სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა" - რას სთხოვს მაყურებელს მსახიობი, რომელმაც მღვდლის როლი პირველად მოირგო
"ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა" -  რას სთხოვს მაყურებელს მსახიობი, რომელმაც მღვდლის როლი პირველად მოირგო

სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" თი­ზერ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ერთ-ერთ მთა­ვარ როლს მსა­ხი­ო­ბი ზურა ჟღენ­ტი თა­მა­შობს. მღვდლის როლი პირ­ვე­ლად მო­ირ­გო და იმე­დი აქვს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მის პერ­სო­ნაჟ­თან არ გა­ა­ი­გი­ვებს. რისი ეში­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­დის კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას და რო­გორ იქ­ცე­ვა და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დის დროს? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1984 წლის 6 მა­ი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ეს სურ­ვი­ლი მქონ­და. დე­დას თე­ატ­რში ხში­რად დავ­ყავ­დი. მახ­სოვს, კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში "ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი" რომ ვნა­ხე, იმ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, მო­მინ­და, მო­მა­ვალ­ში სცე­ნა­ზე მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა ცო­ტა­თი და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სი­აა, ნაკ­ლებ შე­მო­სავ­ლი­ა­ნიც, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამო სი­ნა­ნუ­ლი არას­დროს მქო­ნია. ზუს­ტად ვიცი, რა პრო­ფე­სი­აც უნდა ამერ­ჩია, თავს შე­ვაკ­ლავ­დი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვი­მუ­შა­ვებ­დი. ძა­ლი­ან მომ­წონს ექი­მო­ბა, პე­და­გო­გო­ბა... ამ სფე­რო­ებ­შიც დიდი ინ­ტე­რე­სით ჩა­ვი­ძი­რე­ბო­დი, ორი­ვე ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სი­აა.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...დღეს დე­დამ მი­თხრა, - უფა­სო 112 ხარო. ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა მიყ­ვარს. ამას ყო­ველ­თვის დიდი გუ­ლით და უან­გა­როდ ვა­კე­თებ. მე­გობ­რე­ბი მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, - მიმ­ნდო­ბი ხარ, ეგ­რეც არ შე­იძ­ლე­ბაო. სუ­ლე­ლუ­რად გუ­ლუბ­რყვი­ლო არ ვარ, მაგ­რამ ადა­მი­ან­თან ნდო­ბის გა­რე­შე ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­მიძ­ლია.

- მიმ­ნდო­ბი ხა­სი­ა­თის გამო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან...

- ...ბევ­რჯერ მტკე­ნია გული.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ჯან­მრთე­ლი ვარ და შე­მიძ­ლია, ჩემი თავი გან­ვა­ვი­თა­რო; ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გარ­შე­მო ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მყავს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და შე­მიძ­ლია ვთქვა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოც კი.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ. მხო­ლოდ ჩემს საქ­მეს არ ვგუ­ლის­ხმობ, ფი­ზი­კუ­რი შრო­მაც მიყ­ვარს. ვცდი­ლობ, ეს თვი­სე­ბა არ დავ­კარ­გო. ვერ ვჩერ­დე­ბი, საქ­მე სულ რომ არ იყოს, რა­ღა­ცას მა­ინც გა­მოვ­ნა­ხავ. სახ­ლში რე­მონ­ტი ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლია. მე­ზო­ბე­ლი ხე­ლო­სა­ნია და როცა რა­ი­მეს ვერ ვხვდე­ბო­დი, მას ვუ­რე­კავ­დი. ის მიხ­სნი­და, მას­წავ­ლი­და. ია­ტაკ­ზე ლა­მი­ნა­ტი "იუ­თუბ­ზე" ნა­ნა­ხი ვი­დე­ოს მეშ­ვე­ო­ბით და­ვა­გე (იცი­ნის), მშვე­ნი­ე­რი გა­მო­ვი­და.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...გუ­რუ­ლის­თვის და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლი სი­ფი­ცხე მაქვს. უცებ ვფე­­თქდე­ბი და მერე ჩემს თავ­ზე ვბრა­ზდე­ბი. იყო პე­რი­ო­დი, როცა სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტრო­ლი შე­მეძ­ლო, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და რა­ღაც ისე­თი, რა­მაც სიმ­შვი­დე და­მა­კარ­გვი­ნა და...

- ეს იყო...

- ...გუ­ლის ტკი­ვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა" - რას სთხოვს მაყურებელს მსახიობი, რომელმაც მღვდლის როლი პირველად მოირგო

"ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა" -  რას სთხოვს მაყურებელს მსახიობი, რომელმაც მღვდლის როლი პირველად მოირგო

სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" თიზერმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ზურა ჟღენტი თამაშობს. მღვდლის როლი პირველად მოირგო და იმედი აქვს, რომ მაყურებელი მის პერსონაჟთან არ გააიგივებს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, როდის კარგავს წონასწორობას და როგორ იქცევა დაძაბული პერიოდის დროს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 6 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდან ეს სურვილი მქონდა. დედას თეატრში ხშირად დავყავდი. მახსოვს, კინომსახიობთა თეატრში "ჩვენი პატარა ქალაქი" რომ ვნახე, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მომინდა, მომავალში სცენაზე მეც ვყოფილიყავი. საქართველოში მსახიობობა ცოტათი დაუფასებელი პროფესიაა, ნაკლებ შემოსავლიანიც, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, პროფესიული არჩევანის გამო სინანული არასდროს მქონია. ზუსტად ვიცი, რა პროფესიაც უნდა ამერჩია, თავს შევაკლავდი და კეთილსინდისიერად ვიმუშავებდი. ძალიან მომწონს ექიმობა, პედაგოგობა... ამ სფეროებშიც დიდი ინტერესით ჩავიძირებოდი, ორივე ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...დღეს დედამ მითხრა, - უფასო 112 ხარო. ადამიანების დახმარება მიყვარს. ამას ყოველთვის დიდი გულით და უანგაროდ ვაკეთებ. მეგობრები მსაყვედურობენ, - მიმნდობი ხარ, ეგრეც არ შეიძლებაო. სულელურად გულუბრყვილო არ ვარ, მაგრამ ადამიანთან ნდობის გარეშე ურთიერთობა არ შემიძლია.

- მიმნდობი ხასიათის გამო ადამიანებისგან...

- ...ბევრჯერ მტკენია გული.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჯანმრთელი ვარ და შემიძლია, ჩემი თავი განვავითარო; ბედნიერი ვარ, რომ გარშემო ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს, ოჯახის წევრები, ახლობლები და შემიძლია ვთქვა, მთელი საქართველოც კი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარე ვარ. მხო­ლოდ ჩემს საქმეს არ ვგულისხმობ, ფიზიკური შრომაც მიყვარს. ვცდილობ, ეს თვისება არ დავკარგო. ვერ ვჩერდები, საქმე სულ რომ არ იყოს, რაღაცას მაინც გამოვნახავ. სახლში რემონტი ჩემი გაკეთებულია. მეზობელი ხელოსანია და როცა რაიმეს ვერ ვხვდებოდი, მას ვურეკავდი. ის მიხსნიდა, მასწავლიდა. იატაკზე ლამინატი "იუთუბზე" ნანახი ვიდეოს მეშვეობით დავაგე (იცინის), მშვენიერი გამოვიდა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...გურულისთვის დამახასია­თებელი სიფიცხე მაქვს. უცებ ვფე­­თქდები და მერე ჩემს თავზე ვბრა­ზდები. იყო პერიოდი, როცა საკუთარი თავის კონტროლი შემეძლო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა და...

- ეს იყო...

- ...გულის ტკივილი პირად ცხოვ­რებაში... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი