეორა: "ძალიან ბევრი ვიცი. დამიცავით..." მოედანი მინისტრთა საბჭოსთან გაივსო ადამიანებით, რომლებიც ყვიროდნენ "გამარჯვება", "აიაირა" და ისროდნენ ჰაერში.

ყაბარდოელი მოხალისეები არიდებდნენ, იცავდნენ ტყვეებს... ბრბოს დიდი ნაწილი მათ მიმართ აგრესიული იყო, თუმცა, მოხალისეების თქმით, ქართველების თვალებში შიში არ ჩანდა. მშვიდად იყვნენ შარტავა და გაბისკირია..."- იგონებს ყაბარდოელი, მისივე თქმით, გზაში ტყვეთა ჯგუფი დახვრიტეს... საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა...

"დამოუკიდებელი" აფხაზეთი - "რა იქნება ხვალ?!"

2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის უთანასწორი ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ნიშნი მოუგო და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. რუსეთის გადაწყვეტილებას, ორივე რეგიონში საზიემო განწყობით შეხვდნენ. თუ არ ჩავთვლით, ერთი-ორი სკეპტიკოსის კითხვას, რომლებიც უფრო აფხაზურ საზოგადოებაში იყო შესამჩნევი, - რა იქნება ხვალ?!

საქმე ის არის, რომ ისეთი "ხვალის" მოლოდინი, რომელიც ორივე რეგიონში ზარ-ზეიმით აღნიშნეს, არც 8 წლის შემდეგ დამდგარა და რუსეთთან ყოველდღიური ინტეგრაციის ფონზე, არავითარი წინაპირობა არსებობს, რომ ოდესმე დადგება... ვარაუდის გარეშეა, რომ ეს კარგად იცოდა, ორივე რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობამ, თუმცა, საყოველთაო დღესასწაულის კვალდაკვალ, რუსეთთან უფრო მეტად დაახლოების ახალ გზებზე დაიწყეს ფიქრი, რათა ძალაუფლებაში ყოფნის ვადა გაეხანგრძლივებინათ...

მაშ ასე, რა შეიცვალა კონკრეტულად აფხაზეთში, ამ 24 წლის განმავლობაში - ამაზე იქ არსებული არასახარბიელო ვითარება მეტყველებს, რომელიც ყველა მიმართულებას, ყველა ე.წ. უწყებასა და სფეროს ეხება. აფხაზური საზოგადოება, ამა თუ იმ პრობლემურ თემაზე საუბრისას მუდმივად იყენებს ფრაზას, - რას დავემსგავსეთ ბოლო 25 წელია?.. უმძიმეს სოციალური ფონი, კორუფცია, ნარკომანია, კრიმინალი, მოუწესრიგებელი "ჯანდაცვისა" და "საკანონმდებლო" სფერო, განათლების უკიდურესად დაბალი დონე და რაც მთავარია, გაღარიბების გზაზე მდგარი რეგიონი, - ასეთია აფხაზეთის დღევანდელი სურათი, პრობლემების არასრული ჩამონათვალით.

აფხაზებს საკუთარ პრობლემებზე ხმამაღალი წუწუნი არ ჩვევიათ, თუმცა, ბოლო წლებში რეგიონში ვითარება რომ ყოველდღიურად უარესობისკენ იცვლება, ამის წაყრუებას დანაშაულად მიიჩნევენ და ცდილობენ, მუდმივი პროტესტით, "ხელისუფლება" აიძულონ ვითარების გამოსწორებაზე იზრუნოს... რაულ ხაჯიმბა ამ მოთხოვნას "თავისებურად" პასუხობს, - აფხაზეთში გავლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ აძლიერებს რუსეთი. ამის ნათელი მაგალითია, "აფხაზეთის ხელმძღვანელობასა" და რუსეთს შორის გაფორმებული "ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში თავისებური "განშტოებები" აქვს და რომლის ბოლო "ნაბიჯია" - "ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის" შექმნა, აფხაზეთში დანაშაულების პრევენციისთვის. დანაშაულებმა კი, იქ ბოლო ხანებში პიკს მიაღწია... ასევე, თვალშისაცემია მუდმივი წნეხი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს და რომელიც აფხაზეთში ბოლოს საქმიანი ვიზიტით მყოფმა ვლადიმირ პუტინმაც გაახმოვანა - ტურიზმის განვითარებისთვის ჩაკეტილობის გახსნა. საუბარია, უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებისთვის დაკანონებაზე, რასაც აფხაზები ჯერ-ჯერობით არ თმობენ...

კრიმინალი, კორუფცია, ჯანდაცვა - აფხაზეთის მოურჩენელი ტკივილი

რუსეთმა ყოველთვის კარგად იცის, რა დროს რომელი სვლა გამოიყენოს, - "დამოუკიდებელი" აფხაზეთის მოსახლეობა ხელფასებსა და პენსიებს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს, რომელსაც პუტინის ხელისუფლება იმის მიხედვით გასცემს და ზღუდავს, რამდენად "დამჯერად" იქცევა მისი მოკავშირე აფხაზეთი... ამიტომაც, ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების გაპროტესტების შემდეგ, აფხაზეთში რამდენიმე თვის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობა მოუწია...

საქმე ის არის, რომ უმუშევრობის მაღალი დონის გამო, აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პენსიით ცხოვრობს. 2010 წლის მონაცემებით, აფხაზეთში, 47 331 (?!) პენსიონერი ცხოვრობს, მათი უმეტესობა, 90-იანი წლების ომის მონაწილეა და ბევრი მათგანი, იმ წლებში მიღებული ჭრილობებით ცხოვრობს... მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივი ხელმძღვანელობის იმედიც გადაეწურათ და ვერც რუსეთის ჯანდაცვის მომსახურება გახდა მათთვის ხელმისაწვდომი, პირველად, წინა ხელისუფლების დროს, მათ სამკურნალოდ ენგურს აქეთ საქართველოს მიაშურეს...

ადგილობრივი მოსახლეობის მცირე პროტესტის მიუხედავად, - ენგურს აქეთ სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება... საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებში მომსახურებით უკვე ისარგებლა 543-მა აფხაზმა პაციენტმა, მათ შორის, 94 ბავშვია. მათ მკურნალობაზე ამ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტიდან, დახარჯულია 1,294,600.87 ლარი... ცნობილია, რომ უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები აივ ვირუსით და ცე ჰეპატიტით დაავადებული, ასევე, ნარკოდამოკიდებული ადამიანები სარგებლობენ.

"თბილისში, სამკურნალოდ ჩამოსული ვნახე ისეთი ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლების ომში იბრძოდნენ... როგორც თავად თქვეს, ეს მათ არავინ დაუფასა..." - ასე იგონებს მათთან შეხვედრას "ქართულ-აფხაზური შერეული კავშირების" ხელმძღვანელი, რეზო ბენდელიანი...

"ომის ვეტერანების" უკმაყოფილებამ პიკს მიმდინარე წლის ზაფხულში მიაღწია, - 6 ივნისს, "საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ინვალიდთა ფონდის" ხელმძღვანელს, ბადრი აგრბას საკუთარ კაბინეტში ესროლეს... "ყელში ამოუვიდა ჩვენს ხალხს, ისინი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ყურადღებას არავინ აქცევს... პატრონი ჰყავს ამ ქვეყანას?.. სად წავიდა ის ერთსულოვნება, რომელიც 90-იან წლებში გვქონდა?.. რისი იმედი გვაქვს?. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს?.. ვინმე რამეს გვეკითხება", - ამ კითხვებს სოციალურ ქსელებში აფხაზები ხშირად სვამენ და ამა თუ იმ რაიონში, ქალაქში, ქუჩაზე, სოფელში მომხდარი ყაჩაღობის, ძარცვის, გაუპატიურების, ძალადობის ფაქტებს უზიარებენ ერთმანეთს...

"ჯოჯოხეთი სამოთხეში"

ბოლო წლებთან შედარებით, წლევანდელი წელი აფხაზეთისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, - არაერთი გახმაურებული კრიმინალური ფაქტის, გაუპატირებების, ე.წ. კანონიერი ქურდების გარჩევების, რუსი ტურისტების დაყაჩაღების, ფიდაუთის სამხედრო ბაზაზე მოხმდარი აფეთქებისა და სხვა, აღურიცხავი დანაშაულობების ფონზე, აფხაზეთში ზღვის სეზონი ჩავარდა, რაც მათივე თქმით, ასე "ითარგმნება", - იმატებს კრიმინალი, რადგან ვალებს გადახდა უნდა, ადამიანებს არსებობა, ფული სჭირდებათ... ერთი სიტყვით, უფრო მძიმე ზამთარი გველის, ვიდრე ოდესმე... რაულ ხაჯიმბას (და ვერც მისი წინამორბედების) "ხელისუფლებამ", დამოუკიდებელი რესურსებით პრობლემების მოგვარებას თავი ვერ გაართვა, - "რაც უფრო მატულობს ქვეყანაში პრობლემები, მით უფრო მივიწევთ რუსეთისკენ" - ირონიულად აღნიშნავენ აფხაზები...

ფაქტია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების პოლიტიკა წარუმატებელი გამოდგა, - მის თანამოაზრეებად, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ რჩებიან, - ამ ქვეყნების რიგში 2011-2014 წლებში ტუვალუც იყო, რომელმაც გადაწყვეტილება უკვე შეცვალა... ოკუპირებულ რეგიონში რუსული გავლენების გაძლიერება მათ აშკარა გაღიზიანებას იწვევს, თუმცა, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ენგურს აქეთ მათთვის ისევ "მეზობელი საქართველოა", რომელთანაც დრო თანდათან სულ უფრო აშორებთ...

ომამდელი ნოსტალგიის ნაპერწკალი...

სოხუმელ მწერალს, გურამ ოდიშარიას, რომელიც დრო და დრო თავის ქალაქს სტუმრობს, ყველაზე მძიმე მომენტებისთვისაც კი აქვს შემონახული, ქართულ-აფხაზური თანაცხოვრების ემოციური ეპიზოდები - "სოხუმში, ერთი ქართველი ექიმი ცხოვრობდა, - მეტსახელად "ბაჯა". ბავშვობიდან შემორჩა ასე... აფხაზი მეგობარი ჰყავდა. განუყრელი ძმაკაცები იყვნენ... დევნილობის შემდეგ, ბაჯა წამოვიდა, აფხაზი სოხუმში დარჩა... სოხუმში ერთ-ერთი ჩასვლისას, იმ ქუჩაზე მომიხდა სტუმრობა. ჩემს აფხაზ მეგობრებს ვესტუმრე. უცებ შეჩოჩქოლდნენ - რა მოხდა-მეთქი, ვიკითხე, - ერთ კაცზე მიმითითეს, - ახლა ეს დათვრება, ბაჯას სახლს მიადგება და დებოშს ატეხსო... ბაჯას სახლში უკვე სხვა ცხოვრობდა, აფხაზი...

შემდეგ მიამბეს, - ქართველი ბაჯას აფხაზ მეგობარს ნოსტალგია მოაწვება, დათვრება, ძველი მეგობრის სახლს ღამის 2-3 საათზე მიადგება და ბოლო ხმაზე ეძახის, - ბაჯა, ბაჯა!.. გამოვა თურმე ეს აფხაზი და უყვირის - "უბირაისა ატსიუდა, ზდეს ბაჯა ნე ჟივიოტ, ონ უეხალ ვ ტბილისი, იდი ტამ იში..." ამაზე ეს უფრო ბრაზდება, - ბაჯა ტამ ჟილ, ტამ ჟივიოტ ი ბუდეტ ჟიტო... სცემენ, გაკოჭავენ და წაათრევენ... თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, იგივეს აკეთებს... წლებია ასე გრძელდება... ვერ გააგრძელა ცხოვრება ძველი მეგობრის გარეშე და სოხუმში ყოფნა ტანჯვად ექცა, სმა დაიწყო... ეს ერთი და ორი ადამიანის ხვედრი არ არის, ეს ბევრი აფხაზის რეალობაა" - მითხრა მწერალმა, რომლის თქმითაც, ჩვენ ერთმანეთისთვის ნამდვილად ძვირფასები ვიყავით და შერიგებაზე საუბრისას, ასეთ ამბებს უნდა ჩავეჭიდოთო...

ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან აფხაზებსაც არაერთხელ უთქვამთ, - რომ არა პოლიტიკა, ქართველებთან გასაყოფი რა გვქონდაო, თუმცა, ამდენი წლის შემდეგ, ჩვენი სურვილი შერიგებაზე ისევ ცალმხრივი რჩება, - ომის შემდეგ, აფხაზეთში ხელმძღვანელობა არაერთხელ შეიცვალა, ამ მხრივ, არც დანარჩენი საქართველო ჩამორჩება, თუმცა, ერთ მაგიდასთან დასხდომის შესაძლებლობა ვერ გაჩნდა...

ფოტოების წყარო: cyxymu.livejournal.com

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო