Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
 ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში - http://ubani.ge/-ზე გავ­რცელ­და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლია მცდა­რი და შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც "ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბაზ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"შე­გახ­სე­ნებთ რომ - 1. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, ან რო­მე­ლი­მე სხვა უწყე­ბის მიერ, არ ხდე­ბა ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ან რამე სხვა ფორ­მით მისი ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა;

2. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ახ­დენს მხო­ლოდ პროს­პექ­ტის ფორ­მის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნას­თან და არ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მის ში­ნა­არსზე; ამას­ვე მი­უ­თი­თებს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ბო­ლოო პროს­პექ­ტის წინა გვერ­დზე მკა­ფი­ოდ უნდა ჩან­დეს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი:

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ემი­სი­ის პროს­პექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა შე­ე­ხე­ბა პროს­პექ­ტის ფორ­მას და იგი არ შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლულ იქ­ნას, რო­გორც დას­კვნა მისი ში­ნა­არ­სის სის­წო­რის, ან აქ აღ­წე­რი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ"

3. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ არ ხდე­ბა ემი­ტენ­ტი­სათ­ვის რა­ი­მე რის­კის და­ზღვე­ვა, ან ნო­მი­ნა­ლის გან­სა­ზღვრა;

4. ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი, ემი­სი­ის პროს­პექ­ტის თა­ნახ­მად, წარ­მო­ად­გენს არა­უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

"ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბაზ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ემი­ტენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორს წა­რუდ­გი­ნოს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ემი­სი­ის სა­ბო­ლოო პროს­პექ­ტი და არა სხვა დო­კუ­მენ­ტი. გარ­და ამი­სა, "რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შე­სა­ხებ რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბი­სას და­უშ­ვე­ბე­ლია ემი­სი­ის პროს­პექ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და რა­ი­მე სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა;

ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბი­სა და ინ­ვეს­ტორ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი იმოქ­მე­დებს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არც სა­ხელ­მწი­ფოს და არც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­რან­ტი­ით. ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხის ძი­რი­სა და პრო­ცენ­ტის გა­დახ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, ფი­ნან­სურ­მა ინ­სტრუ­მენ­ტმა შე­საძ­ლოა ნა­წი­ლობ­რივ, ან სრუ­ლად და­კარ­გოს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ამი­ტომ, ასეთ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ინ­ვეს­ტო­რის პი­რად რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მის სიფრ­თხი­ლე­სა და ანა­ლიზს სა­ჭი­რო­ებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

 ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინტერნეტ სივრცეში - http://ubani.ge/-ზე გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"შეგახსენებთ რომ - 1. ეროვნული ბანკის, ან რომელიმე სხვა უწყების მიერ, არ ხდება ფასიანი ქაღალდის სერტიფიცირება, ან რამე სხვა ფორმით მისი ხარისხის შეფასება;

2. ეროვნული ბანკი ახდენს მხოლოდ პროსპექტის ფორმის შესაბამისობაში მოყვანას კანონის მოთხოვნასთან და არ არის პასუხისმგებელი მის შინაარსზე; ამასვე მიუთითებს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები:

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის, ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ"

3. ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება ემიტენტისათვის რაიმე რისკის დაზღვევა, ან ნომინალის განსაზღვრა;

4. ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებული ფასიანი ქაღალდი, ემისიის პროსპექტის თანახმად, წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას.

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ემიტენტი ვალდებულია პოტენციურ ინვესტორს წარუდგინოს დამტკიცებული ემისიის საბოლოო პროსპექტი და არა სხვა დოკუმენტი. გარდა ამისა, "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამის გავრცელებისას დაუშვებელია ემისიის პროსპექტში აღნიშნულის გარდა რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელება;

ხარვეზების გამოსწორებისა და ინვესტორთა ინფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკი იმოქმედებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი