საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ფიზიკოსის მატარებელში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი
ცნობილი ფიზიკოსის მატარებელში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც შეჰ­პარ­ვია სიყ­ვა­რუ­ლის მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ში ეჭვი, მაგ­რამ არი­ან წყვი­ლე­ბი, რო­მელ­თა შემ­ხედ­ვა­რეს სა­პი­რის­პი­რო გან­ცდა გიჩ­ნდე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად ისე­თი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა გვი­წევს, რომ­ლის მსგავ­სი ზღაპ­რებ­სა და რო­მა­ნებ­ში თუ წაგ­ვი­კი­თხავს, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ზეა და არა - მწერ­ლე­ბის მიერ გა­მო­გო­ნილ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე.

ზო­გი­ერ­თი რეს­პონ­დენ­ტი პი­რა­დი გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ ღიად სა­უბ­რობს, ზოგ­საც სა­ჯა­როდ მსჯე­ლო­ბის ერი­დე­ბა ან უბ­რა­ლოდ არ სურს. ზოგ­ჯერ ასეთ უთ­ქმე­ლო­ბა­ში ისე­თი დიდი გრძნო­ბა აღ­მო­მი­ჩე­ნია, რომ ჩა­ძი­ე­ბის გა­რე­შეც, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გამ­ხდა­რა. არ მინ­და ის ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მოვ­თვა­ლო, რო­მელ­თა გრძნო­ბა წლებს არ გა­უ­ხუ­ნე­ბია, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად ვინ­მე გა­მომ­რჩე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ამ თე­მას არა რამ­დე­ნი­მე, არა­მედ ერთი "მთა­ვა­რი გმი­რი" ჰყო­ლო­და და არ­ჩე­ვა­ნი ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე­ზე შე­ვა­ჩე­რე.

ფი­ზი­კოს­თან შინ სტუმ­რო­ბი­სას, პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მოგ­ხვდე­ბო­დათ, მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი მე­უღ­ლის ფო­ტო­ე­ბი იყო და ისიც მარ­თა­ლია, დიდი ტკი­ვი­ლით, თუმ­ცა, გულ­წრფე­ლად და ბევ­რს სა­უბ­რობ­და ქალ­ზე, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­ყო:

1953 წლის ივ­ლი­სი, კურსკის ვაგ­ზა­ლი, მა­ტა­რე­ბე­ლი #13. შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა ერთ-ერთ კუ­პე­ში. ბიჭი 22 წლი­საა, გო­გო­ნა 21-ის. ეს ის წა­მია, როცა შე­ხე­დავ და ხვდე­ბი, რომ...

"მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში მივ­დი­ო­დი, მა­შინ მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი. გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე ილია ვე­კუ­ას ქა­ლიშ­ვილ­მა, ლა­მა­რამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, ერ­თად წა­ვი­დე­თო. ავე­დით მა­ტა­რე­ბელ­ში და დავ­სხე­დით. მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე უნდა დაძ­რუ­ლი­ყო, როცა გვერ­დით კუ­პე­ში ორი გო­გო­ნა შე­ვარ­და. ლა­მა­რამ რომ და­ი­ნა­ხა, ერთ-ერთ მათ­განს გა­და­ეხ­ვია. ეს ლია იყო. თურ­მე, მე­გობ­რე­ბი ყო­ფი­ლან. ლა­მა­რამ ლია და მე ერ­თმა­ნეთ­თან წარ­გვად­გი­ნა. რა ვიცი, ალ­ბათ, ეს ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა იყო... მის­თვის სი­ტყვა "მიყ­ვარ­ხარ" არა­სო­დეს მით­ქვამს, ამის თქმა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! გა­მო­ხედ­ვა, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და წლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა ისე­დაც ამის ნა­თე­ლი დას­ტუ­რი იყო.

ზუს­ტად მახ­სოვს, რა ეცვა - სიფ­რი­ფა­ნა კა­ბა­ში იყო, პე­დი­კი­ურ­გა­კე­თე­ბუ­ლი და გრძე­ლი თმით. ცოტა ხან­ში ლა­მა­რას ქორ­წი­ლი ჰქონ­და, ორი­ვე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით და ამის შემ­დეგ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ზა­ფხუ­ლი ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ და მოს­კოვ­ში რომ დავ­ბრუნ­დით, 1954 წლის 1-ლ აპ­რილს ხე­ლის მო­წე­რა გა­დავ­წყვი­ტეთ. მმა­ჩის ბი­უ­რო­ში რომ მი­ვე­დით, ერ­თმა სიმ­პა­თი­ურ­მა ქალ­ბა­ტონ­მა უკან გა­მოგ­ვიშ­ვა, ამ დღეს ხე­ლის მო­წე­რა რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო? მე­ო­რე დღეს ისევ მი­ვე­დით და ხელი მო­ვა­წე­რეთ. რა­ტომ­ღაც, ქარ­თუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და­ვარ­ღვი­ეთ და მშობ­ლებს არ შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ. მერე რეს­ტო­რან "არაგ­ვში" წა­ვე­დით მე, ლია და ჩემი მე­უღ­ლის ის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გაც­ნო­ბის დღეს მას მა­ტა­რე­ბელ­ში ახ­ლდა...

რთულ პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ­დით. 1954 წლის 30 დე­კემ­ბერს ჩემი შვი­ლი გი­ორ­გი და­ი­ბა­და. ვცხოვ­რობ­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-15 სარ­თულ­ზე. ცალ­კე ოთახ­ში, ერთ პა­ტა­რა ლო­გინ­ზე მე და ლიას გვე­ძი­ნა. გო­გას­თვის ლო­გი­ნი არ გვქონ­და. სამი სკა­მი ერ­თად და­ვუდ­გით და და­ვაწ­ვი­ნეთ. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტოგ­რა­ფია და გული მწყდე­ბა, რომ თა­ვის დრო­ზე ბევ­რი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა არ გა­და­ვი­ღე და მათ შო­რის ის, თუ რო­გორ ეძი­ნა თვე­ე­ბის გი­ორ­გის სკა­მებ­ზე.

ცოლი ყვე­ლას უყ­ვარს, მაგ­რამ მე მას მა­ინც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვიხ­სე­ნებ. ფი­ცხი ვარ და ლია მე­უბ­ნე­ბო­და, გუ­რუ­ლი რომ ხარ, იმი­ტო­მო. თვი­თონ მშვი­დი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან. ლა­მაზ­თან ერ­თად, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ღმერ­თმა შეგ­ვახ­ვედ­რა ერ­თმა­ნეთს, ერ­თნა­ი­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის იდე­ო­ლო­გი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი და ერ­თმა­ნეთს ვავ­სებ­დით", - ასე იხ­სე­ნებ­და მე­უღ­ლეს 80 წლის ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე. ის ამ ასაკ­შიც კი ძვე­ლე­ბუ­რი შე­მარ­თე­ბით მუ­შა­ობ­და. წლო­ვა­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარ­და და ამ­ბობ­და, - მთა­ვა­რია, გული 40-50 წლის კა­ცი­ვით მაქ­ვსო. ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი იყო. კლა­სი­კა და ჯაზი იტა­ცებ­და, ბევ­რი ფო­კუ­სი იცო­და და ამ ხე­ლოვ­ნე­ბით ბევ­რს აო­ცებ­და. მის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი ეკა­ვა ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბას. თვი­თო­ნაც იღებ­და. თა­ვი­სი პორ­ტრე­ტე­ბი­დან კი მინ­დია მი­დე­ლაშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბუ­ლი ორი სუ­რა­თი გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონ­და. მე­უღ­ლის და მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს გა­მორ­ჩე­უ­ლად უფრთხილ­დე­ბო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ცნობილი ფიზიკოსის მატარებელში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

ცნობილი ფიზიკოსის მატარებელში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

ალბათ ყველა ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჰპარვია სიყვარულის მარადიულობაში ეჭვი, მაგრამ არიან წყვილები, რომელთა შემხედვარეს საპირისპირო განცდა გიჩნდება. ჟურნალისტებს ხშირად ისეთი ამბების მოსმენა გვიწევს, რომლის მსგავსი ზღაპრებსა და რომანებში თუ წაგვიკითხავს, თუმცა, სინამდვილეში, რეალურ ადამიანებზეა და არა - მწერლების მიერ გამოგონილ პერსონაჟებზე.

ზოგიერთი რესპონდენტი პირადი განცდების შესახებ ღიად საუბრობს, ზოგსაც საჯაროდ მსჯელობის ერიდება ან უბრალოდ არ სურს. ზოგჯერ ასეთ უთქმელობაში ისეთი დიდი გრძნობა აღმომიჩენია, რომ ჩაძიების გარეშეც, ყველაფერი ნათელი გამხდარა. არ მინდა ის ადამიანები ჩამოვთვალო, რომელთა გრძნობა წლებს არ გაუხუნებია, რადგან აუცილებლად ვინმე გამომრჩება. ამიტომ გადავწყვიტე, ამ თემას არა რამდენიმე, არამედ ერთი "მთავარი გმირი" ჰყოლოდა და არჩევანი ჯუმბერ ლომინაძეზე შევაჩერე.

ფიზიკოსთან შინ სტუმრობისას, პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, მისაღები ოთახის კედლებზე გამოფენილი მეუღლის ფოტოები იყო და ისიც მართალია, დიდი ტკივილით, თუმცა, გულწრფელად და ბევრს საუბრობდა ქალზე, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ყველაფერი კი ასე დაიყო:

1953 წლის ივლისი, კურსკის ვაგზალი, მატარებელი #13. შემთხვევითი შეხვედრა ერთ-ერთ კუპეში. ბიჭი 22 წლისაა, გოგონა 21-ის. ეს ის წამია, როცა შეხედავ და ხვდები, რომ...

"მოსკოვიდან თბილისში მივდიოდი, მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. გამომგზავრებამდე ილია ვეკუას ქალიშვილმა, ლამარამ დამირეკა და მითხრა, ერთად წავიდეთო. ავედით მატარებელში და დავსხედით. მატარებელი უკვე უნდა დაძრულიყო, როცა გვერდით კუპეში ორი გოგონა შევარდა. ლამარამ რომ დაინახა, ერთ-ერთ მათგანს გადაეხვია. ეს ლია იყო. თურმე, მეგობრები ყოფილან. ლამარამ ლია და მე ერთმანეთთან წარგვადგინა. რა ვიცი, ალბათ, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო... მისთვის სიტყვა "მიყვარხარ" არასოდეს მითქვამს, ამის თქმა როგორ შეიძლება?! გამოხედვა, ურთიერთგაგება და წლების ურთიერთობა ისედაც ამის ნათელი დასტური იყო.

ზუსტად მახსოვს, რა ეცვა - სიფრიფანა კაბაში იყო, პედიკიურგაკეთებული და გრძელი თმით. ცოტა ხანში ლამარას ქორწილი ჰქონდა, ორივე დაპატიჟებული ვიყავით და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ზაფხული ერთად გავატარეთ და მოსკოვში რომ დავბრუნდით, 1954 წლის 1-ლ აპრილს ხელის მოწერა გადავწყვიტეთ. მმაჩის ბიუროში რომ მივედით, ერთმა სიმპათიურმა ქალბატონმა უკან გამოგვიშვა, ამ დღეს ხელის მოწერა როგორ შეიძლებაო? მეორე დღეს ისევ მივედით და ხელი მოვაწერეთ. რატომღაც, ქართული წეს-ჩვეულებები დავარღვიეთ და მშობლებს არ შევატყობინეთ. მერე რესტორან "არაგვში" წავედით მე, ლია და ჩემი მეუღლის ის მეგობარი, რომელიც ჩვენი გაცნობის დღეს მას მატარებელში ახლდა...

რთულ პირობებში ვცხოვრობდით. 1954 წლის 30 დეკემბერს ჩემი შვილი გიორგი დაიბადა. ვცხოვრობდით უნივერსიტეტის საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე. ცალკე ოთახში, ერთ პატარა ლოგინზე მე და ლიას გვეძინა. გოგასთვის ლოგინი არ გვქონდა. სამი სკამი ერთად დავუდგით და დავაწვინეთ. საერთოდ, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და გული მწყდება, რომ თავის დროზე ბევრი ცნობილი პიროვნება არ გადავიღე და მათ შორის ის, თუ როგორ ეძინა თვეების გიორგის სკამებზე.

ცოლი ყველას უყვარს, მაგრამ მე მას მაინც, განსაკუთრებულად ვიხსენებ. ფიცხი ვარ და ლია მეუბნებოდა, გურული რომ ხარ, იმიტომო. თვითონ მშვიდი იყო. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ლამაზთან ერთად, უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს, ერთნაირი ფსიქოლოგიის იდეოლოგიის ადამიანები და ერთმანეთს ვავსებდით", - ასე იხსენებდა მეუღლეს 80 წლის ჯუმბერ ლომინაძე. ის ამ ასაკშიც კი ძველებური შემართებით მუშაობდა. წლოვანებაზე საუბარი არ უყვარდა და ამბობდა, - მთავარია, გული 40-50 წლის კაცივით მაქვსო. ყოველთვის აქტიური იყო. კლასიკა და ჯაზი იტაცებდა, ბევრი ფოკუსი იცოდა და ამ ხელოვნებით ბევრს აოცებდა. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ფოტოხელოვნებას. თვითონაც იღებდა. თავისი პორტრეტებიდან კი მინდია მიდელაშვილის გადაღებული ორი სურათი განსაკუთრებით მოსწონდა. მეუღლის და მასთან გადაღებულ ფოტოებს გამორჩეულად უფრთხილდებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი